es
Feedback

¡No caigas en manos de tramposos! Telemetrio encuentra y marca estos canales 👉 Si quieres ver la etiqueta, suscríbete

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

Ir al canal en Telegram

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

Mostrar más

📈 Análisis del canal de Telegram ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

El canal ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) en el segmento lingüístico de Georgiano es un actor destacado. Actualmente la comunidad reúne a 21 411 suscriptores, ocupando la posición 10 944 en la categoría Noticias y medios y el puesto 37 en la región Georgia.

📊 Métricas de audiencia y dinámica

Desde su creación el невідомо, el proyecto ha mostrado un crecimiento acelerado, reuniendo a 21 411 suscriptores.

Según los últimos datos del 28 octubre, 2026, el canal mantiene una actividad estable. En los últimos 30 días la variación de miembros fue de -155, y en las últimas 24 horas de -5, conservando un alto alcance.

  • Estado de verificación: No verificado
  • Tasa de interacción (ER): El promedio de interacción de la audiencia es 9.40%. Durante las primeras 24 horas tras publicar, el contenido suele obtener 8.57% de reacciones respecto al total de suscriptores.
  • Alcance de las publicaciones: Cada publicación recibe en promedio 2 013 visualizaciones. En el primer día suele acumular 1 836 visualizaciones.
  • Reacciones e interacción: La audiencia responde de forma activa: el promedio de reacciones por publicación es 122.

📝 Descripción y política de contenido

El autor describe el recurso como un espacio para expresar opiniones subjetivas:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”

Gracias a la alta frecuencia de actualizaciones (últimos datos recibidos el 29 octubre, 2026), el canal mantiene la vigencia y un amplio alcance. La analítica demuestra que la audiencia interactúa activamente con el contenido, lo que lo convierte en un punto de referencia dentro de la categoría Noticias y medios.

21 411
Suscriptores
-524 horas
-607 días
-15530 días
Archivo de publicaciones
🇺🇸 აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე დარჩენილია 5 დღე: კონგრესის ორივე პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის—-Fox
🇺🇸 აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე დარჩენილია 5 დღე: კონგრესის ორივე პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის—-Fox News Power Rankings-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ რამდენიმე საკვანძო ოლქში უპირატესობა დემოკრატებისკენ იხრება, თუმცა სენატისთვის ბრძოლის საბოლოო შედეგის პროგნოზირება ჯერ კიდევ შეუძლებელია—- სენატის ხუთი ადგილი კვლავ ღიად რჩება, ხოლო წარმომადგენელთა პალატის საარჩევნო პროგნოზებში დემოკრატების გამარჯვება ფაქტობრივად გარდაუვალია….

🇺🇦 უკრაინელთა ეროვნული წარმოების STING-ის გადამჭერი დრონები რუსების შაჰიდისა დს გეფბერას ტიპის კამიკაძე დრონებს ანადგურებენ…

🟥 რეაპუბლიკელთა მხარდამჭერ ტელევიზია Fox News-ზეც აღიარებენ, რომ შესაძლოა ტრამპისთვის უკვე გვიანი იყოს რესპუბლიკელებისთვის შუალედური არჩევნების გადარჩენა….. 📌 „თუ თქვენ პრეზიდენტი ხართ და გაქვთ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია — რამაც, როგორც ახსენეთ, სხვა პრობლემებთან ერთად საწვავის ფასები აშკარად გაზარდა — რას ურჩევდით მას ახლა, როგორ იმოქმედოს? იმიტომ, რომ ვფიქრობ, მომავალი სამშაბათისთვის შესაძლოა უკვე გვიანი იყოს, მაგრამ მას წინ კიდევ ორი წელი აქვს. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მას დემოკრატებისგან დიდი წინააღმდეგობა ელის”,- კითხვას სვამს ამერიკელი ფინანსური ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, დაგენ მაკდაუელი, რომელიც Fox Business-ის გადაცემებში მუშაობს….

🇺🇦 — ვითარება დონბასის ფრონტზე—- ⚫️ სამხრეთის ფრონტისგან განსხვავებით, სადაც 2026 წელს უკრაინული არმიის მდგომარეობა გაუმჯობ
🇺🇦 — ვითარება დონბასის ფრონტზე—- ⚫️ სამხრეთის ფრონტისგან განსხვავებით, სადაც 2026 წელს უკრაინული არმიის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღმოსავლეთის ფრონტზე მსგავსი წინსვლა არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, უკრაინელებს მაინც შეუძლიათ კმაყოფილნი იყვნენ რუსული წინსვლის შენელებითა და სლოვიანსკთან ფრონტის ბოლოდროინდელი სტაბილიზაციით. ▪️ 2026 წლის დასაწყისში უკრაინელებმა მოახერხეს პოკროვსკიდან და მირნოჰრადიდან ჯარების გამოყვანა — ვინაიდან მათ ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მრავლად ჰქონდათ შენარჩუნებული პოზიციები. მიუხედავად ამისა, ოთხი არმიის (29-ე, 51-ე, 41-ე და მე-8) მიერ 50-კილომეტრიან ფრონტზე განხორციელებულმა ინტენსიურმა რუსულმა ზეწოლამ რუსულ ძალებს დობროპილიას გარეუბნებამდე წინსვლის საშუალება მისცა. დონბასის დასავლეთ ადმინისტრაციული საზღვრების მიმართულებით შეტევა შეჩერებულია, ხოლო დრუჟკივკისკენ მიმართული იერიში დროებით მოგერიებულია. თუმცა, რუსული ძალები დობროპილიას მიმართულებით წინ წავიდნენ და ღრმა ინფილტრაციებს ახორციელებენ, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრამდე და მის მიღმაც კი მიაღწიეს. ქალაქს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს; უფრო მეტიც, მისმა დაპყრობამ შესაძლოა პოტენციურად საცეცხლე პლაცდარმის როლი შეასრულოს ბარვინკოვეს მიმართულებით შეტევისთვის, რითაც დაარტყამენ დონბასში არსებულ უკრაინულ სიმაგრეებს ზურგიდან. ▪️ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული თავდაცვითი ხაზების სიძლიერიდან გამომდინარე, მსგავსი შეტევა ნაკლებად სავარაუდოა, ხშირი ინფილტრაცია მაინც მოსალოდნელია. ⚔️ ბრძოლა კოსტიანტინივკისთვის უკვე ერთი წელია გრძელდება, თუმცა ქალაქი ჯერ არ დაცემულია. რუსები უპირატესობას ფლობენ ქალაქის დაახლოებით 50%-ში (თუმცა ეს არ ნიშნავს მყარ კონტროლს ან დალაგებულ ლოგისტიკას), მაშინ როცა უკრაინელებს უპირატესობა აქვთ დაახლოებით 20 %-ში, ხოლო დარჩენილი 30% სადავო ზონად რჩება. ამ დროისთვის დრუჟკივკის მიმართულებით წინსვლა შენელებულია, ხოლო უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ უკან დაიხიეს ჩასივ-იარში შენარჩუნებული ბოლო პოზიციებიდანაც. ⬛️ და ბოლოს, სლოვიანსკისა და კრამატორსკის ქალაქების აღმოსავლეთით არსებული ვითარება, რომელიც 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა, სექტემბრიდან მოყოლებული გაუმჯობესდა. უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივკასა და კრამატორსკთან ფრონტის ხაზი უკან დაწიეს; თუმცა, FPV დრონებისა და მართვადი საავიაციო ბომბების (KAB) მუდმივი საფრთხე კვლავინდებურად ნარჩუნდება, რამაც ბოლო თვეებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია გამოიწვია…. 🟥 ასევე აღსანიშნავია ლიმანის აღმოსავლეთის ზაფხულში დაწყებული უკრაინელთა კონტრშეტევა, კოდური სახელწოდებით “ვივალდი”, რომლის ფარგლებშიც სლავიანსკის მიმართულებით აღმოსავლეთ ფლანგიდან რუსების მარყუჟისებრი შეტევის პერსპექტივები ამ დროისთვის მოისპო… უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ და ცდილობენ მდინარე ჟერებეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე “გადარეკონ” ოკუპანტები… აღნიშნულ ზონაში უკრაინელებმა 200 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის ტერიტორიაზე აღადგინეს კონტროლი…. ▪️ საერთო ჯამში, რეგიონში სამხედრო ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, თუმცა ის კვლავ დაძაბულად რჩება. რუსები ახლა მსხვილ ქალაქებთან და ახალ თავდაცვით ხაზებთან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან, რაც სამანევროდ დიდ სივრცეს აღარ ტოვებს. შესაბამისად, რეგიონში ყველა სამომავლო ბრძოლა სავარაუდოდ ფრონტალური იქნება. მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა უკრაინული არმია ფრონტის წარმატებით სტაბილიზაციას და როგორ განვითარდება რუსეთის წინსვლა დობროპილიას მიმართულებით…..

🚨🇷🇺🇺🇦🇪🇺 რუსეთი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიწვეული არ არის—- 🇷🇺 საგარეო ურთიერთობათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობა უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მოსალოდნელი არ არის—- 🗣️მისი გზავნილი ევროპელი ლიდერებისადმი მკვეთრი და პირდაპირი იყო: „მათ შეუძლიათ წავიდნენ იქ, თუ ბილეთებს იყიდიან, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ მიწვევას არავინ გეგმავს.“

⚔️ ბრძოლები კოსტიანტინოვკისთვის—- ⬛️ გუშინ გავრცელდა გეოლოკაციის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ კოსტიანტინივკის უკიდურეს სამხრეთ
⚔️ ბრძოლები კოსტიანტინოვკისთვის—- ⬛️ გუშინ გავრცელდა გეოლოკაციის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ კოსტიანტინივკის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უკრაინულ პოზიციას რუსული დრონების სპეცდანაყოფ „რუბიკონის“ FPV დრონით დაარტყეს. ▪️ Sentinel-2-ის თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით, ვიდეო 12 ოქტომბერზე ადრე არ არის გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალია და ძალიან აქტუალურია კოსტიანტინივკაში არსებული მიმდინარე სიტუაციისთვის. ეს გასაკვირი არ არის — აღნიშნული ტერიტორია კვლავ რჩება „ინფილტრაციის ზონაში“, რომელიც მოიცავს არეალს, სადაც ნებისმიერ მოცემულ დროს შეიძლება იმყოფებოდეს რომელიმე მხარის ჯარისკაცი; მათ შორის რუსეთის ყველაზე შორსწასული ინფილტრაცია დრუჟკივკის გარეუბნებთან ახლოს და უკრაინის ყველაზე ღრმა პოზიციები, რომლებიც კვლავ რჩება რუსული ხაზების ზურგში, კოსტიანტინივკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში. ⚫️ სავარაუდოა, რომ უკრაინის ზოგიერთი იზოლირებული პოზიცია კვლავ რჩება კიდევ უფრო სამხრეთით, ივანოპილიას ჩრდილოეთ კიდეზეც. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ „კონტროლირებადია“, თუმცა მათ სრული „კონსოლიდაციისთვის“ (ფეხის საბოლოო მოკიდება-პლაცდარმის ორგანიზება) ჯერ არ მიუღწევიათ. ⚫️ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მნიშვნელოვანი უკრაინული პოზიციების უმეტესობა კოსტიანტინივკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში რჩება, რაც რუკაზე უკვე რამდენიმე თვეა „რუხ ზონად“ ფიქსირდება — უკრაინულ და რუსულ პოზიციებს შორის მუდმივი აღრევის გამო. ▪️ქალაქის ამ გარეუბნებში რუსულ და უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, ძალთა გარკვეული პარიტეტი აქვთ, მათ შორის ზოგ არეალში რუსული უპირატესობით, ზოგში კი — უკრაინულით. ორივე მხარე მუდმივად ახორციელებს ერთმანეთის პოზიციებში ინფილტრაციას და ცდილობს მოწინააღმდეგის გაწმენდას, რაც შეუძლებელსა და არაპრაქტიკულს ხდის იქ მკაფიო „ფრონტის ხაზის“ გავლას…. ამგვარად, უკრაინული ჯარები უკვე 1 წელზე (2025 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო შეტაკებები) მეტია, რაც ქალაქ კოსტიანტინოვკაზე ნაწილობრივ კონტროლს ამ დრომდე ინარჩუნებენ….

🟥 აღმოსავლეთის ფრონტი, ლიმანის მიმართულება—— სოფელი მალა დიბროვა ახლა უკრაინის არმიის ტერიტორიული თავდაცვის 117-ე ბრიგადის მებრძოლების კონტროლქვეშაა…..უკრაინელი მებრძოლები კონტრშეტევითი ოპერაცია “ვივალდის” ფარგლებში წმენდას ახორციელებენ…. ვიდეოზე ჩანს ახლო საცეცხლე კონტაქტების შედეგად განადგურებული რამდენიმე რუსი სამხედროს გვამი….

🟥 The Wall Street Journal ფრენების თვალთვალის მონაცემებსა და ორ ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს
🟥 The Wall Street Journal ფრენების თვალთვალის მონაცემებსა და ორ ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ტეხასიდან ისრაელში საჰაერო თავდაცვის დამატებით Patriot-ის სისტემებს აგზავნის სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად. 🔷 გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი ირანთან ომის განახლების მზადების ერთ-ერთი ნიშანია იმ ფონზე, როდესაც აშშ ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ხანმოკლე და ინტენსიურ კამპანიას განიხილავს. 🔷 ირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ნებისმიერ თავდასხმას რეგიონის მასშტაბით ეკონომიკურ და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებით უპასუხებს.

🇷🇺 “ეს იდიოტები ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ უბრალოდ პირისაგან მიწისა აღვგავთ. ისინი გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ უბრალოდ დროის გაყვანაა საჭირო და პუტინს ვინმე ახალი შეცვლის — რომელიმე ახალი გორბაჩოვი. თქვენ უბრალოდ ვერ ხვდებით. ვლადიმერ პუტინი ჩვენი ხალხის იმედებს ასახავს. და ის, რაც ახლა ხდება, არ არის „პუტინის ომი“, როგორც თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ — ეს რუსი ხალხის ომია ამ სამყაროში საკუთარი ადგილისთვის.“ — აცხადებს სრულიად კრემლის პროპაგანდის პრინცი, ვლადიმერ სალავიოვი.

🇬🇧🇺🇦 ზელენსკი: 📌 “ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემთან და მადლობელი ვართ ბრიტანეთის,
🇬🇧🇺🇦 ზელენსკი: 📌 “ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემთან და მადლობელი ვართ ბრიტანეთის, მისი უწყვეტი, ძლიერი და ჭეშმარიტად ლიდერული მხარდაჭერისთვის. დღეს ბრიტანეთმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა სულ £10 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით: €7 მილიარდი ფუნტი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხოლო £3 მილიარდი ფუნტი ბრიტანული ექსპორტის მხარდასაჭერად — პირველ რიგში, იმ აუცილებელი შეიარაღების მოსაწოდებლად, რაც გააძლიერებს სიცოცხლის დაცვას ჩვენს ქვეყანაში.” 📌 “ეს არის იმ ყოველწლიური მხარდაჭერის დამატება, რასაც ბრიტანეთი ისედაც უწევს უკრაინას. რა თქმა უნდა, ენდისთან ერთად განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაც და ბრიტანეთი ამ საკითხში კვლავ პრინციპული დარჩება.”

🛰️ ASSOCIATED PRESS-ის ინფორმაციით, რუსული სადაზვერვო სატელიტური თანამგზავრები ირანსა და მის პროქსი ძალებს საუდის არაბეთზე დ
🛰️ ASSOCIATED PRESS-ის ინფორმაციით, რუსული სადაზვერვო სატელიტური თანამგზავრები ირანსა და მის პროქსი ძალებს საუდის არაბეთზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარებიან —👇 🇷🇺 🚀 რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო თანამგზავრებმა 1 ივლისიდან 19 ოქტომბრამდე მინიმუმ 40 დარტყმისთვის უზრუნველყვეს სადაზვერვო მხარდაჭერა. ყველა შემთხვევაში, რუსული თანამგზავრები პოტენციური დარტყმების ზონებს თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ… გარდა ამისა, ჰუსიტებს ჩინეთიც ეხმარებოდა, რომელმაც ირანს ტექნოლოგიური შესაძლებლობები მიაწოდა.

‼️‼️‼️ მეგობრებო, მაისში ღიად გესაუბრეთ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელშიც „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის პროექტ
‼️‼️‼️ მეგობრებო, მაისში ღიად გესაუბრეთ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელშიც „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის პროექტები აღმოჩნდა. მაშინ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მოგვცა შესაძლებლობა, მუშაობა გაგვეგრძელებინა. ამისთვის კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენგანს. დღეს კი, სამწუხაროდ, კვლავ იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ და გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. არ გვინდა, ეს პოსტი ვინმემ უბრალოდ წუწუნად ან დახმარების თხოვნად აღიქვას. ჩვენი მიზანია, ჩვენს მკითხველს ზუსტად ვაჩვენოთ, რა მდგომარეობაში ვართ და რა დგას ამ პროექტების მომავალზე. 🔹 ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ ყველაფერს ვერ წყვეტს წლების განმავლობაში ეს პლატფორმები ძირითადად სტუდენტურ ენთუზიაზმზე, მოხალისეობრივ შრომასა და პირად რესურსებზე იყო დაფუძნებული. თუმცა საინფორმაციო ომში 24/7 ყოფნა, უზარმაზარი ინფორმაციის გადამოწმება და გაფილტვრა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ხარისხიანი მასალის მომზადება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს. იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც ეს პლატფორმები საჭიროებს, სხვა სამსახურთან ერთად სრულფასოვნად შესრულება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. 🔹 ჩვენი პრინციპები არ იცვლება დღესაც გვაქვს პოლიტიკური დაფინანსების მიღების შეთავაზებები კონკრეტული პოლიტიკური ნარატივების გატარების სანაცვლოდ. ჩვენთვის ეს ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება წითელ ხაზად. დამოუკიდებლობისა და სარედაქციო თავისუფლების დათმობას არ ვაპირებთ. მაგრამ ამ არჩევანს თავისი ფასი აქვს — და სწორედ ეს ფასი არის ის ფინანსური სირთულე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. 🔹 ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ამ პროექტების გასაგრძელებლად აუცილებელია სტაბილური, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა. საუბარი არ არის აუცილებლად დიდ თანხებზე — ბევრი ადამიანის მცირე, მაგრამ რეგულარული მხარდაჭერაც კი მოგვცემს საშუალებას, არსებობა და მუშაობა გავაგრძელოთ. თუ ფიქრობთ, რომ „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის მიერ შესრულებული საქმე მნიშვნელოვანია, ახლა სწორედ თქვენი მხარდაჭერაა გადამწყვეტი. სხვა შემთხვევაში, არსებული რესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს მომავალში პროექტების მუშაობის იძულებით და საბოლოო შეჩერებას ვეღარ ავცდებით. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. თუ ფიქრობთ, რომ ეს საქმე უნდა გაგრძელდეს, მოდი, ერთად გადავწყვიტოთ მისი მომავალი. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და თვლით, რომ ჩვენი საქმიანობა საჭიროა, მადლობა, რომ ამ გზაზე ჩვენთან ერთად ხართ. ❤️ ‼️ გვერდების დაფინანსებისთვის საჭირო რეკვიზიტები და ბმულები: 💳 🟧 #GE82BG0000000537580124 💳 🟦 #GE85TB7000145066300003 🔴 ამავდროულად, ვისაც სურვილი გაქვთ ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის, დონაციები შეგიძლიათ #Patreon-ის გამოყენებით - http://patreon.com/user?u=73815580 ‼️დონაციებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ #Paypal-ი - https://www.paypal.com/paypalme/OTARKONJARIA?country.x=GE&locale.x=en_US 📍კრიპტო: BTC: #1Jii183Fw7CM6ZkBUPWTVpHedJ6v15o2qS USDT: #TRkckt8Mehny1U4vBaMw7b6wBcypdexUGU ETH: #0xe5eb9278eb008cf93ee3ff15c2ac130d300ffdb3

🇮🇷 ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი : 📌 „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. თუ აშშ კ
🇮🇷 ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი : 📌 „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. თუ აშშ კიდევ ერთხელ დაუშვებს შეცდომას გათვლებში, „ამერიკა და სიონისტური წარმონაქმნი უკძიმეს დანაკარგებს მიიღებენ”.

🇫🇮ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი: 📌 “ევროპა დღეს, ალბათ, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე.ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს ვგრძნობთ
🇫🇮ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი: 📌 “ევროპა დღეს, ალბათ, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე.ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს ვგრძნობთ აღმოსავლეთიდან — კერძოდ, რუსეთიდან და ვგრძნობთ პოლიტიკურ ზეწოლას დასავლეთიდან — კერძოდ, შეერთებული შტატებიდან. ამ ორმხრივმა ზეწოლამ (ორ ცეცხლს შორის მოქცევამ) ევროპა გააერთიანა.”

🇺🇸🇷🇺 FINANCIAL TIMES-ია ინფორმაციით, აშშ ფარულად განიხილავს პუტინთან ამერიკული ნავთობკომპანიების რუსეთში დაბრუნების საკით
🇺🇸🇷🇺 FINANCIAL TIMES-ია ინფორმაციით, აშშ ფარულად განიხილავს პუტინთან ამერიკული ნავთობკომპანიების რუსეთში დაბრუნების საკითხს. ⚫️შესაძლო შეთანხმებებს შორის განიხილება შემდეგი საკითხები: ▪️ შორეულ აღმოსავლეთში, პროექტ „სახალინ-1“-ის ფარგლებში, ნავთობის ერთობლივი მოპოვების განახლება; ▪️ აშშ-ის ჩართვა „დრუჟბას“ ნავთობსადენით ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის აღდგენაში. 🔷 ამჟამად მოსკოვი ცდილობს აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობები რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს, ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ორჭოფობენ და აცხადებენ, რომ შეთანხმებების დადება უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

🇺🇦 უკრაინელების 63% მზადაა რუსეთთან ომს გაუძლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება — კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტ
🇺🇦 უკრაინელების 63% მზადაა რუსეთთან ომს გაუძლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება — კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ახალი გამოკითხვა. ➡️ უკრაინელების 76%-ს მიაჩნია, რომ ზამთარში ელექტროენერგიისა და გათბობის შესაძლო შეფერხებების მიუხედავად, უკრაინამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ➡️ ზელენსკისადმი ნდობის დონე 62%-მდე გაიზარდა. ➡️ გამოკითხულთა 80% დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ძალებმა უნდა გააგრძელონ დარტყმების მიყენება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, აშშ-ის მხრიდან დახმარების შემცირების საფრთხის შემთხვევაშიც კი.

📣ჟურნალისტი: “შეგიძლიათ თუ არა ტრამპის ნდობა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის ამბობს?” ზელენსკი: “ჩვენ ვენდობით ამერიკელ ხალხს, ორპარტიულ მხარდაჭერას და მადლიერი ვართ ადმინისტრაციის….მე მადლიერი უნდა ვიყო. არ მინდა ეს [მხარდაჭერა] დავკარგო. თუმცა, ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ადმინისტრაციასთან არანაირი კითხვები არ უნდა გვებადებოდეს, რადგან ისინი ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ, რადგან აგრესორი რუსეთია.”

🇮🇷 ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონიდან გაფრთხილება მიიღეს: დრო იწურება შეთანხმების მის
🇮🇷 ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონიდან გაფრთხილება მიიღეს: დრო იწურება შეთანხმების მისაღწევად, რომელიც შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კიდევ ერთ ომს თავიდან აიცილებს—- 🇺🇸🎯🚀აშშ სამხედრო დარტყმის განხორციელებას აპირებს, მანამდე კი თეირანს შეუძლია თავიდან აიცილოს იგი ვაშინგტონის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, რომლებიც გაფრთხილებასთან ერთად კიდევ უფრო გამკაცრდა—- ულტიმატუმის თანახმად, ირანმა ქვეყნიდან უნდა გაიტანოს თავისი მაღალგამდიდრებული ურანი და შეერთებულ შტატებს გადასცეს. მან უნდა შეწყვიტოს ყველა თავდასხმა და სამხედრო ოპერაცია ჰორმუზის სრუტესა და მთელ რეგიონში და უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე. ⚫️ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა შესაძლოა განახლდეს უსაფრთხოების ზომების შეთანხმების მიღწევის მიზნით აშშ-ის ძალისხმევის მიუხედავად, ამის შესახებ დიპლომატიურმა წყაროებმა მე-12 არხს განუცხადეს. წყაროებმა გააფრთხილება გამოსცეს, რომ ირანთან ნებისმიერ შემდგომ კონფლიქტს რეგიონის რამდენიმე ფრონტზე გავრცელების რისკი ახლავს, რომლის სათავეში ლიბანური ჰეზბოლა დგას.

🇺🇦🎯🔥 “უკრაინა რუსეთის თავდასხმებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით პასუხობს…. დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზე
🇺🇦🎯🔥 “უკრაინა რუსეთის თავდასხმებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით პასუხობს…. დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში არასდროს შესულა: ტრამპმა საჯაროდ წამოაყენა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის ინიციატივა, უკრაინამ მას მხარი დაუჭირა, თუმცა რუსეთი არ დათანხმდა და უკრაინულ ენერგოობიექტებზე იერიშები გააგრძელა. როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ურტყამს, უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით პასუხობს”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

🇳🇱🇺🇦 ვოლოდიმირ ზელენსკი: 📌 “პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან ერთად შევხვდით თავდაცვის, ენერგეტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში მოღვაწე უკრაინული და ნიდერლანდური კომპანიების ხელმძღვანელებს. თავდაცვითი წარმოება, ერთობლივი ტექნოლოგიური და ენერგეტიკული პროექტები, ინდუსტრიული განვითარება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თანამგზავრული ტექნოლოგიები და საჰაერო თავდაცვა….ჩვენს გუნდებს დაევალათ საჰაერო თავდაცვის სექტორში კონკრეტული პროექტის – Bliksem-ის განვითარება. ეს სამუშაო უკვე დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლობა აყვანილ იქნა ისეთ დონეზე, რომ უკვე იგრძნობა: უკრაინასთან სიახლოვე დამატებითი ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და სოციალურად დადებითი შედეგების მიღებას ნიშნავს.”