ar
Feedback

لا تقع ضحية للمخادعين! تيليمتريو يكتشف ويُميّز هذه القنوات 👉 إذا كنت تريد رؤية العلامة، اشترك

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

الذهاب إلى القناة على Telegram

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

إظهار المزيد

📈 نظرة تحليلية على قناة تيليجرام ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

تُعد قناة ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) في القطاع اللغوي جورجي لاعباً نشطاً. يضم المجتمع حالياً 21 169 مشتركاً، محتلاً المرتبة 10 911 في فئة الأخبار والوسائط والمرتبة 41 في منطقة جورجيا.

📊 مؤشرات الجمهور والحراك

منذ تأسيسه في невідомо، حقق المشروع نمواً سريعاً وجمع 21 169 مشتركاً.

بحسب آخر البيانات بتاريخ 19 نوفمبر, 2026، تحافظ القناة على نشاط مستقر. خلال آخر 30 يوماً تغيّر عدد الأعضاء بمقدار -302، وفي آخر 24 ساعة بمقدار -18، مع بقاء الوصول العام مرتفعاً.

  • حالة التحقق: غير موثّقة
  • معدل التفاعل (ER): يبلغ متوسط تفاعل الجمهور 9.63‎%. وخلال أول 24 ساعة من النشر يحصد المحتوى عادةً 8.55‎% من ردود الفعل نسبةً إلى إجمالي المشتركين.
  • وصول المنشورات: يحصل كل منشور على متوسط 2 039 مشاهدة. وخلال اليوم الأول يجمع عادةً 1 811 مشاهدة.
  • التفاعلات والاستجابة: يتفاعل الجمهور بانتظام؛ متوسط التفاعلات لكل منشور يبلغ 111.

📝 الوصف وسياسة المحتوى

يصف المؤلف القناة بأنها مساحة للتعبير عن الآراء الذاتية:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”

بفضل وتيرة التحديث المرتفعة (أحدث البيانات بتاريخ 20 نوفمبر, 2026) تحافظ القناة على حداثتها ومستوى وصول مرتفع. وتُظهر التحليلات تفاعلاً نشطاً من الجمهور، ما يجعلها نقطة تأثير مهمة ضمن فئة الأخبار والوسائط.

21 169
المشتركون
-1824 ساعات
-697 أيام
-30230 أيام
أرشيف المشاركات
🇷🇺🇨🇳😈 რუსეთის საჰაერო ძალების მთავარი პროპაგანდისტული სამხედრო-საინფორმაციო არხი, “FIGHTERBOMBER”- ი აღშფოთებულა იმ ფაქტ
🇷🇺🇨🇳😈 რუსეთის საჰაერო ძალების მთავარი პროპაგანდისტული სამხედრო-საინფორმაციო არხი, “FIGHTERBOMBER”- ი აღშფოთებულა იმ ფაქტით, რომ პუტინი ჩინელებმა დაამცირეს, როდესაც შენჭენში ტრამპს სი ძინპინი პირადად თვითმფრინავის ტრამპთან დახვდა, ხოლო რუსეთის ბელადს მე-10 რანგის დიპლომატი დაახვედრეს: 📌 „იალტა 2.0“ დასრულდა. ყველა მონაწილე სრულ აღფრთოვანებაში დარჩა, ხოლო ვინც მონაწილეობა არ მიიღო, საერთოდ ვერ გაიგო, ეს რა იყო. განცხადებები „მსოფლიო მშვიდობისა და ყველაფერი კარგის მომხრე, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ“, როგორც გვესმის, მშვენივრად ჟღერს, მაგრამ არავის არაფერს ავალდებულებს. პირადად მე ამ შეკრებაში ყველაზე მეტად მომხვდა გულზე — შეიძლება ითქვას, პირადად შემეხო — მასპინძელი მხარის მიერ ჩვენი უმაღლესი ლიდერის დამამცირებელი დახვედრა. ჩინეთის “არაფრის დარგში” ვიღაც მეხუთე, თუ მეათე რანგის მოადგილე დახვდა ჩვენს ლიდერს თვითმფრინავის ტრაპთან…. ეს, ბლ**დ, როგორ გავიგოთ?” 📌 “ჩვენ ამაყი ხალხი არ ვართ — თუ ყველას ასე ხვდებიან, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ყველას სხვადასხვანაირად ხვდებიან, მაშინ პრობლემა ნამდვილად არსებობს….შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ჩამოფრინდა და ჩვენი ყველა მოლაპარაკე თავი ყველა უთოდან ყვებოდა, რომ იქ ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, აღმოსავლეთი ფაქიზი საქმეა და იქ ყოველ მზერასა და ჟესტს აფასებენო. ჩვენც იქ ასი წლით ადრე გავეცით პატივისცემა და “რესპექტები”, აქ კი — აი, რა მოხდა….თუ ეს გეგმების დონეზე მაინც ღირდა ამად, კი ბატონო, მაგრამ თუ მიზანი ერთად ფოტოს გადაღება იყო, მაშინ დამხვედრებისთვის პუტინს ხელი უნდა ჩამოერთმია, ცუდად ყოფნა მოემიზეზებინა და მთელი დელეგაციით უკან, სახლში წამოსულიყო”. 😈🤫 პ.ს ყველა ყველაფერს ხვდება- მათ შორის რუსეთშიც , თუ როგორი დამამცირებელი იყო პუტინის ვიზიტი ჩინეთში , სადაც დიქტატორის დაკნინება ჩინეთის მიწაზე ფეხის დადგმის მომენტიდან დაიწყო…..
20 نوفمبر, 16:38

🇮🇱🇺🇸 Financial Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და ისრაელში მყოფი „ქორები“ (ხისტი პოლიტიკური კურსის მომხრე მაღალჩინოსნებ
🇮🇱🇺🇸 Financial Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და ისრაელში მყოფი „ქორები“ (ხისტი პოლიტიკური კურსის მომხრე მაღალჩინოსნები) პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, ირანზე დარტყმები განაახლოს—- 🗣️ გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM), რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, ამერიკელ ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ დეკემბრის ბოლოს შემდეგ სამხედრო ძალების გახანგრძლივებულმა მობილიზებამ შესაძლოა შეამციროს აშშ-ის სამხედრო მზადყოფნა და გამოფიტოს რესურსები. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც არაერთხელ გამოდიოდნენ ომის განახლების ინიციატივით, ტრამპს მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები ახალ წლამდე აუცილებლად განახორციელოს. მათი მთავარი არგუმენტი მოქმედებისთვის დარჩენილი „შესაძლებლობების ფანჯრის“ შევიწროებაა. 🔹 FT-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურებში ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ირანის წინააღმდეგ შედარებით მცირე მასშტაბის დამოუკიდებელი ისრაელის ოპერაციის ჩატარების შესახებაც. ◼️ შეჯამების სახით, FT აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ხისტი პოლიტიკის მომხრე მაღალჩინოსნები ტრამპზე ყოველდღიურ ზეწოლას ახდენენ, რათა ირანზე იერიშები 2026 წლის ბოლომდე განახლდეს. ისრაელი მოქმედების დროის ამოწურვაზე მიუთითებს, ხოლო ვაშინგტონში ზოგიერთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირა სურს, რომ „საქმე ბოლომდე მიიყვანონ“.
20 نوفمبر, 16:25

🇺🇦🔥🎯 უკრაინელთა საშუალო რადიუსზე მფრენი კამიკაძე დრონებით რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზეც წარმატებულად იბომბება რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი მომარაგების სატვირთო მანქანები
20 نوفمبر, 16:18

🇩🇪🛡️🚀 დილით გადაღებული კადრებია, რომლებზეც ჩანს უკრაინელთა გერმანული წარმოების IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსის გამშვები დანადგარიდან გასროლილი საზენიტო რაკეტები, რომლებიც რუსული Kh-101, Kh-555 და Iskander-K-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად მიფრინავენ… ამ სისტემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ 79 რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებაში, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაშვებული 90 ფრთოსანი რაკეტიდან ჩამოაგდო.
20 نوفمبر, 16:14

❗️❗️❗️ “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი 2027–2029 წლების ფედერალური ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს
❗️❗️❗️ “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი 2027–2029 წლების ფედერალური ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ხარჯების ზრდას სსრკ-ის დროიდან ახალ რეკორდულ ნიშნულამდე და ძირითადი სამოქალაქო მუხლების დაფინანსების შემცირებას” — The Moscow Times. 🔹 დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს რუსეთის მთავრობა ხაზინის ყოველ მესამე რუბლს (35%-ს) არმიასა და იარაღის შესყიდვაზე დახარჯავს. მუხლი „ეროვნული თავდაცვა“ 32%-ით გაიზრდება — წლევანდელი 12,9 ტრილიონი რუბლიდან მომავალ წელს 17,1 ტრილიონ რუბლამდე. ხარჯები მუხლით გაიზრდება 7,6%-ით, 4,6 ტრილიონ რუბლამდე. ჯამში, ძალოვანი უწყებები ბიუჯეტის 44%-ს, ანუ 21,3 ტრილიონ რუბლს „შეჭამენ“. 🔹ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერის ხარჯები შემცირდება 3%-ით, 4,62 ტრილიონ რუბლამდე; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სისტემისთვის — 8%-ით, 1,83 ტრილიონ რუბლამდე; ჯანდაცვისთვის — 3%-ით, 1,81 ტრილიონ რუბლამდე; მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, მათ შორის პენსიების გასაცემად რუსეთის ფედერაციის სოციალურ ფონდში ტრანსფერების ჩათვლით — 6%-ით, 6,65 ტრილიონ რუბლამდე.
20 نوفمبر, 16:09

🔥 “ბოლო 50 დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ ეფექტურად „მოინახულეს“ მტრის 41 ნავთობბაზა/ნავთობ
🔥 “ბოლო 50 დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ ეფექტურად „მოინახულეს“ მტრის 41 ნავთობბაზა/ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტი. მათგან ხუთი — რამდენიმეჯერ დაიბომბა” , — უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარი“ ბროვდი.
20 نوفمبر, 16:01

🇺🇦🎯🔥 აღმოსავლეთის ფრონტი- უკრაინის უპილოტო ძალების “მადიარის ბრიგადის” ოპერატორები FPV კამიკაძე დრონებით უწყვეტად და მასშტაბურად ანადგურებენ რუს მოიერიშე ქვეით ჯარისკაცებს….
20 نوفمبر, 15:56

🇺🇸 🇺🇦 ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე, ჯიმ ჰაიმსი, SpaceX-ის სისტემებისთვის სახ
🇺🇸 🇺🇦 ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე, ჯიმ ჰაიმსი, SpaceX-ის სისტემებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ ილონ მასკი და ტრამპის ადმინისტრაცია არ გაამჟღავნებენ, ვინ გასცა ბრძანება უკრაინისთვის Starlink-ის სერვისის არაერთგზის შენელების შესახებ—- 🗣️ ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეი კლეიტონისადმი გაგზავნილ დახურულ წერილში, ჰაიმსმა პასუხები მოითხოვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დანიშნულების Starshield კავშირთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან ინციდენტზე….
20 نوفمبر, 15:52

🇩🇪გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი: 📌 “ რა ინვესტიციასაც დღეს უკრაინაში ვდებთ, მრავალჯერ დაგვიბრუნდება დივიდენდების სახით
🇩🇪გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი: 📌 “ რა ინვესტიციასაც დღეს უკრაინაში ვდებთ, მრავალჯერ დაგვიბრუნდება დივიდენდების სახით — სტაბილურობის, საექსპორტო შესაძლებლობების, ერთობლივი პროექტებისა და ეკონომიკური ზრდის ფორმით…. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.” 📌 “გერმანია ახლა უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი გახდა, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. ჩვენ კიევს რეგულარულად ვაწვდით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს, ახლა კი — შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღების სისტემებს, არტილერიასა და საბრძოლო მასალებსაც”.
20 نوفمبر, 15:47

🇺🇸🇮🇱CBS News-ის ინფორმაციით, აშშ და ისრაელი უახლოეს პერიოდში ირანზე ახალ თავდასხმას განიხილავენ—- 🔹 თეთრი სახლის წყაროებ
🇺🇸🇮🇱CBS News-ის ინფორმაციით, აშშ და ისრაელი უახლოეს პერიოდში ირანზე ახალ თავდასხმას განიხილავენ—- 🔹 თეთრი სახლის წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, თუ რამდენად სწრაფად ახდენს ირანი ბალისტიკური რაკეტების მარაგების აღდგენას- წარმოების მასშტაბირებას და სამხედრო და ბირთვული ობიექტები მიწისქვეშ გადატანას…. 🔹 CBS-ის ცნობით, ტრამპის ბრძანების შემთხვევაში, ახალი შეტევის დაწყება ორიდან ოთხ დღეში იქნება შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არის საბრძოლო მოქმედებების ახალი რაუნდისთვის და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა, რათა უპასუხოს ირანის ნებისმიერ პირველ დარტყმას. 🗣️ ნეთანიაჰუს მთავრობა ვაშინგტონთან მორიგ ერთობლივ ოპერაციას ამჯობინებდა, თუმცა გაურკვეველია, სურს თუ არა ტრამპს ახალი მოქმედებების ბრძანების გაცემა და რა სახის იქნება ის. ◼️ გამიცემა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მასშტაბური საომარი მოქმედებების მესამე რაუნდი მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ თითქმის ცხრა თვის წინ ერთობლივად დაიწყო ომი. ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლოა უკვე მალე იხურებოდეს- გასული თვის არჩევნების შემდეგ, რომელმაც მკაფიო გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ნეთანიაჰუმ შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაკარგოს ძალაუფლება, რესპუბლიკელები კი იანვარში კონგრესის ორივე პალატას დაკარგავენ. ◼️ ნეთანიაჰუს ზოგიერთი მეტოქე მიიჩნევს, რომ ის თანამდებობის შესანარჩუნებლად ომის განახლებას ცდილობს…. 🎯 სამშაბათს აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმს დაარტყა, რასაც ოფიციალურმა პირებმა თავდაცვა უწოდეს, ირანმა კი ამ კვირას ქუვეითზე მიიტანა იერიშები, რომლებსაც, ოფიციალური პირების თქმით, ზიანი არ მოჰყოლია. 🔹 ირანი ნებისმიერი საპასუხო დარტყმის მასშტაბების გაფართოებით დაიმუქრა… ოფიციალური თეირანი აღნიშნავს, რომ ომის განახლების შემთხვევაში ირანულ რაკეტებს „გეოგრაფიული შეზღუდვა არ ექნება“.
20 نوفمبر, 15:41

🇮🇱BLOOMBERG-ის ინფორმაციით, ისრაელმა განაახლა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“ , რათა უფრო დაბალ ფასად გაუმკლავდ
🇮🇱BLOOMBERG-ის ინფორმაციით, ისრაელმა განაახლა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“ , რათა უფრო დაბალ ფასად გაუმკლავდეს ირანული ბალისტიკური რაკეტების უფრო ფართო სპექტრს—- 🔹მისი „სტანერის“ ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების ღირებულება დაახლოებით $1 მილიონი დოლარია, მაშინ როცა „Arrow 3 $3 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო ამერიკული „პეტრიოტ“ PAC-3-ის ანტირაკეტები — $4 მილიონ დოლარზე მეტი. 🚀ეს განახლება მოჰყვა ირანის იერიშებს, რომლებმაც ისრაელის თავდაცვაში არსებული ხარვეზები გამოააშკარავა და გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგები შეამცირა.
20 نوفمبر, 15:31

🇮🇷 ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, აჰმად ვაჰიდი აცხადებს, რომ ირანი „საბოლოო დაპირისპირების“ ფა
🇮🇷 ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, აჰმად ვაჰიდი აცხადებს, რომ ირანი „საბოლოო დაპირისპირების“ ფაზაში შედის—- 🔹 IRGC-ის მეთაურმა თეირანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი შედის „გლობალურ ქედმაღლობასთან საბოლოო დაპირისპირების“ ფაზაში და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, აღიაროს დამარცხება და დატოვოს რეგიონი—- ◼️ Press TV-ის ცნობით, ვაჰიდი პარასკევს თეირანში, კონფერენცია „განთავისუფლების პიონერების“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა: 📌 „იყავით მზად,“ — მიმართა მან აუდიტორიას. ვაჰიდის თქმით, ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ირანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, უსაფრთხო თავშესაფარს ვერსად იპოვიან- “შურისძიება ჩვენი უფლებაა. მსოფლიო აღარ იქნება უსაფრთხო მკვლელებისა და დამნაშავეებისთვის,“ — განაცხადა ვაჰიდმა. 🗣️ „ჩვენ ბრძოლის დიდი ნაწილი გავიარეთ და წინ კიდევ დიდი ნაწილი გველოდება, ირანის საზღვაო ძალები აკონტროლებენ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს, ხოლო მათი მოქმედების არეალი სრუტის მიღმა სულ მცირე 500 კილომეტრზე ვრცელდება. უცხო ქვეყნის ძალების თავშეკავება, მიუახლოვდნენ ირანს 500-დან 600 კილომეტრამდე მანძილზე, ჩვენი საზღვაო ქვედანაყოფების შესაძლებლობებითა და შეკავების პოლიტიკით არის განპირობებული. ირანის კუნძულებისა და სანაპირო ზოლის ხელში ჩაგდების მცდელობები ჩაიშალა. ირანის მტრებს „სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ აღიარონ დამარცხება“ და საბოლოოდ დატოვონ რეგიონი.” 📌 „მტრის ქმედებები გვაიძულებს, გადავხედოთ და ხელახლა გავაანალიზოთ ჩვენი დოქტრინები….შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 40 დღეში იმ რაოდენობის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე წლის განმავლობაში ხარჯავს.” ◼️ Al Mayadeen-ის ინფორმაციით, ეს გამოსვლა იმ ფონზე შედგა, როდესაც ვაშინგტონი ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას ინარჩუნებს, თეირანი კი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე მისი პირობები არ შესრულდება. ◼️ CBS News-ის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირები ირანზე ახალი იერიშის მიტანის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) უარყო ისრაელის ცალკეული ანგარიში განახლებული ოპერაციების შესახებ და მას „წმინდა წყლის სპეკულაცია“ უწოდა….. 🛰️სატელიტური სურათები ასევე მიუთითებს, რომ ირანი ისპაჰანის მახლობლად მიწისქვეშა ობიექტს თხრის. თეირანმა ასევე განაცხადა, რომ სრუტეში ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა….
20 نوفمبر, 15:25

❗️❗️❗️ რუსი დიქტატორი პარალელური სამყაროდან “ღაღადს აგრძელებს” და ოცნებობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მის მხარეს გადავიდნენ …. აი ის უკრაინელი ჯარისკაცები- რუსულ იმპერიულ პროექტს რომ ყელში გაეჩხირა და მოსკოვს ყოველდღე ეფექტიანად ახრჩობს 😈 🫡: 🗣️ პუტინი უკრაინელ ჯარისკაცებს: “მინდა ვთქვა: გადმოდით ჩვენს მხარეს, რადგან ეს ჩვენი საერთო მხარეა. გადმოდით ჩვენს საერთო მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს.” 🇷🇺 დიქტატორი უკვე სხვაგვარად ჭიკჭიკებს იმ უკრაინაზე, რომლის არმიასა და ხელისუფლებას თითქმის 5 წლის წინ — სანამ მისი ჯარები 1.6 მილიონზე მეტ ჯარისკაცს დაკარგავდა — დენაციფიკაციითა და დემილიტარიზაციით ემუქრებოდა: 📌 “მათაც, ვინც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს, უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება და ყველა, ვინც მათ რუსეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში უჭერს მხარს, მოქმედებს არა უკრაინის ინტერესებში, არამედ საკუთარ ინტერესებში. მათი მიზანია — ყველაფრის დასუსტება, დაყოფა, შემადგენელ ნაწილებად დაშლა და საკუთარ ნებაზე დაქვემდებარება. ამის გააზრებით, ვფიქრობ, ყველანი — მათ შორის ისინიც, ვინც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს — ერთიანობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. არა აუცილებლად ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ამას საერთოდ არ ვგულისხმობ. არამედ ერთიანობას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით”,- აცხადებს “ვლაძიმირი”..
20 نوفمبر, 14:54

❗️❗️❗️ ჩვენთვის პუტინი მტერი და მკვლელია, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ტრამპს, რომელმაც რუს დიქტატორს მეგობარი უწოდა. 🇺🇦 უკრაინი
❗️❗️❗️ ჩვენთვის პუტინი მტერი და მკვლელია, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ტრამპს, რომელმაც რუს დიქტატორს მეგობარი უწოდა. 🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტის სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებები: ➡️ “ტრამპი თავად წყვეტს, როგორ მოიხსენიოს პუტინი, მაგრამ უკრაინისთვის ის ცალსახად მტერი და მკვლელია”. ➡️ “პუტინი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან მისი შეტევითი ოპერაციები ტოტალურად ჩავარდა”. ➡️ “როდესაც პუტინზე როგორც მეგობარზე ან ახლობელზე საუბრობენ, ის საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს და ამიტომ ომს აგრძელებს. უცნობია, მიიღო თუ არა პუტინმა აგრესიის გაგრძელების „მწვანე შუქი“, მაგრამ ის ნამდვილად არ ჩერდება”.
20 نوفمبر, 14:30

+1
🟥 უკრაინის ქალაქ კრივოი როგის ცენტრში რუსი ტერორისტების მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული იერიშის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსთან ერთად ასევე დაიბომბა რესტორნის მიმდებარე ტერიტორია და ავტომობილებიც… გავრცელებული ცნობებით, დაბომბვის შედეგად, გარშემო ფიქსირდება რამდენიმე მოქალაქის ცხედარიც…
20 نوفمبر, 13:59

✅ გერმანულ-უკრაინული კომპანია Quantum Frontline Industries-ი, 5-ჯერ გაზრდის თავის საწარმოო სიმძლავრეებს, FPV დრონების წარმოებ
✅ გერმანულ-უკრაინული კომპანია Quantum Frontline Industries-ი, 5-ჯერ გაზრდის თავის საწარმოო სიმძლავრეებს, FPV დრონების წარმოების გასაზრდელად. კომპანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აწარმოებს Linza-ს ტიპის მრავალმიზნობრივ FPV დრონებს და Zoom-ის ტიპის სადაზვერვო FPV დრონებს.
20 نوفمبر, 13:59

🇷🇺 “პუტინს ახლა რთული დრო უდგას, რადგან ის უკრაინასთან აწარმოებს ომს, რომელიც სულ რაღაც ერთ დღეს უნდა გაგრძელებულიყო”, — ტრ
🇷🇺 “პუტინს ახლა რთული დრო უდგას, რადგან ის უკრაინასთან აწარმოებს ომს, რომელიც სულ რაღაც ერთ დღეს უნდა გაგრძელებულიყო”, — ტრამპი 🗣️ ამერიკის პრეზიდენტის სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებები: 📌 “ისტორიაში პირველად — აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ჩვენ შორის იყო ისეთი ქიმია, ისეთი ენერგია და ისეთი მეგობრობა, როგორიც აქამდე არავის უნახავს” 📌 “პუტინმა მკაფიოდ თქვა, რომ სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დიპლომატიური გზით დასრულება… მე ვკითხე პუტინს, დაესხმებოდა თუ არა თავს უკრაინას, მაშინ რომ მე ვყოფილიყავი აშშ-ის პრეზიდენტი. მან მიპასუხა – არა” ჟურნალისტი: “უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არის მზად შეერთებული შტატები უკრაინისთვის?” ტრამპი: “იცით, არ ვიცი. ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ.” 🔹 ჟურნალისტი: “თქვენ თქვით, რომ პუტინი თქვენი მეგობარია. რუსეთი ირანის ყველაზე დიდი მოკავშირეა. გჯერათ, რომ პუტინი ამერიკის მეგობარია?” ტრამპი: “მე მთელი ამერიკის სახელით ვერ ვილაპარაკებ. პუტინს მივიჩნევ ადამიანად, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”.
20 نوفمبر, 13:48

✅ შვედური კომპანია Nordic Air Defence, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამოსაცდელად გადასცემს К200 ტიპის ჩქაროსნულ გადამჭერ დრონე
✅ შვედური კომპანია Nordic Air Defence, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამოსაცდელად გადასცემს К200 ტიპის ჩქაროსნულ გადამჭერ დრონებს. არსებული ინფორმაციით მას რუსული Герань-4 ტიპის რეაქტიულძრავიანი კამიკაძე დრონების გადაჭერაც შეუძლია. აპარატის ზუსი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები არ ხმაურდება, ცნობილია რომ ფრენის ფინალურ ეტაპზე აპარატი იყენებს სამიზნის გაცილების ავტომატურ რეჟიმს და 500 გრამი მასის საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი.
20 نوفمبر, 13:43

🇷🇺🎯🚀🔥 რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტით კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი პირდაპირი დამიზნებით დაბომბეს—- უცნობია მსხვერპლის პოტენციური რაოდენობა….
20 نوفمبر, 13:40

✅ უკრაინულმა კომპანია Ukrspecsystems-მა, რომელიც ცნობილია როგორც RAM-2X და RAM-3X ტიპის ბარჟირებადი საბრძოლო მასალების მწარმო
✅ უკრაინულმა კომპანია Ukrspecsystems-მა, რომელიც ცნობილია როგორც RAM-2X და RAM-3X ტიპის ბარჟირებადი საბრძოლო მასალების მწარმოებელი, წარმოადგინა ახალი ჯვარფრთიანი დამრტყმელი დრონი Black Betty. 🔻 თუკი RAM-2X და RAM-3X ტიპის აპარატები გამოიყენება ძვირადღირებული სამიზნეების გასანადგურებლად, Black Betty-ი გამოყენებული იქნება სამიზნეების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებზეც მიზანშეწონილი არ არის შედარებით ძვირადღირებული აპარატების დახარჯვა. Black Betty ორჯერ უფრო იაფია ვიდრე RAM-2X, მისი კონსტრუქცია მაქსიმალურად მორგებულია მასობრივ წარმოებაზე. 🔻Black Betty-ის ფრენის მანძილი 120 კმ-ს აღწევს და 2,7 კგ მასის საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი. აპარატის ალგორითმი იძლევა საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მანევრით აარიდოს თავი მოწინააღმდეგის FPV გადამჭერ დრონს, მისი აღმოჩენის შემთხვევაში. 🔻პრეზენტაციის მომენტისათვის, უკრაინულ უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებს, უკვე ასეულობით Black Betty ჰქონდათ გამოყენებული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
20 نوفمبر, 13:35