fa
Feedback
ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

رفتن به کانال در Telegram

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

نمایش بیشتر

📈 تحلیل کانال تلگرام ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

کانال ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) در بخش زبانی گرجی بازیگری فعال است. در حال حاضر جامعه شامل 21 689 مشترک است و جایگاه 10 684 را در دسته اخبار و رسانه‌ها و رتبه 37 را در منطقه جورجيا دارد.

📊 شاخص‌های مخاطب و پویایی

از زمان ایجاد در невідомо، پروژه رشد سریعی داشته و 21 689 مشترک جذب کرده است.

بر اساس آخرین داده‌ها در تاریخ 17 سپتامبر, 2026، کانال فعالیت پایداری دارد. در ۳۰ روز گذشته تغییر اعضا برابر -124 و در ۲۴ ساعت گذشته برابر -6 بوده و همچنان دسترسی گسترده‌ای حفظ شده است.

  • وضعیت تأیید: تأیید نشده
  • نرخ تعامل (ER): میانگین تعامل مخاطب 9.95% است و در ۲۴ ساعت نخست پس از انتشار، محتوا معمولاً 8.76% واکنش نسبت به کل مشترکان کسب می‌کند.
  • دسترسی پست‌ها: هر پست به طور میانگین 2 159 بازدید دریافت می‌کند. در اولین روز معمولاً 1 901 بازدید جمع‌آوری می‌شود.
  • واکنش‌ها و تعامل: مخاطبان به‌طور فعال حمایت می‌کنند؛ میانگین واکنش به هر پست 115 است.

📝 توضیح و سیاست محتوایی

نویسنده این فضا را محل بیان دیدگاه‌های شخصی توصیف می‌کند:
Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

به لطف به‌روزرسانی‌های پرتکرار (آخرین داده در تاریخ 18 سپتامبر, 2026)، کانال همواره به‌روز و دارای دسترسی بالاست. تحلیل‌ها نشان می‌دهد مخاطبان به‌طور فعال با محتوا تعامل دارند و آن را به نقطه اثرگذاری مهم در دسته اخبار و رسانه‌ها تبدیل کرده‌اند.

21 689
مشترکین
-624 ساعت
+287 روز
-12430 روز
آرشیو پست ها
🇷🇺რუსმა ტერორისტებმა ქალაქ სუმში პლანირებადი ავიაბომბი საცხოვრებელ კორპუსს დამიზნებით დაარტყეს—-👇 🗣️ ზელენსკი: „ამ წუთებშ
+1
🇷🇺რუსმა ტერორისტებმა ქალაქ სუმში პლანირებადი ავიაბომბი საცხოვრებელ კორპუსს დამიზნებით დაარტყეს—-👇 🗣️ ზელენსკი: „ამ წუთებში ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს სუმში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის აბსოლუტურად არაადამიანური დარტყმის ადგილზე. ავიაბომბი პირდაპირ მესამე და მეოთხე სართულებს შორის დაეცა. ნანგრევებიდან უკვე გადაარჩინეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ რჩებოდნენ ადამიანები. მაშველები ყველაფერს აკეთებენ მათ გამოსაყვანად და ხანძრის ჩასაქრობად. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამას გარდა, ამ საღამოს დარტყმა განხორციელდა პავლოგრადის კლინიკაზე, ასევე ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე კიევის ოლქში. ეს სწორედ ის არის, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად საუბრობს: სიცოცხლეზე ასეთი ველური თავდასხმების შეჩერების აუცილებლობაზე. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შანსი, აგრესორს სწორი სიგნალი გაუგზავნოს: რომ იქნება გამართლებული ზეწოლა და რომ ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ველით, რომ სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტი საბოლოოდ კანონად იქცევა და მისი ბერკეტები აიძულებს რუსეთს, მშვიდობა აირჩიოს. მადლობა ყველას, ვინც ამას მხარს უჭერს.“

🇺🇦🇷🇸 „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან“, — ზელენსკი. 💬 „ეს სერიოზულ
🇺🇦🇷🇸 „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან“, — ზელენსკი. 💬 „ეს სერიოზული სამუშაოა. რა თქმა უნდა, ეს თავად სერბეთისა და სერბი ხალხის არჩევანია. თუმცა, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ, რათა ნამდვილი კეთილმეზობლური ურთიერთობები ვუჩვენოთ“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

🇷🇺 პუტინი ევროპული სახელმწიფოების მიმართ მორიგ შეფარვით მუქარას ავრცელებს: 📌 „მოდით, ვიცხოვროთ მშვიდობიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით პასუხი გავცეთ — სხვა გზა უბრალოდ არ იქნება“.

🟠 „ამაყად ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ახალი ამბების CNN-ს, MSNOW-ს (რომელმაც რეიტინგისა დ
🟠 „ამაყად ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ახალი ამბების CNN-ს, MSNOW-ს (რომელმაც რეიტინგისა და სანდოობის ნაკლებობის გამო ახლახან შეიცვალა სახელი MSNBC-დან!) და Politico-ს (რომელმაც „კორუმპირებული“ ჯო ბაიდენის დროს, მათი „ცოცხლად გადასარჩენად“, აშშ-ის მთავრობისგან პირდაპირ მიიღო უკანონო და სასაცილო, ყველა დროის სარეკორდო $8-მილიონიანი დაფინანსება. ეს ნამდვილ კორუფციად მიმაჩნია!), მათი მხრიდან მუდმივად „ყალბი ახალი ამბების“ გაშუქების გამო!” 🔸 “მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, მუდმივად წერონ ან გააშუქონ გამოგონილი ამბები და ტყუილები, როდესაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს აშუქებენ. სხვა ყალბი მედიასაშუალებებიც მიჰყვებიან მათ. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის”,- აცხადებს დონალდ ტრამპი.

🟥 washington post: 🇮🇷🇺🇸ირანის ომის განმავლობაში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ეს პენტაგონს ოფიციალურად აქ
🟥 washington post: 🇮🇷🇺🇸ირანის ომის განმავლობაში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ეს პენტაგონს ოფიციალურად აქვს გამოცხადებული — გამოცემასთან საუბარში აცხადებს შიდა მონაცემებთან წვდომის მქონე 6 ამერიკელი ოფიციალური პირი. 🗣️ ხუთი ოფიციალური პირის განცხადებით, 28 თებერვალს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 22 სამხედრო დაიღუპა, რაც ოთხით მეტია პენტაგონის მსხვერპლთა საჯარო მონაცემთა ბაზაში მითითებულ რაოდენობაზე. კიდევ ერთი ოფიციალური პირის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 23-ს შეადგენდეს. ამასთან, რეგიონში დაღუპულია სამი ამერიკელი კონტრაქტორიც. პენტაგონის მონაცემთა ბაზაში ამჟამად აშშ-ის 18 სამხედროს დაღუპვაა დაფიქსირებული. 🔹 ოფიციალური პირების განმარტებით, დამატებითი მსხვერპლის შესახებ დეტალები — მათ შორის დაღუპულთა ვინაობა და გარემოებები — ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ხოლო თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნულ უზუსტობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

🇺🇦🚀🔥💣 „როსტოვ-ცენტრალის“ აეროპორტზე უკრაინელთა მიერ კამიკაძე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სატელიტური ფოტო
+1
🇺🇦🚀🔥💣 „როსტოვ-ცენტრალის“ აეროპორტზე უკრაინელთა მიერ კამიკაძე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სატელიტური ფოტოებით დადასტურდა რუსეთის არმიის ორი Mi-8 ტიპის მოიერიშე-სატრანსპორტო ვერტმფრენის, ასევე An-12-ისა და An-26-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავების სრული განადგურება.

✅ უკრაინულმა კომპანია UKRSPECSYSTEMS-მა, საჯაროდ პირველად წარმოადგინა თავისი ახალი ბარჟირებადი საბრძოლო მასალა RAM-3X, რომელი
✅ უკრაინულმა კომპანია UKRSPECSYSTEMS-მა, საჯაროდ პირველად წარმოადგინა თავისი ახალი ბარჟირებადი საბრძოლო მასალა RAM-3X, რომელიც წარმოადგენს ომში კარგად გამოცდილი RAM-2X-ის შემდგომ განვითარებას. ახალი ბარჟირებადი საბრძოლო მასალის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები არ ხმაურდება. 🔻ასევე უნდა ითქვას, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, უკრაინის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები ახალ ბარჟირებად საბრძოლო მასალას გასული გაზაფხულიდან იყენებენ ფრონტზე. 🔻RAM-3X წინამორბედისაგან გამოირჩევა გაზრდილი გაბარიტებით, აქვს ორი ძრავა, რომლებიც ფიუზელაჟზე არის განთავესებული, განსხვავებით ძველისგან, რომელსაც ერთი ძრავა კუდის ნაწილში უყენია. 🔻გარდა ამისა UKRSPECSYSTEMS-ს კიდევ აქვს შემუშავებული Deep Strike-ს ტიპის ახალი ბარჟირებადი საბრძოლო მასალა, რომლის დემონსტრირებისგაბ ჯერჯერობით თავს იკავებენ.

✅ როგორც უკრაინა-რუსეთის ომის გამოცდილებამ აჩვენა, მოწინააღმდეგეზე ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით მასიური დარტყმების მისაყენ
✅ როგორც უკრაინა-რუსეთის ომის გამოცდილებამ აჩვენა, მოწინააღმდეგეზე ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით მასიური დარტყმების მისაყენებლად აუცილებელია არსებობდეს დაბალი ღირებულების, მცირეგაბარიტიანი ტურბორეაქტიული ძრავების მასიური წარმოება. 🔻 ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი წარმატებით ავითარებს მასიური და იაფფასიანი ტურბორეაქტიული ძრავების ოჯახის შექმნის პროექტს, რომელზეც ერთობლივად მუშაობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს და კომპანია Alloyed-ი. შექმნილი ძრავების ოჯახი აერთიანებს ტურბორეაქტიული ძრავების მოდელებს, წევით 30-დან 2000 N. 🔻 "ძრავები დაპროექტებულია და მზადდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც წარმოდგენს ახალ ეროვნულ პოტენციალს, რასაც ცენტრალური როლი ეკისრება დიდი ბრიტანეთის თავდაცვისუნარიანობისა და მოსალოდნელი საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფისთვის" - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ამასთან დაკავშირებით.

🟥 ოპერაცია „ვივალდი“- უკრაინის შეიარაღებული ძალების აზოვის მე-3 კორპუსმა, გენერალ ანდრიი ბილეცკის ხელმძღვანელობით რუსეთის ფე
🟥 ოპერაცია „ვივალდი“- უკრაინის შეიარაღებული ძალების აზოვის მე-3 კორპუსმა, გენერალ ანდრიი ბილეცკის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციის ელიტური დანაყოფი „რუბიკონი“ პარალიზებული გახადა — ის რუსებმა მიმართულებიდან მოხსნეს…. ⬛️ რამდენიმე თვის წინ რუსებმა „რუბიკონი“ ამ მიმართულებაზე გადაისროლეს, როგორც პრიორიტეტულზე, თუმცა „მესამე კორპუსმა” გაანადგურა მისი ლოგისტიკა, საბრძოლო მასალის საწყობები, დრონების აფრენის წერტილები, ახლად შექმნილი დანაყოფები და უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდილი ოპერატორები. ⬛️ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი პირების განცხადებით, მესამე კორპუსმა მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენა რუსების უპილოტო ძალების ელიტურ რუსულ დანაყოფ „რუბიკონს“, რის გამოც ოკუპანტებმა პოზიციების დატოვება და აღჭურვილობის მიტოვება დაიწყეს; საბოლოოდ, იმის შეასანარჩუნებლად, რაც მისგან დარჩა, ის ლიმანი-ბოროვაიას მიმართულებიდან მოხსნეს…. ⬛️ შეგახსენებთ, „ვივალდის“ პირველი სეზონის ფარგლებში, მესამე კორპუსმა ჩაშალა რუსეთის ფედერაციის ჯარების ჩანაფიქრი, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოექციათ ქალაქ-სიმაგრეების სარტყელი. ინფილტრაციისგან ზაფხულის დასაწყისში გაიწმინდა 75 კვ.კმ, ხოლო კიდევ 10 კვ.კმ-ის დეოკუპაცია მოახდინა…. ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

🇩🇪 ევროპაში მოსალოდნელი ახალი ომისა და სამხედრო კონფლიქტის შემაშფოთებული გაფრთხილებების ტალღა გრძელდება: ამჯერად გერმანელებ
🇩🇪 ევროპაში მოსალოდნელი ახალი ომისა და სამხედრო კონფლიქტის შემაშფოთებული გაფრთხილებების ტალღა გრძელდება: ამჯერად გერმანელებს მოუწოდებენ, მოემზადონ თავდაცვისა და ომის სწრაფად დაწყების საფრთხისთვის – ასეთი განცხადებით ბუნდესვერის ხელმძღვანელი, გენერალი კარსტენ ბროიერი გამოვიდა.

🟥 ვოლოდიმირ ზელენსკი: 🇷🇸 “კარპატების რვიანის სამიტზე შევხვდი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს . მადლობელი ვარ, რომ სერბეთი შეუერთდა ამ ფორმატს. მნიშვნელოვანია მისი იმგვარად განვითარება, რაც რეგიონის თითოეულ ქვეყანას საშუალებას მისცემს, იპოვოს მისთვის საჭირო ეკონომიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის მისაღწევად და დღეს, სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მივიღებ კარპატების პირველ ბიზნესფორუმშიც. ბატონ პრეზიდენტთან განვიხილე ბელგრადში ჩემი ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები. დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაციასა და რუსული დარტყმებით შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ დიალოგს.”

✅ "ბალტიისპირეთს რესპუბლიკებში ბირთვულქობინიანი რაკეტების განთავსება, რომლებსაც მოსკოვამდე ფრენის დრო 10 წუთი ექნებათ, საიმედ
✅ "ბალტიისპირეთს რესპუბლიკებში ბირთვულქობინიანი რაკეტების განთავსება, რომლებსაც მოსკოვამდე ფრენის დრო 10 წუთი ექნებათ, საიმედოდ დახურავს ყოველგვარი სამხედრო ესკალაციის თემას რუსეთის მხრიდან. აგრესორი ყოველთვის შეიკავებს თავს ომის დაწყებისგან მოსალოდნელი გამანადგურებელი პასუხის შიშით, როდესაც ზარალი გაცილებით დიდი იქნება მოსალოდნელ სარგებელზე" - აცხადებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ემიგრანტი გარი კასპაროვი.

🇪🇺 უჩვეულო საგანგებო უსაფრთხოების ზომები ტარდება ახლა ევროპის სხვადასხვა კუთხეში, რაც რუსული აგრესიის შესახებ განგაშის შემც
🇪🇺 უჩვეულო საგანგებო უსაფრთხოების ზომები ტარდება ახლა ევროპის სხვადასხვა კუთხეში, რაც რუსული აგრესიის შესახებ განგაშის შემცველი გაფრთხილებების გამო ხდება—- 🇵🇱 პოლონეთი- პრემიერმა ტუსკმა ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმის მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა მოკავშირეები და საკუთარი მოსახლეობა- 🇫🇷 საფრანგეთი- მაკრონმა ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერებთან სასწრაფო თათბირი მოიწვია — მოსალოდნელია დახურული ინფორმაციის მიღება საერთაშორისო და თავდაცვითი სიტუაციის გაუარესების შესახებ. 🇸🇪 შვედეთი- სტრატეგიულ კუნძულ გოტლანდზე დღეს გაძლიერებული სამხედრო აქტივობა მიმდინარეობს შვედეთისა და ნატოს სხვა ძალების მონაწილეობით — მუშავდება მოკავშირე ჯარების მიღება და სწრაფი საბრძოლო განლაგების ტაქტიკები 🇬🇧 დიდ ბრიტანეთი-ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო სასწრაფოდ მოიმარაგონ და შეიძინონ სასმელი წყალი და დაკონსერვებული საკვები…

⬛️რუსი ტერორისტები უკვე თითქმის 1 საათზე მეტია, რაც უწყვეტად ბომბავენ ოდესის სამოქალაქო ობიექტებს… რამდენიმე რეაქტიულძრავიანი დრონი პირდაპირ შენობაში შეფრინდა და აფეთქდა…

😈🤫🇷🇺🔥 „პუტინი იშიფრება როგორც ტერიტორიებისა და მოსახლეობის განადგურების პროექტი. დაფიქრდით!“ —- სოჭის მცხოვრებმა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების ობიექტებზე შეტევის შემდეგ, რატომღაც მკვეთრად შეწყვიტა „კრემლის უდიდესი გეოსტრატეგის“ გენიალურობის რწმენა—— 📌 „გამარჯობა! გახსოვთ ის საშინელი ღამე სოჭში, როდესაც საზღვაო პორტის მთელი სანაპირო დაბომბეს ( უკრაინელებმა)? როგორც სოჭის მერმა თქვა, მსხვერპლი და დაზარალებულები არ არიან, მაგრამ მე სხვა ინფორმაცია მაქვს: 90 ადამიანი დაიღუპა. 90 ადამიანი დასახიჩრებული, დაგლეჯილი და უბრალოდ ნაგვად ქცეული…..სასეირნო კატერი სრული დატვირთვით მიცურავდა და ახლაც კი ვერ პოულობენ. სანაპირო და პლიაჟი ხალხით სავსე იყო. ახლა უცნობმა მომწერა, რომ მოვიდა მანქანა, ყველაფერი სასწრაფოდ გაწმინდა და წავიდნენ, ხოლო საავადმყოფოში მხოლოდ სამი ადამიანი მიიყვანეს მსუბუქი ნაკაწრებით. არ ვიცი, საით მივგორავთ, მაგრამ ეს პუტინი — ეს არის ტერიტორიის და მოსახლეობის განადგურების პროექტი. შეხედეთ მის აბრევიატურას, როგორ იშიფრება მისი გვარი”,- “მოთმინებით გრგვინავს” რუსი ქალი 😈

🇪🇪🇷🇺⚰️☠️ "უკვე ზედიზედ მესამე კვირაა, რუსეთი უკრაინის ფრონტებზე 10 000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, მძიმედ დაჭრილებისა და და
🇪🇪🇷🇺⚰️☠️ "უკვე ზედიზედ მესამე კვირაა, რუსეთი უკრაინის ფრონტებზე 10 000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, მძიმედ დაჭრილებისა და დაღუპულების ჩათვლით. ამ კვირას საშუალო დღიური დანაკარგი დაახლოებით 1 600 ჯარისკაცია," — განაცხადა ესტონეთის დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

🇫🇷 ემანუელ მაკრონი: 📌 "ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსული ჰიბრიდული საფრთხე ბოლო კვირებში გაძლიერდა." 🗣️ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ სიფხიზლეს აძლიერებს და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის თავდაცვითი ობიექტებისთვის დაცვის გეგმას ამზადებს, რათა ისინი დრონებისა და კიბერთავდასხმებისგან დაიცვას.

🇷🇺🇺🇦 რუსეთი გეგმავს მექანიზებულ გარღვევებს და არჩევნების შემდეგ 600 ათასამდე ადამიანის მობილიზებას, რომელთა ნაწილის გაგზა
🇷🇺🇺🇦 რუსეთი გეგმავს მექანიზებულ გარღვევებს და არჩევნების შემდეგ 600 ათასამდე ადამიანის მობილიზებას, რომელთა ნაწილის გაგზავნასაც სუმისა და ჩერნიჰოვის ოლქებში შეეცდებიან, — უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის კორპუსის“ მეთაური, გენერალი დენის „რედის“ პროკოპენკო. 🗣️ მისი სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებები: ➡️ სიტუაცია დობროპოლიეს მიმართულებაზე მძიმე რჩება, თუმცა მტერს ჩავუშალეთ თავისი საზაფხულო შეტევითი კამპანია და ზაფხულის ბოლომდე დობროპოლიეს დაკავების მიზნები…. ➡️ რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ოკუპანტებს კოლოსალურ დანაკარგებს ვაყენებთ: ამ მიმართულებით ( დობროპილიე) ყოველდღიურად საშუალოდ 120-130-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე კვდება... ➡️ ამინდის გაუარესებასთან ერთად, ოკუპანტები მცირე ქვეითი ჯგუფების ინფილტრაციის ტაქტიკიდან მძიმე ჯავშანტექნიკის ჩართვით მექანიზებული გარღვევების მცდელობებზე გადავლენ…. ➡️ უკრაინის თავდაცვის ძალები ეფექტურად ანადგურებენ მტრის ლოგისტიკასა და ტექნიკას ზურგში, თუმცა მტერი მასობრივად ახდენს ტექნიკის მოდერნიზებას.

🔥 ბრიანსკის ოლქში განადგურებული ორი რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები დანადგარიდან ერთ-ერთი. მათ რუს
🔥 ბრიანსკის ოლქში განადგურებული ორი რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები დანადგარიდან ერთ-ერთი. მათ რუსები სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ „ხმელეთი-ხმელეთი“ რეჟიმში იყენებდნენ კიევზე დარტყმისთვის. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ დაწვეს S-400-ის გამშვებები უკრაინელმა სამხედროებმა...

🇺🇦 ზელენსკი: 🔹 “ორმა კომპანიამ წარმატებით დაასრულა თავისი გზაგადამჭრელების საბრძოლო გამოცდები, რომლებმაც დიდი სიჩქარით მფრ
🇺🇦 ზელენსკი: 🔹 “ორმა კომპანიამ წარმატებით დაასრულა თავისი გზაგადამჭრელების საბრძოლო გამოცდები, რომლებმაც დიდი სიჩქარით მფრენი რუსული რეაქტიული Shahed -ის ტიპის კამიკაძე დრონები ჩამოაგდეს”. 🔹 ამჟამად სულ 67 კომპანია მუშაობს რუსული რეაქტიული დრონების გზაგადამჭრელებზე. ორ მათგანთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და კონტრაქტებიც გაფორმდა. 🔹უკრაინას სურს, დაასრულოს ყველა თავისი შემუშავებული პროექტის ტესტირება და გაარკვიოს, როგორ გაუშვას მასობრივი წარმოება რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა ამას დაფინანსება სჭირდება — საკითხი, რომელსაც უკრაინა ევროკომისიასთანაც განიხილავს: 💶🇪🇺🇺🇦 უკრაინამ ევროკავშირისგან, უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში, €3,3 მილიარდი ევრო მიიღო—-თანხები მიიმართება პრიორიტეტულ თავდაცვის საჭიროებებზე, კერძოდ თავდაცვის ძალებისთვის რაკეტებისა და დრონების შესასყიდად. 🇳🇴🇺🇦 “მადლობელი ვარ ნორვეგიის, უკრაინისთვის «Ukraine Facility»-ის მეშვეობით გამოყოფილი $100 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის….მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგია ყოველთვის გვერდით გვიდგას და გვეხმარება. მადლობა პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და ნორვეგიელ ხალხს”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.