ch
Feedback

不要被骗子欺骗!Telemetrio 会找到并标记这些频道 👉 如果想查看标记,请订阅

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

前往频道在 Telegram

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

显示更多

📈 Telegram 频道 ალფა სიხშირე/ Alpha Frequency 的分析概览

频道 ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) 格鲁吉亚语 语言赛道中的 是活跃参与者。目前社区聚集了 21 397 名订阅者,在 新闻与媒体 类别中位列第 10 944,并在 格鲁吉亚 地区排名第 37 位。

📊 受众指标与增长动态

自 невідомо 创建以来,项目保持高速增长,吸引了 21 397 名订阅者。

根据 28 十月, 2026 的最新数据,频道保持稳定运转。过去 30 天订阅人数变化为 -155,过去 24 小时变化为 -5,整体触达仍然可观。

  • 认证状态: 未认证
  • 互动率 (ER): 平均受众互动率为 9.40%。内容发布后 24 小时内通常能获得 8.57% 的反应,占订阅者总量。
  • 帖子覆盖: 每篇帖子平均可获得 2 013 次浏览,首日通常累积 1 836 次浏览。
  • 互动与反馈: 受众积极参与,单帖平均反应数为 122。

📝 描述与内容策略

作者将该频道定位为表达主观观点的平台:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”

凭借高频更新(最新数据采集于 29 十月, 2026),频道始终保持新鲜度与高覆盖。分析显示受众积极互动,使其成为 新闻与媒体 类别中的关键影响点。

21 397
订阅者
-524 小时
-607 天
-15530 天
帖子存档
🇺🇦🫡 დიდებული მონაგარი აქვს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს 2 კვირის განმავლობაში—- ეროვნული წარმოების სახმელეთო სამიზნეებ
🇺🇦🫡 დიდებული მონაგარი აქვს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს 2 კვირის განმავლობაში—- ეროვნული წარმოების სახმელეთო სამიზნეებზე მოქმედად გადაკეთებული NEPTUNE-ის შორსმოქმედი ფრთოსანი რაკეტით რუსეთის საჰაერო ძალების +2 SU-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი იქნა განადგურებული ვორონეჟის ოლქის მარინოვკის სამხედრო აეროდრომზე…. 🎯 შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ, 15 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე ნეპტუნის ფრთოსანი რაკეტია დარტყმის შედეგად გაანადგურა 4 SU-34M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, ხოლო 2 კი მძიმედ დააზიანა ( სავარაუდოდ, 2-ივე მათგანი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ან სულაც ჩამოსაწერია)

✅ უკრაინული კომპანია "უკრაინული ჯავშანტექნიკის" მიერ წარმოებული FPV კამიკაძე დრონი UB82D ახლო ხედით და მისი მოქმედების ეფექტი. 🔻 FPV კამიკაძე დრონის საბრძოლო ნაწილის სახით გამოყენებულია 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმი. აპარატი პირველ რიგში განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. 🔻 დრონის ფრენის მაქსიმალური მანძილი 20 კმ-ია, მაქსიმალური სიჩქარე - 140 კმ/სთ. აპარატს შეუძლია შეასრულოს დისტანციური მოქმედების, რადიომართვადი ნაღმის ფუნქციაც.

✅ აღმოსავლეთის ფრონტი - უკრაინის არმიის 128-ე ბრიგადის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი რუსი ოკუპანტების ლოგისტიკურ ტრანსპორტს ანადგურებს FPV კამიკაძე დრონების საშუალებით.

✅ აღმოსავლეთის ფრონტი - უკრაინის არმიის 67-ე ბრიგადის საარტილერიო დაზვერვის ბატალიონის უპილოტო სისტემების ოპერატორებმა, FPV კამიკაძე და ბომბერი დრონების საშუალებით, კონტრბატარეიული ბრძოლის ფარგლებში, რუსი ოკუპანტების 4 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცა გაანადგურეს/მწყობრიდან გამოიყვანეს.

❗️❗️❗️ ბრწყინვალე ამბავი გვაქვს—- 💥 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტებით იერიში განხორციელეს რუსეთის “სტალინგრა
❗️❗️❗️ ბრწყინვალე ამბავი გვაქვს—- 💥 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტებით იერიში განხორციელეს რუსეთის “სტალინგრადის” ( დღევანდელი ვოლგოგრადი) ოლქის მარინოვკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების მე-11 შერეული საავიაციო პოლკი. ✅🎯 😈იერიშის შედეგად განადგურდა რუსების 2 Su-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი… დაბომბვის ფონზე კი მოკვდა საავიაციო პოლკის ორი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ ორი კი დაიჭრა.

🇱🇹🇩🇪ლიეტუვის ტყეებში ბუნდესვერის ჯარისკაცები ხეებზე სპეციალურ სენსორებს აყენებენ და ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიიდან მომავალ რადიოსიგნალებს აკვირდებიან—- ამით ლიეტუვაში განთავსებული გერმანიის 45-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაა დაკავებული. მისი მიზანია, წინასწარ აღმოაჩინოს ახალი საჰაერო თავდაცვის რადარები, ჯარების გადაადგილება და სხვა სამხედრო აქტივობა ნატოს საზღვრებთან. შეაგროვებული ინფორმაცია ნატოს ბაზებში ხვდება და მათ შორის, Eurofighter typhoon-ის გამანადგურებლების სისტემების განსაახლებლადაც გამოიყენება…..

✅ ზაპოროჟიის ოლქი - უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი რუსი ოკუპანტების მორიგ Тигр-М ტიპის ჯავშანმანქანას ანადგურებს FPV კამიკაძე დრონების საშუალებით.

✅ ხარკოვის ოლქი, კუპიანსკის მიმართულება - უკრაინის არმიის 33-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის არტილერისტები, Himars-დან გასროლილი GMLRS ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტებით დარტყმას აყენებენ რუსი ოკუპანტების 26-ე სატანკო პოლკის საკომანდო პუნქტს.

🇺🇦 “უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ვეღარ ასრულებენ რუსი სამხედროების განადგურების გეგმებს, რადგან ფრონტზე მათი რაოდენობა
🇺🇦 “უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ვეღარ ასრულებენ რუსი სამხედროების განადგურების გეგმებს, რადგან ფრონტზე მათი რაოდენობა შემცირდა. კიდევ 300 ათასი რუსის მობილიზაციაც კი სიტუაციას პრინციპულად ვერ შეცვლის”, — უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, სერგეი ბესკრესტნოვი- „ფლეში“ . 📌 “ჩვენ ვუყურებთ ფრონტის ხაზს, ჩვენ უკვე ვუყურებთ მათ და ყველა ვხვდებით, რომ ახლა უკვე საუბარია არა იმდენად ფრონტის ხაზის ომზე, რამდენადაც ქალაქების ომზე (არსებობს ასეთი ტერმინი – „ქალაქების ომი“). და ახლა ყველა ამ ტექნოლოგიას ჩვენ ვხედავთ აქ, უკანა ხაზზე. მაშინაც კი, თუ რუსები დამატებით 300 000 ადამიანს მოაბილიზებენ, ეს არაფერს შეცვლის-ჩვენ უბრალოდ დავამატებთ დრონების მეტ პილოტს, შევქმნით მეტ ეკიპაჟს, რომლებიც რუსებს შეუტევენ და გაანადგურებენ….უკვე არის ისეთი პრობლემა, რომ ფრონტების ცალკეულ მიმართულებებზე ჩვენი ბიჭები რუაი ოკუპანტების განადგურების დასახულ გეგმებს ვერ ასრულებენ, რადგან იქ უბრალოდ ბანალურად აღარ არიან რუსები. ეს შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ანუ, ჩვენ გვესმის, რომ ომი შეიცვალა, იქ ტექნიკა აღარ მუშაობს, რადგან ნებისმიერი ტექნიკა განადგურდება, რაღაც მოტოციკლებით ცდილობენ გადაადგილებას. ჩვენი ბიჭები ეძებენ, ანადგურებენ, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ რამე იცვლება და შეიცვლება ამასთან დაკავშირებით”. 📌 “ხოლო თუ ისინი ჩვენთვის სამოქალაქო-ლოკალურ კატასტროფას შექმნიან, ჰო, ეს ჩვენთვის პრობლემა იქნება. ესე იგი, ეს მოსალოდნელია და სწორედ ამიტომ ვაფრთხილებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ საჭიროა იქ მარაგის შენახვა, საკვების, საწვავისა და სხვა საშუალებების. ისინი ცდილობენ ხიდებს შეუტიონ ახლა, ცდილობენ დაანგრიონ ჩვენი ინფრასტრუქტურა. და როცა ვიღაც ფიქრობს, რომ ისინი საწყობებს ანგრევენ იმისათვის, რომ იქ საკვები ან სამშენებლო მასალები არ იყოს, ეს ასე არ არის. ისინი უბრალოდ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. იმისათვის, რომ არ იყოს სამუშაო ადგილები, რომ არ იყოს გადასახადები, რომ არ გვქონდეს ფული ქვეყნის შიგნით.”

💔მამა ტკივილისგან ყვირის დაღუპული ქალიშვილის ცხედართან. ჩერნიგოვზე რუსი ტერორისტების მიერ რეაქტიული დრონის დარტყმის შედეგად, ორი 15 წლის გოგონა დაიღუპა.

✅ აღმოსავლეთის ფრონტი - უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი Тиха Нiч-ი, FPV კამიკაძე დრონების საშუალებით დარტყმებს აყენებს რუსი ოკუპანტების არტილრიას. განადგურებული ან მწყობრიდან გამოყვანილი იქნა 3 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცა.

✅ უკრაინის ნაციონალური გვარდიის 1 საარმიო კორპუს "აზოვის" უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, 4 თვის განმავლობაში (ივლისის დასაწყისიდან), ოპერაცია "Пекло"-ს ფარგლებში, დამრტყმელი დრონების საშუალებით, რუსი ოკუპანტების 100 ერთეული მატარებელი გამოიყვანეს მწყობრიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში.

✅ აღმოსავლეთის ფრონტი - უკრაინის 1 საარმიო კორპუს "აზოვის" უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები, კონტრბატარეიული ბრძოლის ფარგლებში, FPV კამიკაძე დრონების საშუალებით დარტყმებს აყენებენ რუსი ოკუპანტების არტილრიას. განადგურებული ან მწყობრიდან გამოყვანილი იქნა ათეულობით ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცა და ქვემეხი.

✅ აღმოსავლეთის ფრონტი - უკრაინელი მესაზღვრეების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა Fenix-მა, ბომბერი დრონიდან ჩამოგდებული საბრძოლო მასალებით რუსი ოკუპანტების მორიგი, გაურკვეველი ტიპის ტანკი გაანადგურა.

✅ უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - კურსკის ოლქში, რუსი ოკუპანტების მორიგი БМ-21 Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარი გაანადგურა FPV კამიკაძე დრონების საშუალებით.

✅ უკრაინის ნაციონალური გვარდიის 1 საარმიო კორპუს "აზოვის" უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, 4 თვის განმავლობაში (ივლისის დასაწყისიდან), ოპერაცია "Пекло"-ს ფარგლებში, დამრტყმელი დრონების საშუალებით, რუსი ოკუპანტების 100 ერთეული მატარებელი გამოიყვანეს მწყობრიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში.

🟥 რუსეთი. ირკუტსკში დაკრძალეს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში დაღუპული კირილ ბაბკინოვი, დაბადებული 2008 წლის, 19
🟥 რუსეთი. ირკუტსკში დაკრძალეს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში დაღუპული კირილ ბაბკინოვი, დაბადებული 2008 წლის, 19 ივნისს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების მომენტში ის 13 წლის იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი მან გასულ ზაფხულს გააფორმა. 13 აგვისტოს გაგზავნილი იქნა ე.წ. СВО-ს ზონაში, 2 სექტემბერს კი ბაბკინოვი ლიკვიდირებული იქნა უკრაინელების მიერ.

‼️‼️ რუსმა ტერორისტებმა შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონით დამიზნებით დაარტყეს ქალაქ დნეპრის რკინიგზის სადგურს, რის შედეგადაც 13 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა…. 🇺🇦 ზელენსკი: 📌 “საშინელი რუსული თავდასხმა მოხდა დნეპრის რკინიგზის სადგურზე. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ. კიდევ ათი ადამიანი დაშავდა. რამდენი ასეთი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა რუსეთმა ჩვენს ხალხზე მას შემდეგ, რაც დეესკალაციის სანაცვლოდ ზოგიერთ რუს ოლიგარქსა და ენერგეტიკულ სექტორს სანქციები მოეხსნა?” ▪️ “სწორედ ამიტომ ამბობს უკრაინა ყოველთვის, რომ რუსული ესკალაციის წინააღმდეგ ამერიკისა და ევროპის მხრიდან სამართლიანი და გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო: მოსკოვისა და მისი ომის მანქანის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა შესუსტდეს, სანამ ეს რუსული ომი გრძელდება. დადგა დრო ევროკავშირის, ამერიკისა და G7-ის მხრიდან ახალი, უფრო მკაცრი სანქციების დაწესების.….”

🇺🇦🎯🔥 აღმოსავლეთის ფრონტი- უკრაინის უპილოტო ძალების “ SIGNUM”-ის ბატალიონის ოპერატორები FPV კამიკაძე დრონებით რუს მოიერიშე ქვეით ჯარისკაცებს წარმატებით ანადგურებენ….