en
Feedback
ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

Open in Telegram

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

Show more

📈 Analytical overview of Telegram channel ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

Channel ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) in the Georgian language segment is an active participant. Currently, the community unites 21 766 subscribers, ranking 10 685 in the News & Media category and 36 in the Georgia region.

📊 Audience metrics and dynamics

Since its creation on невідомо, the project has demonstrated rapid growth, gathering an audience of 21 766 subscribers.

According to the latest data from 26 August, 2026, the channel demonstrates stable activity. Although there has been a change in the number of participants by -258 over the last 30 days and by -7 over the last 24 hours, overall reach remains high.

  • Verification status: Not verified
  • Engagement rate (ER): The average audience engagement rate is 11.73%. Within the first 24 hours after publication, content typically collects 9.96% reactions from the total number of subscribers.
  • Post reach: On average, each post receives 2 553 views. Within the first day, a publication typically gains 2 168 views.
  • Reactions and interaction: The audience actively supports content: the average number of reactions per post is 147.

📝 Description and content policy

The author describes the resource as a platform for expressing subjective opinions:
Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

Thanks to the high frequency of updates (latest data received on 27 August, 2026), the channel maintains relevance and a high level of publication reach. Analytics show that the audience actively interacts with content, making it an important point of influence in the News & Media category.

21 766
Subscribers
-724 hours
-437 days
-25830 days
Posts Archive
🟥 როგორც ჩანს, უკრაინაში MIM-104 PATRIOT-ების ანტირაკეტების მცირე პარტია შემოვიდა, რამაც გასულ ღამეს დედაქალაქი მნიშვნელოვან
🟥 როგორც ჩანს, უკრაინაში MIM-104 PATRIOT-ების ანტირაკეტების მცირე პარტია შემოვიდა, რამაც გასულ ღამეს დედაქალაქი მნიშვნელოვანი ნგრევისგან იხსნა…. 🇺🇦 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსების—- 11-იდან 7 ერთეული ISKANDER-M-ის ბალისტიკური რაკეტა; 1 ONIKS-ის ტიპის ზსბგერითი ფრთოსანი რაკეტა; 3 ერთეული BANDEROL-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 222 შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი….

+4
🎯🔥💣 გასულ ღამეს კიევის გარეუბანში, ბორისპოლის რაიონში რუსებმა ISKANDER-M-ის ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს „Fozzy Group“-ისა და მარკეტპლეის „Rozetka“-ს საწყობებს… გავრცელებული ცნობებით , მიუხედსვად ბალისტიკის “გაპარვისა”, 5-ზე მეტი ისკანდერის ჩამოგდება მოახერხა უკრაინულმა ანტისარაკეტო თავდაცვამ…

🇺🇸🇷🇺🪖⚡️ — POLITICO-ს ინფორმაციით, ამერიკის CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში გუ
🇺🇸🇷🇺🪖⚡️ — POLITICO-ს ინფორმაციით, ამერიკის CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში გუშინ განხორციელებული დაუგეგმავი ვიზიტი გამოიყენა რუსი ოფიციალური პირების გასაფრთხილებლად, რომ არ დაუშვან დაძაბულობის ესკალაცია ნატოს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან…. 🗣️რეტკლიფმა ასევე მოუწოდა მოსკოვს, შეამციროს ირანის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.

#სასწრაფოოოდ 🇺🇸🇷🇺 WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რატკლ
#სასწრაფოოოდ 🇺🇸🇷🇺 WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რატკლიფი მოსკოვს გუშინ მოულოდნელი ვიზიტით ეწვია იმისათვის, რათა გააფრთხილოს რუსეთი, არ დაესხას თავს ნატოს ქვეყანას—- 🔹 ვიზიტი აშშ-ის დაზვერვის ახალ შეფასებებს მოჰყვა, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა პუტინმა მოკავშირე ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმით ნატოს სიმტკიცის გამოცდა სცადოს. 🔹 ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან სცენარებით, რომლებიც მოიცავს როგორც კიბერშეტევას, ასევე მცირემასშტაბიან სახმელეთო შეჭრას, რაც ყველაზე სავარაუდოა ბალტიისპირეთის რომელიმე სახელმწიფოში მოხდეს. 🔹 ისინი ასევე შიშობენ, რომ დასავლური იარაღის მარაგების შემცირებამ — უკრაინის მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ირანთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ — შესაძლოა გავლენა იქონიოს მოსკოვის გათვლებზე.

🟥 ბორის ჯონსონი: 🔺„არ დაიჯეროთ პროპაგანდა, თითქოს პუტინს ამ ომში გამარჯვება ბედისწერით აქვს განსაზღვრული. მას დამარცხება ელის, რადგან ის უკრაინელი ხალხის სურვილს უპირისპირდება — იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლები. როცა ხალხს საკუთარი ქვეყნის თავისუფლება სურს, ვერაფერი შეაჩერებს მათ. ისინი თავისუფლები იქნებიან.“

🇷🇺 „რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გაგრძელებისას, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ იაპონიას უნდა ახსოვდეს — რუსეთი ბირთვულ იარაღს ფლობს. 🇯🇵„კურილის კუნძულები რუსეთის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება იაპონიის ხელმძღვანელობას, მათ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენონ საკუთარი ისტორია — დრო, როდესაც მილიტარისტულმა იაპონიამ მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გაანადგურა. ახლა ისინი იმავე რიტორიკასთან დაბრუნებას ცდილობენ. ეს არ უნდა გააკეთონ. ისეთი ბირთვული სახელმწიფოს დამარცხება, როგორიც რუსეთია, შეუძლებელია. ნებისმიერი სხვა რამ ურთიერთობებში მხოლოდ უფრო დიდ დაძაბულობას გამოიწვევს“, — განაცხადა ვოლოდინმა.

🇷🇺🥴„მგონი, ამ დღეებში სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის საკმარისი ფული აღარ გვაქვს, ამიტომ სჭირდებათ, რომ ბენზინი გაძვირდეს“ — რუსეთის მცხოვრებლები საწვავის კრიზისზე. 🇮🇳ინდოეთიდან ბენზინის იმპორტის მიუხედავად, რუსეთში საწვავის მეორე კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. ⛽️❌Reuters-ის ცნობით, ივლისის ბოლოს დაფიქსირებული ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ, აგვისტოში დეფიციტი მრავალ რეგიონში კვლავ დაბრუნდა. სულ მცირე ათი რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაყიდვებზე შეზღუდვები ისევ გამკაცრა, ხოლო მოწმეების ცნობით, მოსკოვის ოლქის ერთ მთელ რიგ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი ხელახლა გაქრა…. 🔹 25 აგვისტოს Reuters-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთი გეგმავს დიზელის ექსპორტის აკრძალვა სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივოს და მსჯელობს მის შემდგომ გაგრძელებაზეც, რაც გამოწვეულია შიდა ბაზარზე არსებული მუდმივი დეფიციტითა და იმ რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებით, რომლებიც უკრაინული დრონების განმეორებითი დარტყმების შემდეგ კვლავ მწყობრიდან არის გამოსული.

🟥 ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინას თანამედროვე ომის შესახებ იმაზე მეტი მონაცემი აქვს, ვიდრე დანარჩენ ევროპას ერთად აღებულს. მისი თქმით, ფინეთი უკრაინის საბრძოლო გამოცდილებას თავდაცვის წარმოებაში აერთიანებს და სწავლობს დრონების, რაკეტების, სახმელეთო რობოტებისა და ბრძოლის ველზე სამედიცინო დახმარების გამოყენების გამოცდილებიდან.

🇫🇮ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი: 📍 “რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, არ გახდება მიზეზი იმისა, რომ პუტინმა ეს ომი დაასრულოს, არც დაღუპული, თუ დაჭრილი ჯარისკაცები გახდება მიზეზი, რომელთა რაოდენობამაც უკვე მილიონს გადააჭარბა და ამას რუსეთში არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. 🎯 “მიზეზი გახდება რეჟიმისთვის შექმნილი საფრთხე- ადგილი, სადაც გარდატეხის შეტანაა შესაძლებელი, ხალხის ომის წინააღმდეგ ამხედრებაა…. ახლა კი ვხედავთ, რომ (იმ გამოკითხვების მიხედვით, რომლებსაც მე ლეგიტიმურს ვუწოდებ) რუსების დაახლოებით 65%-ს სურს ომის დასრულება, რატომ? იმიტომ, რომ უკრაინა დარტყმებს აყენებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რის გამოც ვხედავთ ბენზინისა და დიზელის რაციონირებას (ლიმიტირებულ გაცემას)”. 🎯 “ვხედავთ მაღალ ფასებს და ა.შ. ასევე ინტერნეტის შეზღუდვას. და შემდეგ ჩნდება მთავარი კითხვა — გამოაცხადებს თუ არა რუსეთი მობილიზაციას? თუ რუსეთი 300 000-დან 500 000-მდე ადამიანის მობილიზებას მოახდენს, ეს პირდაპირ იმოქმედებს სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცებზე”.

🎯🔥💣 აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელთა FPV კამიკაძე დრონი 2S1 GVOZDIKA-ს ტიპის 122მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს ანადგურებს…

❗️❗️❗️ უკრაინული დრონებით დარტყმების ქრონოლოგია რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 2026 წლის ზაფხულში: 🎯 ივნისი: 2 ივნისი
+1
❗️❗️❗️ უკრაინული დრონებით დარტყმების ქრონოლოგია რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 2026 წლის ზაფხულში: 🎯 ივნისი: 2 ივნისი – ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე). 11 ივნისი – აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე). 12 ივნისი – TANECO-სა და TAIF-NK-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები (ნიჟნეკამსკი, თათრეთის რესპუბლიკა). 16 ივნისი – მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (მოსკოვის ოლქი). 18 ივნისი – მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (მოსკოვის ოლქი). 20 ივნისი – ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (ანტიპინსკი, ტიუმენის ოლქი). 28 ივნისი – სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სლავიანსკი-კუბანზე, კრასნოდარის მხარე) და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (იაროსლავლის ოლქი). 🎯ივლისი: 2 ივლისი – „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (ქსტოვო, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი). 6 ივლისი – ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (ომსკის ოლქი), „სლავნეფტ-იანოსი“ (იაროსლავლი) და „ნოვატეკ-უსტ-ლუგა“ (ლენინგრადის ოლქი). 8 ივლისი – სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სარატოვის ოლქი) და TAIF-NK (ნიჟნეკამსკი, თათრეთის რესპუბლიკა). 10 ივლისი – ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე) და „ნოვატეკ-უსტ-ლუგა“ (ლენინგრადის ოლქი). 12 ივლისი – სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სამარის ოლქი). 14 ივლისი – „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ (ბაშკირეთის რესპუბლიკა) და აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე). 16 ივლისი – „სლავნეფტ-იანოსი“ (იაროსლავლი). 25 ივლისი – ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (ტიუმენი). 29 ივლისი – „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ (პერმი) და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (რიაზანის ოლქი). 31 ივლისი – „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ (ვოლგოგრადი). 🎯 აგვისტო: 2 აგვისტო – სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სარატოვი). 5 აგვისტო – „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (უფა, ბაშკირეთის რესპუბლიკა). 6 აგვისტო – „სლავნეფტ-იანოსი“ (იაროსლავლი). 8 აგვისტო – ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე) და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სამარის ოლქი). 10 აგვისტო – TANECO (ნიჟნეკამსკი, თათრეთის რესპუბლიკა). 11 აგვისტო -„ორსკნეფტეორგსინთეზი“ (ორენბურგის ოლქი). 13 აგვისტო – „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ (ბაშკირეთის რესპუბლიკა). 14 აგვისტო – „ნოვატეკ-უსტ-ლუგა“ (ლენინგრადის ოლქი). 16 აგვისტო – „ორსკნეფტეორგსინთეზი“ (ორენბურგის ოლქი). 19 აგვისტო – TANECO (ნიჟნეკამსკი, თათრეთის რესპუბლიკა). 21 აგვისტო – „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ (პერმი). 22 აგვისტო – ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (სამარის ოლქი). 25 აგვისტო – აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (კრასნოდარის მხარე). 26 აგვისტო – „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ (ქსტოვო, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი).

🎯 #წავედით მორდორის ასადუღებლად—- ამ წუთებში უკრაინელთა 330-ზე მეტი უკრაინული კამიკაძე დრონი მიფრინავს რუსეთის რეგიონებისა დ
🎯 #წავედით მორდორის ასადუღებლად—- ამ წუთებში უკრაინელთა 330-ზე მეტი უკრაინული კამიკაძე დრონი მიფრინავს რუსეთის რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმისკენ- სამხედრო და ეკონომიკური/ენერგო ობიექტების დასაბომბად…

❗️❗️❗️ წარმოუდგენელი სიგიჯეა--- ტიპური რუსის მენტალობა და ღირებულებები იხილეთ ამ ვიდეოზე----- 👇 🇷🇺 სპეცოპერაციაში [СВО] ყოფნისას ქმარი “კარგად მოეწყო” და არანაირად არ კვდებოდა. ეს კი, როგორც ჩანს, ძალიან არ მოსწონდა მის ახალ ცოლს, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად სურდა ფულადი სახსრების მიღება- გარდაცვლილი მეუღლის ფინანსური კომპენსაციის სახით…. 🔹 ჩინებული სიყვარულის ისტორია ეკატერინბურგიდან! მორიგი „შავი ქვრივი“ კაცზე დაქორწინდა და უკრაინაში გააგზავნა, რათა მისი სიკვდილის გამო „საფლავის ფული“ (საკომპენსაციო თანხა) რაც შეიძლება სწრაფად მიეღო, თუმცა მისდა საუბედუროდ, ქმარი მოხვდა ისეთ ნაწილში, რომელიც ფრონტისგან მოშორებით მდებარეობდა და მას სიკდვილის გარდაუვალი საფრთხე არ ემუქრებოდა…. 🔹 მაშინ რუსმა ქალმა საზრიანობა გამოიჩინა: იყიდა ყალბი ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს რეანიმაციაში იმყოფებოდა და ქმარი სასწრაფოდ უნდა გამოეშვათ მასთან ეკატერინბურგში. შვებულების დროს მან კაცი სასმელს მიაჩვია- შედეგმად არ დააყოვნა- ისიც გალოთდა, დროულად ვერ ჩავიდა სამხედრო ნაწილში, რის გამოც დეზერტირობის ბრალდებით სამხედრო უწყებამ “სახორცე შტურმში“ გააგზავნა, სადაც მამაკაცი წარმატებით იქნა კიდეც ლიკვიდირებული…. შედეგად, შავმა ქვრივის ხრიკმა გაჭრა- და მან ნანატრი “საკომპენსაციო თანხა” მიიღო…

+5
🇷🇺🌾რუსეთის მარცვლეულის ბაზარი უფსკრულისკენ მიდის.. უკიდურესად პესიმისტური და დეპრესიული განწყობებია ტრეიდერებში, ფერმერებში, აგროდრონების ოპერატორებსა და აგრონომებში.. 🟥 წარმოდგენილ ვიდეოებში დეტალურად არის განხილული რუსეთის სოფლის მეურნეობისა და მარცვლეულის ბაზარზე შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა. სექტორის წარმომადგენლები — ფერმერებიდან დაწყებული აგრონომებითა, თუ აგროდრონების ოპერატორებით დამთავრებული — ღიად საუბრობენ იმ ღრმა კრიზისზე, რომელმაც მთელი სფერო მოიცვა. ძირითად პრობლემად სახელდება პროდუქციის დაბალი გასაყიდი ფასები, რაც წარმოების გაზრდილ ხარჯებსა და თვითღირებულებას ვერანაირად ვერ ფარავს. 🔺 ფერმერების განმარტებით, მარცვლეულის მოყვანა და რეალიზაცია უკვე ფინანსურ წაგებაზე მუშაობას ნიშნავს, რადგან ტექნიკის მოვლა, საწვავი, სასუქები და მუშახელი კოლოსალურად გაძვირდა. დაბალი საბაზრო ფასების გამო აგრარულ სექტორს უბრალოდ არ დარჩა რესურსი, რომ გააგრძელოს ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში. ეს პრობლემა პირდაპირ აისახა აგროდრონების სფეროზეც, სადაც შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რადგან მეურნეობებს უპილოტო აპარატების მომსახურების თანხა აღარ აქვთ. 🔹 შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგათ აგრონომებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს. სოფლის მეურნეობის საწარმოები იძულებულნი არიან მაქსიმალურად შეამცირონ ხარჯები, რაც იწვევს ხელფასების შემცირებას, შტატების შეკვეცას და მაღალკვალიფიციური კადრების მასობრივ გადინებას სექტორიდან. პერსპექტივის არარსებობა და მუდმივი გაურკვევლობა აიძულებს ბევრ პროფესიონალს, სრულიად შეიცვალოს საქმიანობის სფერო. 🔹ვიდეოებზე ყურადღება მახვილდება ტრეიდერების პესიმიზმზეც, რომლებიც ბაზარზე სტაბილიზაციის არანაირ ნიშნებს ვერ ხედავენ. ლოგისტიკური შეზღუდვები, საექსპორტო საბაჟო გადასახადები (ბაჟები) და საერთაშორისო სანქციები კიდევ უფრო ამძიმებს ექსპორტის პროცესს. შიდა ბაზარზე ჭარბი პროდუქციის დაგროვება ფასების შემდგომ ვარდნას უწყობს ხელს, რაც რეალიზაციის ჯაჭვში ჩართულ ყველა მხარეს მძიმე ფინანსურ კრიზისში აგდებს. 🔹 საბოლოო ჯამში, ვიდეოების ავტორთა საერთო პათოსი ასახავს აგრარული დარგის სრულ უიმედობასა და გაურკვეველ მომავალს. სექტორში დასაქმებული პირები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერისა და საფასო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, ბევრი ფერმერული მეურნეობა გაკოტრების პირას აღმოჩნდება. ეს კი უახლოეს მომავალში გამოიწვევს ნათესი ფართობების შემცირებას და რუსეთის აგროსექტორის კიდევ უფრო მეტ დაქვეითებას.

🇺🇦🎯💣🔥 დონეცკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების ობიექტებზე უკრაინელთა ფრთოსანი რაკეტებით დღეს
+9
🇺🇦🎯💣🔥 დონეცკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების ობიექტებზე უკრაინელთა ფრთოსანი რაკეტებით დღეს განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო დარტყმა—— გავრცელებული ცნობებით, დასტურდება 13 რაკეტის მიფრენა—- 🟥 მიუხედავად იმისა, რომ რუსები ცდილობდნენ სამხედრო ინფრასტრუქტურის სამოქალაქო ობიექტებად შენიღბვას, დადასტურდა ორი საკვანძო სამიზნის განადგურება: ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინდუსტრიული ზონა (ილიჩის გამზირი, 97): აღნიშნული ობიექტი გამოიყენებოდა რუსული დანაყოფების პირადი შემადგენლობის ფარული განთავსების ადგილად და შტაბად. დარტყმის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალ ძალაში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს - ზუსტი კოორდინატები-📍 48.001976, 37.847244; დაუმთავრებელი საცხოვრებელი კომპლექსის მიწისქვეშა პარკინგი: ეს ორდონიანი კომპლექსი გამოიყენებოდა სარაკეტო გამშვები სისტემებისა და ჯავშანტექნიკის საფარად. ობიექტს სულ მცირე 7 რაკეტა მოხვდა—-📍 48.001966, 37.847305 💣 ოპერატიული მონაცემებით, ქალაქში მიმდინარეობს დაჭრილების მასობრივი ევაკუაცია, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის სასწრაფოდ აგროვებენ სისხლს. 🚀ოკუპირებულ დონეცკზე დღევანდელი დარტყმის შემდეგ აღმოჩენილი ფრთოსანი რაკეტების დამატებითი ნამსხვრევები Storm Shadow/SCALP-EG-ის მახასიათებლებს ემთხვევა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, დენის პუშილინმაც დაადასტურა, რომ შეტევისას სწორედ ეს რაკეტები გამოიყენეს. 🔹 თავდასხმის ადგილზე ნაპოვნი სხვა ნამსხვრევები Storm Shadow/SCALP-EG-ს არ მიეკუთვნება, რაც მიანიშნებს, რომ იერიშისას, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეიარაღების კომბინაცია გამოიყენეს.

🇵🇱პოლონეთმა 2 დღის წინ სამხრეთ კორეისგან მიღებული 28 ერთეული K2 Black Panther-ის ტიპის ტანკი რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან საბრძოლო მორიგეობაზე განათავსა…

#Breaking 🇺🇸 აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯ
+2
#Breaking 🇺🇸 აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის წინ, თეთრი სახლი დატოვეს—- 🔹 თეთრ სახლში კონსულტაცია ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე ჩატარდა. 🛡️პარალელურად, ხვალ ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელბრიჯ კოლბი, ჩასვლას და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, აგრეთვე ალიანსის ელჩებთან აუდიენციას გეგმავს. აღნიშნული დიპლომატიური და სამხედრო კონსულტაციების სერია უშუალოდ მოსკოვში რეტკლიფის ვიზიტს მოსდევს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი დაძაბული ფონის გათვალისწინებით.

🇷🇺🇷🇴დღეს დღისით რუსეთმა რუმინეთზე, დუნაის სანაპიროსთან „შაჰიდის” ტიპის კამიკაძე დრონით დარტყმა განახორციელა….

🎯🇺🇦💣🔥 ოკუპირებული დონეცკი- რუსული ჯარების განთავსების ერთ-ერთი მიწასთან გასწორებული ლოკაცია ამგვარად გამოიყურება უკრაინუ
+2
🎯🇺🇦💣🔥 ოკუპირებული დონეცკი- რუსული ჯარების განთავსების ერთ-ერთი მიწასთან გასწორებული ლოკაცია ამგვარად გამოიყურება უკრაინული ფრთოსანი რაკეტების “ვიზიტის” შემდეგ…

❗️❗️❗️ პრორუსებო და რუსეთის მეხოტბეებო, მოისმინეთ ერთი ჩვეულებრივი რუსი დედის ისტორია, რომელიც გმობს და წყევლის რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხორცსაკეპში აგზავნის და უკრაინის არმიას ანადგურებინებს—— 🟥 “ვლადიმერ ვლადიმირის ძევ, თქვენ შვილები წაგვართვით. წელიწადი და რვა თვე ველოდებოდი შვილს. უთავოდ მომიყვანეს!”,- უკრაინის ომში დაღუპული რუსის დედამ პუტინს ემოციური მიმართვა ჩაუწერა მას შემდეგ, რაც „საფლავის ფულის“ (დაღუპვის კომპენსაციის) მიღებაც ვერ შეძლო—- 🔺 ოჯახს გარდაცვალების ცნობის დედანი ჩამოართვეს, ხოლო გაცემული ქსეროასლის საფუძველზე თანხას არ გასცემენ…. 📍 “ რას აკეთებთ? დაგვცინით? რა გინდათ, სამოქალაქო ომი? ეტყობა, მალე მიიღებთ კიდეც მას. ხალხი უკვე ზღვარზე მიიყვანეთ. ხალხს არ უნდა არჩევნებზე წასვლა. კიდევ რამდენ ხანს უნდა დაგვცინოთ ჩვენ, დედებს? ადექით! ადექით! რისთვის იღუპებიან ჩვენი შვილები…. ამბობენ მობილიზაცია იქნებოა, მე ჩემს მეორე შვილს არ მოგცემთ”,- გაჰყვირის რუსი ქალი….