ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.
Mostrar más📈 Análisis del canal de Telegram ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
El canal ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) en el segmento lingüístico de Georgiano es un actor destacado. Actualmente la comunidad reúne a 21 412 suscriptores, ocupando la posición 10 944 en la categoría Noticias y medios y el puesto 37 en la región Georgia.
📊 Métricas de audiencia y dinámica
Desde su creación el невідомо, el proyecto ha mostrado un crecimiento acelerado, reuniendo a 21 412 suscriptores.
Según los últimos datos del 27 octubre, 2026, el canal mantiene una actividad estable. En los últimos 30 días la variación de miembros fue de -160, y en las últimas 24 horas de -4, conservando un alto alcance.
- Estado de verificación: No verificado
- Tasa de interacción (ER): El promedio de interacción de la audiencia es 9.46%. Durante las primeras 24 horas tras publicar, el contenido suele obtener 8.52% de reacciones respecto al total de suscriptores.
- Alcance de las publicaciones: Cada publicación recibe en promedio 2 027 visualizaciones. En el primer día suele acumular 1 825 visualizaciones.
- Reacciones e interacción: La audiencia responde de forma activa: el promedio de reacciones por publicación es 123.
📝 Descripción y política de contenido
El autor describe el recurso como un espacio para expresar opiniones subjetivas:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”
Gracias a la alta frecuencia de actualizaciones (últimos datos recibidos el 28 octubre, 2026), el canal mantiene la vigencia y un amplio alcance. La analítica demuestra que la audiencia interactúa activamente con el contenido, lo que lo convierte en un punto de referencia dentro de la categoría Noticias y medios.
Cargando datos
| Fecha | Crecimiento de Suscriptores | Menciones | Canales | |
| 28 octubre | +4 | |||
| 27 octubre | +2 | |||
| 26 octubre | 0 | |||
| 25 octubre | +1 | |||
| 24 octubre | +1 | |||
| 23 octubre | +6 | |||
| 22 octubre | +7 | |||
| 21 octubre | +3 | |||
| 20 octubre | +23 | |||
| 19 octubre | +49 | |||
| 18 octubre | +3 | |||
| 17 octubre | +2 | |||
| 16 octubre | +1 | |||
| 15 octubre | 0 | |||
| 14 octubre | 0 | |||
| 13 octubre | +6 | |||
| 12 octubre | +6 | |||
| 11 octubre | +2 | |||
| 10 octubre | +5 | |||
| 09 octubre | +3 | |||
| 08 octubre | +5 | |||
| 07 octubre | +2 | |||
| 06 octubre | 0 | |||
| 05 octubre | +1 | |||
| 04 octubre | +5 | |||
| 03 octubre | +5 | |||
| 02 octubre | +14 | |||
| 01 octubre | +3 |
| 2 | 🇮🇷 ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი :
📌 „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ.
თუ აშშ კიდევ ერთხელ დაუშვებს შეცდომას გათვლებში, „ამერიკა და სიონისტური წარმონაქმნი უკძიმეს დანაკარგებს მიიღებენ”. | 556 |
| 3 | 🇫🇮ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი:
📌 “ევროპა დღეს, ალბათ, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე.ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს ვგრძნობთ აღმოსავლეთიდან — კერძოდ, რუსეთიდან და ვგრძნობთ პოლიტიკურ ზეწოლას დასავლეთიდან — კერძოდ, შეერთებული შტატებიდან. ამ ორმხრივმა ზეწოლამ (ორ ცეცხლს შორის მოქცევამ) ევროპა გააერთიანა.” | 549 |
| 4 | 🇺🇸🇷🇺 FINANCIAL TIMES-ია ინფორმაციით, აშშ ფარულად განიხილავს პუტინთან ამერიკული ნავთობკომპანიების რუსეთში დაბრუნების საკითხს.
⚫️შესაძლო შეთანხმებებს შორის განიხილება შემდეგი საკითხები:
▪️ შორეულ აღმოსავლეთში, პროექტ „სახალინ-1“-ის ფარგლებში, ნავთობის ერთობლივი მოპოვების განახლება;
▪️ აშშ-ის ჩართვა „დრუჟბას“ ნავთობსადენით ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის აღდგენაში.
🔷 ამჟამად მოსკოვი ცდილობს აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობები რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს, ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ორჭოფობენ და აცხადებენ, რომ შეთანხმებების დადება უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. | 540 |
| 5 | 🇺🇦 უკრაინელების 63% მზადაა რუსეთთან ომს გაუძლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება — კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ახალი გამოკითხვა.
➡️ უკრაინელების 76%-ს მიაჩნია, რომ ზამთარში ელექტროენერგიისა და გათბობის შესაძლო შეფერხებების მიუხედავად, უკრაინამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა.
➡️ ზელენსკისადმი ნდობის დონე 62%-მდე გაიზარდა.
➡️ გამოკითხულთა 80% დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ძალებმა უნდა გააგრძელონ დარტყმების მიყენება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, აშშ-ის მხრიდან დახმარების შემცირების საფრთხის შემთხვევაშიც კი. | 423 |
| 6 | 📣ჟურნალისტი: “შეგიძლიათ თუ არა ტრამპის ნდობა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის ამბობს?”
ზელენსკი: “ჩვენ ვენდობით ამერიკელ ხალხს, ორპარტიულ მხარდაჭერას და მადლიერი ვართ ადმინისტრაციის….მე მადლიერი უნდა ვიყო. არ მინდა ეს [მხარდაჭერა] დავკარგო. თუმცა, ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ადმინისტრაციასთან არანაირი კითხვები არ უნდა გვებადებოდეს, რადგან ისინი ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ, რადგან აგრესორი რუსეთია.” | 483 |
| 7 | 🇮🇷 ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონიდან გაფრთხილება მიიღეს: დრო იწურება შეთანხმების მისაღწევად, რომელიც შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კიდევ ერთ ომს თავიდან აიცილებს—-
🇺🇸🎯🚀აშშ სამხედრო დარტყმის განხორციელებას აპირებს, მანამდე კი თეირანს შეუძლია თავიდან აიცილოს იგი ვაშინგტონის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, რომლებიც გაფრთხილებასთან ერთად კიდევ უფრო გამკაცრდა—- ულტიმატუმის თანახმად, ირანმა ქვეყნიდან უნდა გაიტანოს თავისი მაღალგამდიდრებული ურანი და შეერთებულ შტატებს გადასცეს. მან უნდა შეწყვიტოს ყველა თავდასხმა და სამხედრო ოპერაცია ჰორმუზის სრუტესა და მთელ რეგიონში და უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე.
⚫️ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა შესაძლოა განახლდეს უსაფრთხოების ზომების შეთანხმების მიღწევის მიზნით აშშ-ის ძალისხმევის მიუხედავად, ამის შესახებ დიპლომატიურმა წყაროებმა მე-12 არხს განუცხადეს. წყაროებმა გააფრთხილება გამოსცეს, რომ ირანთან ნებისმიერ შემდგომ კონფლიქტს რეგიონის რამდენიმე ფრონტზე გავრცელების რისკი ახლავს, რომლის სათავეში ლიბანური ჰეზბოლა დგას. | 448 |
| 8 | 🇺🇦🎯🔥 “უკრაინა რუსეთის თავდასხმებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით პასუხობს…. დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში არასდროს შესულა: ტრამპმა საჯაროდ წამოაყენა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის ინიციატივა, უკრაინამ მას მხარი დაუჭირა, თუმცა რუსეთი არ დათანხმდა და უკრაინულ ენერგოობიექტებზე იერიშები გააგრძელა. როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ურტყამს, უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით პასუხობს”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. | 801 |
| 9 | 🇳🇱🇺🇦 ვოლოდიმირ ზელენსკი:
📌 “პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან ერთად შევხვდით თავდაცვის, ენერგეტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში მოღვაწე უკრაინული და ნიდერლანდური კომპანიების ხელმძღვანელებს. თავდაცვითი წარმოება, ერთობლივი ტექნოლოგიური და ენერგეტიკული პროექტები, ინდუსტრიული განვითარება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თანამგზავრული ტექნოლოგიები და საჰაერო თავდაცვა….ჩვენს გუნდებს დაევალათ საჰაერო თავდაცვის სექტორში კონკრეტული პროექტის – Bliksem-ის განვითარება. ეს სამუშაო უკვე დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლობა აყვანილ იქნა ისეთ დონეზე, რომ უკვე იგრძნობა: უკრაინასთან სიახლოვე დამატებითი ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და სოციალურად დადებითი შედეგების მიღებას ნიშნავს.” | 795 |
| 10 | 📉 „ფინანსური მდგომარეობა უარესდება“. რუსეთის „სბერბანკი“ 2.7 ტრილიონი რუბლის ოდენობის დეფოლტებს აცხადებს—-
🏦რუსეთის ეკონომიკის პრობლემები ასახულია ქვეყნის უდიდესი ბანკის ბალანსზე. სახელმწიფო ბანკის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „სბერბანკის“ დეფოლტური აქტივები წლის დასაწყისიდან თითქმის 20%-ით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოსთვის 2.7 ტრილიონ რუბლს მიაღწია. საცხოვრებელი უძრავი ქონების სესხები „სბერბანკის“ პორტფელის მეოთხედზე მეტს შეადგენს (27.8%).
▪️ სამშენებლო კომპანიებზე გაცემული დეფოლტური პროექტების დაფინანსების სესხები პირველი ცხრა თვის განმავლობაში თითქმის 50%-ით გაიზარდა — 258 მილიარდიდან 375 მილიარდ რუბლამდე, ხოლო სხვა კომპანიებზე გაცემული სესხები მეოთხედზე მეტით გაიზარდა — 821 მილიარდიდან 1.06 ტრილიონ რუბლამდე.
ნავთობისა და გაზის კომპანიები „სბერბანკის“ პორტფელის 13.4%-ს შეადგენენ, ხოლო მეტალურგიისა და მოპოვებითი მრეწველობის კომპანიები — 11.9%-ს. | 757 |
| 11 | 🇳🇱 ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, რობ იენსენი:
🇷🇺 “რუსული ენერგოპროდუქტების ყიდვა ძალიან სულელური იდეაა. ჩვენ, ევროპელებმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ შევძელით რუსეთიდან წიაღისეული საწვავის მიღებაზე უარის თქმა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი ევროპელი ლიდერი არ არის მზად, შეისყიდოს რუსული გაზი მომდევნო წლებში. ის, რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ეს ომი.“ | 755 |
| 12 | 🇩🇪 🇯🇵ფრიდრიხ მერცი ტოკიოს ეწვია, სადაც მას იაპონიის პრემიერ-მინიატრმა, სანაე ტაკაიჩიმ უმასპინძლა…. გერმანიის კანცლერმა ორ ქვეყანას შორის უახლოეს ურთიერთობებზე ისაუბრა :
📌 “როდესაც დიდ სახელმწიფოს იმპერიალისტური და რევიზიონისტული ომების წარმოების უფლება ეძლევათ, ამით ყველა სხვა ერი იტანჯება. ტოკიოში ეს კარგად გაიაზრეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაშორებულია უკრაინა გეოგრაფიულად.“
📌 “მადლობას გიხდით იაპონიის მხრიდან უკრაინისადმი უწყვეტი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.”
📌 “ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდ დაძაბულობას.
გერმანია შეინარჩუნებს თავის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, თუმცა ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, როგორ განვახორციელოთ ის.
გერმანიასა და იაპონიას შორის დაახლოებით 9,000 კილომეტრია, თუმცა მაინც ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან.”
📌 “ჩვენ ვართ უფლებებსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდამჭერები და დამცველები.
ჩვენი ეკონომიკები მსოფლიოში უდიდესთა შორისაა. ჩვენი მეცნიერების ნაწილი უკვე ატარებს ერთობლივ კვლევებს მომავლის ტექნოლოგიებში. ჩვენ ვართ საიმედო, ძლიერი პარტნიორები ერთმანეთისთვის და ჩვენი მეზობლებისთვის აზიასა და ევროპაში.
📌 “დიდი გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად, იაპონია და გერმანია მეზობლები არიან.
ჩვენ მსგავსი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო-შეიარაღების სფეროში თანამშრომლობას იაპონიასთან, მაგალითად, მომავლის ინოვაციური თავდაცვის შესაძლებლობების ერთობლივი შემუშავების გზით. ამ კონტექსტში, ასევე გვსურს გამოვიკვლიოთ, არის თუ არა შესაძლებელი თანამშრომლობა გამანადგურებელი თვითმფრინავების მშენებლობაში“. | 767 |
| 13 | 🇵🇱პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი:
📌 “ პუტინი ამბობს, რომ თავისი პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა რეალურად შეცვალა….
მას მთელი უკრაინა უნდოდა, ახლა კი უკვე ცხადია, რომ მთლიანად ვერ დაიპყრობს.
ის მოლაპარაკებების მაგიდასთან ცდილობს მოიგოს ის, რისი დაპყრობაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. მან სრულად დონბასიც კი ვერ დაიპყრო, სადაც უკვე 13 წელია იბრძვის.” | 470 |
| 14 | 🇳🇱🇺🇦ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ €500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტს გადასცემს, რომელიც საჰაერო თავდაცვასა და დრონებზე იქნება ფოკუსირებული — ამის შესახებ ჰააგაში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნია პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა. მან ნიდერლანდების მხარდაჭერას „ურყევი“ უწოდა და ევროპას მოუწოდა, განაგრძოს უკრაინის გვერდში დგომა. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ნიდერლანდები გამოყოფს €1.2 მილიარდ ევროს არასამხედრო დახმარების სახით, რაც მოიცავს ენერგეტიკას, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, აღდგენით სამუშაოებსა და განაღმვას. | 504 |
| 15 | 🇮🇱 ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ აცხადებს, რომ ისრაელში არჩევნები არაბულმა პარტიებმა მასშტაბური გაყალბების გზით „მოიპარეს“ — რაშიც მოიაზრება მოსყიდვის, მუქარის, ძალადობის, განმეორებითი ხმის მიცემისა და ბიულეტენებით მანიპულირების ბრალდებები—-
🔹„ლიკუდის“ განცხადებით „შაბაქს“ (უსაფრთხოების სამსახურს) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასობით ჩვენებასა და მტკიცებულებას წარუდგენენ და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ… | 773 |
| 16 | 🇪🇺 ევროკავშირი არ გეგმავს რუსულ ენერგორესურსებს დაუბრუნდეს, მათ შორის უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც, — ენერგეტიკულ საკითხებში ევროკომისიის სპიკერი , ანა-კაისა იტკონენი.
▪️ „ჩვენ გაკვეთილი ვისწავლეთ“, — განაცხადა იოტკნენმა. გარდა ამისა, 2027 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი გეგმავს, სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე….
▪️ პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ ძალაში დარჩება პუტინის ომის დასრულებამდე. | 980 |
| 17 | 🟥 „მზის პანელები ყველა ცხოველს კლავს. ისინი მათზე ხტებიან და იწვებიან”, — ტრამპი 🤦🏻♂️ | 986 |
| 18 | 🇺🇦🎯📹 უნიკალური კადრები გვაქვს—- უკრაინელთა MIM-23 HAWK-ის ტიპის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ გასროლილმა ერთმა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტამ აფეთქებისა და დამაზიანებელი ნამსხვრევების ზუსტად გაფანტვის შედეგად სამხრეთ უკრაინის საჰაერო სივრცეში გვერდიგვერდ მფრენი რუსული KALIBR-ის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა…. | 988 |
| 19 | 🇺🇦🔥🎯 ვინიცის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალების F-16 BLOCK-20MLU-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა AIM-9 SIDEWINDER-ის ტიპის სითბურთავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტით რუსების გერან-4-ის რეაქტიული დრონი გაანადგურა…. | 1 174 |
| 20 | 🇷🇺🇺🇸 პუტინი ილონ მასკის შესახებ:
📌 „ილონ მასკი ინდუსტრიული გენიოსია. ორბიტაზე მას 5 000-ზე მეტი კოსმოსური თანამგზავრი ჰყავს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ მასკთან. მნიშვნელოვანია ორბიტაზე დისციპლინისა და წესრიგის შენარჩუნება. ამას როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც ვაფასებთ და პოლიტიკური საკითხების მიუხედავად, ამ სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ილონ მასკი გენიოსია, ჭეშმარიტად გენიალური ადამიანი“. | 1 169 |
