uz
Feedback

Firibgarlarga uchmang! Telemetrio bunday kanallarni topadi va belgilaydi 👉 Belgini ko‘rmoqchi bo‘lsangiz, obuna bo‘ling

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency

Kanalga Telegram’da o‘tish

Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.

Ko'proq ko'rsatish

📈 Telegram kanali ალფა სიხშირე/ Alpha Frequency analitikasi

ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) Gruzin til segmentidagi kanali faol ishtirokchi. Hozirda hamjamiyat 21 397 obunachidan iborat bo'lib, Yangiliklar & Media toifasida 10 944-o'rinni va Gruziya mintaqasida 37-o'rinni egallagan.

📊 Auditoriya ko‘rsatkichlari va dinamika

невідомо sanasidan buyon loyiha tez o‘sib, 21 397 obunachiga ega bo‘ldi.

28 Oktabr, 2026 dagi oxirgi ma’lumotlarga ko‘ra kanal barqaror faollikka ega. Oxirgi 30 kunda obunachilar soni -155 ga, so‘nggi 24 soatda esa -5 ga o‘zgardi va umumiy qamrov yuqori darajada qolmoqda.

  • Tasdiqlash holati: Tasdiqlanmagan
  • Jalb etish (ER): Auditoriya o‘rtacha 9.40% darajada jalb etiladi. Nashrdan keyingi dastlabki 24 soatda kontent odatda umumiy obunachilar sonining 8.57% ini tashkil etuvchi reaksiyalarni to‘playdi.
  • Post qamrovi: Har bir post o‘rtacha 2 013 marta ko‘riladi; birinchi sutkada odatda 1 836 ta ko‘rish yig‘iladi.
  • Reaksiyalar va o‘zaro ta’sir: Auditoriya faol: har bir postga o‘rtacha 122 ta reaksiya keladi.

📝 Tavsif va kontent siyosati

Muallif resursni shaxsiy fikrni ifoda etish maydoni sifatida ta’riflaydi:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”

Yuqori yangilanish chastotasi (oxirgi ma’lumot 29 Oktabr, 2026 da olingan) sababli kanal doimo dolzarb va katta qamrovli bo‘lib qoladi. Analitika auditoriya kontent bilan faol hamkorlik qilishini, uni Yangiliklar & Media toifasidagi muhim ta’sir nuqtasiga aylantirishini ko‘rsatadi.

21 397
Obunachilar
-524 soatlar
-607 kun
-15530 kun
Postlar arxiv
❗️❗️❗️ დილას ვიწყებთ ბრწყინვალე ამბით—- უკრაინას მობეზრდა რუსეთის სითავხედის ყურება, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი “ენერგეტიკულ ზავს” სისტემატურად არღვევდა და ორკვირიანი პაუზის შემდეგ პირველად- 👇 🇺🇦🎯🔥🇷🇺გამთენიისას უკრაინული კამიკაძე დრონებით რუსეთის სამარის ოლქის ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მასშტაბურად დაიბომბა…. ობიექტზე 10-მდე დრონის მიფრენა და აფეთქება დაფიქსირდა….

🇷🇺⚰️რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სულ მცირე 9 000 ოფიცერი იქნა განადგურებული
+2
🇷🇺⚰️რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სულ მცირე 9 000 ოფიცერი იქნა განადგურებული — ეს არის კვლევითი ჯგუფის, KIU-ს მინიმალური დადასტურებული მაჩვენებელი, რომელიც სარდლობის შემადგენლობის დანაკარგებს მხოლოდ ღია რუსული წყაროებიდან იდენტიფიცირებული პირების საფუძველზე ასაჯაროებს—— 🪦 უკრაინული არმიის წყალობით კობზონთან წარგზავნილ რუს სამხედრო ოფიცერთა რაოდენობა ამგვარია—- გენერალ-ლეიტენანტი — 5 გენერალ-მაიორი — 9 პოლკოვნიკი — 127 ვიცე-პოლკოვნიკი — 383 მაიორი — 804 კაპიტანი — 1 328 უფროსი ლეიტენანტი — 2 210 ლეიტენანტი — 1 990 უმცროსი ლეიტენანტი — 949 სხვა წოდება — 1 195 (სულ ჯამში: 9 000 ოფიცერი)

✅ ზაპოროჟიის ოლქი - უკრაინის არმიის 44-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა, კონტრბატარეიული ბრძოლის ფარგლებში, ბარჟირებადი საბრძოლო მასალების საშუალებით რუსი ოკუპანტების 5 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცა და ქვემეხი გაანადგურა, მათ შორის: 🔻 4 ერთეული МСТА-Б ტიპის 152 მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა. 🔻 Гиацинт-Б ტიპის 152 მმ-იანი ბუქსირებადი ქვემეხი.

⬛️ „ესკალაციაზე უნდა წავიდეთ. მკაცრ ესკალაციაზე. მტერი უნდა გავანადგუროთ, პირწმინდად უნდა აღიგავოს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე უნდა გავანადგუროთ ის ქარხნები, რომლებიც ჩვენს მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბ იარაღს აწარმოებენ. უნდა განადგურდეს ტრანსპორტი, რომელსაც ეს ყველაფერი გადააქვს — ჩამოვაგდოთ თვითმფრინავები, ჩავძიროთ გემები. მაგრამ ყველაზე მთავარია: დარტყმა მივაყენოთ ქარხნებსა და კონსტრუქტორებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები არიან. კი არ უნდა ეშინოდეთ, უბრალოდ უნდა გაქრნენ”,- კრემლის მთავარ პროპაგანდისტ სოლოვიოვ-შაპიროს მორიგი ისტერიკა დაემართა. რუსეთში “მედია-პროპაგანდისტული” მანქანა ომის გაგრძელებასა და გაფართოებაზეა მომართული….

21 წლის იყო მამუკა გაწერილია ტყვედ რომ ჩავარდა... 2024 წლის თებერვალში, ეგრედ წოდებულმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უვადო პა
21 წლის იყო მამუკა გაწერილია ტყვედ რომ ჩავარდა... 2024 წლის თებერვალში, ეგრედ წოდებულმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უვადო პატიმრობა მიუსაჯა... უკვე დიდი ხანია მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ოჯახმა არ იცის რა მდგომარეობაშია და რას საჭიროებს. ამისთვის საჭიროა მასთან შევიდეს ადვოკატი, რომელსაც სჭირდება ფინანსები. გთხოვთ ვისაც რა შეგიძლიათ დავეხმაროთ ოჯახს, იქნებ შევძლოთ და გადავარჩინოთ ქართველი მებრძოლი... თბს- მიმღები: არტემ მაქარაშვილი GE35TB7904645064300158 საქართველოს ბანკი- მიმღები: ზაალ ახალკაცი GE41BG0000000101162633

❗️❗️❗️მადლობა “პუტინის გულითად” მეგობარ დონალდ ტრამპს—-👇 🟦 THE MOSCOW TIMES-ია ინფორმაციით, რუსეთის 13 რეგიონსა და დროებით
❗️❗️❗️მადლობა “პუტინის გულითად” მეგობარ დონალდ ტრამპს—-👇 🟦 THE MOSCOW TIMES-ია ინფორმაციით, რუსეთის 13 რეგიონსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ტრამპის მიერ უკრაინაზე ზეწოლისა დს პუტინთან გარიგების ფონზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის შემდეგ, ბენზინზე ლიმიტები მოხსნეს—- ➡️ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართულებით უკრაინული დარტყმების გარეშე განვლილმა თითქმის ორმა კვირამ საწვავის გაყიდვაზე რუსეთში დაწესებულ შეზღუდვებს შემსუბუქების საშუალება მისცა. ადრე ამ რეგიონებში ბენზინის დეფიციტი და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები ფიქსირდებოდა, თუმცა საწვავის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. ტამბოვის ოლქში ნარჩუნდება ლიმიტები და კანისტრებში საწვავის ჩასხმის აკრძალვა ძალაში რჩება , იამალ-ნენეცკის ოკრუგში შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ხოლო ლენინგრადის ოლქში მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები ჯერ კიდევ შეინიშნება. ➡️ ექსპერტები ძველ ფასებთან დაბრუნებას არ ელოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში ბენზინი გაიაფდა. შემდგომი ვითარება დამოკიდებული იქნება დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აღდგენაზე, რასაც ართულებს იმპორტული აღჭურვილობის საჭიროება. სტაბილიზაციის დამატებით ფაქტორად მოთხოვნის სეზონური შემცირება იქცა.

🇺🇸 ამერიკის ომის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა Fox News-ს განუცხადა, რომ ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა თანამდებობიდან გაათა
🇺🇸 ამერიკის ომის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა Fox News-ს განუცხადა, რომ ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა არმიის გენერალ-ლეიტენანტი ბრეტ სილვია, რომელიც გაერთიანებული შტაბების სტრატეგიის, გეგმებისა და პოლიტიკის დირექტორი იყო. ეს მოხდა ჟურნალისტებისთვის ირანის ომის, რუსეთ-უკრაინის ომისა და სხვა საკითხების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის გამო მიმდინარე გამოძიების ფონზე. ⬛️ ოფიციალური პირის თქმით, სილვიამ ვერ გაიარა სამი პოლიგრაფიული გამოკვლევა, რომელიც უკავშირდებოდა სავარაუდო ინფორმაციის გავრცელებას და საქმე იუსტიციის სამინისტროს გადაეცა. წყაროს ცნობითვე, სილვიას ბრალად ედება პენტაგონის გარეთ ჟურნალისტებთან შეხვედრა საიდუმლო მასალის განზრახ გაჟონვის მიზნით, მას შემდეგ, რაც ჰეგსეთმა დააწესა მოთხოვნა, რომ შენობაში შესული რეპორტიორი აუცილებლად თანმხლებ პირთან ერთად უნდა გადაადგილებულიყო.

🔴 იხილეთ უკრაინელთა მიერ ჩამოგდებული რუსული გერან-4-ისა და გერან-5-ის ტიპის რეაქტიული კამიკაძე დრონების გაბარიტები…

🇺🇸 🤝🇷🇺 “თეთრი სახლი ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლას ახდენს, რათა მათ რუსული დიზელის საწვავი მიიღონ” — The Washington Sun. ▪
🇺🇸 🤝🇷🇺 “თეთრი სახლი ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლას ახდენს, რათა მათ რუსული დიზელის საწვავი მიიღონ” — The Washington Sun. ▪️ სულ მცირე, სამი ტანკერი რუსული დიზელით აშშ-ისკენ მიემართება. თუმცა, ამერიკული კომპანიები არ ჩქარობენ ტვირთის მიღებას სანქციებთან დაკავშირებული იურიდიული და რეპუტაციული რისკების გამო. ▪️ გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია და მოსკოვი ცდილობენ წაახალისონ კომპანიები შესყიდვებისკენ, კერძოდ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შეთავაზებით. ტანკერები აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩამოვიდნენ. გავრცელებული ცნობით, თუ მყიდველებს ვერ იპოვიან, საწვავი შესაძლოა ბრაზილიაში გადაამისამართონ.

🟦 ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი ახლოვდება—- რეგიონში არსებული ამერიკული ავიაბაზების მიმართულებით ევროპიდან, ძირითად
🟦 ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი ახლოვდება—- რეგიონში არსებული ამერიკული ავიაბაზების მიმართულებით ევროპიდან, ძირითადად გერმანიის სამხედრო ბაზებიდან დღეს მორიგ ჯერზე გადაფრინდა ამერიკის საჰაერო ძალების 6 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი- 5 C-17A Globemaster III და 1 C-5M Super Galaxy, რომელთაც - გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემათა დამატებითი კომპონენტები ჩაიტანეს სამხედრო ბაზებზე…

🇺🇦 უკრაინული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, კამიკაძე დრონების მწარმოებელი სამხედრო კომპანია Fire Point: 🔘 “დრონების ნა
🇺🇦 უკრაინული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, კამიკაძე დრონების მწარმოებელი სამხედრო კომპანია Fire Point: 🔘 “დრონების ნაწილების 90% ადგილობრივად იწარმოება. სამი წელიწადნახევრის წინ ჩვენ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გზა ავირჩიეთ. მაშინვე ვიცოდით, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ამას მოვლენები მუდმივად და ხელახლა ამტკიცებს. ეს არ არის მარტივი გზა და დროს მოითხოვს. ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გავსულვართ, მაგრამ უკვე დიდი წარმატებები გვაქვს მიღწეული მრავალ მიმართულებით. როგორც შორი მოქმედების დრონებისა და რაკეტების უკრაინული მწარმოებლებმა, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. ჩვენი საწარმოო გრაფიკი და უკრაინის თავდაცვისუნარიანობა ვერ იქნება დამოკიდებული სათაურებზე, ან ჩვენს კონტროლს მიღმა მყოფ მოვლენებზე, რომლებიც საათობრივად იცვლება.”

🇺🇸 დონალდ ტრამპის ენითაღუწერლად ამაზრზენი და დამამცირებელი ქცევა ჟურნალისტებთან გრძელდება: „ავადმყოფი ხარ, ავადმყოფი კაცი ხარ. Reuters-ი საშინელებაა. შეხედეთ ამ კაცს. ფორმაში საერთოდ არ არის. გულისამრევი ხარ! ფორმაში ჩადექი. საშინლად გამოიყურები.“ ⬛️ ვიდეოში ჟურნალისტი დონალდ ტრამპს ეკითხება, აპირებს თუ არა კანზასში წასვლას და ინტერესდება, ხომ არ უკავშირდება მისი გადაწყვეტილება იმას, რომ ის თითქოს ცუდად არის…. ეჭვმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და იმან, რომ ჟურნალისტი მას ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა, გამოიწვია პრეზიდენტის მწვავე და გაღიზიანებული რეაქცია. ▪️ კანზასში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია შუალედური არჩევნების წინ. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი და მხარდამჭერი აქცია ქალაქ სალინაში (კანზასი) რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის მხარდასაჭერად, თუმცა ვიზიტი და უკანასკნელი აქცია გაუქმდა.

🇷🇺 პუტინი ბალტიის ზღვაში ჰორმუზის სრუტის მსგავსი ეკონომიკური კრიზისის შექმნით დაიმუქრა- 📌 “ვინმეს სურს, რომ ბალტიის ზღვაში ისეთივე სიტუაცია შეიქმნას, როგორიც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეშია? ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ”

🇺🇦🔥🎯 რამდენიმე წუთის წინ რუსმა ტერორისტებმა კიევის ცენტრი 8 ერთეული ISKANDER-M-ის, ასევე ცირკონის ტიპის ბალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს… იერიშის სამიზნე გახდა სასაწყობე ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები…..

🇪🇺🇺🇦 ევროკომისიამ პროგრამა SAFE-ის მეორე ეტაპი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის შესყიდვებისთვის ხანგრძლივვადიანი ს
🇪🇺🇺🇦 ევროკომისიამ პროგრამა SAFE-ის მეორე ეტაპი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის შესყიდვებისთვის ხანგრძლივვადიანი სესხების სახით €21,3 მილიარდი ევრო გახდება ხელმისაწვდომი—- ის მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ეს სახსრები უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად გამოიყენონ — მათ შორის, საინვესტიციო გეგმებში უკრაინასთან ერთობლივი შესყიდვების ჩართვის გზით. ▪️ ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, პრიორიტეტი მიანიჭონ როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებს: ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, დრონებსა და ანტიდრონულ სისტემებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს. 💰ეს არის სესხები SAFE-ის საერთო €150 მილიარდი ევროს ბიუჯეტიდან (რომელიც 2025 წლის მაისში მიიღეს). ევროკავშირი იღებს სესხს ბაზრებიდან და შემდგომ გააასესხებს მონაწილე წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც თავად ფარავენ ამ სესხებს. ეს თანხა უკრაინაში გრანტის ან დახმარების პაკეტის სახით არ გადაირიცხება. უკრაინას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ შესყიდვებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარი პირობებით, ხოლო უკრაინელი მწარმოებლები აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს (მათ შორის მოთხოვნას, რომ კომპონენტების ღირებულების სულ მცირე 65% მოდიოდეს ევროკავშირზე, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA-EFTA) ქვეყნებზე, ან უკრაინაზე). შესაბამისად, უკრაინელ მწარმოებლებთან თანხის დახარჯვა ნებადართულია.

🇺🇦🔥🎯 აღმოსავლეთის ფრონტი- რუსი დრონების ოპერატორთა კონცენტრაციის ბაზა უკრაინის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული პლანირებადი ავიაბომბით იუველირულად დაიბომბა…

🇺🇦🔥🎯 სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ ლოგისტიკურ მარშრუტებზე უკრაინის საშუალო რადიუსზე მოქმედი კამიკაძე დრონებით უწყვეტად იბომბება რუსეთის არმიის მომარაგებისთვის განკუთვნილი სატვირთო-სატრანსპორტო მანქანები….

🟦 Wall Street Journal-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ( CENTCOM) ხელმძღვანელ
🟦 Wall Street Journal-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ( CENTCOM) ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ომის მდივან პიტ ჰეგსეთთან და ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაურთან, გენერალ დენ კეინთან ერთად ხუთშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტები გააცნო—- ⬛️ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურები პრეზიდენტს პირისპირ იშვიათად აწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. ადმირალ კუპერის ეს უჩვეულო პირადი ვიზიტი, პენტაგონის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების სწრაფ ზრდასთან ერთად, მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ირანზე განახლებული დარტყმების მიყენების მომენტს ძალზე უახლოვდება.

🇺🇸🇮🇱🎯🇮🇷 ამერიკის ხმის ჟურნალისტს, კარლა ბაბს მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ადმინისტრაცია მომ
🇺🇸🇮🇱🎯🇮🇷 ამერიკის ხმის ჟურნალისტს, კარლა ბაბს მოქმედმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ადმინისტრაცია მომდევნო კვირას, აშშ-ის არჩევნების შემდეგ, ირანზე დარტყმის განხორციელებას გეგმავს. საბრძოლო თვითმფრინავები პოზიციებს უკვე იკავებენ. მოსალოდნელია MOAB-ის მძიმე საავიაციო ბომბების გამოყენება. Kan News-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ განახლებული ოპერაციებისთვის მზადების ფონზე, აშშ-მა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ავიაბაზებზე საბრძოლო მასალისა და ანტისაჰაერო სისტემათა სამხედრო-საჰაერო გადაზიდვები განაახლა-ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ავიაბაზებზე აშშ-ის სულ მცირე 10 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაჯდა, რომლებსაც, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადაჰქონდათ. დამატებითი რეისები განხორციელდა იორდანიაში, საუდის არაბეთსა და ყატარში. MOAB 9 მეტრიანი მძიმე ფუგასური მუხტის მქონე 9.8 ტონიანი ( 8.8 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების მასით) ავიაბომბია, რომელიც უშუალოდ სამიზნის თავზე უნდა ჩამოაგდოს MC-130 Hercules-ის ტიპის სპეციალური ოპერაციების სამხედრო თვითმფრინავმა.... ბომბის აფეთქებისას აბსოლუტური განადგურების ზონა 150-200 მეტრს შეადგენს. მძიმე ნგრევისა და სიკვდილის ზონა 300–500 მეტრის რადიუსს შეადგენს- ჰაერის წნევის სიმძლავრე ანგრევს გამაგრებულ ბეტონის კონსტრუქციებსაც კი. ადამიანებისთვის ეს ზონა ფატალურია (სკდება შინაგანი ორგანოები და ფილტვები). MOAB არ არის განკუთვნილი მხოლოდ წერტილოვანი დარტყმებისთვის. ის ანადგურებს მთლიან კვადრატებს, სამხედრო ბაზებს, საფორტიფიკაციო ველებსა და გამოქვაბულების შესასვლელების მთელ ქსელს ასობით მეტრის რადიუსში. MOAB იდეალურია გაშლილ, დიდ ფართობზე განთავსებული სამიზნეებისთვის: • მაგალითად ირანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ენერგოინფრასტრუქტურისთვის • რაკეტების საწყობებისთვის, საწარმოო ანგარებისა და დრონების/რაკეტების გაშვების პოზიციებისთვის • საჰაერო თავდაცვის (SAM) ბაზებისა და სარდლობის პუნქტებისთვის. აღსანიშნავია, რომ თუ აშშ ირანთან ომის განახლების შემთხვევაში MOAB-ების ჩამოყრას დაიწყებს, სანამ MC-130-ები ოპერაციულ ზონაში შემოვლენ და 6-8კმ სიმაღლიდან ჩამოაგდებენ ბომბებს, მანამდე ტაქტიკურმა ავიაციამ პოტენციურ სამიზნეზე გასვლამდე, ტოტალურად უნდა მოასუფთავოს ირგვლივ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები- რასაც იმაზე გაცილებით ძლიერი ავიადარტყმები დასჭირდება, ვიდრე ეს 2026 წლის მარტი-აპრილის საჰაერო კამპანიის დროს იყო....

🇺🇦🎯 ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს რუსების ISKANDER-M-ის ბალისტიკურ სარაკეტო გამშვებ კომპლ
🇺🇦🎯 ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს რუსების ISKANDER-M-ის ბალისტიკურ სარაკეტო გამშვებ კომპლექსს წარმატებულად დაარტყეს…. ველოდებით ფოტო-ვიდეოკადრებს 😈🫡