ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
前往频道在 Telegram
Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.
显示更多📈 Telegram 频道 ალფა სიხშირე/ Alpha Frequency 的分析概览
频道 ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) 格鲁吉亚语 语言赛道中的 是活跃参与者。目前社区聚集了 21 411 名订阅者,在 新闻与媒体 类别中位列第 10 944,并在 格鲁吉亚 地区排名第 37 位。
📊 受众指标与增长动态
自 невідомо 创建以来,项目保持高速增长,吸引了 21 411 名订阅者。
根据 28 十月, 2026 的最新数据,频道保持稳定运转。过去 30 天订阅人数变化为 -155,过去 24 小时变化为 -5,整体触达仍然可观。
- 认证状态: 未认证
- 互动率 (ER): 平均受众互动率为 9.40%。内容发布后 24 小时内通常能获得 8.57% 的反应,占订阅者总量。
- 帖子覆盖: 每篇帖子平均可获得 2 013 次浏览,首日通常累积 1 836 次浏览。
- 互动与反馈: 受众积极参与,单帖平均反应数为 122。
📝 描述与内容策略
作者将该频道定位为表达主观观点的平台:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”
凭借高频更新(最新数据采集于 29 十月, 2026),频道始终保持新鲜度与高覆盖。分析显示受众积极互动,使其成为 新闻与媒体 类别中的关键影响点。
21 411
订阅者
-524 小时
-607 天
-15530 天
正在加载数据
吸引订阅者
十月 '2610月 '26
十月 '26
+161
在1个频道中
九月 '26
+189
在3个频道中
Get PRO
八月 '26
+138
在0个频道中
Get PRO
七月 '26
+374
在3个频道中
Get PRO
六月 '26
+229
在1个频道中
Get PRO
五月 '26
+207
在3个频道中
Get PRO
四月 '26
+342
在3个频道中
Get PRO
三月 '26
+697
在3个频道中
Get PRO
二月 '26
+539
在5个频道中
Get PRO
一月 '26
+1 023
在4个频道中
Get PRO
十二月 '25
+433
在4个频道中
Get PRO
十一月 '25
+478
在3个频道中
Get PRO
十月 '25
+566
在5个频道中
Get PRO
九月 '25
+354
在4个频道中
Get PRO
八月 '25
+415
在5个频道中
Get PRO
七月 '25
+177
在3个频道中
Get PRO
六月 '25
+776
在5个频道中
Get PRO
五月 '25
+193
在2个频道中
Get PRO
四月 '25
+252
在4个频道中
Get PRO
三月 '25
+272
在5个频道中
Get PRO
二月 '25
+221
在6个频道中
Get PRO
一月 '25
+1 231
在5个频道中
Get PRO
十二月 '24
+904
在8个频道中
Get PRO
十一月 '24
+444
在7个频道中
Get PRO
十月 '24
+2 171
在4个频道中
Get PRO
九月 '24
+427
在6个频道中
Get PRO
八月 '24
+1 837
在6个频道中
Get PRO
七月 '24
+207
在6个频道中
Get PRO
六月 '24
+317
在4个频道中
Get PRO
五月 '24
+353
在6个频道中
Get PRO
四月 '24
+1 006
在5个频道中
Get PRO
三月 '24
+1 861
在7个频道中
Get PRO
二月 '24
+248
在5个频道中
Get PRO
一月 '24
+318
在3个频道中
Get PRO
十二月 '23
+362
在2个频道中
Get PRO
十一月 '23
+397
在3个频道中
Get PRO
十月 '23
+2 371
在3个频道中
Get PRO
九月 '23
+399
在0个频道中
Get PRO
八月 '23
+542
在0个频道中
Get PRO
七月 '23
+317
在0个频道中
Get PRO
六月 '23
+1 362
在0个频道中
Get PRO
五月 '23
+1 552
在0个频道中
Get PRO
四月 '23
+1 886
在0个频道中
Get PRO
三月 '23
+665
在0个频道中
Get PRO
二月 '23
+583
在0个频道中
Get PRO
一月 '23
+579
在0个频道中
Get PRO
十二月 '22
+755
在0个频道中
Get PRO
十一月 '22
+478
在0个频道中
Get PRO
十月 '22
+1 707
在0个频道中
Get PRO
九月 '22
+2 781
在0个频道中
Get PRO
八月 '22
+828
在0个频道中
Get PRO
七月 '22
+362
在0个频道中
Get PRO
六月 '22
+2 238
在0个频道中
| 日期 | 订阅者增长 | 提及 | 频道 | |
| 29 十月 | 0 | |||
| 28 十月 | +6 | |||
| 27 十月 | +2 | |||
| 26 十月 | 0 | |||
| 25 十月 | +1 | |||
| 24 十月 | +1 | |||
| 23 十月 | +6 | |||
| 22 十月 | +7 | |||
| 21 十月 | +3 | |||
| 20 十月 | +23 | |||
| 19 十月 | +49 | |||
| 18 十月 | +3 | |||
| 17 十月 | +2 | |||
| 16 十月 | +1 | |||
| 15 十月 | 0 | |||
| 14 十月 | 0 | |||
| 13 十月 | +6 | |||
| 12 十月 | +6 | |||
| 11 十月 | +2 | |||
| 10 十月 | +5 | |||
| 09 十月 | +3 | |||
| 08 十月 | +5 | |||
| 07 十月 | +2 | |||
| 06 十月 | 0 | |||
| 05 十月 | +1 | |||
| 04 十月 | +5 | |||
| 03 十月 | +5 | |||
| 02 十月 | +14 | |||
| 01 十月 | +3 |
频道帖子
🇺🇸🇺🇦ბარაკ ობამა უკრაინის ომზე:
📌 “თეთრი სახლი მუხლს იყრის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინაშე და ღალატობს უკრაინელებს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან.”
▪️ “ ამერიკის თავდაცვის სრულად ისეთ „ძალიან მნიშვნელოვან“ საკითხებზეა ფოკუსირებული, როგორებიცაა ჩვენი ჯარების ყბის ხაზი, ტესტოსტერონის დონე და სიკვდილით დასჯის პირდაპირი ტრანსლაცია — რადგან მას ჰგონია, რომ სწორედ ასე ყალიბდება ვაჟკაცური, მეომრული სული.”
🗣️ ობამა ტრამპის ადმინისტრაციაზე:
ესენი არ არიან სერიოზული ადამიანები და ჩვენ ყველანი ფასს ვიხდით მათი არასერიოზულობის გამო. ტრამპს სადამ ჰუსეინთან შედარებაზეც კი არაფერი წყენია…ეს ნაწილი მას საერთოდ არ აღელვებდა, მაგრამ მან ძალიან განიცადა Cheesecake Factory-სთან (რესტორნების ქსელთან) შედარება.”
| 2 | 🇮🇱🗳️ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შინ ბეთს (უსაფრთხოების სამსახურს) დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უცხოური არჩევნების მოსყიდვის ეჭვები, რასაც საფუძვლად უდევს „განსაკუთრებით მძიმედ“ შეფასებული სადაზვერვო მონაცემები.
▪️ მე-12 არხის ცნობით, ეჭვები უკავშირდება მსხვილ თანხებს, რომლებიც, სავარაუდოდ, უცხოელმა არაბმა აქტორებმა ისრაელის არაბ მოსახლეობაში ამომრჩეველთა აქტივობის უკანონოდ გაზრდის მიზნით გადარიცხეს. | 213 |
| 3 | 🟦 WALL STREET JOURNAL:
🔸 “ტრამპისა და პუტინის გარიგებას აშშ-ში დიზელის ფასები არ შეუმცირებია—- შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი ერთ გალონზე $6,28-დან $6,35-მდე გაიზარდა, იუწყება ამერიკის ავტომობილების ასოციაცია. ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთიდან მიწოდება ფასებს საგრძნობლად შეამცირებს. რუსეთმა კი შესაძლოა უკრაინელთა მიერ დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში არსებული პრობლემებისა და საექსპორტო შეზღუდვების გამო მოცულობებთან დაკავშირებული პირობა ვერ შეასრულოს”. | 285 |
| 4 | 🎯 “ირანის წინააღმდეგ ომის განახლებამდე საათმა უკვე აქტიურად დაიწყო წიკწიკი”—-
🇮🇷 AXIOS-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა წერილი გაუგზავნეს ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს, მოჰსენ რეზაის, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო დარტყმების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი მოლაპარაკება „ბირთვული საკითხის განხილვას მოითხოვს“.
⬛️ წერილი მოჰსენ რეზაისადმი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებაზე იყო ფოკუსირებული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან ირანთან უმაღლესი დონის კონტაქტია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი შუალედური არჩევნების შემდეგ ირანში მასშტაბური საბრძოლო ოპერაციების განახლებას გეგმავს.
▪️გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რომელმაც პირველმა განაცხადა ამ წერილის არსებობის შესახებ, ჯეი დი ვენსის წერილში წარმოდგენილი იყო მოლაპარაკებების შეთავაზებული ჩარჩო. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ვენსმა მკაფიოდ განმარტა: ნებისმიერი მოლაპარაკება, რომლის მიზანიც აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილებაა, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ბირთვულ საკითხს. თუ როდის გაიგზავნა წერილი, უცნობია. ვენსის აპარატმა The Wall Street Journal-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა… | 304 |
| 5 | 🇺🇦🚀🔥🎯 უკრაინელთა კამიკაძე დრონებით დილიდან შეტევა მიმდინარეობს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკზე…. | 353 |
| 6 | 🇺🇦🎯🔥 ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტ პროვაიდერი, “ლუგაკომი” უკრაინელთა კამიკაძე დრონებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში მორიგ ჯერზე დაიბომბა, რის შედეგადაც რეგიონში ინტერნეტით უზრუნველყოფა ამ დრომდე შეზღუდულად მუშაობს… | 402 |
| 7 | 🇺🇦🎯🚀 აღმოსავლეთის ფრონტი- უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის I კორპუსის განცხადებით, საშუალო რადიუსზე მოქმედი კამიკაძე დრონებით დარტყმა მიაყენეს 100-ზე მეტ რუსულ მატარებელს, რომლებიც რუსული ძალების ლოგისტიკას უზრუნველყოფდნენ, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა ლოკომოტივები, საწვავის ავზები და სხვა აღჭურვილობა. კორპუსი აცხადებს, რომ იერიშები განხორციელდა საკვანძო რკინიგზის სადგურებსა და მომარაგების მარშრუტებზე, სადაც ფრონტისკენ საწვავი გადაჰქონდათ. ოპერაციის მიზანი რუსული ფრონტისპირა ლოგისტიკისა და შეტევითი პოტენციალის ჩაშლა იყო. | 915 |
| 8 | 🇺🇦🪖 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) აქტიური მოქმედებების დეპარტამენტის მე-10 ჯგუფის სპეცრაზმელებმა სუმის ოლქში 7კვირიანი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც 108 რუსი გაანადგურეს, ხოლო კიდევ 29 დამპყრობელი ტყვედ აიყვანეს…. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯარისკაცებმა მტრის 1100-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს და მოწინააღმდეგისგან 600 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაწმინდეს.
🎯 ოპერაციის შედეგად, მებრძოლებმა ჩაშალეს რუსული ჯარების შეტევითი გეგმები და არ დაუშვეს უკრაინის თავდაცვის ძალების ლოგისტიკური გზების გადაჭრა.
✅საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, სპეცრაზმელებმა გაწმენდილი პოზიციები უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებს გადასცეს. | 1 060 |
| 9 | 🇺🇸 აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე დარჩენილია 5 დღე: კონგრესის ორივე პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის—-Fox News Power Rankings-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ რამდენიმე საკვანძო ოლქში უპირატესობა დემოკრატებისკენ იხრება, თუმცა სენატისთვის ბრძოლის საბოლოო შედეგის პროგნოზირება ჯერ კიდევ შეუძლებელია—- სენატის ხუთი ადგილი კვლავ ღიად რჩება, ხოლო წარმომადგენელთა პალატის საარჩევნო პროგნოზებში დემოკრატების გამარჯვება ფაქტობრივად გარდაუვალია…. | 1 317 |
| 10 | 🇺🇦 უკრაინელთა ეროვნული წარმოების STING-ის გადამჭერი დრონები რუსების შაჰიდისა დს გეფბერას ტიპის კამიკაძე დრონებს ანადგურებენ… | 1 256 |
| 11 | 🟥 რეაპუბლიკელთა მხარდამჭერ ტელევიზია Fox News-ზეც აღიარებენ, რომ შესაძლოა ტრამპისთვის უკვე გვიანი იყოს რესპუბლიკელებისთვის შუალედური არჩევნების გადარჩენა…..
📌 „თუ თქვენ პრეზიდენტი ხართ და გაქვთ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია — რამაც, როგორც ახსენეთ, სხვა პრობლემებთან ერთად საწვავის ფასები აშკარად გაზარდა — რას ურჩევდით მას ახლა, როგორ იმოქმედოს? იმიტომ, რომ ვფიქრობ, მომავალი სამშაბათისთვის შესაძლოა უკვე გვიანი იყოს, მაგრამ მას წინ კიდევ ორი წელი აქვს. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მას დემოკრატებისგან დიდი წინააღმდეგობა ელის”,- კითხვას სვამს ამერიკელი ფინანსური ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, დაგენ მაკდაუელი, რომელიც Fox Business-ის გადაცემებში მუშაობს…. | 1 391 |
| 12 | 🇺🇦 — ვითარება დონბასის ფრონტზე—-
⚫️ სამხრეთის ფრონტისგან განსხვავებით, სადაც 2026 წელს უკრაინული არმიის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღმოსავლეთის ფრონტზე მსგავსი წინსვლა არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, უკრაინელებს მაინც შეუძლიათ კმაყოფილნი იყვნენ რუსული წინსვლის შენელებითა და სლოვიანსკთან ფრონტის ბოლოდროინდელი სტაბილიზაციით.
▪️ 2026 წლის დასაწყისში უკრაინელებმა მოახერხეს პოკროვსკიდან და მირნოჰრადიდან ჯარების გამოყვანა — ვინაიდან მათ ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მრავლად ჰქონდათ შენარჩუნებული პოზიციები. მიუხედავად ამისა, ოთხი არმიის (29-ე, 51-ე, 41-ე და მე-8) მიერ 50-კილომეტრიან ფრონტზე განხორციელებულმა ინტენსიურმა რუსულმა ზეწოლამ რუსულ ძალებს დობროპილიას გარეუბნებამდე წინსვლის საშუალება მისცა. დონბასის დასავლეთ ადმინისტრაციული საზღვრების მიმართულებით შეტევა შეჩერებულია, ხოლო დრუჟკივკისკენ მიმართული იერიში დროებით მოგერიებულია.
თუმცა, რუსული ძალები დობროპილიას მიმართულებით წინ წავიდნენ და ღრმა ინფილტრაციებს ახორციელებენ, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრამდე და მის მიღმაც კი მიაღწიეს. ქალაქს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს; უფრო მეტიც, მისმა დაპყრობამ შესაძლოა პოტენციურად საცეცხლე პლაცდარმის როლი შეასრულოს ბარვინკოვეს მიმართულებით შეტევისთვის, რითაც დაარტყამენ დონბასში არსებულ უკრაინულ სიმაგრეებს ზურგიდან.
▪️ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული თავდაცვითი ხაზების სიძლიერიდან გამომდინარე, მსგავსი შეტევა ნაკლებად სავარაუდოა, ხშირი ინფილტრაცია მაინც მოსალოდნელია.
⚔️ ბრძოლა კოსტიანტინივკისთვის უკვე ერთი წელია გრძელდება, თუმცა ქალაქი ჯერ არ დაცემულია. რუსები უპირატესობას ფლობენ ქალაქის დაახლოებით 50%-ში (თუმცა ეს არ ნიშნავს მყარ კონტროლს ან დალაგებულ ლოგისტიკას), მაშინ როცა უკრაინელებს უპირატესობა აქვთ დაახლოებით 20 %-ში, ხოლო დარჩენილი 30% სადავო ზონად რჩება. ამ დროისთვის დრუჟკივკის მიმართულებით წინსვლა შენელებულია, ხოლო უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ უკან დაიხიეს ჩასივ-იარში შენარჩუნებული ბოლო პოზიციებიდანაც.
⬛️ და ბოლოს, სლოვიანსკისა და კრამატორსკის ქალაქების აღმოსავლეთით არსებული ვითარება, რომელიც 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა, სექტემბრიდან მოყოლებული გაუმჯობესდა. უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივკასა და კრამატორსკთან ფრონტის ხაზი უკან დაწიეს; თუმცა, FPV დრონებისა და მართვადი საავიაციო ბომბების (KAB) მუდმივი საფრთხე კვლავინდებურად ნარჩუნდება, რამაც ბოლო თვეებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია გამოიწვია….
🟥 ასევე აღსანიშნავია ლიმანის აღმოსავლეთის ზაფხულში დაწყებული უკრაინელთა კონტრშეტევა, კოდური სახელწოდებით “ვივალდი”, რომლის ფარგლებშიც სლავიანსკის მიმართულებით აღმოსავლეთ ფლანგიდან რუსების მარყუჟისებრი შეტევის პერსპექტივები ამ დროისთვის მოისპო… უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ და ცდილობენ მდინარე ჟერებეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე “გადარეკონ” ოკუპანტები… აღნიშნულ ზონაში უკრაინელებმა 200 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის ტერიტორიაზე აღადგინეს კონტროლი….
▪️ საერთო ჯამში, რეგიონში სამხედრო ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, თუმცა ის კვლავ დაძაბულად რჩება. რუსები ახლა მსხვილ ქალაქებთან და ახალ თავდაცვით ხაზებთან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან, რაც სამანევროდ დიდ სივრცეს აღარ ტოვებს. შესაბამისად, რეგიონში ყველა სამომავლო ბრძოლა სავარაუდოდ ფრონტალური იქნება. მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა უკრაინული არმია ფრონტის წარმატებით სტაბილიზაციას და როგორ განვითარდება რუსეთის წინსვლა დობროპილიას მიმართულებით….. | 1 330 |
| 13 | 🚨🇷🇺🇺🇦🇪🇺 რუსეთი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიწვეული არ არის—-
🇷🇺 საგარეო ურთიერთობათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობა უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მოსალოდნელი არ არის—-
🗣️მისი გზავნილი ევროპელი ლიდერებისადმი მკვეთრი და პირდაპირი იყო:
„მათ შეუძლიათ წავიდნენ იქ, თუ ბილეთებს იყიდიან, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ მიწვევას არავინ გეგმავს.“ | 1 298 |
| 14 | ⚔️ ბრძოლები კოსტიანტინოვკისთვის—-
⬛️ გუშინ გავრცელდა გეოლოკაციის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ კოსტიანტინივკის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უკრაინულ პოზიციას რუსული დრონების სპეცდანაყოფ „რუბიკონის“ FPV დრონით დაარტყეს.
▪️ Sentinel-2-ის თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით, ვიდეო 12 ოქტომბერზე ადრე არ არის გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალია და ძალიან აქტუალურია კოსტიანტინივკაში არსებული მიმდინარე სიტუაციისთვის. ეს გასაკვირი არ არის — აღნიშნული ტერიტორია კვლავ რჩება „ინფილტრაციის ზონაში“, რომელიც მოიცავს არეალს, სადაც ნებისმიერ მოცემულ დროს შეიძლება იმყოფებოდეს რომელიმე მხარის ჯარისკაცი; მათ შორის რუსეთის ყველაზე შორსწასული ინფილტრაცია დრუჟკივკის გარეუბნებთან ახლოს და უკრაინის ყველაზე ღრმა პოზიციები, რომლებიც კვლავ რჩება რუსული ხაზების ზურგში, კოსტიანტინივკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში.
⚫️ სავარაუდოა, რომ უკრაინის ზოგიერთი იზოლირებული პოზიცია კვლავ რჩება კიდევ უფრო სამხრეთით, ივანოპილიას ჩრდილოეთ კიდეზეც. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ „კონტროლირებადია“, თუმცა მათ სრული „კონსოლიდაციისთვის“ (ფეხის საბოლოო მოკიდება-პლაცდარმის ორგანიზება) ჯერ არ მიუღწევიათ.
⚫️ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მნიშვნელოვანი უკრაინული პოზიციების უმეტესობა კოსტიანტინივკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში რჩება, რაც რუკაზე უკვე რამდენიმე თვეა „რუხ ზონად“ ფიქსირდება — უკრაინულ და რუსულ პოზიციებს შორის მუდმივი აღრევის გამო.
▪️ქალაქის ამ გარეუბნებში რუსულ და უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, ძალთა გარკვეული პარიტეტი აქვთ, მათ შორის ზოგ არეალში რუსული უპირატესობით, ზოგში კი — უკრაინულით. ორივე მხარე მუდმივად ახორციელებს ერთმანეთის პოზიციებში ინფილტრაციას და ცდილობს მოწინააღმდეგის გაწმენდას, რაც შეუძლებელსა და არაპრაქტიკულს ხდის იქ მკაფიო „ფრონტის ხაზის“ გავლას…. ამგვარად, უკრაინული ჯარები უკვე 1 წელზე (2025 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო შეტაკებები) მეტია, რაც ქალაქ კოსტიანტინოვკაზე ნაწილობრივ კონტროლს ამ დრომდე ინარჩუნებენ…. | 1 316 |
| 15 | 🟥 აღმოსავლეთის ფრონტი, ლიმანის მიმართულება—— სოფელი მალა დიბროვა ახლა უკრაინის არმიის ტერიტორიული თავდაცვის 117-ე ბრიგადის მებრძოლების კონტროლქვეშაა…..უკრაინელი მებრძოლები კონტრშეტევითი ოპერაცია “ვივალდის” ფარგლებში წმენდას ახორციელებენ…. ვიდეოზე ჩანს ახლო საცეცხლე კონტაქტების შედეგად განადგურებული რამდენიმე რუსი სამხედროს გვამი…. | 1 316 |
| 16 | 🟥 The Wall Street Journal ფრენების თვალთვალის მონაცემებსა და ორ ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ტეხასიდან ისრაელში საჰაერო თავდაცვის დამატებით Patriot-ის სისტემებს აგზავნის სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად.
🔷 გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი ირანთან ომის განახლების მზადების ერთ-ერთი ნიშანია იმ ფონზე, როდესაც აშშ ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ხანმოკლე და ინტენსიურ კამპანიას განიხილავს.
🔷 ირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ნებისმიერ თავდასხმას რეგიონის მასშტაბით ეკონომიკურ და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებით უპასუხებს. | 1 371 |
| 17 | 🇷🇺 “ეს იდიოტები ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ უბრალოდ პირისაგან მიწისა აღვგავთ. ისინი გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ უბრალოდ დროის გაყვანაა საჭირო და პუტინს ვინმე ახალი შეცვლის — რომელიმე ახალი გორბაჩოვი. თქვენ უბრალოდ ვერ ხვდებით. ვლადიმერ პუტინი ჩვენი ხალხის იმედებს ასახავს. და ის, რაც ახლა ხდება, არ არის „პუტინის ომი“, როგორც თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ — ეს რუსი ხალხის ომია ამ სამყაროში საკუთარი ადგილისთვის.“ — აცხადებს სრულიად კრემლის პროპაგანდის პრინცი, ვლადიმერ სალავიოვი. | 1 343 |
| 18 | 🇬🇧🇺🇦 ზელენსკი:
📌 “ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემთან და მადლობელი ვართ ბრიტანეთის, მისი უწყვეტი, ძლიერი და ჭეშმარიტად ლიდერული მხარდაჭერისთვის. დღეს ბრიტანეთმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა სულ £10 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით: €7 მილიარდი ფუნტი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხოლო £3 მილიარდი ფუნტი ბრიტანული ექსპორტის მხარდასაჭერად — პირველ რიგში, იმ აუცილებელი შეიარაღების მოსაწოდებლად, რაც გააძლიერებს სიცოცხლის დაცვას ჩვენს ქვეყანაში.”
📌 “ეს არის იმ ყოველწლიური მხარდაჭერის დამატება, რასაც ბრიტანეთი ისედაც უწევს უკრაინას. რა თქმა უნდა, ენდისთან ერთად განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაც და ბრიტანეთი ამ საკითხში კვლავ პრინციპული დარჩება.” | 1 339 |
| 19 | 🛰️ ASSOCIATED PRESS-ის ინფორმაციით, რუსული სადაზვერვო სატელიტური თანამგზავრები ირანსა და მის პროქსი ძალებს საუდის არაბეთზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარებიან —👇
🇷🇺 🚀 რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო თანამგზავრებმა 1 ივლისიდან 19 ოქტომბრამდე მინიმუმ 40 დარტყმისთვის უზრუნველყვეს სადაზვერვო მხარდაჭერა. ყველა შემთხვევაში, რუსული თანამგზავრები პოტენციური დარტყმების ზონებს თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ…
გარდა ამისა, ჰუსიტებს ჩინეთიც ეხმარებოდა, რომელმაც ირანს ტექნოლოგიური შესაძლებლობები მიაწოდა. | 1 349 |
| 20 | ‼️‼️‼️ მეგობრებო, მაისში ღიად გესაუბრეთ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელშიც „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის პროექტები აღმოჩნდა. მაშინ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მოგვცა შესაძლებლობა, მუშაობა გაგვეგრძელებინა. ამისთვის კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
დღეს კი, სამწუხაროდ, კვლავ იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ და გადაწყვეტილების მიღება გვიწევს.
არ გვინდა, ეს პოსტი ვინმემ უბრალოდ წუწუნად ან დახმარების თხოვნად აღიქვას. ჩვენი მიზანია, ჩვენს მკითხველს ზუსტად ვაჩვენოთ, რა მდგომარეობაში ვართ და რა დგას ამ პროექტების მომავალზე.
🔹 ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ ყველაფერს ვერ წყვეტს
წლების განმავლობაში ეს პლატფორმები ძირითადად სტუდენტურ ენთუზიაზმზე, მოხალისეობრივ შრომასა და პირად რესურსებზე იყო დაფუძნებული. თუმცა საინფორმაციო ომში 24/7 ყოფნა, უზარმაზარი ინფორმაციის გადამოწმება და გაფილტვრა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ხარისხიანი მასალის მომზადება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.
იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც ეს პლატფორმები საჭიროებს, სხვა სამსახურთან ერთად სრულფასოვნად შესრულება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
🔹 ჩვენი პრინციპები არ იცვლება
დღესაც გვაქვს პოლიტიკური დაფინანსების მიღების შეთავაზებები კონკრეტული პოლიტიკური ნარატივების გატარების სანაცვლოდ.
ჩვენთვის ეს ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება წითელ ხაზად. დამოუკიდებლობისა და სარედაქციო თავისუფლების დათმობას არ ვაპირებთ.
მაგრამ ამ არჩევანს თავისი ფასი აქვს — და სწორედ ეს ფასი არის ის ფინანსური სირთულე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ.
🔹 ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია
ამ პროექტების გასაგრძელებლად აუცილებელია სტაბილური, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა. საუბარი არ არის აუცილებლად დიდ თანხებზე — ბევრი ადამიანის მცირე, მაგრამ რეგულარული მხარდაჭერაც კი მოგვცემს საშუალებას, არსებობა და მუშაობა გავაგრძელოთ.
თუ ფიქრობთ, რომ „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის მიერ შესრულებული საქმე მნიშვნელოვანია, ახლა სწორედ თქვენი მხარდაჭერაა გადამწყვეტი.
სხვა შემთხვევაში, არსებული რესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს მომავალში პროექტების მუშაობის იძულებით და საბოლოო შეჩერებას ვეღარ ავცდებით.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.
თუ ფიქრობთ, რომ ეს საქმე უნდა გაგრძელდეს, მოდი, ერთად გადავწყვიტოთ მისი მომავალი.
ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და თვლით, რომ ჩვენი საქმიანობა საჭიროა, მადლობა, რომ ამ გზაზე ჩვენთან ერთად ხართ. ❤️
‼️ გვერდების დაფინანსებისთვის საჭირო რეკვიზიტები და ბმულები:
💳 🟧 #GE82BG0000000537580124
💳 🟦 #GE85TB7000145066300003
🔴 ამავდროულად, ვისაც სურვილი გაქვთ ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის, დონაციები შეგიძლიათ #Patreon-ის გამოყენებით - http://patreon.com/user?u=73815580
‼️დონაციებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ #Paypal-ი - https://www.paypal.com/paypalme/OTARKONJARIA?country.x=GE&locale.x=en_US
📍კრიპტო:
BTC: #1Jii183Fw7CM6ZkBUPWTVpHedJ6v15o2qS
USDT: #TRkckt8Mehny1U4vBaMw7b6wBcypdexUGU
ETH: #0xe5eb9278eb008cf93ee3ff15c2ac130d300ffdb3 | 1 590 |
