9 956
Subscribers
-524 hours
-457 days
-15330 days
Posts Archive
9 956
🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ:
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი, მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა. დაუშვებელია ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. როგორ შეიძლება კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, როდესაც მასში შედიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მტრებს ემსახურებიან?
სიონისტურმა ებრაულმა უმრავლესობამ უნდა გამოიღვიძოს და გაერთიანდეს.“
9 956
🇨🇳🇧🇷 ბრაზილიის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლულა:
„ჩვენი არმია ჩინეთის არმიაზე დიდია, ამერიკის არმიაზე უკეთესია და რუსეთის არმიაზე დიდია. ჩვენი არმია ღირსების, დემოკრატიის, განათლებისა და ჯანდაცვის არმიაა“
9 956
🇺🇸 ჯეიმს ტალარიკო:
„ილონ მასკი ცდილობს, ტეხასში სენატის ეს ადგილი იყიდოს.
თუ თქვენს საფოსტო ყუთში ტყუილებით სავსე წერილები მიიღეთ, ეს ილონ მასკის გაკეთებულია. თუ ტექსტური შეტყობინება მიიღეთ, რომელშიც ჩემ შესახებ შემაშინებელი რამეები ეწერა და შავ-თეთრი, შემაშფოთებელი ფოტოები იყო დართული, ესეც ილონ მასკის გაკეთებულია.“
9 956
🇺🇦🇪🇺 ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო, და კვლავაც მოიხმარს რუსულ საწვავს, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
„ევროპელებმა რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინას გამოუყვეს. ისინი კვლავაც მოიხმარენ რუსულ ენერგორესურსებს“ - განაცხადა ბესენტმა.
9 956
🇺🇸 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:
„ვფიქრობ, ახლა უფრო მახვილი გონება მაქვს, ვიდრე 20 წლის წინ. არ ვიცი, რატომ”
9 956
🇮🇹 იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შეზღუდვის შესახებ:
„ეს სრული შეცდომაა, დიდი შეცდომა, რადგან ეს მხარდაჭერა ფუნდამენტურად
მნიშვნელოვანია. მისი შეზღუდვა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს. მშვიდობა მაშინ დამყარდება, როდესაც პუტონი დარწმუნდება, რომ ფრონტზე ჩიხური ვითარებაა და წინსვლას ვეღარ შეძლებს. მაგრამ თუ ის უკრაინის ფრონტზე სისუსტეს დაინახავს და შეერთებული შტატები უკრაინას რესურსებს შეუმცირებს, ეს სისუსტის ნიშანი იქნება. მაშინ ის იფიქრებს, რომ გამარჯვება შეუძლია და ომს გააგრძელებს. თქვენ მას ომის გაგრძელების მიზეზს აძლევთ და არა მისი დასრულებისას.
როდესაც ვინმეს ასუსტებ, მის მოწინააღმდეგეს უპირატესობას ანიჭებ. ჩემი აზრით, ეს სრულიად არასწორია. ამ ეტაპზე ეს სრულიად არასწორი გადაწყვეტილებაა.“
9 956
🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ:
„ზოგჯერ ლიდერმა დარტყმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რათა მომავალი თაობების საკეთილდღეოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ვფიქრობ, ტრამპმა სწორედ ასე მოიქცა.“
9 956
🇺🇸 აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი:
„ძალიან ცოტაოდენ მაკიაჟს ვიყენებ და თავად ვიკეთებ.
თუ ცოტას მაინც არ წაისვამ, მკვდარ ადამიანს დაემსგავსები. არ მინდა, ასე გამოვიყურებოდე.“
9 956
🇩🇪🇺🇦🇷🇺 გერმანული პარტია AfD-ის ლიდერი ალისა ვაიდელი უკრაინის შესახებ:
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიც. რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გაუთვალისწინებლობა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.“
9 956
🇺🇸🇮🇱 ისრაელმა ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ 12 „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენის შესყიდვის შეთანხმება გააფორმა. მათი მიწოდება 2030-იანი წლების დასაწყისში დაიწყება.
მთავრობამ ამ შესყიდვის დასაფინანსებლად 1 მილიარდი ისრაელური შეკელი დაამტკიცა. თანხის დიდი ნაწილი არაბული თემების განვითარების ხუთწლიანი პროგრამის დაფინანსების შემცირებით გამოიყოფა.
9 956
🇸🇦❌🇾🇪 საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ძალებმა იერიშები მიიტანეს ანსარ ალაჰის პოზიციებზე, რომლებიც იემენის სამხრეთ-დასავლეთში, პრეზიდენტის ხელმძღვანელობის საბჭოს (PLC) კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ ტაიზს გადაჰყურებს.
9 956
🇺🇸🇧🇷 ,,ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის შესაძლო ჩარევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო”:
უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი როდრიგესმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა.
9 956
🇩🇪 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადეფული:
„საქმე ისე არ არის, თითქოს რუსები რომ შევიდნენ, უბრალოდ უკრაინის დროშა ჩამოიწევა, რუსული დროშა აღიმართება და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება. რუსებს ბავშვები რუსეთში მიჰყავთ და უბრალოდ ართმევენ მათ კანონიერ მშობლებს. მხოლოდ ეს ქმედებაც კი რამდენად საშინელია. ისინი აუპატიურებენ, კლავენ და აწამებენ ადამიანებს. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.“
9 956
‼️🇬🇪🇹🇷 „დიდი თურქეთის“ რუკა სტამბოლში, ბათუმი და საქართველოს ნაწილი „ეროვნული აღთქმის“ საზღვრებში მოექცა”:
სტამბოლის ერთ-ერთ საზოგადოებრივ მიწისქვეშა გადასასვლელში (კარაქოი) გამოფენილმა ისტორიულმა რუკამ ფართო განხილვა გამოიწვია. რუკაზე, რომელსაც სათავედ „Ahd-i Millî“ (ეროვნული აღთქმა / 1920 წლის „მისაკი მილი“) უძღვის, თურქეთის თანამედროვე საზღვრებს მიღმა არსებული ტერიტორიებია გამოსახული.
ინსტალაციაზე წარმოდგენილი „ერთიანი წითელი სივრცე“ თურქეთის დღევანდელ საზღვრებს სცდება და ნაციონალისტური მისწრაფებების პერიოდის გეოგრაფიას აცოცხლებს. გამოფენილ ტერიტორიებს შორის მოხვდნენ:
🇬🇪 საქართველოდან — ბათუმი;
🇨🇾 🇬🇷 კვიპროსი, დასავლეთ თრაკია და როდოსი (საბერძნეთი);
🇸🇾 🇮🇶 სირიისა და ერაყის ნაწილები (მოსული, კირკუკი, ალეპო და ა.შ.).
რუკა ვიზუალურად აერთიანებს ამ რეგიონებს ერთიან „ეროვნულ“ სივრცედ, რაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ საზოგადოებრივ სივრცეში მსგავსი ვიზუალის გამოჩენას განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევს ხდის.
9 956
🇪🇸 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი:
„ესპანელებმა უნდა გადაწყვიტოთ, რა როლის შესრულება გსურთ ამ ეპოქაში და რა როლი უნდა შეასრულოს ესპანეთმა. გსურთ შეუერთდეთ ულტრამემარჯვენე ტალღას, რომელსაც ყველგან, სადაც ხელისუფლებაში მოდის, რეგრესი მოაქვს, თუ გსურთ, რომ ესპანეთი კვლავ დარჩეს გახსნილობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საყრდენად. გსურთ, ჩვენი ქვეყანა უკან დაიხიოს თუ წინსვლა გააგრძელო. გირჩევნიათ მთავრობა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებისთვის მუშაობს, თუ გსურთ ქვეყნის მართვის სადავეები გადასცეთ ულტრამემარჯვენე კოალიციას, რომელსაც არაფერი შეუთავაზებია და რომლის ერთადერთი მიზანია ბოლო რვა წლის განმავლობაში შექმნილი უფლებებისა და თავისუფლებების გაუქმება და შემცირება, რათა კვლავ იმავე ადამიანებმა, პრივილეგირებულმა უმცირესობამ მიიღონ სარგებელი.“
9 956
❗️ 🇭🇺 უნგრეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს მომზადება დაიწყო.
9 956
🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ:
„11 სექტემბრის ტერაქტების პირველი მსხვერპლი იყო ბრწყინვალე ისრაელელი მეწარმე, დენიელ ლევინი. ის ჩემს სამხედრო ნაწილში, სპეციალურ დანაყოფში, მსახურობდა. რაც მაშინ მოხდა, ის იყო, რომ ლევინი ფაქტობრივად თავს დაესხა თავდამსხმელებს — გამტაცებლებს, რომლებიც ერთ-ერთი თვითმკვლელი თვითმფრინავით თეთრი სახლის მიმართულებით მიფრინავდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთმა გამტაცებელმა მას ზურგში დანა დაარტყა. ის 11 სექტემბრის პირველი მსხვერპლი იყო, ამერიკელ-ისრაელელი. ის პირველი მსხვერპლი იყო”
9 956
🇺🇸 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხი დაპყრობას არ ეხება, [ის] ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.“
