fa
Feedback

فریب کلاهبرداران را نخورید! تل‌متریو این کانال‌ها را شناسایی و برچسب‌گذاری می‌کند 👉 برای مشاهده برچسب، اشتراک تهیه کنید

მსოფლიო ამბები

მსოფლიო ამბები

رفتن به کانال در Telegram

გლობალური საინფორმაციო არხი

نمایش بیشتر
9 856
مشترکین
-1024 ساعت
-427 روز
-15830 روز
آرشیو پست ها
🇦🇺 იტალიელი შეფმზარეული სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პიცაზე ანანასის დამატებაზე უარი თქვა. ოთხი წლის განმავლო
🇦🇺 იტალიელი შეფმზარეული სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პიცაზე ანანასის დამატებაზე უარი თქვა. ოთხი წლის განმავლობაში მას ამის გაკეთება მხოლოდ სამჯერ სთხოვეს. დავიდე ტამბურელა ბრისბენში, რესტორან La Costa-ში მუშაობდა და ასეთ ინგრედიენტს საკუთარი კულტურის შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მან ხელმძღვანელსაც კი სთხოვა, წაეკითხა, რატომ არის ეს საკითხი იტალიელებისთვის მნიშვნელოვანი. თუმცა მაისში შეფმზარეულს რესტორანთან დამშვიდობება მოუწია. ახლა ტამბურელა სხვა რესტორანში მუშაობს. მის მენიუში ანანასს ვერ შეხვდებით.
17 نوامبر, 01:26

🇺🇸🇨🇳 ,,აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოება არსებობს 18-19 ნოემბერს დაგეგმილ ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივ სამიტ
🇺🇸🇨🇳 ,,აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოება არსებობს 18-19 ნოემბერს დაგეგმილ ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის სამმხრივ სამიტთან დაკავშირებით”: პეკინს სურს, შეხვედრა მკაცრად გაწერილი სცენარით ჩატარდეს, წინასწარ მომზადებული განცხადებებითა და შეთანხმებული შედეგებით. ვაშინგტონი კი ღია დისკუსიების გამართვას ემხრობა, განსაკუთრებით ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე. ჩინეთი სამმხრივ ბირთვულ მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ამით აშშ-სა და რუსეთთან შედარებით მისი ბირთვული ჩამორჩენილობა კიდევ უფრო გამყარდება. მხარეებს შორის არსებული უთანხმოება ეჭვქვეშ აყენებს, საერთოდ გაიმართება თუ არა სამიტი.
16 نوامبر, 08:53

🇫🇷 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „როდესაც ტექნოლოგიურ სექტორს ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ მას ძირითადად აშშ-ის შვიდი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია და ჩინური კომპანიები განაპირობებენ. ევროპული მიდგომა სწორია, თუმცა ციფრულ სფეროში და სხვა მრავალ სექტორში ჯერ კიდევ ზედმეტად ფრაგმენტირებულები ვართ. მეორე საკითხი კაპიტალია. აშშ-ში დიდი მოცულობის კაპიტალი და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია, ამიტომ იქ დიდი ოდენობით თანხას აბანდებენ. პარადოქსი კი ისაა, რომ ევროპაში გაცილებით მეტი დანაზოგია, ვიდრე აშშ-ში. თუმცა ეს დანაზოგები სათანადოდ არ ინვესტირდება, რადგან საბანკო და სადაზღვევო სექტორებში ზედმეტად ბევრი რეგულაცია მოქმედებს“.
12 نوامبر, 08:52

🇪🇸 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: „მილეი, ტრამპი, ბოლსონარო, ორბანი - ისინი ყველა ერთი და იმავე საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლები არიან, რომელსაც, სხვათა შორის, ისეთი ტექნოლოგიური ოლიგარქებიც აფინანსებენ, როგორიც ილონ მასკია. საბოლოო ჯამში, მათ ყველას ერთი რამ სურთ - ესპანეთის საკუთარ კოლონიად ქცევა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა ტექნოლოგიური ოლიგარქების ან ესპანელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობის კოლონია გახდეს. ჩემი პოზიცია სრულიად მკაფიოა: ესპანეთი სუვერენული ქვეყანაა. ესპანეთს მადრიდის გარდა არცერთი სხვა დედაქალაქიდან არ მართავენ“.
11 نوامبر, 06:31

🇩🇪🇮🇱 გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ებრაელების მიმართ სიძულვილს, იმის მიუხედავად, ის პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე თუ მემარცხენე ფლანგიდან, საზოგადოების ცენტრისტული წრეებიდან თუ ისლამიზმიდან მოდის. მხარი დავუჭიროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ებრაელობის გამო ამცირებენ, საზოგადოებიდან რიყავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ესხმიან. ნუ გავჩუმდებით, ნუ შევამცირებთ მომხდარის მნიშვნელობას და ნუ დავრჩებით გულგრილ მაყურებლებად. ეს არის 1938 წლის 9 ნოემბრის მთავარი გაკვეთილი“.
10 نوامبر, 01:26

+1
🇨🇳 ,,ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების სარაკეტო ბატალიონმა „შენვეიმ“ ჩაატარა საზენიტო-სარაკეტო სისტემის HQ-9B გამოცდები”: სისტემა განკუთვნილია მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა ტიპის საფრენი ობიექტების ჩასაჭერად. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იცვლის საზენიტო რაკეტა ფრენის ტრაექტორიას ჰაერში. სავარაუდოდ, ეს მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტის ჩაჭერის გამოცდის ნაწილია
09 نوامبر, 06:05

🇺🇸 WSJ-ის ცნობით, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც მისი
🇺🇸 WSJ-ის ცნობით, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც მისი პირადი ნაცნობები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნიდან გააძევეს. ამის შემდეგ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემმუშავებელს, სტივენ მილერს, ზომისთვის გადააჭარბა. ტრამპი მკაცრი საიმიგრაციო კონტროლის მოთხოვნასა და დეპორტაციების სიმკაცრის შესახებ პირად ეჭვებს შორის პოზიციას პერიოდულად ცვლის.
08 نوامبر, 03:09

+1
‼️🇵🇱 ,,პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი”: სამართალდამცველებმა დააკავეს. მომხდარის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სამსახურები. თავდასხმის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს პოლონეთის სამართალდამცავი უწყებები იძიებენ.
07 نوامبر, 15:18

🇨🇳🇺🇸 ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ CCTV-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა DF-26B ჩინეთის სინძიანის რეგიონში, უდაბნოს პოლიგონზე, აშშ-ის ავიამზიდის სრულმასშტაბიან მაკეტს.
06 نوامبر, 08:59

🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩვენ ორპარტიულ მხარდაჭერას ვიღებთ ორივე პარტიისგან. მადლობელი ვარ რესპუბლიკელებისაც. თუმცა დემოკრატები ძალიან მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და მისთვის დახმარების გაწევაზე. ისინი ასევე საუბრობენ აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების აღდგენაზე, რომლებიც ბოლო წლებში გარკვეულწილად შესუსტდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
05 نوامبر, 01:24

‼️🔐 ,,Binance-იდან მოპარული მილიარდობით დოლარის გადაადგილება გრძელდება, ჰაკერები თანხების გათეთრებას ცდილობენ”: ბლოკჩეინის ა
‼️🔐 ,,Binance-იდან მოპარული მილიარდობით დოლარის გადაადგილება გრძელდება, ჰაკერები თანხების გათეთრებას ცდილობენ”: ბლოკჩეინის ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის მონაცემებით, თავდამსხმელებმა ოთხ დღეზე ნაკლებ დროში მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც გამოიყენეს: 🔴 12 000-მდე კრიპტოსაფულე; 🔴 40 000-ზე მეტი ტრანზაქცია; 🔴 11 სხვადასხვა ბლოკჩეინქსელი. 💰 პარალელურად, კრიპტოინდუსტრიამ მნიშვნელოვანი აქტივები გაყინა: Tether-მა დაახლოებით 1.77 მილიარდი USDT, ხოლო Circle-მა 825 მილიონი USDC დაბლოკა. ჰაკერებმა DeFi პლატფორმა Aave-ზეც გამოიყენეს სესხების მექანიზმი. მათ დაახლოებით 60 მილიონი USDT გირაოდ განათავსეს, რის სანაცვლოდაც 19 762 ETH, დაახლოებით 44.6 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივი, ისესხეს. გირაოს შემდგომი გაყინვის მიუხედავად, უკვე მიღებული ETH თავდამსხმელების კონტროლქვეშ დარჩა. CryptoLab-ის შეფასებით, შემთხვევა კრიპტოინდუსტრიის უსაფრთხოების მექანიზმებისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2.85 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვაზეა საუბარი, მოპარული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ თავდამსხმელებთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებში რჩება.
03 نوامبر, 01:58

🇺🇸 ადვოკატი და შეერთებული შტატების ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი: „მჯერა უსაფრთხო და დემოკრატიული ებრაული სახელმწიფოს. ისრაელის, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იცხოვრებს დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. ორივე სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს უფლებები და თანაბარი მოქალაქეობა. ეს არის ისეთი შედეგი, რომლის გარშემოც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ გზების ძიებას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისთვის სწორედ ამ ხედვის განხორციელებას უზრუნველყოფს“.
02 نوامبر, 23:43

🇹🇷 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი: ,,რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. დიდი ხნის განმავლობაში ყველა, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნები, ცდილობდა ამ ომის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დამალვას. თუმცა ახლა ეს გავლენას ახდენს ევროპის დედაქალაქებსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ მთავრობებზე და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად იქცა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ეს გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა და ვითარება გაცილებით სერიოზულ დონეზე გადაიყვანა.”
02 نوامبر, 07:43

+1
🇮🇹 ,,იტალიაში ფასების ზრდის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს”: რომში ქუჩებში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კოლიზეუმთან კარვებს გაშლიან და იქ კვირამდე, 1 ნოემბრამდე დარჩებიან. მილანსა და ბოლონიაში შემოვლითი გზები გადაკეტეს, გენუაში კი პორტის შესასვლელი დაბლოკეს. ვიჩენცაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
01 نوامبر, 11:06

🇺🇸 ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამერიკელ ხალხს ,,ჰელოუვინს” ულოცავს.
01 نوامبر, 05:03

🇰🇵🇺🇸 ,,FBI-მ Binance-ზე რეკორდული, 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაკერულ თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა”: FBI
🇰🇵🇺🇸 ,,FBI-მ Binance-ზე რეკორდული, 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაკერულ თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა”: FBI-მ რეკორდული ძარცვის უკან მდგომ ჯგუფად TraderTraitor დაასახელა. Binance-ის განცხადებით, კომპანიამ 6,3 მილიარდი დოლარის ზარალის დაახლოებით 90% უკვე აანაზღაურა და თანხების გატანის სერვისის კვირა დღისთვის აღდგენას გეგმავს
01 نوامبر, 04:58

🔐 მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance მასშტაბური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რასაც კომპანი
🔐 მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance მასშტაბური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რასაც კომპანიაშიც ადასტურებენ, ჰაკერებმა პლატფორმიდან დაახლოებით 6.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივების გატანა მოახერხეს, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვაა. პირველადი მოკვლევის თანახმად, თავდამსხმელებმა ბირჟის შიდა სისტემაში შეღწევა ერთ-ერთი DevOps-ინჟინრის გატეხილი ნოუთბუქის საშუალებით შეძლეს, რამაც მათ უნებართვო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. ქსელში უკვე მოხერხდა 3 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის აქტივების დროულად გაყინვა.დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მოსაძიებლად გამოძიება გრძელდება. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმის უკან, მაღალი ალბათობით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor დგას. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, Binance-მა დროებით სრულად შეაჩერა ანგარიშების შევსება და თანხის გატანა.
30 اکتبر, 03:15

🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი, მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა. დაუშვებელია ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. როგორ შეიძლება კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, როდესაც მასში შედიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მტრებს ემსახურებიან? სიონისტურმა ებრაულმა უმრავლესობამ უნდა გამოიღვიძოს და გაერთიანდეს.“
28 اکتبر, 01:50

🇨🇳🇧🇷 ბრაზილიის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლულა: „ჩვენი არმია ჩინეთის არმიაზე დიდია, ამერიკის არმიაზე უკეთესია და რუსეთის არმიაზე დიდია. ჩვენი არმია ღირსების, დემოკრატიის, განათლებისა და ჯანდაცვის არმიაა“
26 اکتبر, 04:30

🇺🇸 ჯეიმს ტალარიკო: „ილონ მასკი ცდილობს, ტეხასში სენატის ეს ადგილი იყიდოს. თუ თქვენს საფოსტო ყუთში ტყუილებით სავსე წერილები მიიღეთ, ეს ილონ მასკის გაკეთებულია. თუ ტექსტური შეტყობინება მიიღეთ, რომელშიც ჩემ შესახებ შემაშინებელი რამეები ეწერა და შავ-თეთრი, შემაშფოთებელი ფოტოები იყო დართული, ესეც ილონ მასკის გაკეთებულია.“
24 اکتبر, 00:42