მსოფლიო ამბები
📈 Analytical overview of Telegram channel მსოფლიო ამბები
Channel მსოფლიო ამბები (@worldnewss01) in the Georgian language segment is an active participant. Currently, the community unites 10 206 subscribers, ranking 18 138 in the News & Media category and 82 in the Georgia region.
📊 Audience metrics and dynamics
Since its creation on невідомо, the project has demonstrated rapid growth, gathering an audience of 10 206 subscribers.
According to the latest data from 04 September, 2026, the channel demonstrates stable activity. Although there has been a change in the number of participants by -135 over the last 30 days and by -8 over the last 24 hours, overall reach remains high.
- Verification status: Not verified
- Engagement rate (ER): The average audience engagement rate is 25.10%. Within the first 24 hours after publication, content typically collects 9.50% reactions from the total number of subscribers.
- Post reach: On average, each post receives 2 562 views. Within the first day, a publication typically gains 970 views.
- Reactions and interaction: The audience actively supports content: the average number of reactions per post is 46.
📝 Description and content policy
The author describes the resource as a platform for expressing subjective opinions:
“გლობალური საინფორმაციო არხი”
Thanks to the high frequency of updates (latest data received on 05 September, 2026), the channel maintains relevance and a high level of publication reach. Analytics show that the audience actively interacts with content, making it an important point of influence in the News & Media category.
Data loading in progress...
| Date | Subscriber Growth | Mentions | Channels | |
| 05 September | 0 | |||
| 04 September | +2 | |||
| 03 September | +1 | |||
| 02 September | +2 | |||
| 01 September | 0 |
| 2 | ‼️🇬🇪🇹🇷 ,,ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი დაიბრუნებს აჭარას”:
„სახელმწიფო საზღვრები ყოველთვის რუკაზე ხაზები არ არის. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოძმე ერების ბედზე, იმ ადამიანების, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, ცხოვრობენ ისტორიულ თურქულ მიწებზე და სწამთ ერთი ღმერთის. მე მჯერა, რომ თურქეთი დაბრუნდება აჭარაში, აღადგენს თავის პოზიციებს სირიაში და უზრუნველყოფს ყველა თურქი ხალხის დაცვასა და კეთილდღეობას“. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა | 168 |
| 3 | 🇺🇸 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:
,,არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა უწევდეთ ვენესუელელებს საკუთარი ქვეყნის დატოვება. ვენესუელა მდიდარი ქვეყანაა. ვენესუელას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. რაც მას ჰქონდა, ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემა იყო, პოლიტიკური კრიზისი, რომლის დროსაც ქვეყანაში არც ეკონომიკური თავისუფლება არსებობდა და არც პოლიტიკური თავისუფლება. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, შეერთებულ შტატებში შესული ვენესუელელების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება.” | 1 542 |
| 4 | 🇪🇸 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ რუსეთთან და ისრაელთან დაკავშირებული სოციალური ქსელები 30–31 ივლისს მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებით განზრახ ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას ესპანეთისა და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით:
„რუსეთთან დაკავშირებული და ასევე ისრაელის სოციალური ქსელების, აგრეთვე საერთაშორისო ულტრამემარჯვენეების მხრიდან ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელება გააქტიურდა. ისინი მიგრაციას ესპანეთზე თავდასხმისა და ევროპის დასაყოფად იყენებენ.“ | 2 013 |
| 5 | 🇨🇾🇹🇷 30 აგვისტოს ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი, რომელიც გირნედან (Girne) თურქეთის მერსინის პროვინციის თაშუჯუსკენ (Taşucu) მიემართებოდა, წყლის შეღწევის შემდეგ გადაბრუნდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაციისთვის გაგზავნეს სანაპირო დაცვის ხომალდები, ვერტმფრენები და სამოქალაქო ნავები. გირნეს პორტში კი სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდებოდნენ გადარჩენილებს.
ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობის შესახებ პირველადი ცნობები ერთმანეთისგან განსხვავდება. ოფიციალური მონაცემებით, ბორანზე დაახლოებით 267–287 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. Reuters-ის უახლესი ინფორმაციით, ერთ-ერთ ეტაპზე 258 მგზავრიდან 159 ადამიანთან მაშველებმა დაკავშირება შეძლეს. | 2 049 |
| 6 | 🇬🇪 საქართველოს მოძმე ერის, ინგუშების მიერ შესრულებული “განი და განი” | 1 762 |
| 7 | 🇮🇱🇹🇷 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთზე:
„მე დაპირისპირებას არ ვეძებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი: მხოლოდ მტრის განზრახვებზე დაყრდნობა არ შეიძლება. თუ გსურთ ისრაელის სახელმწიფოს დაცვა, მუდმივად უნდა ქმნიდეთ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მტრის და თქვენი მტრების შესაძლებლობებზე ძლიერია. რადგან განზრახვები იცვლება. და იცით, როდის იცვლება ისინი? მაშინ, როცა სუსტი ხართ. ისინი მაშინ გესხმიან თავს, როცა სუსტი ხართ, და პატივს გცემენ, როცა ძლიერი ხართ. ისინი ასევე ძლიერთან ამყარებენ მშვიდობას. სუსტებთან მშვიდობის ალიანსებს არ ქმნიან. ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალა.“ | 2 080 |
| 8 | 🇬🇪 საქართველოს დედაქალაქ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ცნობილი აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. | 1 918 |
| 9 | 🇺🇸 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვის მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული ხალიდ შეიხ მუჰამედი 2028 წლის 5 ივნისს გუანტანამოს სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგება. მასთან ერთად სასამართლოში კიდევ სამი ბრალდებული იქნება.
აშშ-ის სამხედრო მოსამართლემ სასამართლოს დაწყების თარიღად 2028 წლის 5 ივნისი განსაზღვრა. საქმე წლების განმავლობაში გრძელდება რთული წინასასამართლო სამართლებრივი საკითხების გამო.
მუჰამედი 2003 წელს პაკისტანში დააკავეს, ხოლო 2006 წლიდან გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
მასთან ერთად სასამართლოში წარდგებიან ვალიდ ბინ ატაში, ალი აბდულ აზიზ ალი და მუსტაფა ალ-ჰაუსავი. ოთხივე 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების ორგანიზებაშია ბრალდებული. | 2 173 |
| 10 | 🇸🇰 სლოვაკეთის მთავრობა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს, კანონპროექტი სლოვაკეთის სამთავრობო პარტიამ პარლამენტში წარადგინა.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ, პლატფორმებს კი ვალდებულება ექნებათ, რომ ახალ მომხმარებლებს ასაკის დადასტურება მოსთხოვონ. | 2 127 |
| 11 | 🇺🇦🇺🇸 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკს უკრაინის „თავისუფლების ორდენი“ მიანიჭა — ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.
ჯილდო მას გადაეცა ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. | 1 999 |
| 12 | 🇬🇪 აფხაზეთში, სოხუმის დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჩაირთო. | 2 051 |
| 13 | 🇧🇷🇺🇸 ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუიზ ინასიო ლულა და სილვამ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შესთავაზა, რომ ორ ლიდერს შორის პირდაპირი კონტაქტები შუამავლების გარეშე დამყარდეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, გავლენის შეზღუდვის მცდელობად განიხილება.
CNN Brasil-ის ინფორმაციით, ლულას მრჩევლების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა, რომ ბრაზილიის მთავრობის საქმიანობის შესახებ მას დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია მიეწოდება, მათ შორის ქვეყნის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებთან დაკავშირებით. | 2 001 |
| 14 | 🇺🇸 აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი:
„ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალები აღადგინა. ახლა, მისი მეორე ვადის დროს, ის ამას კიდევ ერთხელ აკეთებს.“ | 2 338 |
| 15 | 🇦🇲🇪🇺 სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე:
„სომხეთმა პირველ რიგში ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა შეიტანოს. ესეც ფართომასშტაბიან სამუშაოს მოითხოვს და, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ პროცესს დავიწყებთ, განსაკუთრებით ჩვენი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით. ასევე არსებობს ეკონომიკური კომპონენტი: უკვე იდგმება პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ სომხეთმა ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მოიპოვოს და ჩვენს ხალხსაც უნდა ჰქონდეს დრო, რომ დაინახოს და გაიგოს, რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ჩემი გაგებით, ევროკავშირში წევრობაზე რეფერენდუმს მას შემდეგ ჩავატარებთ, რაც ოფიციალურად შევიტანთ განაცხადს ევროკავშირში, მივიღებთ შესაბამის პასუხს და გვექნება პროცესის საგზაო რუკა.“ | 2 560 |
| 16 | 🇨🇳 დაახლოებით 80 Booster T2 ჰუმანოიდმა რობოტმა პეკინში, 2026 წლის ,,World Humanoid Robot Games”-ის გახსნის ცერემონიაზე, სინქრონიზებულ ფორმაციაში ერთდროულად იარა და ირბინა.
რობოტებმა ერთმანეთთან კოორდინირებულად შეასრულეს მოძრაობები და კოლონაში სინქრონულად გადაადგილდნენ. | 2 402 |
| 17 | 🇺🇸🇹🇷🇮🇱🇸🇾 აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, i24NEWS-თან განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სირიაში, აბუ ალ-დუჰურის სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმა „რეალურ რისკს ქმნიდა, რომ სწრაფად გადაიზრდებოდა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ისრაელსა და თურქეთს, ასევე სირიას შორის“.
ბარაკის თქმით, თურქულმა ძალებმა არ იცოდნენ, რომ ისრაელის თვითმფრინავები სირიის კონკრეტული ავიაბაზისკენ მიემართებოდნენ და არც მათი მისიის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, თურქულ მხარეს შესაძლოა გამანადგურებლების აფრენა გადაეწყვიტა იმ ვარაუდით, რომ თავად ხდებოდა თავდასხმის სამიზნე.
,,გუშინდელი მოვლენები სერიოზული და შემაშფოთებელი იყო. მიუხედავად ამისა, შვებას ვგრძნობთ, რომ არავინ დაიღუპა და სიტუაცია არ გამწვავდა“ — განაცხადა ბარაკმა. | 2 486 |
| 18 | 🇸🇳 ცნობილი ფეხბურთელი სადიო მანე მშობლიურ სენეგალში, კაზამანსის რეგიონში, მასშტაბურ აგროინდუსტრიულ პროექტს იწყებს
ბამბალის აგროინდუსტრიული პარკი 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და ხილის წარმოებასა და გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული
მოსალოდნელია წელიწადში 50 000 ტონა ხილის წარმოება და 2 500-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილის შექმნა
პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მთლიანად კაზამანსის რეგიონის განვითარების ხელშეწყობაა | 3 277 |
| 19 | 🇺🇸🇸🇾 ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) სირიაში, ბირთვულ ობიექტზე, „რამდენიმე ტონა“ ბირთვული მასალა აღმოაჩინა, რომელიც ბაშარ ალ-ასადის წარუმატებელი ბირთვული პროგრამიდან იყო დარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მასალის უმეტესი ნაწილი შედარებით უვნებელი „ყვითელი კექსია“ (yellowcake) — ურანის კონცენტრატი, რომელიც თავისთავად ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.
სირიის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვული მასალა დარჩება სირიის სახელმწიფოს კონტროლქვეშ და სააგენტოს უსაფრთხოების გარანტიების სისტემის (safeguards) ფარგლებში იქნება. | 2 844 |
| 20 | 🇨🇳🇰🇷 ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან იი 19–20 აგვისტოს სამხრეთ კორეას ეწვევა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ვან იი შეხვდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე-მიონგს და სხვა ოფიციალურ პირებს.
შეხვედრებზე განიხილავენ ჩინეთ-სამხრეთ კორეის ურთიერთობებს, ჩრდილოეთ კორეის საკითხს და რეგიონულ პრობლემებს. | 3 063 |
