მსოფლიო ამბები
前往频道在 Telegram
📈 Telegram 频道 მსოფლიო ამბები 的分析概览
频道 მსოფლიო ამბები (@worldnewss01) 格鲁吉亚语 语言赛道中的 是活跃参与者。目前社区聚集了 10 056 名订阅者,在 新闻与媒体 类别中位列第 18 270,并在 格鲁吉亚 地区排名第 82 位。
📊 受众指标与增长动态
自 невідомо 创建以来,项目保持高速增长,吸引了 10 056 名订阅者。
根据 08 十月, 2026 的最新数据,频道保持稳定运转。过去 30 天订阅人数变化为 -133,过去 24 小时变化为 -6,整体触达仍然可观。
- 认证状态: 未认证
- 互动率 (ER): 平均受众互动率为 23.43%。内容发布后 24 小时内通常能获得 9.05% 的反应,占订阅者总量。
- 帖子覆盖: 每篇帖子平均可获得 2 358 次浏览,首日通常累积 911 次浏览。
- 互动与反馈: 受众积极参与,单帖平均反应数为 51。
📝 描述与内容策略
作者将该频道定位为表达主观观点的平台:
“გლობალური საინფორმაციო არხი”
凭借高频更新(最新数据采集于 09 十月, 2026),频道始终保持新鲜度与高覆盖。分析显示受众积极互动,使其成为 新闻与媒体 类别中的关键影响点。
10 056
订阅者
-624 小时
-347 天
-13330 天
帖子存档
10 058
🇺🇸🇧🇷 ,,ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის შესაძლო ჩარევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო”:
უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი როდრიგესმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა.
10 058
🇩🇪 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადეფული:
„საქმე ისე არ არის, თითქოს რუსები რომ შევიდნენ, უბრალოდ უკრაინის დროშა ჩამოიწევა, რუსული დროშა აღიმართება და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება. რუსებს ბავშვები რუსეთში მიჰყავთ და უბრალოდ ართმევენ მათ კანონიერ მშობლებს. მხოლოდ ეს ქმედებაც კი რამდენად საშინელია. ისინი აუპატიურებენ, კლავენ და აწამებენ ადამიანებს. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.“
10 058
‼️🇬🇪🇹🇷 „დიდი თურქეთის“ რუკა სტამბოლში, ბათუმი და საქართველოს ნაწილი „ეროვნული აღთქმის“ საზღვრებში მოექცა”:
სტამბოლის ერთ-ერთ საზოგადოებრივ მიწისქვეშა გადასასვლელში (კარაქოი) გამოფენილმა ისტორიულმა რუკამ ფართო განხილვა გამოიწვია. რუკაზე, რომელსაც სათავედ „Ahd-i Millî“ (ეროვნული აღთქმა / 1920 წლის „მისაკი მილი“) უძღვის, თურქეთის თანამედროვე საზღვრებს მიღმა არსებული ტერიტორიებია გამოსახული.
ინსტალაციაზე წარმოდგენილი „ერთიანი წითელი სივრცე“ თურქეთის დღევანდელ საზღვრებს სცდება და ნაციონალისტური მისწრაფებების პერიოდის გეოგრაფიას აცოცხლებს. გამოფენილ ტერიტორიებს შორის მოხვდნენ:
🇬🇪 საქართველოდან — ბათუმი;
🇨🇾 🇬🇷 კვიპროსი, დასავლეთ თრაკია და როდოსი (საბერძნეთი);
🇸🇾 🇮🇶 სირიისა და ერაყის ნაწილები (მოსული, კირკუკი, ალეპო და ა.შ.).
რუკა ვიზუალურად აერთიანებს ამ რეგიონებს ერთიან „ეროვნულ“ სივრცედ, რაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ საზოგადოებრივ სივრცეში მსგავსი ვიზუალის გამოჩენას განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევს ხდის.
10 058
🇪🇸 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი:
„ესპანელებმა უნდა გადაწყვიტოთ, რა როლის შესრულება გსურთ ამ ეპოქაში და რა როლი უნდა შეასრულოს ესპანეთმა. გსურთ შეუერთდეთ ულტრამემარჯვენე ტალღას, რომელსაც ყველგან, სადაც ხელისუფლებაში მოდის, რეგრესი მოაქვს, თუ გსურთ, რომ ესპანეთი კვლავ დარჩეს გახსნილობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საყრდენად. გსურთ, ჩვენი ქვეყანა უკან დაიხიოს თუ წინსვლა გააგრძელო. გირჩევნიათ მთავრობა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებისთვის მუშაობს, თუ გსურთ ქვეყნის მართვის სადავეები გადასცეთ ულტრამემარჯვენე კოალიციას, რომელსაც არაფერი შეუთავაზებია და რომლის ერთადერთი მიზანია ბოლო რვა წლის განმავლობაში შექმნილი უფლებებისა და თავისუფლებების გაუქმება და შემცირება, რათა კვლავ იმავე ადამიანებმა, პრივილეგირებულმა უმცირესობამ მიიღონ სარგებელი.“
10 058
❗️ 🇭🇺 უნგრეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს მომზადება დაიწყო.
10 058
🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ:
„11 სექტემბრის ტერაქტების პირველი მსხვერპლი იყო ბრწყინვალე ისრაელელი მეწარმე, დენიელ ლევინი. ის ჩემს სამხედრო ნაწილში, სპეციალურ დანაყოფში, მსახურობდა. რაც მაშინ მოხდა, ის იყო, რომ ლევინი ფაქტობრივად თავს დაესხა თავდამსხმელებს — გამტაცებლებს, რომლებიც ერთ-ერთი თვითმკვლელი თვითმფრინავით თეთრი სახლის მიმართულებით მიფრინავდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთმა გამტაცებელმა მას ზურგში დანა დაარტყა. ის 11 სექტემბრის პირველი მსხვერპლი იყო, ამერიკელ-ისრაელელი. ის პირველი მსხვერპლი იყო”
10 058
🇺🇸 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხი დაპყრობას არ ეხება, [ის] ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.“
10 058
🇨🇺🇨🇳 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კუბის შესახებ:
„როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ვითარების ცვლილება, ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას, გამოიკვლიოს მისი ეროვნული პირობების შესაბამისი სოციალისტური განვითარების გზა. ასევე, ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და გარე ჩარევის წინააღმდეგ წინააღმდეგობას.“
10 058
🇮🇱🇦🇪 არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთადერთი ქვეყანა იყო არაბული სამყაროდან, რომელმაც არ დატოვა ნეთანიაჰის გამოსვლის დროს გაეროში პროტესტის ნიშნად დარბაზი.
10 058
🇨🇳🇺🇸 დონალდ ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ის სიმბოლოს, თეთრთავიანი არწივის ქანდაკება აჩუქა.
„მეგობრობის სულისკვეთებით, ჩემთვის დიდი პატივია თავმჯდომარე სი-ს გადავცე საჩუქარი, რომელიც შექმნილია გამოჩენილი ამერიკელი მხატვრის მიერ. თეთრთავიანი არწივი შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლოა და ამერიკის თავისუფალი და ამაღლებული სულის განსახიერებას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ის კარგ, მშვენიერ ადგილს იპოვის პეკინში. ჩვენთვის დიდი პატივია მისი თქვენთვის გადმოცემა“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
10 058
🇳🇵ნეპალის პრემიერ-მინისტრი ბალენ შაჰი:
„ჩვენ შევქმენით ისეთი მსოფლიო, სადაც ომისთვის იდეალურად გამართული ლოგისტიკა არსებობს, ხოლო საკვების მიწოდების სისტემა დარღვეულია. და ეს მხოლოდ ნეპალის პრობლემა არ არის. ჰკითხეთ ბანგლადეშს, ჰკითხეთ ბუტანს, ჰკითხეთ ინდოეთს, ჰკითხეთ მალდივებს, ჰკითხეთ პაკისტანს, ჰკითხეთ შრი-ლანკას, ჰკითხეთ ჩვენს რეგიონში ნებისმიერ სხვა ქვეყანას და იგივე პასუხს მოისმენთ. ჩვენ გვაზარალებს კლიმატი, რომელიც ჩვენ არ გაგვითბია, და კვლავ გვაზარალებს ომები, რომლებიც ჩვენ არ დაგვიწყია.“
10 058
🇮🇱❌🇪🇸 ესპანეთის სახელმწიფომ გაეროში ისრაელის დელეგაციის გამოსვლის დროს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა
10 058
❗️🇬🇪/🇦🇿 ,,აზერბაიჯანული მხარე საქართველოს საპატრიარქოს აფრთხილებს”:
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებასთან შეუსაბამოდ შეაფასა.
ბაქო მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და გეოგრაფიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიებას და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
უწყება რელიგიურ ინსტიტუტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა რეკომენდებული არ არის“.
10 058
🇷🇺🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსი ჟურნალისტები ეკითხებიან:
ჟურნალისტი: ,,როდის ჩახვალთ მოსკოვში?”
ზელენსკი: ,,რაკეტით.”
10 058
🇮🇱🇺🇳 გაეროში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლისას დელეგაციების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
10 058
🇪🇸🇲🇦🇺🇳 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტას შესახებ:
„ვიცი, რომ ასეთ დროს დიდია ცდუნება, აირჩიო მოკლე გზა, დაემორჩილო შიშს, მიგრანტები მტრად აქციო და კანონი დაარღვიო. თუმცა ჩემი ქვეყანა, ესპანეთი, ამას არ გააკეთებს. ამას არც ისეთი ესპანური ქალაქი გააკეთებს, როგორიც სეუტაა, რადგან მისი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია კრიზისის დაძლევა ღირსების შელახვის, კანონის უზენაესობის დარღვევისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გარეშე. სწორედ ამის გამო გამოვალთ ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერები, რადგან ესპანეთი არ ირჩევს იოლ გზას. ჩვენ ყოველთვის ყველაზე სამართლიან გზას ვირჩევთ.“
10 058
🇸🇾🇹🇷 სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გაეროში, თურქეთის პრრზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლისას სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამს” ათვალიერებდა.
10 058
🇪🇺 ევროპელი დაზვერვის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ რუსეთმა NATO-ს „თვეების და არა წლების“ განმავლობაში შეიძლება გამოცდა მოუწყოს. ამის შესაძლო ფორმებად სახელდება დრონებით ან რაკეტებით თავდასხმები, ცრუ-დროშის პროვოკაციები, გავლენის ოპერაციები ან თუნდაც NATO-ს ტერიტორიაზე შეზღუდული მასშტაბის შეჭრა.
თუმცა ბალტიის ქვეყნების დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან მოახლოებული თავდასხმის ნიშნებს ვერ ხედავენ და აფრთხილებენ, რომ საზოგადოებაში გადაჭარბებულმა განგაშმა თავადაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოსკოვის მიზანს — ევროპაში შიშისა და გაურკვევლობის გავრცელებას.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთის დივერსიული ოპერაციები გაძლიერდება. მათი თქმით, მოსკოვი სულ უფრო მეტად გადადის შემთხვევითი ხასიათის შეფერხებებიდან კონკრეტულ სამიზნეებზე ორიენტირებულ მოქმედებებზე, მათ შორის რკინიგზაზე, უკრაინის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურასა და ევროპულ თავდაცვის კომპანიებზე.
10 058
🇮🇹 იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო:
„არსებობს ნაკლებად ხილული ომი, ჰიბრიდული ომი, რომელიც ყოველდღიურად კიბერთავდასხმების გზით ვითარდება. ეს ბოლო დღეებშიც ვიხილეთ. კიბერთავდასხმა მიწაზე კრატერს არ ტოვებს და ადამიანებს ფიზიკურად არ კლავს, თუმცა მას შეუძლია საზოგადოებაში უკიდურესად ღრმა ზიანი დატოვოს. წარმოიდგინეთ კიბერთავდასხმა, რომელიც ბანკის ან INPS-ის არქივებს გაანადგურებდა. სამხედრო თავდასხმა საჭირო აღარ იქნებოდა. საკმარისი იქნებოდა, ვინმეს ერთი თვის განმავლობაში პენსია ვერ მიეღო. უცხო ქვეყნის ჯარებიც აღარ დაგჭირდებოდათ ქვეყანაში თავად დაიწყებოდა რევოლუციები.“
