uk
Feedback

Не попадись на ботовода! Telemetrio знаходить і позначає такі канали мітками 👉 Хочеш бачити мітку, оформляй підписку 👈

მსოფლიო ამბები

მსოფლიო ამბები

Відкрити в Telegram

გლობალური საინფორმაციო არხი

Показати більше

📈 Аналітичний огляд Telegram-каналу მსოფლიო ამბები

Канал მსოფლიო ამბები (@worldnewss01) у мовному сегменті Грузинська є активним учасником. На даний момент спільнота об'єднує 10 056 підписників, посідаючи 18 270 місце в категорії Новини і ЗМІ та 82 місце у регіоні Грузія.

📊 Показники аудиторії та динаміка

З моменту свого створення невідомо, проект продемонстрував стрімке зростання, зібравши аудиторію у 10 056 підписників.

За останніми даними від 08 жовтня, 2026, канал демонструє стабільну активність. Хоча за останні 30 днів спостерігається зміна кількості учасників на -133, а за останні 24 години на -6, загальне охоплення залишається високим.

  • Статус верифікації: Не верифікований
  • Рівень залученості (ER): Середній показник залученості аудиторії становить 23.43%. Протягом перших 24 годин після публікації контент зазвичай збирає 9.05% реакцій від загальної кількості підписників.
  • Охоплення публікацій: В середньому кожен допис отримує 2 358 переглядів. Протягом першої доби публікація в середньому набирає 911 переглядів.
  • Реакції та взаємодія: Аудиторія активно підтримує контент: середня кількість реакцій на один пост – 51.

📝 Опис та контентна політика

Автор описує ресурс як майданчик для висловлення суб'єктивної думки:
“გლობალური საინფორმაციო არხი”

Завдяки високій частоті оновлень (останні дані отримано 09 жовтня, 2026), канал підтримує актуальність та високий рівень охоплення публікацій. Аналітика показує, що аудиторія активно взаємодіє з контентом, що робить його важливою точкою впливу в категорії Новини і ЗМІ.

10 056
Підписники
-624 години
-347 днів
-13330 днів
Архів дописів
🇺🇸🇧🇷 ,,ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის შესაძლო ჩარევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დ
🇺🇸🇧🇷 ,,ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის შესაძლო ჩარევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო”: უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი როდრიგესმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა.

🇩🇪 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადეფული: „საქმე ისე არ არის, თითქოს რუსები რომ შევიდნენ, უბრალოდ უკრაინის დროშა ჩამოიწევა, რუსული დროშა აღიმართება და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება. რუსებს ბავშვები რუსეთში მიჰყავთ და უბრალოდ ართმევენ მათ კანონიერ მშობლებს. მხოლოდ ეს ქმედებაც კი რამდენად საშინელია. ისინი აუპატიურებენ, კლავენ და აწამებენ ადამიანებს. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.“

‼️🇬🇪🇹🇷 „დიდი თურქეთის“ რუკა სტამბოლში, ბათუმი და საქართველოს ნაწილი „ეროვნული აღთქმის“ საზღვრებში მოექცა”: სტამბოლის ერთ-
‼️🇬🇪🇹🇷 „დიდი თურქეთის“ რუკა სტამბოლში, ბათუმი და საქართველოს ნაწილი „ეროვნული აღთქმის“ საზღვრებში მოექცა”: სტამბოლის ერთ-ერთ საზოგადოებრივ მიწისქვეშა გადასასვლელში (კარაქოი) გამოფენილმა ისტორიულმა რუკამ ფართო განხილვა გამოიწვია. რუკაზე, რომელსაც სათავედ „Ahd-i Millî“ (ეროვნული აღთქმა / 1920 წლის „მისაკი მილი“) უძღვის, თურქეთის თანამედროვე საზღვრებს მიღმა არსებული ტერიტორიებია გამოსახული. ინსტალაციაზე წარმოდგენილი „ერთიანი წითელი სივრცე“ თურქეთის დღევანდელ საზღვრებს სცდება და ნაციონალისტური მისწრაფებების პერიოდის გეოგრაფიას აცოცხლებს. გამოფენილ ტერიტორიებს შორის მოხვდნენ: 🇬🇪 საქართველოდან — ბათუმი; 🇨🇾 🇬🇷 კვიპროსი, დასავლეთ თრაკია და როდოსი (საბერძნეთი); 🇸🇾 🇮🇶 სირიისა და ერაყის ნაწილები (მოსული, კირკუკი, ალეპო და ა.შ.). რუკა ვიზუალურად აერთიანებს ამ რეგიონებს ერთიან „ეროვნულ“ სივრცედ, რაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ საზოგადოებრივ სივრცეში მსგავსი ვიზუალის გამოჩენას განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევს ხდის.

🇪🇸 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: „ესპანელებმა უნდა გადაწყვიტოთ, რა როლის შესრულება გსურთ ამ ეპოქაში და რა როლი უნდა შეასრულოს ესპანეთმა. გსურთ შეუერთდეთ ულტრამემარჯვენე ტალღას, რომელსაც ყველგან, სადაც ხელისუფლებაში მოდის, რეგრესი მოაქვს, თუ გსურთ, რომ ესპანეთი კვლავ დარჩეს გახსნილობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საყრდენად. გსურთ, ჩვენი ქვეყანა უკან დაიხიოს თუ წინსვლა გააგრძელო. გირჩევნიათ მთავრობა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებისთვის მუშაობს, თუ გსურთ ქვეყნის მართვის სადავეები გადასცეთ ულტრამემარჯვენე კოალიციას, რომელსაც არაფერი შეუთავაზებია და რომლის ერთადერთი მიზანია ბოლო რვა წლის განმავლობაში შექმნილი უფლებებისა და თავისუფლებების გაუქმება და შემცირება, რათა კვლავ იმავე ადამიანებმა, პრივილეგირებულმა უმცირესობამ მიიღონ სარგებელი.“

❗️ 🇭🇺 უნგრეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს მომზად
❗️ 🇭🇺 უნგრეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს მომზადება დაიწყო.

🇮🇱 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „11 სექტემბრის ტერაქტების პირველი მსხვერპლი იყო ბრწყინვალე ისრაელელი მეწარმე, დენიელ ლევინი. ის ჩემს სამხედრო ნაწილში, სპეციალურ დანაყოფში, მსახურობდა. რაც მაშინ მოხდა, ის იყო, რომ ლევინი ფაქტობრივად თავს დაესხა თავდამსხმელებს — გამტაცებლებს, რომლებიც ერთ-ერთი თვითმკვლელი თვითმფრინავით თეთრი სახლის მიმართულებით მიფრინავდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთმა გამტაცებელმა მას ზურგში დანა დაარტყა. ის 11 სექტემბრის პირველი მსხვერპლი იყო, ამერიკელ-ისრაელელი. ის პირველი მსხვერპლი იყო”

🇺🇸 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხი დაპყრობას არ ეხება, [ის] ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.“

🇨🇺🇨🇳 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კუბის შესახებ: „როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ვითარების ცვლილება, ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას, გამოიკვლიოს მისი ეროვნული პირობების შესაბამისი სოციალისტური განვითარების გზა. ასევე, ჩინეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და გარე ჩარევის წინააღმდეგ წინააღმდეგობას.“

🇮🇱🇦🇪 არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთადერთი ქვეყანა იყო არაბული სამყაროდან, რომელმაც არ დატოვა ნეთანიაჰის გამოსვლის დროს გაეროში პროტესტის ნიშნად დარბაზი.

🇺🇸 აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად.
🇺🇸 აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად.

🇨🇳🇺🇸 დონალდ ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ის სიმბოლოს, თეთრთავიანი არწივის ქანდაკება აჩუქა. „მეგობრობის სულისკვეთებით, ჩემთვის დიდი პატივია თავმჯდომარე სი-ს გადავცე საჩუქარი, რომელიც შექმნილია გამოჩენილი ამერიკელი მხატვრის მიერ. თეთრთავიანი არწივი შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლოა და ამერიკის თავისუფალი და ამაღლებული სულის განსახიერებას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ის კარგ, მშვენიერ ადგილს იპოვის პეკინში. ჩვენთვის დიდი პატივია მისი თქვენთვის გადმოცემა“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

🇳🇵ნეპალის პრემიერ-მინისტრი ბალენ შაჰი: „ჩვენ შევქმენით ისეთი მსოფლიო, სადაც ომისთვის იდეალურად გამართული ლოგისტიკა არსებობს, ხოლო საკვების მიწოდების სისტემა დარღვეულია. და ეს მხოლოდ ნეპალის პრობლემა არ არის. ჰკითხეთ ბანგლადეშს, ჰკითხეთ ბუტანს, ჰკითხეთ ინდოეთს, ჰკითხეთ მალდივებს, ჰკითხეთ პაკისტანს, ჰკითხეთ შრი-ლანკას, ჰკითხეთ ჩვენს რეგიონში ნებისმიერ სხვა ქვეყანას და იგივე პასუხს მოისმენთ. ჩვენ გვაზარალებს კლიმატი, რომელიც ჩვენ არ გაგვითბია, და კვლავ გვაზარალებს ომები, რომლებიც ჩვენ არ დაგვიწყია.“

🇮🇱❌🇪🇸 ესპანეთის სახელმწიფომ გაეროში ისრაელის დელეგაციის გამოსვლის დროს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა
🇮🇱❌🇪🇸 ესპანეთის სახელმწიფომ გაეროში ისრაელის დელეგაციის გამოსვლის დროს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

❗️🇬🇪/🇦🇿 ,,აზერბაიჯანული მხარე საქართველოს საპატრიარქოს აფრთხილებს”: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს
❗️🇬🇪/🇦🇿 ,,აზერბაიჯანული მხარე საქართველოს საპატრიარქოს აფრთხილებს”: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებასთან შეუსაბამოდ შეაფასა. ბაქო მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და გეოგრაფიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიებას და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. უწყება რელიგიურ ინსტიტუტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა რეკომენდებული არ არის“.

🇷🇺🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსი ჟურნალისტები ეკითხებიან: ჟურნალისტი: ,,როდის ჩახვალთ მოსკოვში?” ზელენსკი: ,,რაკეტით.”

🇮🇱🇺🇳 გაეროში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლისას დელეგაციების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

🇪🇸🇲🇦🇺🇳 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტას შესახებ: „ვიცი, რომ ასეთ დროს დიდია ცდუნება, აირჩიო მოკლე გზა, დაემორჩილო შიშს, მიგრანტები მტრად აქციო და კანონი დაარღვიო. თუმცა ჩემი ქვეყანა, ესპანეთი, ამას არ გააკეთებს. ამას არც ისეთი ესპანური ქალაქი გააკეთებს, როგორიც სეუტაა, რადგან მისი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია კრიზისის დაძლევა ღირსების შელახვის, კანონის უზენაესობის დარღვევისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გარეშე. სწორედ ამის გამო გამოვალთ ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერები, რადგან ესპანეთი არ ირჩევს იოლ გზას. ჩვენ ყოველთვის ყველაზე სამართლიან გზას ვირჩევთ.“

🇸🇾🇹🇷 სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გაეროში, თურქეთის პრრზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლისას სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამს” ათვალიერებდა.

🇪🇺 ევროპელი დაზვერვის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ რუსეთმა NATO-ს „თვეების და არა წლების“ განმავლობაში შეიძლება გამოცდა
🇪🇺 ევროპელი დაზვერვის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ რუსეთმა NATO-ს „თვეების და არა წლების“ განმავლობაში შეიძლება გამოცდა მოუწყოს. ამის შესაძლო ფორმებად სახელდება დრონებით ან რაკეტებით თავდასხმები, ცრუ-დროშის პროვოკაციები, გავლენის ოპერაციები ან თუნდაც NATO-ს ტერიტორიაზე შეზღუდული მასშტაბის შეჭრა. თუმცა ბალტიის ქვეყნების დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან მოახლოებული თავდასხმის ნიშნებს ვერ ხედავენ და აფრთხილებენ, რომ საზოგადოებაში გადაჭარბებულმა განგაშმა თავადაც შეიძლება ხელი შეუწყოს მოსკოვის მიზანს — ევროპაში შიშისა და გაურკვევლობის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთის დივერსიული ოპერაციები გაძლიერდება. მათი თქმით, მოსკოვი სულ უფრო მეტად გადადის შემთხვევითი ხასიათის შეფერხებებიდან კონკრეტულ სამიზნეებზე ორიენტირებულ მოქმედებებზე, მათ შორის რკინიგზაზე, უკრაინის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურასა და ევროპულ თავდაცვის კომპანიებზე.

🇮🇹 იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო: „არსებობს ნაკლებად ხილული ომი, ჰიბრიდული ომი, რომელიც ყოველდღიურად კიბერთავდასხმების გზით ვითარდება. ეს ბოლო დღეებშიც ვიხილეთ. კიბერთავდასხმა მიწაზე კრატერს არ ტოვებს და ადამიანებს ფიზიკურად არ კლავს, თუმცა მას შეუძლია საზოგადოებაში უკიდურესად ღრმა ზიანი დატოვოს. წარმოიდგინეთ კიბერთავდასხმა, რომელიც ბანკის ან INPS-ის არქივებს გაანადგურებდა. სამხედრო თავდასხმა საჭირო აღარ იქნებოდა. საკმარისი იქნებოდა, ვინმეს ერთი თვის განმავლობაში პენსია ვერ მიეღო. უცხო ქვეყნის ჯარებიც აღარ დაგჭირდებოდათ ქვეყანაში თავად დაიწყებოდა რევოლუციები.“