ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.
Показати більше📈 Аналітичний огляд Telegram-каналу ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
Канал ალფა სიხშირე/ Alpha Frequency (@alphafrequency1) у мовному сегменті Грузинська є активним учасником. На даний момент спільнота об'єднує 21 169 підписників, посідаючи 10 911 місце в категорії Новини і ЗМІ та 41 місце у регіоні Грузія.
📊 Показники аудиторії та динаміка
З моменту свого створення невідомо, проект продемонстрував стрімке зростання, зібравши аудиторію у 21 169 підписників.
За останніми даними від 19 листопада, 2026, канал демонструє стабільну активність. Хоча за останні 30 днів спостерігається зміна кількості учасників на -302, а за останні 24 години на -18, загальне охоплення залишається високим.
- Статус верифікації: Не верифікований
- Рівень залученості (ER): Середній показник залученості аудиторії становить 9.63%. Протягом перших 24 годин після публікації контент зазвичай збирає 8.55% реакцій від загальної кількості підписників.
- Охоплення публікацій: В середньому кожен допис отримує 2 039 переглядів. Протягом першої доби публікація в середньому набирає 1 811 переглядів.
- Реакції та взаємодія: Аудиторія активно підтримує контент: середня кількість реакцій на один пост – 111.
📝 Опис та контентна політика
Автор описує ресурс як майданчик для висловлення суб'єктивної думки:
“Україна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.”
Завдяки високій частоті оновлень (останні дані отримано 20 листопада, 2026), канал підтримує актуальність та високий рівень охоплення публікацій. Аналітика показує, що аудиторія активно взаємодіє з контентом, що робить його важливою точкою впливу в категорії Новини і ЗМІ.
Завантажуємо дані
| Дата | Залучення підписників | Згадування | Канали | |
| 20 листопада | +1 | |||
| 19 листопада | 0 | |||
| 18 листопада | 0 | |||
| 17 листопада | +3 | |||
| 16 листопада | +1 | |||
| 15 листопада | +1 | |||
| 14 листопада | 0 | |||
| 13 листопада | 0 | |||
| 12 листопада | +3 | |||
| 11 листопада | +1 | |||
| 10 листопада | +1 | |||
| 09 листопада | +1 | |||
| 08 листопада | +4 | |||
| 07 листопада | +5 | |||
| 06 листопада | +5 | |||
| 05 листопада | +1 | |||
| 04 листопада | +1 | |||
| 03 листопада | 0 | |||
| 02 листопада | +2 | |||
| 01 листопада | +3 |
| 2 | 🇮🇱BLOOMBERG-ის ინფორმაციით, ისრაელმა განაახლა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“ , რათა უფრო დაბალ ფასად გაუმკლავდეს ირანული ბალისტიკური რაკეტების უფრო ფართო სპექტრს—-
🔹მისი „სტანერის“ ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების ღირებულება დაახლოებით $1 მილიონი დოლარია, მაშინ როცა „Arrow 3 $3 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო ამერიკული „პეტრიოტ“ PAC-3-ის ანტირაკეტები — $4 მილიონ დოლარზე მეტი.
🚀ეს განახლება მოჰყვა ირანის იერიშებს, რომლებმაც ისრაელის თავდაცვაში არსებული ხარვეზები გამოააშკარავა და გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგები შეამცირა. | 171 |
| 3 | 🇮🇷 ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, აჰმად ვაჰიდი აცხადებს, რომ ირანი „საბოლოო დაპირისპირების“ ფაზაში შედის—-
🔹 IRGC-ის მეთაურმა თეირანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი შედის „გლობალურ ქედმაღლობასთან საბოლოო დაპირისპირების“ ფაზაში და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, აღიაროს დამარცხება და დატოვოს რეგიონი—-
◼️ Press TV-ის ცნობით, ვაჰიდი პარასკევს თეირანში, კონფერენცია „განთავისუფლების პიონერების“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა:
📌 „იყავით მზად,“ — მიმართა მან აუდიტორიას.
ვაჰიდის თქმით, ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ირანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, უსაფრთხო თავშესაფარს ვერსად იპოვიან- “შურისძიება ჩვენი უფლებაა. მსოფლიო აღარ იქნება უსაფრთხო მკვლელებისა და დამნაშავეებისთვის,“ — განაცხადა ვაჰიდმა.
🗣️ „ჩვენ ბრძოლის დიდი ნაწილი გავიარეთ და წინ კიდევ დიდი ნაწილი გველოდება, ირანის საზღვაო ძალები აკონტროლებენ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს, ხოლო მათი მოქმედების არეალი სრუტის მიღმა სულ მცირე 500 კილომეტრზე ვრცელდება. უცხო ქვეყნის ძალების თავშეკავება, მიუახლოვდნენ ირანს 500-დან 600 კილომეტრამდე მანძილზე, ჩვენი საზღვაო ქვედანაყოფების შესაძლებლობებითა და შეკავების პოლიტიკით არის განპირობებული. ირანის კუნძულებისა და სანაპირო ზოლის ხელში ჩაგდების მცდელობები ჩაიშალა. ირანის მტრებს „სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ აღიარონ დამარცხება“ და საბოლოოდ დატოვონ რეგიონი.”
📌 „მტრის ქმედებები გვაიძულებს, გადავხედოთ და ხელახლა გავაანალიზოთ ჩვენი დოქტრინები….შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 40 დღეში იმ რაოდენობის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე წლის განმავლობაში ხარჯავს.”
◼️ Al Mayadeen-ის ინფორმაციით, ეს გამოსვლა იმ ფონზე შედგა, როდესაც ვაშინგტონი ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას ინარჩუნებს, თეირანი კი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე მისი პირობები არ შესრულდება.
◼️ CBS News-ის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირები ირანზე ახალი იერიშის მიტანის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) უარყო ისრაელის ცალკეული ანგარიში განახლებული ოპერაციების შესახებ და მას „წმინდა წყლის სპეკულაცია“ უწოდა…..
🛰️სატელიტური სურათები ასევე მიუთითებს, რომ ირანი ისპაჰანის მახლობლად მიწისქვეშა ობიექტს თხრის. თეირანმა ასევე განაცხადა, რომ სრუტეში ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა…. | 257 |
| 4 | ❗️❗️❗️ რუსი დიქტატორი პარალელური სამყაროდან “ღაღადს აგრძელებს” და ოცნებობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მის მხარეს გადავიდნენ …. აი ის უკრაინელი ჯარისკაცები- რუსულ იმპერიულ პროექტს რომ ყელში გაეჩხირა და მოსკოვს ყოველდღე ეფექტიანად ახრჩობს 😈 🫡:
🗣️ პუტინი უკრაინელ ჯარისკაცებს:
“მინდა ვთქვა: გადმოდით ჩვენს მხარეს, რადგან ეს ჩვენი საერთო მხარეა.
გადმოდით ჩვენს საერთო მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს.”
🇷🇺 დიქტატორი უკვე სხვაგვარად ჭიკჭიკებს იმ უკრაინაზე, რომლის არმიასა და ხელისუფლებას თითქმის 5 წლის წინ — სანამ მისი ჯარები 1.6 მილიონზე მეტ ჯარისკაცს დაკარგავდა — დენაციფიკაციითა და დემილიტარიზაციით ემუქრებოდა:
📌 “მათაც, ვინც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს, უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება და ყველა, ვინც მათ რუსეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში უჭერს მხარს, მოქმედებს არა უკრაინის ინტერესებში, არამედ საკუთარ ინტერესებში. მათი მიზანია — ყველაფრის დასუსტება, დაყოფა, შემადგენელ ნაწილებად დაშლა და საკუთარ ნებაზე დაქვემდებარება. ამის გააზრებით, ვფიქრობ, ყველანი — მათ შორის ისინიც, ვინც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს — ერთიანობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
არა აუცილებლად ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ამას საერთოდ არ ვგულისხმობ. არამედ ერთიანობას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით”,- აცხადებს “ვლაძიმირი”.. | 478 |
| 5 | ❗️❗️❗️ ჩვენთვის პუტინი მტერი და მკვლელია, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ტრამპს, რომელმაც რუს დიქტატორს მეგობარი უწოდა.
🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტის სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებები:
➡️ “ტრამპი თავად წყვეტს, როგორ მოიხსენიოს პუტინი, მაგრამ უკრაინისთვის ის ცალსახად მტერი და მკვლელია”.
➡️ “პუტინი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან მისი შეტევითი ოპერაციები ტოტალურად ჩავარდა”.
➡️ “როდესაც პუტინზე როგორც მეგობარზე ან ახლობელზე საუბრობენ, ის საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს და ამიტომ ომს აგრძელებს. უცნობია, მიიღო თუ არა პუტინმა აგრესიის გაგრძელების „მწვანე შუქი“, მაგრამ ის ნამდვილად არ ჩერდება”. | 533 |
| 6 | 🟥 უკრაინის ქალაქ კრივოი როგის ცენტრში რუსი ტერორისტების მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული იერიშის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსთან ერთად ასევე დაიბომბა რესტორნის მიმდებარე ტერიტორია და ავტომობილებიც… გავრცელებული ცნობებით, დაბომბვის შედეგად, გარშემო ფიქსირდება რამდენიმე მოქალაქის ცხედარიც… | 553 |
| 7 | ✅ გერმანულ-უკრაინული კომპანია Quantum Frontline Industries-ი, 5-ჯერ გაზრდის თავის საწარმოო სიმძლავრეებს, FPV დრონების წარმოების გასაზრდელად. კომპანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აწარმოებს Linza-ს ტიპის მრავალმიზნობრივ FPV დრონებს და Zoom-ის ტიპის სადაზვერვო FPV დრონებს. | 555 |
| 8 | 🇷🇺 “პუტინს ახლა რთული დრო უდგას, რადგან ის უკრაინასთან აწარმოებს ომს, რომელიც სულ რაღაც ერთ დღეს უნდა გაგრძელებულიყო”, — ტრამპი
🗣️ ამერიკის პრეზიდენტის სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებები:
📌 “ისტორიაში პირველად — აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ჩვენ შორის იყო ისეთი ქიმია, ისეთი ენერგია და ისეთი მეგობრობა, როგორიც აქამდე არავის უნახავს”
📌 “პუტინმა მკაფიოდ თქვა, რომ სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დიპლომატიური გზით დასრულება… მე ვკითხე პუტინს, დაესხმებოდა თუ არა თავს უკრაინას, მაშინ რომ მე ვყოფილიყავი აშშ-ის პრეზიდენტი. მან მიპასუხა – არა”
ჟურნალისტი: “უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არის მზად შეერთებული შტატები უკრაინისთვის?”
ტრამპი: “იცით, არ ვიცი. ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ.”
🔹 ჟურნალისტი: “თქვენ თქვით, რომ პუტინი თქვენი მეგობარია. რუსეთი ირანის ყველაზე დიდი მოკავშირეა. გჯერათ, რომ პუტინი ამერიკის მეგობარია?”
ტრამპი: “მე მთელი ამერიკის სახელით ვერ ვილაპარაკებ. პუტინს მივიჩნევ ადამიანად, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”. | 539 |
| 9 | ✅ შვედური კომპანია Nordic Air Defence, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამოსაცდელად გადასცემს К200 ტიპის ჩქაროსნულ გადამჭერ დრონებს. არსებული ინფორმაციით მას რუსული Герань-4 ტიპის რეაქტიულძრავიანი კამიკაძე დრონების გადაჭერაც შეუძლია. აპარატის ზუსი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები არ ხმაურდება, ცნობილია რომ ფრენის ფინალურ ეტაპზე აპარატი იყენებს სამიზნის გაცილების ავტომატურ რეჟიმს და 500 გრამი მასის საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი. | 744 |
| 10 | 🇷🇺🎯🚀🔥 რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტით კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი პირდაპირი დამიზნებით დაბომბეს—- უცნობია მსხვერპლის პოტენციური რაოდენობა…. | 729 |
| 11 | ✅ უკრაინულმა კომპანია Ukrspecsystems-მა, რომელიც ცნობილია როგორც RAM-2X და RAM-3X ტიპის ბარჟირებადი საბრძოლო მასალების მწარმოებელი, წარმოადგინა ახალი ჯვარფრთიანი დამრტყმელი დრონი Black Betty.
🔻 თუკი RAM-2X და RAM-3X ტიპის აპარატები გამოიყენება ძვირადღირებული სამიზნეების გასანადგურებლად, Black Betty-ი გამოყენებული იქნება სამიზნეების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებზეც მიზანშეწონილი არ არის შედარებით ძვირადღირებული აპარატების დახარჯვა. Black Betty ორჯერ უფრო იაფია ვიდრე RAM-2X, მისი კონსტრუქცია მაქსიმალურად მორგებულია მასობრივ წარმოებაზე.
🔻Black Betty-ის ფრენის მანძილი 120 კმ-ს აღწევს და 2,7 კგ მასის საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი. აპარატის ალგორითმი იძლევა საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მანევრით აარიდოს თავი მოწინააღმდეგის FPV გადამჭერ დრონს, მისი აღმოჩენის შემთხვევაში.
🔻პრეზენტაციის მომენტისათვის, უკრაინულ უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებს, უკვე ასეულობით Black Betty ჰქონდათ გამოყენებული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. | 762 |
| 12 | ✅ სამხრეთის მიმართულება - უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა Ахилес-მა, ბომბერი დრონიდან ჩამოგდებული საბრძოლო მასალებით, რუსი ოკუპანტების მორიგი ПТС-2 ტიპის, მცურავი მუხლუხოვანი ტრანსპორტერი გაანადგურა. | 717 |
| 13 | 🟥 "პუტინის ჩინეთში ვიზიტს, ჩინურმა მხარემ დაამთხვია რუსეთში დრონების ძრავების ექსპორტზე შეზღუდვების შემოღება. აი მოკავშირე, თან ისეთი სტრატეგიული, რომ ასეთს სხვას ვერ იპოვი" - კბილებს აღრჭიალებს ცნობილი რუსი იმპერიალისტი, ჟურნალისტი მაკსიმ კალაშნიკოვი. | 790 |
| 14 | ‼️‼️‼️ მოგესალმებით, WORLD MILITARY-Ს და “ალფა სიხშირის” გამომწერებო – ჩვენი პროექტის გასაგრძელებლად და ადმინების მოტივაციის გასაზრდელად, გამომწერებისგან მიღებული დონეციებით, ნოემბრის თვეში დასახული 5000 ლარიანი მიზნის, 25% უკვე შეგროვდა.
როგორც უკვე იცით, ჩვენ შევქმენით დონაციების მსურველებისთვის განკუთვნილი ფეისბუქ და ტელეგრამ ჯგუფები, სადაც სურვილის შემთხვევაში გაწევრიანებდებით და მიიღებთ ინფორმაციებს, ჩვენი გვერდების მხარდასაჭერად საჭირო დონაციების შესახებ – შემოსული დონაციების შესახებ განახლებებს კი, პერიოდულობით, თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ.
აქვე, მადლობა ყველა დონატორს, რომელთა აქტიურობა და სისტემურობა, ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად ძალიან დიდი მოტივაცია და მხარდაჭერაა.
‼️გაცნობებთ, რომ გვერდების დაფინანსება შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდით:
💳 🟧 #GE82BG0000000537580124
💳 🟦 #GE85TB7000145066300003
📍კრიპტო:
BTC: #1Jii183Fw7CM6ZkBUPWTVpHedJ6v15o2qS
USDT: #TRkckt8Mehny1U4vBaMw7b6wBcypdexUGU
ETH: #0xe5eb9278eb008cf93ee3ff15c2ac130d300ffdb3
🔴 ამავდროულად, ვისაც სურვილი გაქვთ ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის, დონაციები შეგიძლიათ #Patreon-ის გამოყენებით - http://patreon.com/user?u=73815580
‼️დონაციებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ #Paypal-ი - https://www.paypal.com/paypalme/OTARKONJARIA?country.x=GE&locale.x=en_US | 781 |
| 15 | ✅ უკრაინულმა კომპანია Ukrspecsystems-მა, რომელიც ცნობილია როგორც RAM-2X და RAM-3X ტიპის ბარჟირებადი საბრძოლო მასალების მწარმოებელი, წარმოადგინა ახალი ჯვარფრთიანი დამრტყმელი დრონი Black Betty.
🔻 თუკი RAM-2X და RAM-3X ტიპის აპარატები გამოიყენება ძვირადღირებული სამიზნეების წინააღმდეგ, Black Betty-ი გამოყენებული იქნება სამიზნეების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებზეც მიზანშეწონილი არ არის შედარებით ძვირადღირებული აპარატების დახარჯვა. Black Betty ორჯერ უფრო იაფია ვიდრე RAM-2X, მისი კონსტრუქცია მაქსიმალურად მორგებულია მასობრივ წარმოებაზე.
🔻Black Betty-ის ფრენის მანძილი 120 კმ-ს აღწევს და 2,7 კგ მასის საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი. აპარატის ალგორითმი იძლევა საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მანევრით აარიდოს თავი მოწინააღმდეგის FPV გადამჭერ დრონს, მისი აღმოჩენის შემთხვევაში.
🔻პრეზენტაციის მომენტისათვის, უკრაინულ უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებს, უკვე ასეულობით Black Betty ჰქონდათ გამოყენებული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. | 348 |
| 16 | 🔥🔥“ყირიმში მცხოვრები ხალხი მეკითხება, შესაძლოა თუ არა, რომ მალე პური და ბენზინი გაქრეს? საქმე ისაა, რომ შესაძლოა რუსეთი გაქრეს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა 2028-29 წლისათვის სახელმწიფო ჩამოიშლება….. საჭიროა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.”….
❗️❗️❗️პუტინის მეხოტბე ღრუზინებო და პრორუსო ტროლებო, თქვენს ყურადღებას ბატონებო—- 😈🤫
🇷🇺 რუსი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი, რომელიც ამჟამად ოკუპრებულ ყირიმში ცხოვრობს, თავის YOUTUBE არხზე ეხმაურება ყირიმის ხიდის ჩანგრევის ბოლოდროინდელ მოვლენებს და გამოდის რუსეთის ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით:
🇺🇦🎯„უკრაინელებმა ყირიმის ხიდის დაანგრევით პუტინი და მთელი ჩვენი ქვეყანა დაამცირეს მსოფლიოს თვალში.როდესაც ჩვენ დავიწყეთ კიევის ხიდებზე დარტყმების მიყენება, მაშინ ვთქვი: „მოემზადეთ პასუხისთვის—- მომხდარის შემდეგ ყირიმში რუსული დროშების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ყირიმში ავტომანქანებზე გაქრა Z პატრიოტული სიმბოლიკა, გუშინდელი Z პატრიოტები დღეს გულმოდგინედ ფხეკენ ამ სიმბოლოებს."
📌„ყირიმში ხალხი მეკითხება, შესაძლოა თუ არა, რომ მალე პური და ბენზინი გაქრეს? საქმე ისაა, რომ შესაძლოა რუსეთი გაქრეს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა 2028-29 წლისათვის სახელმწიფო ჩამოიშლება.“
📌„უკრაინა მორალური თვალსაზრისით, რუსეთზე ძლიერია! ჩვენ სრულ დეგრადაციაში ვიმყოფებით და ეს არის მთავარი! დეგრადაცია მიმდინარეობს ყველა მიმართულებით.“
📌„ბირთვული ისტერია არ გვჭირდება. ბირთვული იარაღი ვერ დაგვეხმარება, როგორც ვერ დაეხმარა საბჭოთა კავშირს გადარჩენაში. ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში, თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების, ჩვენთვის კატასტროფის და უბრალოდ განადგურების მომტანი იქნება.“
📌„ჩვენ აღარ ვართ ცალკე ცივილიზაცია. ამას ვაცხადებ როგორც მეცნიერებათა დოქტორი. თუკი სსრკ-ზე მოდიოდა მსოფლიო ტექნოლოგიური მიღწევების 8%, დღეს რუსეთს ამ დარგში უკავია 0.38%."
📌„ხელისუფლებაში პატრიოტები არ აჩერებენ, ასეთებს დევნიან. ილიუხინმა პუტინზე რაღაც თქვა და უეცრად გარდაიცვალა,
ნავალნიმ კორუფციის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა და ციხეში მოკვდა. ახალ სახელმწიფო სათათბიროში არც ერთი წესიერი და მამაცი ადამიანი არ არის. თუ წინა მოწვევის დუმაშიც იყო რამდენიმე, ამ ახლანდელ დუმაში ასეთი არავინ შეუშვეს.“
📌„ხელისუფლება ადამიანებს უცხოელ აგენტებად აცხადებს თავიანთი მოსაზრებების, პატიოსნების და წესიერების გამო.”
📌 “საჭიროა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.“ - ამ მოწოდებით ასრულებს ივაშოვი.
📌ცნობისათვის: გენერალ-პოლკოვნიკი ივაშოვი თავიდანვე, 2022 წელს, ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას და მოუწოდრბდა პუტინს, არ გადაედგა ასეთი კატასტროფული ნაბიჯი. „ეს ომი საფრთხეს შეუქმნის თავად რუსეთის არსებობას“, - წერდა ივაშოვი პუტინის სახელზე შედგენილ მიმართვაში. | 774 |
| 17 | 🇺🇸🇪🇺🇺🇦 “პრეზიდენტ ტრამპს ევროპელებისთვის უკრაინის დახმარების შეწყვეტა არ უთხოვია. ეს ტყუილია”, — განაცხადა მაკრონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ (EP) კომენტარში.
📌 „უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებში ჩასართავად და მკაცრი მოთხოვნების წამოსაყენებლად ევროპული მხარდაჭერის წყალობით, ხოლო ამ ევროპული მხარდაჭერის ფორმები უკრაინისა და ევროპის საჭიროებების შესაბამისად გადაიხედება“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა. | 768 |
| 18 | ❗️❗️❗️ სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ კუშნერის მიერ უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი დახმარებით უზრუნველყოფის იდეას “აუმჟავებია” ოკუპანტები “დურაკოვოში” 😈🤫——
🇷🇺🇺🇦 “რუსეთი არ ეთანხმება უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს… ჩვენთვის მიუღებელია კიევისთვის ნატო-ს კვაზი-წევრობის ფორმულის მოძებნაც კი და ამ სფეროში, ასე ვთქვათ, რაიმე სახის კრეატიული გადაწყვეტილების ძიება”, — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი….. | 952 |
| 19 | ✅ აღმოსავლეთის ფრონტი - "მადიარის ჩიტების" ოპერატორებმა FPV კამიკაძე დრონების საშუალებით რუსი ოკუპანტების მორიგი БМ-27 Ураган-ის ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარი გაანადგურეს. | 988 |
| 20 | ❗️❗️❗️ „რადიო თავისუფლების“ (Radio Liberty) ცნობით, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, შესაძლოა, უკვე ნოემბერში ჩავიდნენ მოსკოვში კრემლთან უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოსალაპარაკებლად—- ეს წინადადება პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააჟღერა. თავად პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა ევროპელები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მათი პოზიციის გასარკვევად მიიწვია. | 1 001 |
