VOL 2.0
რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში. კონტაქტი: https://t.me/vol202Bot ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat 18+ არხი: https://t.me/vol218
Mostrar más📈 Análisis del canal de Telegram VOL 2.0
El canal VOL 2.0 (@gvol20) en el segmento lingüístico de Georgiano es un actor destacado. Actualmente la comunidad reúne a 11 375 suscriptores, ocupando la posición 16 888 en la categoría Noticias y medios y el puesto 73 en la región Georgia.
📊 Métricas de audiencia y dinámica
Desde su creación el невідомо, el proyecto ha mostrado un crecimiento acelerado, reuniendo a 11 375 suscriptores.
Según los últimos datos del 04 septiembre, 2026, el canal mantiene una actividad estable. En los últimos 30 días la variación de miembros fue de -156, y en las últimas 24 horas de 0, conservando un alto alcance.
- Estado de verificación: No verificado
- Tasa de interacción (ER): El promedio de interacción de la audiencia es 15.26%. Durante las primeras 24 horas tras publicar, el contenido suele obtener 7.20% de reacciones respecto al total de suscriptores.
- Alcance de las publicaciones: Cada publicación recibe en promedio 1 736 visualizaciones. En el primer día suele acumular 819 visualizaciones.
- Reacciones e interacción: La audiencia responde de forma activa: el promedio de reacciones por publicación es 48.
📝 Descripción y política de contenido
El autor describe el recurso como un espacio para expresar opiniones subjetivas:
“რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში.
კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat
18+ არხი: https://t.me/vol218”
Gracias a la alta frecuencia de actualizaciones (últimos datos recibidos el 05 septiembre, 2026), el canal mantiene la vigencia y un amplio alcance. La analítica demuestra que la audiencia interactúa activamente con el contenido, lo que lo convierte en un punto de referencia dentro de la categoría Noticias y medios.
Carga de datos en curso...
| Fecha | Crecimiento de Suscriptores | Menciones | Canales | |
| 05 septiembre | 0 | |||
| 04 septiembre | +4 | |||
| 03 septiembre | +2 | |||
| 02 septiembre | 0 | |||
| 01 septiembre | +3 |
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წინდებსა და საბრძოლო მასალას არ ითვლის და კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ეროვნული აუდიტორის ოფისის კრიტიკა, ძირითადად თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აჩენს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ სწორია დღეს თავდაცვის მთელ სექტორზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება- ნათქვამია სოციალურ ქსელში პევკურის მიერ ესტონეთის საზმაუსთვის მიცემულ ინტერვიუსთან ერთად გამოქვეყნებულ პოსტში. საქმე ეხება 2 სექტემბერს გავრცელებულ ცნობას: ესტონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას ცდილობდა, რისთვისაც 70 მილიონი ევრო წინასწარ გადაუხადა ინდურ კომპანიებს, რომლებსაც აქამდე არ გაუყიდიათ საბრძოლო მასალა. ოთხშაბათსვე რიიგიკოგუმ (პარლამენტი) აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სექტორში დაწერილი ანგარიში და ბუღალტრული აღიცხვის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია განიხილა. მაგნუს-ვალდემარ საარმა, რომელიც ესტონეთის თავდაცვის ინვესტიციების ცენტრს (RKIK) ხელმძღვანელობდა 2025 წლის ივლისამდე, განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. პევკურმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ინტერვიუში განაცხადა, რომ ნამდვილად არ კითხულობდა კონტრაქტებს, რადგან ეს არ იყო მისი პასუხისმგებლობა, მაგრამ დაადასტურა, რომ მას RKIK გადასცემდა.
| 2 | წაიკითხეთ ? ახლები დავდო ვითო ? 😁 | 1 167 |
| 3 | ‼️ დმიტრი პუტიატა (Kriegsforscher) უკრაინისთვის პრობლემად მიიჩნევს სუ-57-ის ახალი ორადგილიანი ვერსიის განვითარებას, სადაც ერთ-ერთი მფრინავი ორ С-70-ისა და „ორიონის“ ტიპის დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატს მართავს.
„ორიონი“ უკვე დიდი ხანია გადაიქცა მეშ-ქსელის რეტრანსლატორად შორ მანძილზე რუსული დარტყმებისთვის: FPV-დან Shahed-ის სხვადასხვა ვერსიამდე.
ამ წლის მაისში კიევზე „ლანცეტის“ პირველი დაფიქსირებული დარტყმის დროს, სწორედ „ორიონი“ ასრულებდა სიგნალის რეტრანსლატორის როლს.
ამგვარად, რუსები საკუთარი დარტყმების მანძილის გასაზრდელად ახალ შესაძლებლობებს იძენენ. | 1 423 |
| 4 | OSINT-მკვლევარმა იაკუბ იანოვსკიმ დაწერა სტატია კონკურენტების შესახებ, რომლებიც Starlink-ის ჩანაცვლებას ცდილობენ.
უპირატესობები, რომლებსაც Starlink მონაცემთა უზარმაზარი მასივების გადასაცემად იძლევა, რადიკალური წონისაა, განსაკუთრებით სამხედრო საქმეში, რაც ბიძგს აძლევს ალტერნატიული სისტემების შექმნას, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება როგორც ამერიკის მთავრობისგან, ისე ილონ მასკისგან.
თუმცა ჯერჯერობით კონკურენტები SpaceX-ს წლებით ჩამორჩებიან: ტექნოლოგიების, წარმოების მასშტაბირების, პროდუქციის გაიაფების პრობლემების, ასევე ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და კორუფციის გამო.
კერძოდ, ევროპული Eutelsat OneWeb-ი, მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის თანატოლია, ჩაფლულია ბიუროკრატიული განხილვების სერიაში, წარმოების მასშტაბირებისა და თანამგზავრების გაშვების ფასის შემცირების უუნარობაში.
შედეგად, კომპანიას ორბიტაზე მხოლოდ 600-ზე ოდნავ მეტი თანამგზავრი ჰყავს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა 1,1 ტერაბაიტია მაშინ როდესაც Starlink-ს Falcon 9-ის ერთი გაშვებით ორბიტაზე მეტი გამტარუნარიანობა გაჰყავს.
ევროპული თანამგზავრები ტექნოლოგიურად საგრძნობლად ჩამორჩება Starlink-ს, როგორც თავად თანამგზავრების კონსტრუქციაში, ისე მათი გამშვები რაკეტების შესაძლებლობებში, რის შედეგადაც თითოეული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანის ფასი 10-ჯერ უფრო ძვირი გამოდის.
SpaceX-ს ჰყავს ამერიკელი კონკურენტიც Amazon LEO, რომელმაც თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
იაკუბი Amazon-ის თანამგზავრებს ტექნიკური თვალსაზრისით კარგებად მიიჩნევს, თუმცა კომპანიის მთავარ ნაკლზე მიუთითებს - საკუთარი რაკეტების არარსებობა.
შედეგად, Amazon-მა კონტრაქტები გააფორმა ალტერნატიული კოსმოსური სააგენტოების უამრავ გაშვებაზე თუმცა ისინი ხშირად ჩამორჩებიან გრაფიკს, რაც SpaceX-თან კონკურენციას საგრძნობლად გაართულებს.
ჩინელებიც აქტიურად მუშაობენ ანალოგებზე და ჰყავთ ორი მთავარი კომპანია Guowang-ი და Qianfan-ი.
იაკუბი აღნიშნავს, რომ Guowang-ს თანამგზავრების კონსტრუქციისადმი უფრო კონსერვატიული მიდგომა აქვს, ხოლო Qianfan-ი ფსონს უფრო თამამ, თუმცა უფრო რისკიან პროექტებზე დებს.
თითოეულ ამ კომპანიას ორბიტაზე უკვე რამდენიმე ასეული თანამგზავრი ჰყავს, ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მათი კავშირგაბმულობისთვის გამოყენება დაიწყება.
რუსულ „რასვეტს“ აქვს ამბიცია, ევროპული OneWeb-ის დონეზე გავიდეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 32 თანამგზავრის გაშვება განახორციელა (რომელთაგან სამი უკვე ჩამოვიდა ორბიტიდან, კიდევ სამს კი პრობლემები აქვს).
მკვლევარი აღნიშნავს, რომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, რუსები საკუთარ თანამგზავრებს უკრაინაში ბრძოლის ველის მაქსიმალური დაფარვისთვის არ აოპტიმიზებენ, რაც მათ უკვე ახლა მნიშვნელოვნად დახმარებოდა.
იაკუბს ასევე ეჭვი ეპარება, რომ რუსები მუდმივი დაფარვის მიღწევას 2028 წელზე ადრე შეძლებენ.
ევროპელებს ასევე აქვთ პროექტი IRIS², რომლის მიზანიცაა OneWeb-ისა და სხვა ეროვნული სატელიტური პროგრამების ერთიან ქსელში გაერთიანება.
ეს პროექტი ასევე ზარალდება უსასრულო ბიუროკრატიული განხილვებით, ასევე ევროპული კოსმოსური პროგრამის სისუსტით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მუშაობა 2030 წელზე ადრე დაიწყოს.
იაკუბი ასკვნის, რომ Starlink-ის მონოპოლია ასე თუ ისე დაირღვევა, და სხვა პროექტები ამა თუ იმ დონეზე შეძლებენ კონკურენციის გაწევას.
თუმცა ეს პროექტები მასშტაბით უფრო მცირე დარჩება, არ ექნებათ სამოქალაქო გამოყენება და ასევე მუდმივ სამთავრობო ინვესტიციებს მოითხოვენ.
მიუხედავად ამისა, მრავალი მთავრობისთვის Starlink-ის ალტერნატივების შემუშავების მთავარ მოტივატორად სატელიტური კავშირის გამოყენების მხრივ დამოუკიდებლობა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახსრები გამოიყოფა. | 1 192 |
| 5 | 👀 ჰუსიტებმა საუდის არაბეთის კუთვნილი Abrams M1A2S ის ტიპის ტანკი გაანადგურეს. | 964 |
| 6 | Sin texto... | 962 |
| 7 | 🇷🇺 სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების (სრკ) ოპერატორთა რუსული კურსები მოსკოვის სამხედრო ოლქის ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში.
როგორც თავად რუსები აცხადებენ, პირველი ორი კვირა თეორიაა: ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, პროგრამული უზრუნველყოფა, რჩილვა, რადიოტექნიკა და პლატფორმების მომსახურება.
გამოცდების ჩაბარების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები პოლიგონზე გადიან, სადაც წყვილებში მუშაობენ სრკ-ს ოპერატორი FPV-ის ოპერატორთან ერთად.
მომზადების რეალისტურობისთვის პოლიგონზე რებ-ის საშუალებებით ქმნიან შეფერხებებს და ახშობენ სიგნალებს.
სწავლება თითქმის ყველა ტიპის რუსულ სახმელეთო რობოტიზებულ კომპლექსზე მიმდინარეობს: „კურიერი“, „დეპეშა“, „ბოგომოლი“ და სხვა. | 926 |
| 8 | War On the Rocks: აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ოფიცერთა მომზადების სისტემას თანამედროვე ომის ცვლილებების გათვალისწინებით გარდაქმნის.
ძირითადი დებულებები:
• საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ ისტორიასა და სტრატეგიაზე ორიენტირებული ტრადიციული სწავლება უკვე არასაკმარისია, რადგან ოფიცრებს ერთდროულად უწევთ უპილოტო საფრენი აპარატების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერსაშუალებების, კოსმოსური სისტემებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების საკითხების გათვალისწინება.
• ამიტომ, მომზადების ნაწილი ახლა დახურულ ფორმატში გადაჰყავთ, ამერიკული ძალებისა და პოტენციური მტრების შესაძლებლობების შესახებ რეალურ მონაცემებზე წვდომით.
• უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა ერთობლივი ოპერაციების პროგრამა Top Secret/SCI-ის დონის დაშვებით, სადაც ოფიცრებს ერთიანი ჩანაფიქრის ფარგლებში სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსური და კიბერძალების მოქმედებების კოორდინაციას ასწავლიან.
• საშუალო დონის კურსის დასრულების შემდეგ მაიორს უნდა შეეძლოს მანევრის, საცეცხლე განადგურების, დაზვერვისა და ლოგისტიკის ერთდროულად რამდენიმე სფეროში გაერთიანება, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკებს საომარ მოქმედებათა თეატრის დონეზე რამდენიმე გაერთიანებული ოპერატიული დაჯგუფების კოორდინაციისთვის ამზადებენ.
• იცვლება პედაგოგების მომზადებაც ისტორიკოსებს ორბიტალური მექანიკის საფუძვლების შესასწავლად გზავნიან, პოლიტოლოგები სარდლობის, მართვისა და საცეცხლე განადგურების თანამედროვე სისტემებს ეუფლებიან, ხოლო ინსტრუქტორებს საშტაბო კურსებზე, წვრთნებსა და მოქმედ შენაერთებთან სამუშაოდ ამწესებენ.
• რეფორმის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული battle labs-ის (სასწავლო ლაბორატორიები რეალური სამხედრო ამოცანების გასარჩევად) გაფართოებას, ასევე დახურულ სამხედრო თამაშებსა და ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
• სტუდენტების ოპერატიული სარდლობების მუშაობაში უფრო ხშირად ჩართვა იგეგმება, სადაც AI დაგეგმარების მხარდამჭერ ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული, ამავდროულად, ოფიცრებს ასეთი მოდელების შეზღუდვების გააზრებასა და მათი დასკვნების გადამოწმებას ასწავლიან. | 773 |
| 9 | Foreign Policy: რუსეთ-უკრაინის ომის გამოცდილება თანდათან ცვლის შეიარაღებული კონფლიქტების ხასიათს ლათინურ ამერიკაში, სადაც სამოქალაქო დრონებს სულ უფრო ხშირად აქცევენ იაფ დარტყმით სისტემებად.
საერთაშორისო პროექტ ACLED-ის მონაცემებით, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოლიტიკური ძალადობის მონიტორინგითაა დაკავებული, ქვეყანაში დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა 2023 წლის ერთი შემთხვევიდან 2024 წელს 38-მდე, ხოლო 2025 წელს 149-მდე გაიზარდა, 2026 წლის აგვისტოსთვის კი კიდევ 137 თავდასხმა დაფიქსირდა.
შეიარაღებული დაჯგუფებები ძირითადად სამოქალაქო კვადროკოპტერებს იყენებენ და მათ ყუმბარებით, საარტილერიო ნაღმებითა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვავენ.
კოლუმბიური შეიარაღებული ჯგუფები უკრაინულ და მექსიკურ გამოცდილებას სოციალური ქსელების მეშვეობით სწავლობენ, ხოლო ცალკეული მებრძოლები, ცნობების თანახმად, პრაქტიკული უნარების შესაძენად სპეციალურად უკრაინაში მოხვედრასაც კი ცდილობდნენ.
გამოცდილების გავრცელების დამატებით პოტენციურ არხად შესაძლოა ქცეულიყვნენ ის კოლუმბიელები, რომლებიც უკრაინულ ქვედანაყოფებში მოხალისეებად მსახურობდნენ.
Times of London-ის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა, ამასთან, არის ცნობები მექსიკური ნარკოკარტელების მცდელობების შესახებ, მიიზიდონ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები და მიიღონ წვდომა თანამედროვე დრონების ომის სფეროს ცოდნაზე.
შედეგად, ლათინოამერიკულ ძალოვან სტრუქტურებს უწევთ არა მხოლოდ აღმოჩენისა და ჩახშობის ახალი საშუალებების შესყიდვა, არამედ საკუთარი ქვედანაყოფების მომზადების გადაწყობაც ახალ ტაქტიკასა და იაფი დრონების მასობრივ გამოყენებასთან დასაპირისპირებლად. | 744 |
| 10 | ‼️ სოფელ ანდრეევკა-კლევცოვოეს (ძველი სახელწოდება ისკრა) გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 პოლკისა და ფსიქოლოგიური ოპერაციების ერთ-ერთი ცენტრის მებრძოლების მიერ.
ოპერაციის მსვლელობისას 30 რუსი სოფელში მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროების დაახლოებით ნახევარი ტყვედ ჩავარდა. | 722 |
| 11 | ‼️ უესტ-პოინტის თანამედროვე ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (MWI) პუბლიკაციაში AH-64E-ის მფრინავ-ინსტრუქტორი და უპილოტო სისტემების ინტეგრაციის სპეციალისტი ჯეიმს ანდრეასენი აშშ-ის არმიას სთავაზობს, ბრძოლის მართვის ციფრული სისტემის აგების უკრაინული გამოცდილება გამოიყენოს და სისტემა DELTA-ს შეიარაღებაში მიღება განიხილოს.
მასალის ძირითადი შინაარსი:
• ავტორმა ექვსი თვე გაატარა უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ჯგუფში (SAG-U), რომელიც პენტაგონმა შეიარაღების მიწოდების კოორდინაციისთვის, უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და უკრაინისთვის სხვა სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით შექმნა, და უკრაინული ეკოსისტემის მუშაობას სწავლობდა.
• მისი აზრით, აშშ-მა მორიგი სისტემა ნულიდან არ უნდა შექმნას, არამედ შეიძინოს და გამოიყენოს უკრაინული სისტემა DELTA, როგორც ფართომასშტაბიან ომში უკვე გამოცდილი საფუძველი, და ის არსებულ ამერიკულ პლატფორმებთან გააერთიანოს.
• უკრაინული მიდგომის მთავარ უპირატესობად ანდრეასენი ეგრეთ წოდებულ „განადგურების ჰორიზონტალურ ქსელს“ ასახელებს. მასში სადაზვერვო ეკიპაჟს, ანალიტიკოსს, მეთაურსა და დამრტყმელ ქვედანაყოფს შეუძლიათ ერთდროულად იმუშაონ სამიზნის შესახებ ერთსა და იმავე ციფრულ ჩანაწერზე, მონაცემების რამდენიმე შტაბის გავლით თანმიმდევრული გადაცემის გარეშე.
• მაგალითად, ოპერატორი Vezha-ს მეშვეობით აკვირდება ვიდეონაკადებს, Avengers-ის სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პოულობს სავარაუდო ტექნიკას, ადამიანი ადასტურებს სამიზნეს და მას კოორდინატებთან, დროსთან, გამოსახულებასთან და წყაროსთან ერთად DELTA-ში ამატებს.
• ამის შემდეგ ქვედანაყოფს, რომელსაც შესაბამისი გამანადგურებელი საშუალება და საჭირო უფლებამოსილება გააჩნია, დარტყმის მისაყენებლად ამ მონაცემების გამოყენება პრაქტიკულად მყისიერად შეუძლია.
• აშშ-ის არმიაში ანალოგიური ფუნქციები ამჟამად რამდენიმე სისტემას შორისაა განაწილებული: ATAK გამოიყენება ტაქტიკური ინფორმაციის გასაცვლელად, CPCE აყალიბებს საერთო ოპერატიულ სურათს, AFATDS პასუხისმგებელია ცეცხლის მართვაზე, ხოლო Palantir-ის Maven გამოიყენება მონაცემთა დიდი მასივების ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამიზნეების მოსაძებნად.
• ანდრეასენის თქმით, პრობლემა ამ ინსტრუმენტებს შორის სუსტ კავშირშია. ერთი სამიზნის შესახებ ინფორმაციამ შესაძლოა რამდენიმე აპლიკაცია, შტაბი და ქსელი გაიაროს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს კოორდინატების ხელით გადატანა, ეკრანის სქრინშოთების გაგზავნა და ხმოვანი კავშირის ან ჩატების გამოყენება უწევთ.
• DELTA-ში სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე სამიზნეს ერთდროულად ხედავენ, სანამ მზვერავები დაკვირვებას აგრძელებენ, ანალიტიკოსები მის ტიპს აზუსტებენ, რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტები საკუთარ მონაცემებს ამატებენ, მეთაური და დამრტყმელი ეკიპაჟი კი უკვე განადგურების შესაძლებლობას აფასებს.
• მაგალითად ავტორს მოჰყავს გერმანიაში ჩატარებული ბოლოდროინდელი წვრთნები, სადაც უპილოტო სისტემების უკრაინულმა ქვედანაყოფმა, დაახლოებით ოცეულის შემადგენლობით, ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის მოქმედებების შეჩერება შეძლო.
• უკრაინელების ამ შედეგს ის უწყვეტ დაზვერვას, სპეციალიზებულ ეკიპაჟებს შორის კავშირს, DELTA-ს საერთო საინფორმაციო გარემოსა და ქვემდგომი მეთაურებისთვის წინასწარ დელეგირებულ უფლებამოსილებებს უკავშირებს.
ანდრეასენი ხაზს უსვამს:
„არმიამ დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს სალიცენზიო შეთანხმება და მოილაპარაკოს სისტემა DELTA-ს გაშლაზე. ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გამოყენების ოთხი წელი იძლევა გამოცდილებას, რომელსაც ვერცერთი ადგილობრივი პროგრამა ვერ შეედრება. სისტემა DELTA გამოიყენებოდა მუდმივი მოხმარების, რადიოელექტრონული ბრძოლის, კიბერშეტევების, ძალების გამოფიტვის, ჯარების სწრაფი ადაპტაციისა და კოალიციის მხარდაჭერის პირობებში. მას იყენებდნენ ისეთი ქვედანაყოფები, რომლებსაც შედეგის მიღწევა ყოველდღიურად უწევთ და არა დემონსტრაციისთვის მომზადება“. | 705 |
| 12 | 🇺🇦 უკრაინული სისტემა Mission Control საბრძოლო პლატფორმა DELTA-ს შემადგენლობაში პირველად იძლევა საშუალებას, შეფასდეს არა მხოლოდ შესრულებული მისიების რაოდენობა, არამედ მათი ეკონომიკური ეფექტიანობაც.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ივნისში თავდაცვის ძალების მიერ უშუალოდ სამიზნეების განადგურებაზე დახარჯულმა თითოეულმა დოლარმა რუსეთს საშუალოდ თითქმის 5 დოლარის სავარაუდო ზარალი მიაყენა.
Mission Control-ის გავლით ამჟამად ყოველკვირეულად დაახლოებით 50 ათასი საბრძოლო მისია და 230 ათასზე მეტი ანგარიში გადის, რის წყალობითაც სარდლობას შეუძლია გამოყენებული საშუალებების ღირებულება დარტყმის შედეგს შეადაროს და დაგროვილი სტატისტიკის საფუძველზე ტაქტიკა დააკორექტიროს.
სისტემის გათვლებით, ივნისში ერთი რუსი სამხედროს განადგურების საშუალო ღირებულება უკრაინული მხარისთვის დაახლოებით 3032 დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც მისი მომზადება და შენახვა რუსულ მხარეს დაახლოებით 65 ათას დოლარად უჯდება.
ერთეული ტექნიკის განადგურება საშუალოდ 2674 დოლარი ჯდებოდა, ხოლო ინფრასტრუქტურული ობიექტის 1487 დოლარი.
ამასთან, Mission Control განადგურებული ან დაზიანებული სამიზნეების ღირებულებას ძალიან ფართო დიაპაზონში ითვალისწინებს, შედარებით იაფი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობიდან დაწყებული, ასობით ათასი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამთავრებული. | 698 |
| 13 | 🇺🇸🇨🇳 აშშ ემზადება ათეულობით ქვეყნისგან მოითხოვოს, უფრო მკაფიოდ განსაზღვრონ, ვის მხარეს დგანან ვაშინგტონსა და პეკინს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ მეტოქეობაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა წერილის პროექტის თანახმად, ქვეყნები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამერიკულ ინიციატივაში Pax Silica, ვერ შეძლებენ ერთდროულად კონკურენტულ ფორმატებს შეუერთდნენ, თუ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება თანამშრომლობის ამერიკულ სისტემას.
Pax Silica ამოქმედდა ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და კრიტიკული სასარგებლო წიაღისეულის ირგვლივ მიწოდების საერთო ჯაჭვის ფორმირებისთვის, ასევე ინვესტიციებისა და ექსპორტის კონტროლის კოორდინაციისთვის.
ახლა ინიციატივას შეუერთდა ორ ათეულამდე ქვეყანა, მათ შორის ისეთი მოწინავე ტექნოლოგიური სახელმწიფოები, როგორებიცაა იაპონია, ისრაელი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.
თვითონ წერილი მომზადებულია 35 სახელმწიფოსთვის, რომლებმაც მანამდე ხელი მოაწერეს უფრო ფართო განცხადებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის შესახებ.
ვაშინგტონის მთავარი მიზანია საკუთარი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ჩინეთზე კრიტიკული წიაღისეულის მიწოდებაში, მოწინავე ჩიპების წარმოებაში, გამოთვლით ინფრასტრუქტურასა და AI-მოდელების შემუშავებაში.
ჩინეთი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის საკუთარ მოდელს და ფსონს ჩამოდის, მათ შორის, ღია კოდების მქონე სწრაფად განვითარებად AI-მოდელებზე, რომლებიც ღიაა მოდიფიკაციისთვის და საკუთარ სერვერებზე განთავსებისთვის.
თუ ამერიკული მიდგომა ამჟამინდელი სახით დამტკიცდება, აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენცია AI-ს სფეროში სულ უფრო მეტად დაემსგავსება ორ მსოფლიო ტექნოლოგიურ ბლოკად დაყოფას, სადაც ქვეყნებს მოუწევთ აირჩიონ არა მხოლოდ AI-ს მომწოდებელი, არამედ მასთან დაკავშირებული სტანდარტები, ინვესტიციები და მიწოდების ჯაჭვები.
რუკაზე ჩანს ამერიკული ინიციატივა, Pax Silica-ს მონაწილე სახელმწიფოები, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთის განვითარების შეკავებაა. | 675 |
| 14 | 🇩🇪 გერმანულმა Quantum Systems-მა საკუთარი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატ Vector-ისთვის რადიოლოკაციური მოდული შეიმუშავა.
ახალი რადარი სტანდარტული ოპტიკურ-ელექტრონული სისტემის ნაცვლად ცვლად ცხვირის მოდულში მონტაჟდება და პირობებისგან დამოუკიდებლად დეტალური რადიოლოკაციური გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა.
ამის წყალობით დრონს დაზვერვის წარმოება ღამით, ნისლში, დაბალი ღრუბლიანობისას და წვიმის დროს შეეძლება, სანამ ამინდის პირობები მას ჰაერში დარჩენის საშუალებას აძლევს.
კომპანია არ ამჟღავნებს, ფორმირდება თუ არა რადიოლოკაციური გამოსახულება რეალურ დროში, შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება GPS-ის გარეშე ნავიგაციისთვის და რამდენად ახდენს გავლენას ახალი მოდული ფრენის ხანგრძლივობაზე. | 690 |
| 15 | 🇺🇦 რეიდი ფრონტის ხაზს მიღმა და უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლების მიერ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანა. | 687 |
| 16 | 🇺🇦 უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების კლასტერმა Brave1-მა პირველად გამართა თავდაცვითი ტექნოლოგიების სრულად ონლაინ Demo Day, რომელიც FPV-დრონების მოდერნიზაციას მიეძღვნა.
ღონისძიებაში 400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო 50-ზე მეტმა მწარმოებელმა გადაწყვეტილებები ათზე მეტ კატეგორიაში წარმოადგინა.
მათ შორის იყო გაზრდილი ტევადობის აკუმულატორები, უნიფიცირებული სახმელეთო სადგურები, სამიზნის დამიზნებისა და ამოცნობის მოდულები, ასევე დაფები „ჟდუნი“ დრონებისთვის, რომლებიც აპარატებს საშუალებას აძლევს, დიდხანს იმყოფებოდნენ ჩასაფრებაში და სამიზნის გამოჩენის შემდეგ გააქტიურდნენ.
ცალკე ყურადღება მიიქცია მოდულურმა FPV-დრონებმა, რომლებიც ერთდროულად სამმა მწარმოებელმა წარადგინა.
მათი კონსტრუქცია სამუშაო სიხშირეებისა და ცალკეული კომპონენტების სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა აპარატის სრული გადაკეთების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრონტზე მუდმივად ცვალებადი რადიოელექტრონული ვითარების პირობებში.
Brave1 მწარმოებლებთან ერთად ასევე მუშაობს იმაზე, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები FPV-დრონებზე ჯერ კიდევ სერიული წარმოების ეტაპზე დამონტაჟდეს. | 723 |
| 17 | 🫡 უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სპეციალური ქვედანაყოფის მებრძოლების მიერ ტყვედ აყვანილი რუსების ბადრაგირება.
ბადრაგირების მსვლელობისას რუსებმა ჯგუფს ждун-ით შეუტიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა სწორედ ტყვედ ჩაბარებული ორკი. | 691 |
| 18 | 🇺🇸 აშშ ოფიციალურად აქცევს ახალი ანტისატელიტური საშუალებების შემუშავებას კოსმოსური სარდლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
გენერალმა სტივენ უაიტინგმა განაცხადა, რომ ამერიკულ ძალებს უკვე ესაჭიროებათ როგორც კინეტიკური, ისე არაკინეტიკური საშუალებები კოსმოსში მტრის ობიექტებზე ზემოქმედებისთვის.
საუბარია არა მხოლოდ თანამგზავრების ფიზიკურად განადგურების შესაძლებლობაზე, არამედ კავშირგაბმულობის ჩახშობაზე, კიბერშეტევებზე, ოპტიკის ლაზერით დაბრმავებასა და კოსმოსური სისტემების დროებით ან სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანის სხვა გზებზე.
უაიტინგის თქმით, თანამგზავრებს უნდა შეეძლოთ „სროლა, მანევრირება და მონაცემთა გაცვლა“ ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების დანარჩენ კომპონენტებს, რადგან კოსმოსში დიდი ომის შემთხვევაში ორბიტა უსაფრთხო გარემო აღარ იქნება.
მთავარ ფაქტორად, რომელიც აშშ-ს ასეთი მიდგომისკენ უბიძგებს, ჩინეთი და მისი კოსმოსური ექსპანსიის გეგმები რჩება.
პენტაგონში ყურადღებას ამახვილებენ ჩინური სატელიტური დაჯგუფების სწრაფ გაფართოებასა და უკვე არსებულ ანტისატელიტურ საშუალებებზე, მათ შორის ხმელეთიდან გასაშვებ რაკეტებზე, ლაზერებზე, რებ-ის სისტემებსა და ორბიტაზე მანევრირებად აპარატებზე.
ცალკე პრიორიტეტად იქცევა ბრძოლა ასობით ან ათასობით თანამგზავრისგან შემდგარ განაწილებულ დაჯგუფებებთან, სადაც თითოეული აპარატის ცალკეული რაკეტით განადგურებას პრაქტიკულად აზრი არ აქვს.
ამიტომ აშშ უფრო მასშტაბირებად ვარიანტებს განიხილავს, პირველ რიგში კიბერიარაღსა და მიმართულ ენერგიას, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად იმოქმედონ ასეთი კოსმოსური ქსელის მთელ სეგმენტებზე. | 699 |
| 19 | ‼️ დონეცკის ოლქის სოფელ ტოვსტეს წმენდა 505-ე ცალკეული ბატალიონის საზღვაო ქვეითების მიერ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების 79-ე ბრიგადის მხარდაჭერით.
წმენდის მსვლელობისას დრონები რუსების ნებისმიერ სამალავზე მუშაობდნენ, რაც მიწაზე მოქმედი ჯგუფების მუშაობას ამარტივებდა. | 766 |
| 20 | 🇺🇦 კლემან მოლენი, რომელიც ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურ ოპერაციებს აფასებს, აღნიშნავს, რომ გასაიდუმლოება კარგ დონეზე იყო შენარჩუნებული: იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ გამოქვეყნებულა არანაირი ვიდეო მოიერიშე უკრაინულ ქვედანაყოფებთან დაკავშირებით.
რუსები კი, თავის მხრივ, საინფორმაციო სივრცეში ცდილობდნენ რეალურ უკრაინულ შეტევით ოპერაციებს ფრონტის ხაზს მიღმა „დროშების ჩარჭობის“ უამრავი ვიდეოთი დაპირისპირებოდნენ.
მოლენი აღნიშნავს, რომ უკრაინული ოპერაციების პირობებში ოპერატიული უსაფრთხოება (OPSEC) უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და კარგია, რომ რეალური ვითარება ნაადრევად არ გამჟღავნდა.
უკრაინელ სამხედროებს წინსვლის შესახებ საუბარი რომ დაეწყოთ, იქ მაშინვე OSINT-საზოგადოება ჩაერთვებოდა, შემდეგ ამ ამბავს ჟურნალისტები აიტაცებდნენ, მედიასივრცე კი საინფორმაციო ნაგვითა და ოპერაციის მნიშვნელობაზე გამართული დებატების ხმაურით აივსებოდა. | 797 |
