en
Feedback
Euroscope

Euroscope

Open in Telegram

Euroscope offers independent, real-time coverage of EU, NATO, and global political affairs from Brussels. Led by Tamar Nutsubidze, it provides insights on Europe’s policies and Georgia’s European integration, aiming to inform and empower Georgian audience

Show more
839
Subscribers
+124 hours
+17 days
-630 days
Posts Archive
პოლონეთის მხარეს ტატრას მთებში თოვლი მოვიდა. ტემპერატურა კარპატებში უკვე -1 გრადუსია.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა ტრამპის შესახებ: „ის ისე იქცევა, როგორც იმპერატორი. ეს მართვის ისეთი სტილია, რომელსაც მე არ ვეთანხმები. ეს არის მართვის სტილი, სადაც ამბობ: „მე ვარ ძლიერი, მე ვარ უფრო დიდი, მე ვარ უფრო მდიდარი, მე ყველაფერი შემიძლია და ყველამ უნდა დამიჯეროს“. ამას ძლიერის კანონი ჰქვია. მე არ ვეთანხმები ასეთ კანონს.“

დიმიტრი მედვედევი x ზე: ლე პენმა Auchan-ის აქტივების რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლას „მტრული ქმედება“ უწოდა. „ათასობით სანქცია
დიმიტრი მედვედევი x ზე: ლე პენმა Auchan-ის აქტივების რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლას „მტრული ქმედება“ უწოდა. „ათასობით სანქცია რუსების წინააღმდეგ საფრანგეთში, პლუს რაკეტები კიევის დეგენერატებისთვის, ეს მეგობრული დამოკიდებულება იყო? როგორც ჩანს, ლე პენის პარტია ახლა უკვე ჩვეულებრივი ევროპული პარტიაა: რუსოფობია და კიევში ნაცისტების მხარდაჭერა“

ლატვიამ სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა. „სიტუაცია მარტივი არ არის. სანქციების გაგრძელებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ შეთანხმებას ვადაში ვერ მიაღწევენ, მთელი სიისთვის სანქციების შენარჩუნება რისკის ქვეშ დგება და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის. სანქციების გახანგრძლივება 36 თვით სწორი ნაბიჯია. მისი ფასი უბრალოდ ამ ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება არ უნდა იყოს. ლატვია ვერ დათანხმდება ასეთ წინადადებას. ვიდრე რუსეთი ომს განაგრძობს, ევროპის ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა გახდეს და არა უფრო კომფორტული კრემლისთვის“-აცხადებს კულბერგისი.

ლატვიამ სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა. სიტუაცია მარტივი არ არის. სანქციების გაგრძელება მოითხოვს 27-ივე წევრი ქვეყნის თანხმობას. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული ბოლო ვადამდე, მთელი სანქციების სიის შენარჩუნება რისკის წინაშე დგება და საქმე მხოლოდ ალიშერ უსმანოვსა და მიხაი ფრიდმანში არ არის. სანქციების გახანგრძლივება 36 თვით სწორი ნაბიჯია. მისი ფასი უბრალოდ ამ ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება არ უნდა იყოს. ლატვია ვერ დათანხმდება ასეთ წინადადებას. ვიდრე რუსეთი ომს განაგრძობს, ევროპუს ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა გახდეს და არა უფრო კომფორტული კრემლისთვის“-აცხადებს კულბერგისი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ, მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ხვალ ნიუ იორკში შეხვდება…
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ, მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ხვალ ნიუ იორკში შეხვდება…

თურქული მედია თავდამსხმელის ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც მანისას რეგიონში სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. რეგიონის გუბერნატორმა უარყო გავრცელებული ცნობა ერთი მოსწავლის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით დაჭრილია 8 ადამიანი, თავდამსხმელი კი მალევე დააკავეს.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის კადრები ზელენსკის ტელეგრამიდან…

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნიუ-იორკში ვიზიტი აშშ-ის სენატორებთან შეხვედრით დავიწყე. მადლობა გადავუხადე მათ უკრაინის მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტის მიღებისთვის. ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია და, როდესაც ის სრულად ამოქმედდება, მშვიდობა და უსაფრთხოების გარანტიები, უდავოდ, უფრო ახლოს იქნება. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები სანქციების საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ. სენატორებს გავაცანი დეესკალაციის წინადადებები, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განვიხილავთ. ასევე ვისაუბრეთ ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი სისტემების საჭიროებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მოახლოებულ ზამთარში გველოდება.

თურქეთში, მანისას სკოლაში სროლას 1 მოსწავლე ემსხვერპლა. დაჭრილია 4. თავდამსხმელმა გაქცევა მოასწრო და მას ამჟამად პოლიცია ეძებს. სროლის მოტივი უცნობია.

🇫🇷 🇺🇦 მაკრონი ზელენსკის შეხვდა, საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს „რუსეთის დარტყმები
🇫🇷 🇺🇦 მაკრონი ზელენსკის შეხვდა, საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს „რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ოჯახს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. საფრანგეთი ამ ზამთარს უკრაინის გვერდით იქნება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში G7-ის ქვეყნებიც უკრაინის მხარდასაჭერად მობილიზდებიან“ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში. მაკრონის თქმით, ხელი მოეწერა კონტრაქტს რადარების მიწოდებისა და რაკეტაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ემანუელ მაკრონთან შესახვედრად მივიდა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დონალდ ტრამპთან გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკი კი აშშ-ს პრეზიდენტს ნიუ-იორკის დროით 1.15 წუთზე შეხვდება

დნიპროში მსხვერპლი ოთხამდე გაიზარდა. დაღუპულები ნანგრევებში იპოვეს.

Reuters: აშშ დანიასთან და გრენლანდიასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გრენლანდიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს
Reuters: აშშ დანიასთან და გრენლანდიასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გრენლანდიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს . ერთი ბაზა გრენლანფიის სამხრეთით, ცივი ომის დროინდელ ნარსარსუაკის ბაზის ადგილას იქნება, ხოლო მეორე შეიქმნება აღმოსავლეთ სანაპიროზე მესტერსვიგში, რომელსაც ამჟამად დანიის "სირიუსის" ძაღლების მარხილების პატრული იყენებს. შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში დღეს მოეწერება. ერთ დროს აშშ გრენლანდიაში 17 სამხედრო ობიექტს ფლობდა, დღეს კი მხოლოდ პიტუფიკის კოსმოსური ბაზა მოქმედებს.

პუტინი სი ძინპინთან APEC-ის სამიტზე წავა, თუმცა ტრამპთან G20-ის შეხვედრას გამოტოვებს. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრ
პუტინი სი ძინპინთან APEC-ის სამიტზე წავა, თუმცა ტრამპთან G20-ის შეხვედრას გამოტოვებს. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ქვეყნების ლიდერთა სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება. პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას 2017 წლის შემდეგ პირველად გეგმავს. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პუტინი ძირითადად ერიდება მრავალმხრივ ფორუმებს, სადაც უკრაინის დასავლელ მოკავშირეებთან შეჩეხების რისკი არსებობს. გარდა ამისა, მისთვის G20-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი გამოჩენის რისკიც არსებობს.

თურქეთის პრეზიდენტი: მჯერა, რომ ძალიან მალე თავდაცვითი მრეწველობის ექსპორტით მსოფლიოს საუკეთესო 10 ქვეყანას შორის ვიქნებით. შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი ღრმავება, ერთობლივი წარმოების შესაძლებლობების ჩათვლით, ორმხრივ სარგებელს მოგვიტანს. ჩვენ ვამაყობთ თურქულ-ამერიკული თემის წარმომადგენლებით, რომლებმაც თავი გამოიჩინეს პოლიტიკაში, ბიზნესში, მეცნიერებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, სპორტსა და სხვა სფეროებში.

სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სირიის პრეზიდენტის გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე, ასევე შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, მსოფლიო ლიდერებთან და ამერიკაში სირიული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ალექსანდრე ლუკაშენკო: დღეს დასავლურ ბაზრებზე კალიუმის მიწოდება რომც გვინდოდეს, ამის მოცულობები უბრალოდ არ გაგვაჩნია. ყველაფერი უკვე კონტრაქტებითაა დატვირთული. ბელარუსის ლიდერის ამ განცხადებამდე დონალდ ტრამპმა სოცქსელში დაწერა, რომ კანადის ნაცვლად კალიუმს ბელარუსისგან უფრო დაბალ ფასად შეიძენს.

⚡ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დღეს, კიევის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
⚡ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დღეს, კიევის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში დოჰას გავლით ჩაფრინდა. არაღჩის დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მოგვიანებით ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ჩასვლაც იგეგმება, რომელიც გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.