es
Feedback

¡No caigas en manos de tramposos! Telemetrio encuentra y marca estos canales 👉 Si quieres ver la etiqueta, suscríbete

Euroscope

Euroscope

Ir al canal en Telegram

Euroscope offers independent, real-time coverage of EU, NATO, and global political affairs from Brussels. Led by Tamar Nutsubidze, it provides insights on Europe’s policies and Georgia’s European integration, aiming to inform and empower Georgian audience

Mostrar más
836
Suscriptores
Sin datos24 horas
+67 días
+230 días
Archivo de publicaciones
+2
ხმაური და არეულობაა კიევთან მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში. კერძო სახლთან, რომელსაც ეროვნილი გვარდია იყენებდა მობილიზებილების განსათავსებლად ადგილობრივები მივიდნენ და შიგნით შეჭრა სცადეს, რადგან გავრცელდა ცნობა, რომ სახლში მობილიზებულები და სამხედროები ჰყავდათ, რომლებსაც აწამებდნენ. ახლობლებმა კერძო სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედიკოსები სახლში არ შეუშვეს. ამის შემდეგ სასწრაფოს თანამშრომლებმა პოლიციას მიმართეს. პოლიციამ ოფიციალურად უარყო რომ სახლში 40 პირი ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ. ვითარება დაიძაბა და მოხდა დაპირისპირებაც. ადგილზე მივიდნენ ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრ პივნენკო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სახლში ადამიანების ყოფნის კანონიერებას გამოძიება დაადგენს. მოკვლევა დაიწყო პროკურატურამ და სამხედრო ომბუდსმენმაც.

✅ემანუელ მაკრონი სერბეთის სტუდენტური სიის ხელმძღვანელს, ილია სრდანოვიჩს ესაუბრა. “მივულოცე მას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯე
✅ემანუელ მაკრონი სერბეთის სტუდენტური სიის ხელმძღვანელს, ილია სრდანოვიჩს ესაუბრა. “მივულოცე მას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც ისტორიული აქტივობით გამოირჩეოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე საფრანგეთის მეგობრული დამოკიდებულება სერბეთის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, განვაგრძოთ მისი მხარდაჭერა ევროპულ გზაზე,” დაწერა საფრანგეთის პრეზიდენმა X ზე.

კიეველები ღამის გასათრვად მეტროში ჩადიან. დედაქალაქში ბალისტიკური სარაკეტო შეტევის საფრთხე გამოცხადდა. " გვაქვს დაზვერვის მონაცემები, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს. ძირითად სამიზნეს ენერგეტიკა და ლოგისტიკა წარმოადგენს"-განაცხადა ზელენკიმ საღამოს მიმართვაში.

28 წელი, 50 000 კილომეტრი და ერთი მიზანი — სახლში დაბრუნება. ბრიტანელი მოგზაური კარლ ბაშბი 28-წლიანი მოგზაურობის შემდეგ მშობლ
28 წელი, 50 000 კილომეტრი და ერთი მიზანი — სახლში დაბრუნება. ბრიტანელი მოგზაური კარლ ბაშბი 28-წლიანი მოგზაურობის შემდეგ მშობლიურ ქალაქ ჰალში დაბრუნდა. ყოფილმა მედესანტემ 1998 წელს ჩილეს სამხრეთიდან დაიწყო გზა, რომლის დროსაც ოთხი კონტინენტი და დაახლოებით 30 ქვეყანა გაიარა. მან ბერინგის სრუტე ყინულზე გადაკვეთა, კასპიის ზღვა და ლა-მანშის სრუტე კი ცურვით გადალახა. მოგზაურობის მთავარი პირობა იყო, არ გამოეყენებინა მოტორიზებული ტრანსპორტი და სახლში არ დაბრუნებულიყო, სანამ მიზანს არ მიაღწევდა. 2 ნოემბერს, 57 წლის მოგზაურს მშობლიურ ქალაქში ასობით ადამიანი დახვდა.

ზაპოროჟიეს ქალაქ კამიშევახში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-ამდე გაიზარდა. მათ შორის 2 მაშველი და 4 პოლიციელია. პირველ
ზაპოროჟიეს ქალაქ კამიშევახში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-ამდე გაიზარდა. მათ შორის 2 მაშველი და 4 პოლიციელია. პირველი დარტყმა ოკუპანტებმა სკოლაზე მიიტანეს, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ, შემდეგ თავშესაფარი დაბომბეს.

დონალდ ტრამპის პოსტი
დონალდ ტრამპის პოსტი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი პუტინზე: ყველას გვსურს, რომ პრეზიდენტ პუტინის დაპირებები, რომ ევროპასთან ომი არ სურს, უპირობოდ დავიჯეროთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ამჟამად აწარმოებს ომს ევროპაში, ომს, რომლის დასრულებაც მას დღესვე შეუძლია. ომს, რომელიც იყო არაპროვოცირებელი, არის უკანონო და რომლის დასრულებაც მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, თუ მოისურვებს.

⚡️ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ კამიშევახს დაარტყეს. დაიღუპა 18 და დაშავდა 5 ადამიანი. 27 დაკარგულად მიიჩნევა. დასახლებაზე მართვადი ავიაბომბებით რამდენიმე დარტყმა განახორციელეს. თავდაპირველად თავს დაესხნენ სკოლას, სადაც ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ, ხოლო შემდეგ კიდევ 9 ავიაბომბი ჩამოაგდეს თავშესაფარზე, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან სამხედროები, მაშველები და სპეციალური სამსახურები.

ჩინური საბრძოლო ვერტმფრენი Z-10-ის მანევრირება ავიაშოუს დროს. ხომალდი სპეცდანიშნულების საბრძოლო ვერტმფრენია, რომელიც შეიარაღებულია 23-მილიმეტრიანი ქვემეხითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. შოუს დროს ხომალდმა ქანქარასებრი რხევის შემდეგ 540-გრადუსიანი ბრუნი შეასრულა და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. თავდაპირველად, გამოითქვა ვარაუდებიც, რომ კადრები, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის მიერ ყოფილიყო გენერირებული.

სერბეთში რუს ემიგრანტებს შორის პოპულარული Alta Banka-ს მფლობელი დააკავეს. ის 383 მილიონი ევროს მითვისებაშია ეჭვმიტანილი. გამო
სერბეთში რუს ემიგრანტებს შორის პოპულარული Alta Banka-ს მფლობელი დააკავეს. ის 383 მილიონი ევროს მითვისებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, დავორ მაცურას საბანკო საცავიდან დაახლოებით 45 მილიარდი დინარი აქვს გამოტანილი. მასთან ერთად დაკავებულნი არიან ხაზინის ხელმძღვანელი და ბანკის თანამშრომელი. ცოტა ხნის წინ სერბეთის ეროვნულმა ბანკმა Alta Banka-ს ლიცენზია გაუუქმა. შედეგად, კლიენტებმა, მათ შორის რუსმა ემიგრანტებმა, საკუთარ ანგარიშებზე წვდომა დაკარგეს.Financial Times-ის ცნობით, სერბეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაცურა სულ მცირე ორჯერ შეეცადა ქვეყნის დატოვებას, სავარაუდოდ მოსკოვის მიმართულებით.

პოლონეთმა კალინინგრადის ოლქის საზღვართან უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც ვარშავამ მომდევნო დღეებში მოსალოდნელი დივერსიების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ღონისძიებებში ჩართული არიან სამხედროები და სპეცსამსახურები.

57 წლის ბრიტანელმა მსოფლიოს გარშემო ფეხით 28 წელი იმოგზაურა და მშობლიურ ქალაქ ჰალში დაბრუნდა. კარლ ბუშბიმ მოგზაურობა 1998 წელს ჩილედან დაიწყო და მაშინ 29 წლის იყო. ამ 28 წლიანი ფეხით მოგზაურობისას ბუშბიმ დაახლოებით 50 ათასი კილომეტრის მანძილი გაიარა და 4 კონტინენტი შემოიარა, გადაკვეთა გაყინული ბერინგის სრუტე და ბოლოს ლა-მანში.

ევროპის შვიდი ქვეყნის ათობით სუპერმარკეტი სავარაუდოდ კიბერშეტევის სამიზნე გახდა, შედეგად დაზიანდა მაცივრები და საყინულეები. D
ევროპის შვიდი ქვეყნის ათობით სუპერმარკეტი სავარაუდოდ კიბერშეტევის სამიზნე გახდა, შედეგად დაზიანდა მაცივრები და საყინულეები. Delhaize-ის 40 სუპერმარკეტი დაზარალდა ბელგიასა და ლუქსემბურგში. შედარებით მაღაზიების მცირე რაოდენობას მიადგა ზარალი შვედეთში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, ესტონეთსა და ფინეთში. მაცივრების მწარმოებელი ბელგიური კომპანია Sabcobel-ის თქმით, ტექნიკა გალღობის რეჟიმში გადავიდა, რამაც მათი გაცხელება გამოიწვია. სავარაუდოდ, ამავე მიზეზით დაზარალდა გასულ თვეს ასობით სუპერმარკეტი საფრანგეთშიც.

უკრაინელებმა დრონით რიგით მესამე წარმატებული საჰაერო ევაკუაცია განახორციელა. ამჯერად CASEVAC StarGate დრონმა ცალ მხარეს 15 კმ-ზე მეტი იფრინა, უკრაინელი დამცველის ანდრის გადასარჩენად. ის რუსეთის საზღვრიდან 2 კილომეტრში იმყოფებოდა. ხმელეთით ევაკუაცია შეუძლებელი იყო რთული რელიეფის, დანაღმული ველებისა და რუსული FPV დრონების უწყვეტი თავდასხმების გამო. ნაღმის აფეთქების შედეგად დაჭრილმა ანდრიიმ თავის პოზიციაზე 57 დღე გაატარა. ახლა მას სამედიცინო მკურნალობა უტარდება. ბოლო კვირანახევარში ამ ტექნოლოგიის დახმარებით საბრძოლო ზონიდან სამი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა.

დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბრალდებებს უპასუხა, რომ რუსებმა ოლეშკის ზავი ძალების როტაციისთვის გამოიყენეს. "მაღალი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც გამოიყენეს ეს პერიოდი შესაბამისი გადაჯგუფებისთვის და ასე შემდეგ. ეს სრულიად სტანდარტული პრაქტიკაა ასეთ სიტუაციებში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულ დეტალებს არ ვიცნობ და ამ საკითხზე ჯობია თავდაცვის სამინისტროს ჰკითხოთ"-უპასუხა პესკოვმა პროპაგანდისტის შეკითხვას

კანადის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპთან კანადასა და აშშ-ს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დადების შესაძლებლობა განიხილა „კა
კანადის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპთან კანადასა და აშშ-ს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დადების შესაძლებლობა განიხილა „კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების მომავალზე. ეს იყო ჩვენი ბოლოდროინდელი კონსტრუქციული განხილვების გაგრძელება ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმების ძირითად დებულებებზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ავამაღლოთ საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა ოჯახებისთვის, ასევე უზრუნველვყოთ კანადის ენების, კულტურისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემა. უახლოეს კვირებში ჩვენი გუნდები შეუდგებიან მუშაობას ამ მიზნის მისაღწევად“-დაწერა კარნიმ X-ზე.

Sky News: ოკუპანტები „სიჩუმის რეჟიმს“ ძალების მოსაკრებად და კვალის დაფარვისთვის იყენებდნენ. ბრიტანულ ტელეარცს ცეცხლის შეწყვეტის დროს უკრაინელებმა დრონების მართვის ცენტრში წვდომის ექსკლუზიური უფლება მისცეს. Sky News-ის გადამღებმა ჯგუფმა თავად დააფიქსირა ოლეშკის ქუჩებში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება და საბრძოლო მასალის მიწოდება. ვიდეოში მოხვდნენ რუსი ჯარისკავები, რომლებსააც ტომრები და ტვირთი შეაქვთ სარდაფებში. ჟურნალისტებმა ასევე დააფიქსირეს, როგორ გაჰქონდათ ცხედრები ადგილობრივი საავადმყოფოს მორგიდან. Sky News-ის სიუჯეტის თანახმად, ადგილობრივებს არ აძლევდნენ მათი დაკრძალვის უფლებას და არ არის გამოძიებული არც მათი გარდაცვალების გარემოებები.

✅ნიკოლ ფაშინიანი ხვალ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ხვდება. სომხეთის პრემიერ მინისტრი ბრუსელში ჩამოდის. ის მონა
✅ნიკოლ ფაშინიანი ხვალ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ხვდება. სომხეთის პრემიერ მინისტრი ბრუსელში ჩამოდის. ის მონაწილეობას მიიღებს Euronews ის მიერ ორგანიზებულ სამმიტში ევროკავშირის გაფართოებაზე.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბართ დე ვევერი გადადგა. მან მეფე ფილიპს აცნობა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ, ბიუჯე
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბართ დე ვევერი გადადგა. მან მეფე ფილიპს აცნობა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ, ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიუღწევლობის გამო- ნათქვამია ბელგიის სამეფო სასახლის განცხადებაში. მეფემ გადაწყვეტილების მიღება გადაადო და ხვალიდან უმრავლესობის პარტიების თავმჯდომარეებთან კონსულტაციებს გამართავს.

რუსეთის ომბუდსმენმა ოლეშკის ჰუმანიტარული მისიის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სიჩუმის რეჟიმი მისიის დროს არ დარღვეულა. ​„მინდა ვთქვა, რომ არანაირი ინციდენტი და სიჩუმის რეჟიმის დარღვევა არ ყოფილა, ყველაფერმა გეგმიურ რეჟიმში ჩაიარა“-განაცხადა ლანტრატოვამ. ​თუმცა, საპირისპიროს ამბობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. ​„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის ამოწურვამდე 24 საათზე მეტი ხნით ადრე, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები განაახლა“დაწერა მან სოციალურ ქსელში.