fa
Feedback

فریب کلاهبرداران را نخورید! تل‌متریو این کانال‌ها را شناسایی و برچسب‌گذاری می‌کند 👉 برای مشاهده برچسب، اشتراک تهیه کنید

Euroscope

Euroscope

رفتن به کانال در Telegram

Euroscope offers independent, real-time coverage of EU, NATO, and global political affairs from Brussels. Led by Tamar Nutsubidze, it provides insights on Europe’s policies and Georgia’s European integration, aiming to inform and empower Georgian audience

نمایش بیشتر
836
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
+67 روز
+230 روز
آرشیو پست ها
ესტონეთიდან რუსეთის მოქალაქე ლეონიდ კარაბესკინი გააძევეს და შენგენის ზონაში შევლა აუკრძალეს. დეპორტაციის მიზეზი რუსეთის დაზვერვის სამსახურთან კავშირები იყო. „ესტონეთი თვალს არ დახუჭავს ჩვენს უსაფრთხოებასა და ევროპის უსაფრთხოებაზე. ისინი, ვისაც კავშირი აქვს რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან და მტრული გავლენების ქსელებთან ჩვენი ღიაობით ვერ ისარგებლებენ“-დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

⛔️ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერიმა მეფე ფილიპეს მთავრობის გადადგომა შესთავა. ამის მიზეზი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მმართველ კოალიციაში შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. როგორც Reuters-ი და ბელგიური გამოცემა The Brussels Times იუწყებიან, კვირა ღამით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ხუთპარტიულმა კოალიციამ ვერ შეათანხმა, როგორ უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით საჭირო ფინანსური ტვირთი. მთავრობას 2029 წლისთვის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაზოგვა ან დამატებითი შემოსავლების მოძიება სჭირდება. უთანხმოების მთავარი მიზეზი გადასახადებისა და ხარჯების შემცირების საკითხია: პრემიერის პარტია N-VA და ლიბერალური MR ხარჯების შემცირებას უჭერენ მხარს, ხოლო სოციალისტური Vooruit და ცენტრისტული Les Engagés უფრო მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდას მოითხოვენ. ევროკავშირის წესებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ბელგიაში ეს მაჩვენებელი გასულ წელს 5% იყო, ხოლო ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 110%-ს აჭარბებს. მეფე ფილიპეს შეუძლია მიიღოს მთავრობის გადადგომა, უარი თქვას მასზე ან გადაწყვეტილება დროებით გადადოს. შესაბამისად, მთავრობის გადადგომა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

ზელენსკი ტრამპზე: პრეზიდენტს სიმართლე, რეალური სიტუაცია უნდა გავუზიარო. ამერიკა ვერ დაეხმარება რუსეთს. პრეზიდენტი ტრამპი ვერ დაეხმარება პუტინს.

ვლლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპთან რამდენჯერმე ისაუბრა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შესახებ. „ჩვენ გვქონდა სხვადასხვა საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესახებ. ჩვენ ვთხოვდით, თან განვუმარტავდით, რომ არ შეგვიძლია პასუხი არ გავცეთ ჩვენს ენერგეტიკაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენს ხალხს კლავს, თუ ისინი თავს ესხმიან ჩვენს ელექტრო-ენერგეტიკულ ობიექტებს, გაზს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ყველაფერ დანარჩენს. ჩვენ ვუთხარით: თუ გსურთ, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თავს არ დავესხათ, ისინი არ უნდა დაესხან თავს ჩვენს ენერგოსისტემას“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში.

ბილ კლინტონი დონალდ ტრამპზე : ტრამპი მართლაც აღფრთოვანებულია პუტინით. ის აღფრთოვანებას არ მალავს ჩინეთის ლიდერის მიმართაც კი, რომელიც მრავალ სფეროში ჩვენი მოწინააღმდეგეა. ის ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტითაც კი ტრაბახობდა.

უკრაინაში აპლიკაცია „საჰაერო განგაში" სავარაუდოდ, მტრის ჩარევის გამო ამოქმედდა არანაირი რადიაციული საფრთხე არ არსებობს —განაც
უკრაინაში აპლიკაცია „საჰაერო განგაში" სავარაუდოდ, მტრის ჩარევის გამო ამოქმედდა არანაირი რადიაციული საფრთხე არ არსებობს —განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში. სამხედროებმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და ოფიციალური ცნობების მიდევნებისკენ მოუწოდეს. განგაშის აპლიკაცია ამოქმედდა რუსეთშიც. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, კიბერთავდასხმის შედეგად უწყების აპლიკაციამ ცრუ შეტყობინებები გაავრცელა ბირთვული დარტყმის შესახებ

მელანია ტრამპმა განაცხადა, რიმ ოლეშკიში ზავი დასრულდა. პირველი ლედის თქმით, ოკუპირებული ქალაქიდან თითქმის 800 ადამიანის ევაკუ
მელანია ტრამპმა განაცხადა, რიმ ოლეშკიში ზავი დასრულდა. პირველი ლედის თქმით, ოკუპირებული ქალაქიდან თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, უკრაინის გენშტაბმა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ზავი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა. მათი მონაცემით, სანამ უკრაინელი სამხედროები ზავს იცავდნენ, რუსები დანაყოფების როტაციას ახორციელებდნენ, პოზიციებს ამაგრებდნენ, დრონებისგან დამატებით დაცვას აყენებდნენ და საბრძოლო მასალას ეზიდებოდნენ.

+1
ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ახლოს, ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა. დაიღუპა ცხრა ადამიანი. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ დაადასტურა, რომ 2 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი Learjet 60 პალმ-ბიჩის ოლქში ჩამოვარდა. ვინ იმყოფებოდა ბორტზე უცნობია. თვითმფრინავი დარეგისტრირებული იყო დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში. კატასტროფის ადგილზე წარმოიქმნა კრატერი და გაჩნდა ხანძარი. თვითმფრინავი ოსტინიდან აფრინდა და მიემართებოდა ბაჰამის კუნძულებისკენ.

სამარას ოლქში იერიში განხორციელდა გამანაწილებელ სადისპეტჩერო სადგურ "სამარზე". ეს ობიექტი ოქტომბერში ორჯერ უჯვე დაიბომბა. სად
+1
სამარას ოლქში იერიში განხორციელდა გამანაწილებელ სადისპეტჩერო სადგურ "სამარზე". ეს ობიექტი ოქტომბერში ორჯერ უჯვე დაიბომბა. სადგური „ტრანსნეფტის“ მსხვილი სამრეწველო კვანძია, სადაც ხდება სხვადასხვა მარკის ნავთობის მიღება და მათი შერევა შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.

ეგზიტპოლების მონაცემებით, ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით
ეგზიტპოლების მონაცემებით, ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით, იოტოვას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 51%-მა მისცა, ხოლო მის ოპონენტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა ხმების დაახლოებით 44,6% მოაგროვა.

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსს დარტყეს. ამ დროისთვის ვრცელდება ცნობები 5 დაშავებულის შესახებ. ვიდეო ადგილობრივებმა გაავრცელეს.

+1
დემოკრატმა კონგრესვუმენმა ჰეილი სტივენსმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე მხარი დაუჭირა სენატორობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მაიკ როჯერსს. სტივენსმა მანამდე დემოკრატთა პრაიმერიზში აბდულ ელ-საიდთან წააგო. საბოლოოდ, მან რესპუბლიკელ ოპონენტს გამოუცხადა მხარდაჭერა. მის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. "​მის მხარდამჭერთა არმია უზარმაზარია, ხოლო მიჩიგანელი ხალხის, განსაკუთრებით ჩვენი აფროამერიკელი და ებრაელი მოსახლეობის მხრიდან პატივისცემის დონე, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა. ჰეილიმ თქვა ის, რასაც ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა. ​მან თავისი საქციელით დიდი და თითქმის უპრეცედენტო ერთგულება გამოხატა მიჩიგანის დიდებული ხალხის მიმართ. ამას სიმამაცე ჰქვია და ცოტა ადამიანს თუ აქვს ისეთი გამბედაობა, როგორიც კონგრესვუმენმა ჰეილი სტივენსმა ახლახან გამოავლინა!"-დაწერა ტრმპმა.

POLITICO: ამერკკელმა სენატორმა კრის მერფიმ ინსულტი გადაიტანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონექტიკუტის შტატის დემოკრატმა სენ
POLITICO: ამერკკელმა სენატორმა კრის მერფიმ ინსულტი გადაიტანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონექტიკუტის შტატის დემოკრატმა სენატორმა მკლავის დაბუჟება შვილის ჰოკეის მატჩზე ყოფნისას იგრძნო, რის შემდეგაც მკურნალობისთვის ჯონს ჰოპკინსის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი აპარატის უფროსის განცხადებით, ის გონზეა, კონტაქტურია და მკურნალობაზე კარგად რეაგირებს, ხოლო ექიმები სრულ გამოჯანმრთელებას პროგნოზირებენ.

ზელენსკიმ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მოლაპარაკებების ორგანიზებაში დაეხმარება. „ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. ვიცი, რომ პრეზიდენტ ერდოღანს აქვს პუტინთან კომუნიკაციის საკუთარი არხები. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეხვედრის თურქეთში ჩატარებას“- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებასაც დელეგაციები და ტექნიკური ჯგუფები ვერ ახერხებენ. „სწორედ ამიტომ მინდა მასთან შეხვედრა, როგორც ადამიანთან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს“-აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე. „ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ტ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე. „ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ტერიტორიები, მათ შორის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი, რუსეთს ეკუთვნოდეს. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენს კონსტიტუციას. რუსეთს ეს სურს და ცდილობს სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით მოგვაწოდოს. თუმცა, ეს არაჯანსაღი და ალოგიკური მიდგომაა“-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა CNN Türk-თან ინტერვიუში. მისი თქმით, პრიორიტეტია ფრონტის არსებულ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, ხოლო შემდეგ სხვა საკითხების განხილვა.

⛔️სერბეთმა რუსი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკი დახურა სერბეთის ეროვნულმა ბანკმა Alta Bank-ს საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა და ბანკის ოპერაციები შეაჩერა. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს მიიღეს, ოფიციალური განცხადება კი 31 ოქტომბერს გავრცელდა. Alta Bank ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი სერბული ბანკი იყო, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშების გახსნა შედარებით მარტივად შეეძლოთ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბანკი რუსი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური არხი გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ბანკში დეპოზიტების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. მის მომსახურებას რუსი მოქალაქეები როგორც პირადი დანაზოგების შესანახად, ისე ბიზნესოპერაციებისა და საერთაშორისო გადარიცხვებისთვის იყენებდნენ. ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ბანკის კლიენტებს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. რუსი ემიგრანტების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ანგარიშებზე ათიათასობით ევროა დარჩენილი, რომლის განკარგვასაც ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. სერბეთის ეროვნული ბანკის განმარტებით, Alta Bank-ის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, არსებობდა ლიკვიდობის შემდგომი გაუარესების საფრთხე და მეანაბრეების ინტერესები რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპი საკუთარ გეგმებზე თუ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ. "თუ ეს მოხდება, ვფიქრობ, მე გავხდები „მისტერ ვეტო“. მე მათ მართვის ნებას არ მივცემ, ხოლო შემდეგ, გარკვეულ მომენტში, სავარაუდოდ, შეთანხმებების დადება მოგვიწევს. საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება პირველი ასეთი შემთხვევა"-აცხადებს პრეზიდენტი.

მელანია ტრამპის მორიგი პოსტი ოლეშკის ჰუმანიტარულ მისიაზე, რიმელსაც განახლებუმ იმედს უწოდებს. ოლეშკისა და ხერსონის მიმდებარე რ
მელანია ტრამპის მორიგი პოსტი ოლეშკის ჰუმანიტარულ მისიაზე, რიმელსაც განახლებუმ იმედს უწოდებს. ოლეშკისა და ხერსონის მიმდებარე რეგიონში ცეცხლის შეწყვეტამ მოსახლეიბას გადაადგილების თავისუფლება, საკვებზე, სუფთა წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა, ასევე თავდასხმის მუდმივი საფრთხისგან თავისუფალი, ღირსების აღდგენილი განცდა მოუტანა. დაე გახდეს ოლეშკი ხანგრძლივი მშვიდობის საწყისი წერტილი"-წერს პირველი ლედი.

რუსეთის უშიშროებამ ცარიცინოში ტერაქტის მომზადების შესახებ ინფორმაცია ამერიკული მხარისგან მიიღო. ФСБ-მ ამ ინფორმაციის საფუძველზე დააკავა მოზარდი. მას TikTok-ში ჰქონდა გამოქვეყნებული საკუთარი ფოტოები ტაქტიკური სამოსით და „ცარიცინოში“ გადაღებული სურათები წარწერით: "ვიპოვე ადგილი“. ​არასრულწლოვანი Telegram-ში ნეონაცისტური არხის გამომწერიც იყო და ტერორისტულ აქტებზე, მასობრივ მკვლელობებსა და სხვა ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას ეძებდა.

ვინიცის ოლქში რუსული დრონი პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიას მოხვდა. დაიღუპა ორი ადამიანი. დაშავდა სამი, მათ შო
+1
ვინიცის ოლქში რუსული დრონი პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიას მოხვდა. დაიღუპა ორი ადამიანი. დაშავდა სამი, მათ შორის ორი 5 წლის გოგო და 16 წლის მოზარდი. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.