ch
Feedback
Euroscope

Euroscope

前往频道在 Telegram

Euroscope offers independent, real-time coverage of EU, NATO, and global political affairs from Brussels. Led by Tamar Nutsubidze, it provides insights on Europe’s policies and Georgia’s European integration, aiming to inform and empower Georgian audience

显示更多
843
订阅者
无数据24 小时
-17
+230
帖子存档
Meduza: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა, რათა რუსეთის ხელისუფლება გაეფრთხილებინა ნატოს ქვეყნებზე, კერძოდ კი ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე თავდასხმისგან — ამის შესახებ The Wall Street Journal და Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

ალფა სიხშირე: 🇮🇹🤝🇺🇦 La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალია უკრაინას გადასცემს Aster 30-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ჩამომ
ალფა სიხშირე: 🇮🇹🤝🇺🇦 La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალია უკრაინას გადასცემს Aster 30-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდებ ანტირაკეტებს, 4 SAMP/T NG საჰაერო თავდაცვის სისტემას და Aster-30-ის ანტირაკეტების წარმოების უფლებას. სისტემებთან ერთად, უკრაინა მიიღებს შორი მოქმედების 7 რადარს, რომელთაგან ექვსს ფრანგული კომპანია Thales აწარმოებს, ხოლო ერთს — იტალიური თავდაცვის გიგანტი Leonardo.

ნეპალში მსხვერპლი 157-ამდე გაიზარდა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ღვარცოფმა ნეპალისა და ტიბეტის საზღვართან 4 სოფელს გადაუარა. ჯანმომ მედიკამენტები, ინდოეთმა კი 10 ტონა დახმარება გაგზავნა. ვარაუდობენ, რომ სტიქია ტიბეტის მხარეს დაიწყო. ჰიმალაის მთებში ყინული მოწყდა და ხეობაში გრუნტისა და ქვის მასა ჩამოიყოლა. ნეპალის პრემიერის განცხადებით, სტიქიის ზონაში მაშველთა და კინოლოგთა დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა.

იტალიამ ფარულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ-წერს ​La Repubblica. გამოცრმის
იტალიამ ფარულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ-წერს ​La Repubblica. გამოცრმის ინფორმაციით, ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა და საბოლოო სახით გაფორმდება „დახმარების მეცამეტე აქტში." ​ახალ პაკეტში ძირითადად საჰაერო და საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის სისტემები შევა, მათ შორის SAMP/T NG-ის ოთხი ბატარეა, რომელთაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ, და Aster 30-ის ტიპის რაკეტა-გადამჭერები.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოსკაროსანი შონ პენი, რომელიც გუშინ "უკრაინის ეროვნული ლეგენდის" პრემიით დააჯილდოვდა. ცერემონიის დროს მსახიობი ზელენსკისთან მივიდა და ორივე ერთმანეთს დაჩოქილი ესაუბრებოდა, რომ დარბაზში მყოფი აუდიტორიისთვის ხელი არ შეეშალათ. ეს მომენტი უკრაინელმა პროდიუსერმა სერგეი პერმანმა გადაიღო და გამოაქვეყნა.

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები 70 წლის სვეტლანა ლოი სასამართლო სხდომაზე, სადაც მას რუსებმა 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ფულის გადარიცხვის გამო. საერთო ჯამში საუბარია 63420 რუბლზე, რაც 645 ევროა.

აშშ ჩინეთს სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთმა დააფინანსა ჰაკერული და
აშშ ჩინეთს სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთმა დააფინანსა ჰაკერული დაჯგუფება ამერიკის სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმების განსახორციელებლად. ​დაჯგუფება QTFY თავს დაესხა NASA-ს, ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ენერგეტიკის, იუსტიციისა და ჯანდაცვის დეპარტამენტებს, ასევე აშშ-ის სენატს. FBI-მ და იუსტიციის დეპარტამენტმა ჰაკერების მიერ გამოყენებული პლატფორმები: QScan და QTRouter გათიშეს.

Bloomberg: პუტინი ომის ესკალაციისა და კიევზე უფრო ძლიერი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება. ​სააგენტო კრემლთან დაახლოებულ ს
Bloomberg: პუტინი ომის ესკალაციისა და კიევზე უფრო ძლიერი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება. ​სააგენტო კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებას გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ​რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პუტინი არ შეწყვეტს ომს სანქციებისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის თავდასხმების გამო და სავარაუდოდ, განიხილავს კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ბალისტიკური დარტყმების გაზრდის შესაძლებლობას. კრემლის წყაროები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი უკვე წავიდა დათმობებზე მოლაპარაკებების დროს და შესაძლოა, უკრაინას ტაქტიკური ბირთვული იარაღითაც დაარტყას „უკიდურესი ზომის სახით“. ​

აშშ-ის სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა კიევში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ
აშშ-ის სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა კიევში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისთვის აშშ-მა ძალა უნდა აჩვენოს, რადგან რუსეთის ლიდერი მხოლოდ ძალის დემონსტრირებას სერიოზულად აღიქვამს, წერს Interfax-Ukraine

ჯემნიუსი: ესპანეთში ათასობით ადამიანმა გრანდიოზული პომიდვრის ბრძოლა მოაწყო ასე ტარდება ქალაქ ბუნიოლში ფესტივალი La Tomatina. მისი მონაწილეები ტრადიციისამებრ ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან. წელს ბრძოლისთვის 150 ტონა ბოსტნეული მოამზადეს. La Tomatina-ს ისტორია 1945 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის სპონტანური ჩხუბი მოხდა. 1950-იან წლებში, გენერალ ფრანკოს დიქტატურის პერიოდში, ფესტივალი გარკვეული დროით აკრძალული იყო, თუმცა მოგვიანებით კვლავ აღდგა და ადგილობრივებისა და ტურისტების გასართობ ღონისძიებად იქცა. წელს ორგანიზატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 22 ათასი სტუმრის ჩამოსვლას ელოდებიან.

დრაპატი, პროკოპენკო, ბილეცკი, ზაპოროჟიეში ვიზიტისას ზელენსკიმ ფრონტზე ოპერაციებისა და უკრაინის არმიის ეფექტიანობის გაზრდის სა
დრაპატი, პროკოპენკო, ბილეცკი, ზაპოროჟიეში ვიზიტისას ზელენსკიმ ფრონტზე ოპერაციებისა და უკრაინის არმიის ეფექტიანობის გაზრდის საკითხებზე თათბირი გამართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული რეალური ვითარება, საკვანძო მიმართულებებზე თავდაცვითი ოპერაციები და უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო ზომები.

აშშ-მა ულტრამემარცხენე ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონმა სანქც
აშშ-მა ულტრამემარცხენე ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ტრანსნაციონალურ ულტრამემარცხენე ორგანიზაციას, მათ შორის იტალიურ ტექნოლოგიურ კოლექტივს Autistici/Inventati, რომლის სერვისებსაც, აშშ-ის შეფასებით, ძალადობრივი Antifa-ს ჯგუფები იყენებენ. სანქციები ასევე შეეხო პროპალესტინურ ორგანიზაციებს — „რევოლუციურ გზას“ და „Palestine Action-ს“. რუბიოს თქმით, აშშ „ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს“ გამოიყენებს ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად. განცხადება მან X-ზე გაავრცელა.

უნგრეთმა რუსეთი ოფიციალურად აღიარა ქვეყანად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს უნგრეთის არსებობის და უსაფრთხოებისთვის. ​უნგრეთის პ
უნგრეთმა რუსეთი ოფიციალურად აღიარა ქვეყანად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს უნგრეთის არსებობის და უსაფრთხოებისთვის. ​უნგრეთის პრემიერმა პირველად უწოდა ოფიციალურად რუსეთს "საფრთხე" ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიო წესრიგისთვის. ​გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უნგრეთის დელეგაციისთვის მომზადებულ დოკუმენტში ბუდაპეშტი გმობს რუსულ აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ​

დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი იაპონიას ემუქრება. ვოლოდინი ამბობს რომ, იაპონია მილიტარისტული რიტორიკის დაბრუნებას ცდილობს: “ არ არის საჭირო, ბირთვული დერჟავას, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია…”

კადრები ნეპალიდან…

უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპირებულ დონეცკში "ფლამინგოს" რაკეტით მასირებული დარტყმა განხორციელდა რუსეთის 51-ე არმიის სამეთაურო პუნქტზე.

დონალდ ტრამპი CIA-ს დირექტორის ჯონ რედკლიფის მოსკოვში ვიზიტზე : ის იქ რუტინულ საქმეზე იმყოფებოდა. არ მინდა ხალხის იმედგაცრუება. ჩვენ გვინდა, ვნახოთ უკრაინაში ომის დასრულება. ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ კონფლიქტის დასრულებაზე, გულახდილად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ორივე მხარეს სურს მისი დასრულება.

⛔️ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს გაფართოება. უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს აღწევენ და ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი კონტინენტის მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ამ კონტექსტში ვაფასებ ლიტვის კონსტრუქციულ ძალისხმევას და იმ ფაქტს, რომ ლიტუვამ გაფართოება თქვენი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა, თქვა თავის გამოსვლაში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ. კოშტა ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2026/08/26/press-statement-by-president-costa-following-the-meeting-with-president-of-lithuania-gitanas-nauseda/

Bild:სამხრეთ კორეამ რუსული სამხედრო თვითმფრინავების გამო გამანადგურებლები გაგზავნა. რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ია
Bild:სამხრეთ კორეამ რუსული სამხედრო თვითმფრინავების გამო გამანადგურებლები გაგზავნა. რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის ზღვის თავზე სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა. სამხრეთ კორეის გენშტაბის განცხადებით, რუსული თვითმფრინავები კუნძულ ულდინდოსა და მის აღმოსავლეთით მდებარე ტოკტოს კუნძულების რაიონში იმყოფებოდნენ და გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული ზონა დატოვეს. უშუალოდ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ზელენსკის მიმართვა ზაპოროჟიედან: ჩვენი პოზიციები დონეცკის ოლქში ორი განახლებული დაჯგუფებით გაძლიერდება. ​"მეთაურები უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო და ანდრი ბილეცკი იქნებიან. დღეს ანდრი "ოქროს ვარსკვლავით" დავაჯილდოვე"- განაცხადა პრეზიდენტმა.

Euroscope - Telegram 频道 @euroscopegeo 的统计与分析