uk
Feedback
Prime Time • პრაიმ ტაიმი

Prime Time • პრაიმ ტაიმი

Відкрити в Telegram

Prime Time — Georgia's leading news company, delivering trusted global coverage. Stay informed!

Показати більше
713
Підписники
-124 години
-67 днів
-530 день
Архів дописів
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში
ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა. ქვეყნის ეროვნული სამაშველო სააგენტოს (Basarnas) ცნობით, ხომალდი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიადან მაკასარისკენ მიცურავდა. მოგვიანებით Basarnas-მა განაცხადა, რომ მიიღო დადასტურება იმის შესახებ, რომ ბორანი „თითქმის მთლიანად ცეცხლმა მოიცვა“, სანამ „მგზავრები დახმარებას ელოდნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი ს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა

პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა,
პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს. თვითმფრინავში 11 მგზავრი და ორი პილოტი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი პერუს ავიაკომპანია Aerodiana-ს ეკუთვნოდა.

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - სტიქიის გავრცელებას ხელს, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ხანგრძლივი გვალვა უწყობს

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია "მილა
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია "მილანმა" სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს, – ამის შე
ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. „გუშინ მომხდარი არის თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. სეუტა ესპანეთის ქალაქია და გუშინ მომხდარი უმკაცრესად უნდა დაიგმოს“, – განაცხადა სანჩესმა. მისი თქმით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ ადამიანი სეუტის ტერიტორიაზე ზღვით თუ შევა, მისი დაუყოვნებლივ უკან გაძევება კანონიერი არ არის და ადამიანების უკანონოდ გადამყვანმა დანაშაულებრივმა ქსელებმა ეს გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და მიგრანტები დაარწმუნეს, წყალში შესულიყვნენ.

ახალ ამბებს მოკლედ AI კონსტანტინე გაგაცნობთ | 31 ივლისი 2026

მიხეილ სარჯველაძე: "წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მე
მიხეილ სარჯველაძე: "წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს." See less

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ განიარაღების შეთანხმების პირველი ეტაპი ისრაელმა უნდა დაიწყოს. დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის
„ჰამასი“ აცხადებს, რომ განიარაღების შეთანხმების პირველი ეტაპი ისრაელმა უნდა დაიწყოს. დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. როგორც დაჯგუფების წარმომადგენელმა აღნიშნა, შეთანხმების ტექსტის ორივე მხარის მიერ დამტკიცების შემდეგ პირველი ეტაპის შესრულება ისრაელმა უნდა დაიწყოს, რაც ღაზის სექტორიდან სამხედრო ძალების გაყვანას ითვალისწინებს.

+1
მიგრაციული კრიზისი მწვავდება - სეუტაში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, ბოლო დღეებში ზღვაში უკვე 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრმა და Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პ
ჯანდაცვის მინისტრმა და Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატ „ელევიდისზე“ იმსჯელეს

ვოლგოგრადზე იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა Wildberries-ის საწყობსა და „ლუკოილის“ ნავთობის ქარხანაში, დაშავდა ხუთი ადამიანი

საგამოძიებო სამსახურმა 2026 წლის მაისიდან დღემდე სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი ამოიღო, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯან
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰამასი მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ დათანხმდნენ მშვიდობის საბჭოს გეგმას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ | ინფორმაციას BBC ავრცელებს

ესპანეთმა სეუტაში საჯარისო ნაწილები შეიყვანა. გუშინ სეუტას ანკლავში, ესპანეთის სახელმწიფო საზღვარი რამოდენიმე ათასმა მაროკოელმა გაარღვია, რასაც მოყვა არეულობები ქალაქის მასშტაბით და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქმის დაკარგა სიტუაციაზე კონტროლი.