Prime Time • პრაიმ ტაიმი
الذهاب إلى القناة على Telegram
Prime Time — Georgia's leading news company, delivering trusted global coverage. Stay informed!
إظهار المزيد700
المشتركون
لا توجد بيانات24 ساعات
-47 أيام
-1030 أيام
أرشيف المشاركات
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს.
დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს.
უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი.
სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს. ტულის ოლქზე თავდასხმას კი ორი ადამიანი ემსხვერპლა
შვეიცარიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტურისტული ავტობუსი გრაუბიუნდენის კანტონის სოფელ სუშთან ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ, მოძრაობის დროებითი სქემა იცვლება
გამთენიისას უკრაინელებმა, FP-1/2-ის ტიპის კამიკაძე დრონებით სარატოვში მდებარე - OZON-ის ლოჯისტიკური ცენტრი დაბომბეს, რომელიც ამ წუთებშიც იწვის
პრემიერი - გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.
აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.
პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე - ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
+8
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება – სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.
პოლიციამ თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის შეხვდება
ირაკლი კობახიძე - კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი
