es
Feedback
Prime Time • პრაიმ ტაიმი

Prime Time • პრაიმ ტაიმი

Ir al canal en Telegram

Prime Time — Georgia's leading news company, delivering trusted global coverage. Stay informed!

Mostrar más
700
Suscriptores
-124 horas
-57 días
-1030 días
Archivo de publicaciones
🔴 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოზიციები დატოვეს. მათი შემცვლელები ო
🔴 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოზიციები დატოვეს. მათი შემცვლელები ორშაბათს დასახელდება

„ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ - შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მის დაცვას ფეისბუკ პოსტებით ცდილობს. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის განცხადება ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.

1960-იანი წლების დასაწყისში, ცივი ომის პიკზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავდროუ
1960-იანი წლების დასაწყისში, ცივი ომის პიკზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავდროულად ამბიციური კოსმოსური ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში. პროექტს ეწოდებოდა Project West Ford (ან West Ford Needles) და მისი მთავარი მიზანი დედამიწის ირგვლივ ხელოვნური იონოსფეროს შექმნა იყო. იმ პერიოდში შორ მანძილზე კავშირი დამოკიდებული იყო ან წყალქვეშა კაბელებზე, ან იონოსფეროდან რადიოსიგნალების არეკვლაზე. აშშ-ის სამხედროებს სერიოზული შიში ჰქონდათ: საბჭოთა კავშირს ადვილად შეეძლო წყალქვეშა კაბელების გადაჭრა, ხოლო ბუნებრივი იონოსფერო მზის აქტივობის გამო ხშირად არასტაბილური ხდებოდა. ამერიკელებს სჭირდებოდათ გლობალური კომუნიკაციის ისეთი სისტემა, რომელსაც მტერი ვერც დააზიანებდა და ვერც გაანადგურებდა. ვრცლად - https://primetime.ge/news/msoflio/ashsh-is-saidumlo-eqsperimenti-ratom-gaushves-kosmosshi-480-milioni-nemsi

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი.

ახალ ამბებს მოკლედ AI კონსტანტინე გაგაცნობთ | 11 სექტემბერი 2026

სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს. ტულის ოლქზე თავდასხმას კი ორი ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტურისტული ავტობუსი გრაუბიუნდენის კანტონის სოფელ სუშთან ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

პუტინი BRICS-ის სამიტში მონაწილეობისთვის ინდოეთში ჩავიდა

შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა 🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ, მოძრაობის დროებითი სქემა იცვლება

გამთენიისას უკრაინელებმა, FP-1/2-ის ტიპის კამიკაძე დრონებით სარატოვში მდებარე - OZON-ის ლოჯისტიკური ცენტრი დაბომბეს, რომელიც ამ წუთებშიც იწვის

ახალ ამბებს მოკლედ AI კონსტანტინე გაგაცნობთ | 10 სექტემბერი 2026

პრემიერი - გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას. აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე - ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.