Prime Time • პრაიმ ტაიმი
前往频道在 Telegram
Prime Time — Georgia's leading news company, delivering trusted global coverage. Stay informed!
显示更多701
订阅者
无数据24 小时
-47 天
-1030 天
帖子存档
პრემიერი - გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.
აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.
პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე - ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
+8
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება – სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.
პოლიციამ თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის შეხვდება
ირაკლი კობახიძე - კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება
დონალდ ტრამპი – რესპუბლიკელები თუ შეინარჩუნებენ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, მე შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავუხდი
გასულ ღამეს უკრაინელთა კამიკაძე დრონებით რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქი მაჰაჩყალა დაიბომბა….
მედია: უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე
+2
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი: "ბრიუსელი ხავსს ეჭიდება და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე
