სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია
Open in Telegram
681
Subscribers
-124 hours
-17 days
+530 days
Posts Archive
10. მუცლის ღრუსთან დაკავშირებული უსაფუძვლო ტკივილები.
11. ადამიანების მიუღებლობა და ზიზღი.
12. უსაფუძვლო ინტოქსიკაციის შეგრძნება და მისგან გამოწვეული ფიზიკური გამოვლინებები (დიარეა, ღებინება).
13. უმიზეზოდ გამოწვეული ხშირი დაბნეულობა და გულმავიწყობა.
14. უენერგიობა გადაბმულად 6 დღის განმავლობაში.
15. სახლში არსებული საკვები ბუნებრივთან შედარებით მარტივად ფუჭდება.
16. ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობთ გაუმართლებლობასა და უიღბლობას.
17. სოციუმში თავს დაუცველად გრძნობთ და მუდმივად გიჩნდებათ განცდა, რომ ნეგატიურ ენერგიას შთანთქავთ.
18. პარანოია, შიშები.
19. პესიმიზმი, უიმედობა.
20. ბედნიერების შეგრძნების დაკარგვა.
თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან აღგენიშნებათ 11 მათგანი, თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობას გაწმენდასა და გაუმჯობესებაზე.
დღევანდელი ცხოვრების პირობებში რთულია ადამიანს არ აწუხებდეს ნეგატიური გავლენები, თუმცა როგორც სხეულს სჭირდება მოვლა და განახლება, ანალოგიურად ესაჭიროება ჩვენს ენერგეტიკას წმენდა, განახლება და ზრუნვა. მით უმეტეს, თუ დაბინურებული ენერგეტიკა ფიზიკურ სხეულსაც ვნებს და დროთა განმავლობაში საგანგაშო პრობლემად გარდაიქმნება.
ენერგეტიკის დაბინძურება ყოველთვის გარემოდან/გარშემომყოფებიდან არ ხდება. ძალიან ხშირად ადამიანის გონება თავად იზიდავს ნეგატიურ ენერგოვიბრაციებს.
დაბინძურებული ენერგეტიკისთვის დამახასიათებელი 20 ნიშანი:
1. უარყოფითი აზრები და ფიქრები საკუთარი თავის მიმართ.
2. კარდიოვასკულარული პრობლემები.
3. ხშირი კოშმარული სიზმრები.
4. დეპრესიული გუნება-განწყობა.
5. ძილის პრობლემები.
6. უსაფუძვლო შფოთვა და ფორიაქი.
7. დაუცველობის შეგრძნება.
8. გართულებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
9. უსაფუძვლო თავის ტკივილები.
👇👇👇
1. X პიროვნება მძაფრად ცდილობს თქვენში ემოციის აღძვრას. მისთვის შესაძლებელი ყველა მეთოდის გამოყენებით იქცევს თქვენს ყურადღებას. ცდილობს მოგაწონოთ/შეგაყვაროთ თავი. იჩენს დადებით დამოკიდებულებას თქვენს მიმართ და ძალიან აქტიურობს.
2. როდესაც X პირობნება თქვენი მხრიდანაც იგრძნობს სიმპათიას, ის მომენტალურად ყინავს ურთიერთობას. გადადის სრული იგნორისა და სიცივის გამოვლენის ფაზაში. ამ დროს თქვენ ყოველ წამსა და წუთს მასზე ფიქრში ატარებთ, გაინტერესებთ როდის გამოვა კონტაქტზე, როდის განახლდება ის ემოციები, რომელიც მან თავდაპირველად შეგიქმნათ. ამგვარი დამოკიდებულება თავს დაუცველად გაგრძნობინებთ, რაც ბუნებრივია X პიროვნებას თქვენზე მართვის სადავეების ასაღებად ხელსაყრელ გარემოს უქმნის.
3. როდესაც X პიროვნება აღმოაჩენს, რომ თქვენი თვითშეფასება წარმატებით დაანარცხა მიწაზე, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის ისევ შეეცდება თქვენთან ურთიერთობას, გაიმართლებს თავს, მოიშველიებს უამრავ ახნა-განმარტებებს, თუ როგორ არ ეცალა, რამდენი პრობლემა ჰქონდა და ა.შ... ის ისევ შეეცდება თქვენს დარწმუნებას და რა წამს თქვენ მას მიენდობით, საბოლოოდ წამოეგებით მის ანკესზე.შედეგად რას ვიღებთ? -ტოქსიკურ ურთიერთობას კლასიკური ტიპის მანიპულატორთან, რომლის მიზანი არა თუ ემოციები, სიყვარული და გულწრფელი დამოკიდებულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი წარმატებული ნადირობა იყო!
ვიმედოვნებ არ გაგიჭირდებათ რეალურ პირობებში ამ 3 საფეხურის ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება, რათა თავიდან აირიდოთ პრობლემები და გართულებები, რომელიც ასეთ ანკესზე წამოგებას მოჰყვება.
მშვიდ ღამეს გისურვებთ!
მანიპულატორები და ტოქსიკური ურთიერთობები
ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ამიტომ ყურადღებით გაეცანით და გაფრთხილდით. შესაძლოა თქვენ არ აღმოჩნდეთ მსხვერპლი, თუმცა არაა გამორიცხული საკუთარი თავი მანიპულატორის პoზიციაში დაინახოთ.
ძალიან ხშირად ადამიანები გაუცნობიერებლად ეჯაჭვებიან კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ამ მიჯაჭვულობას თავისი მანიპულაციური ნაბიჯებით აღწევს. დეტალურად წარმოგიდგენთ სიტუაციურ ანალიზს კლასიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელშიც შესაძლოა ამოიცნოთ საკუთარი თავი როგორც მანიპულატორის, ასევე მსხვერპლის როლში.
მანიპულატორს პირობითად დავარქვათ X პიროვნება
👇👇👇👇
🙏🙏🙏
გულწრფელი მადლიერების ენერგია ერთ-ერთი ყველაზე მაღალვიბრაციული გამოხატულებაა, რომელიც პირდაპირმნიშვნელოვნად გვაკავშირებს კოსმიურ ენერგიასთან და სამყაროსთან ჩვენს ჰარმონიულ თანაარსებობას უზრუნველყოფს.
როცა შიშები გიპყრობთ, როცა ვერ ხედავთ გამოსავალს, გაიხსენეთ საიდან მოდიხართ. რამდენი რამ გამოიარეთ, როგორი სირთულეები გადალახეთ და რამდენი რამ შეძელით. გამოხატეთ მადლიერება საკუთარი ძალისა და თქვენი ღვთიური დამხმარე ენერგიების მიმართ. გაგზავნეთ და გამოანათეთ მადლიერების უზღვავი ენერგია.
მიეცით ამ გზით, სიტუაცია, რომელიც გაფერხებთ შეიცვლება❤️ თქვენს და სამყაროს სასიკეთოდ!
სიყვარულთან ერთად კომენტრებში 👇👇👇👇დააფიქსირეთ, რისთვის ხართ მადლიერი ✅
სიყვარულით და მადლიერებით☀️
შეახსენეთ თავს ყოველდღე:
🌻თქვენში არის სინათლე,
🌞თქვენში არის ღვთიური ნათელი
🪐უფრო მეტიც, თავად ხართ ეს სინათლე და ღვთიური ნათება.
💫 ანათეთ ღვთიურად !
დღის ენერგია
1️⃣3️⃣ მარტი
🔥ენერგეტიკულად ძლიერი დღეა
📌დღეს მთავარია ყველა საქმე გაკეთდეს გაცნობიერებულად.
▪️ ყველა საქმე მიიყვანეთ ბოლიმდე, გამოიჩინეთ აქტიურობა და მიზანსწარაფულობა. დღე კარგია სწავლისთვის, ახალი ცოდნის მისაღებად და სულიერი დონის განვითარებისთვის.
▪️ დღის მთავარი მახასიათებელია - მოქნილობა. ისწავლეთ სხვების შეხედულებების მიღება, ეძიეთ კომპრომისები და გადაკვეთის წერტილები.
▪️ გამორიცხეთ კრიტიკა და განკითხვა, ასევე საკუთარი აზრის თავზე მოხვევა. ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის პროვოცირება და უსარგებლო ბრძოლოს ჟინი გააღვივოს.
▪️გამოხატეთ გარშემომყოფების მიმართ ზრუნვა.
სიყვარულით ❤️ და მადლიერევით🙏
თამარი
დღევანდელი დღის
1️⃣1️⃣ მარტის ენერგია
▪️დღეს მნიევნელოვანია საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ ნდობის გაზრდა. კეთილსინდისიერების და უანგარობის გამოჩენა.
▪️გაიხარეთ ცხოვრებით და იმ შესაძლებლობებით , რომელიც მოაქვს ამ დღეს , პოზიტიური ემოციები აუცილებლად მოგცემენ სწორ მიმართულებას.
▪️დღს კარგია სიკეთის კეთება და ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. ნუ იქნებით ნაწყენი და გაბრაზებული ადამიანზე, თუ გრძნობთ ნეგატივს ვინმეს მიმართ , გამოიყენეთ მიტევების პრაქტიკები.
▪️დიდი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და დარჩით სიწყნარეში.
სიყვარულით❤️და მადლიერებით
თამარი
გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო! დაე დღევანდელი დღიდან თქვენი ცხოვრება გახდეს სასიამოვნო და ჯადოსნური მომენტებით სავსე. თქვენი ბედნიერი გულის ცემა წვდებოდეს უფალს და სულ უფრო და უფრო, მეტი და მეტი სიყვარულის დღესასწაულად გქცეოდეთ ყოველდღიურობა და ცხოვრება სრულად!
მე ვარ სიყვარულში❤️
სიყვარულია ჩემში ❤️
მე ვარ ყველაფერში და ყველაფერია ჩემში❤️
მე ვიღებ ყოვლისმომცველ ღვთიურ სიყვარულს და ვახდენ ამ სიყვარულის გენერირებას ჩემს ცხოვრებაში❤️❤️❤️❤️❤️❤️
სამყარო შექმნილია სიყვარულისგან და მე ამ სიყვარულის ის, ნაწილი ვარ , რომელიც იზრდება სამყაროს სიყვარულში
იპოვეთ თქვენი სიყვარულის ფორმულა. იპოვეთ სიტყვების კომბინაცია რომელსაც თქვენთვის მოაქვს ყოვლისმომცვლელი სიყვარულის ძალა 🤍🩵🩷
