ru
Feedback
სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

Открыть в Telegram

პიროვნული ზრდა და სულის ევოლუცია თამართან ერთად

Больше
677
Подписчики
Нет данных24 часа
Нет данных7 дней
Нет данных30 день
Архив постов
დღეიდან ვაანონსებ ერთ წლიან სიყვარულის მართაონს. ყოველდღე ჯგუფში ვაზიარებთ სიყვარულის აზფორმებს, ეხება თითოეულ მონაწილეს
დღეიდან ვაანონსებ ერთ წლიან სიყვარულის მართაონს. ყოველდღე ჯგუფში ვაზიარებთ სიყვარულის აზფორმებს, ეხება თითოეულ მონაწილეს

კარმა 🔆კარმა არის სულისა და სამყაროს უნივერსალური კანონი. "ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო ურთიერთქმედება". სა
კარმა 🔆კარმა არის სულისა და სამყაროს უნივერსალური კანონი. "ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო ურთიერთქმედება". სანსკრიტულად კი ქმედება ნიშნავს რეაქციას, რომელიც უკვე შევასრულეთ, ვიფიქრეთ ან ვიგრძენით.

🔅კარმა გვიცავს სამომავლო ტანჯვისგან. კარმული კანონი არ არის დასჯაზე ორიენტირებული, არ არის განსჯაზე ორიენტირებული. ის არც ინდივიდუალური ერთეულია,რომელიც ჩვენს ქცევებს წონის, რომ შესაბამისი საზღაური მივიღოთ (როგორც ებრაული სისტემა). კარმა არის მექანიზმი, რაც ჩვენი სულის რესურსია. ჩვენ მისი ნაწილი ვართ. 🔅კარმის მიზანია მოცემული განზომილებისგან 3 D გათავისუფლება. ნებისმიერი პრობლემა, განსაცდელი, ჯილდო თუ გამოწვევა გვეხმარება ავირჩიოთ ჩვენთვის სწორი გზა.კარმული კანონი გვეხმარება განვითარებაში, გვაჩვენებს, რომ ვართ თავისუფლები, ინდივიდუალურები და გვარწმუნებს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენივე გონების და ქმედებების პროექციული გამოვლინებაა. კარმა ისედაც ჩვენსკენ და ჩვენი განვითარებისკენ არის მიმართული, მისგან გაქცევა კარგი შედეგების მომტანი არ იქნება. ამიტომ შეცდომებზე სწავლა ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებულია. კარმა არის მიღებაზე, გაცნობიერებაზე და შესაძლებლობებზე იარო ამ გაცნობიერებებით ახალი გზით, ახლებურად! და ეს სიყვარულის გზაა!

ყურადღება გაამახვილეთ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას. დისკომფორტს გრძნობთ სხეულის რომელიმ
ყურადღება გაამახვილეთ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას. დისკომფორტს გრძნობთ სხეულის რომელიმე ნაწილში, თუ პირიქით-სასიამოვნო შეგრძნებები გეუფლებათ? სხეული საუკეთესო ინდიკატორია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რამდენად თქვენიანია ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობთ. იმუშავეთ საკუთარი მთლიანობის აღდგენაზე, საკუთარ თავში სიყვარულის გენერირებაზე, ყოველდღიურად. ❤️

📌ბედნიერი ცხივრების 10 პრინციპი: 1️⃣ არ დაარღვიო ადამიანების პირადი საზღვრები, განსაკუთრებით ახლობლების. 2️⃣ ნუ ფიქრობ როგორ დაიმსახურო სიყვარული, უბრალოდ, დაიწყე მისი გაცემა. 3️⃣ არ დაელოდო ხვალინდელ დღეს, ორშაბათს ან სხვა. დაიწყე ცხოვრება ახლავე. 4️⃣ დაიწყე იმის კეთება რაც შენ მოგწონს და არა სხვას. 5️⃣ დაიწყე საკუთარი თავის ისეთად მიღება როგორიც ხარ. ანალოგიურად სხვების. 6️⃣ თუ ხარ მდიდარი დაივიწყე, თუ ხარ ღარიბი არ მიიღო სერიოზულად. 7️⃣ დაუშვი ბევრი შეცდომა, მთავარია არ იმეორებდე მათ. 8️⃣ უარყავი სიყვარული რომელიც გიზღიდავს თავისუფლებას. თავისუფლება ეს შენი უფლებაა და უმათლესი ფასეულობა. 9️⃣ ისწავლე, განვითარდი მუდმივად. 🔟 გააცნობიერე, პრობლემები ცხოვრებში შენი მენტალობის შედეგია და ის შანსი და შენი ზრდის ფაქტორია.

2.მნიშვნელოვან სიზმრებს ხედავთ,რომელიც სიმბოლოებიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რეალიზდება. სიზმრები ხშირად უკავშირდება მომავლის განჭვრეტას. 3. გრძნობთ ან ინფორმაცია მოგდით, როცა ადამიანის ემოციები და მისი საუბარი ერთმანეთს არ შეესაბამება. თითქოს სხვა ენერგია მოდის ამ ადამიანისგან, მაგრამ მისი საუბარი სხვაა. ამ დროს, თქვენ თავს უცნაურად გრძნობთ. 4. გიხურდებათ ხელის გულები, თითები, ფეხის ტერფები, გულის გარშემო არე, შუბლის წილი და გრძნობთ ენერგიისგან გამოწვეულ თრთოლას სხეულში. 5.გეწყებათ მიზიდულობა სხვადასხვა მაგიური და ენერგეტიკულად მაღალ ვიბრაციაზე მყოფი საგნების მიმართ. მაგ: კრისტალების, ქვების, თილისმების, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების მოვლის სურვილი ჩნდება. 6. ყელის არეში გრძნობთ სიმაგრეს, თითქოს რაღაცის თქმა გსურთ, თუმცა რეალურად არაფერი არ არის სათქმელი. 7. ხმაურიანი, ქალაქის გარემო თავს კარგად არ გაგრძნობინებთ. მარტივად გღლით ტექნიკასთან, სხვადასხვა გამოსხივების მქონე აპარატურასთან ახლოს ყოფნა. გირჩევნიათ ბუნებაში ყოფნა. 8. თქვენი დეჟავუს შეგრძნება ხშირდება, ინტუიცია ბევრად ძლიერი გაქვთ ვიდრე ოდესმე. 9. უცხო ადამიანების შესახებ არაცნობიერად გაქვთ ინფორმაცია, თითქოს იცით მისი ხასიათი, მდგომარეობა, რა ელის მას და ა.შ... სულ მცირე 7 ნიშანთან რეზონირდით, თქვენ ენერგეტიკული ზრდის/გარდასახვის პროცესში იმყოფებით. თქვენ განიცდით ცვლილებებს, რომელიც თავს უცნაურად გაგრძნობინებთ.

⚡️ნიშანები, რომელიც გამცნობთ, რამდენად არის გაზრდილი თქვენი ენერგოინფორმაციული ველი: 1.ხალხმრავლობაში ენერგიას კარგავთ, განიც
⚡️ნიშანები, რომელიც გამცნობთ, რამდენად არის გაზრდილი თქვენი ენერგოინფორმაციული ველი: 1.ხალხმრავლობაში ენერგიას კარგავთ, განიცდით სტრესს და გადაღლილობას. 👇👇👇👇

რისკენაც არის მიმართული ყურადღება, ენერგიაც მისკენ მიემართება. თუ ყურადღებას მიაპყრობ საკუთარი საჭიროებებისკენ, სიხარულისა და
რისკენაც არის მიმართული ყურადღება, ენერგიაც მისკენ მიემართება. თუ ყურადღებას მიაპყრობ საკუთარი საჭიროებებისკენ, სიხარულისა და ბედნიერებისკენ, შენი სხეული ბუნებრივად დაგეხმარება ამისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში. თუ არასაჭირო, მომწამვლელ და დამთრგუნველ საკითხებზე მიაპყრობ ყურადღებას, შენი ენერგია ამ ყველაფერში დაიხარჯება. თუ ამ კანონზომიერებას გაითვალისწინებთ, ყოველდღიურად დარწმუნდებით, რომ გონება თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღია სასურველი რეალობის მოსაზიდად და არამხოლოდ.

დღის აფირმაციები: ✅ მე საკუთარ თავში ვპოულობ სიბრძნეს წარმატებული ცხოვრებისთვის! ✅ სიბრძნეს მოჰყავს ჩემი ცხოვრება წონასწორობაში! ✅ მე ჩემი მიზნებისკენ მივდივარ თავდაჯერებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ! ✅ ჩემს გამოცდილებას ავყავარ გაგების და სიბრძნის მწვერვალებზე! ✅ მე ვარ შემოქმედი, საკუთარი ბედნიერების და წარმატების!

7 საიდუმლო, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში აცნობიერებს 1. მზე მკურნალია 2. სუნთქვა სასიცოცხლო ძალაა 3. მთვარე აძლიერებს
7 საიდუმლო, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში აცნობიერებს 1. მზე მკურნალია 2. სუნთქვა სასიცოცხლო ძალაა 3. მთვარე აძლიერებს ინტუიციურ შესაძლებლობებს 4. ყველაფერი კავშირშია სამყაროსთან 5. ენერგია ყველაფერშია. ჩვენ მას სხეულით ვგრძნობთ 6. საკვებს განკურნების უნარი აქვს 7. ბედნიერება და საკუთარი თავის სიყვარული უამრავ დაბრკოლებას ამარცხებს.

👇დაწერეთ სულ მცირე ერთი მიზეზი, რისთვის ხართ მადლიერი საკუთარი თავის❤️
👇დაწერეთ სულ მცირე ერთი მიზეზი, რისთვის ხართ მადლიერი საკუთარი თავის❤️

გავრცელებული ადიქციები: 1.კოფეინი 2.თამბაქო/ნიკოტინი 3.ალკოჰოლი 4.პორნოგრაფია 5.ნარკოტიკები 6.გემბლინგი-აზარტული თამაშები 7.ინტერნეტი 8.ვიდეო თამაშები 9.მავნე საკვები რამდენიმე წუთიანი სიამოვნების განცდა ილუზიაა, რომელიც გაუაზრებლად კვებავს პიროვნების დამანგრეველ ენერგიას. ამიტომ, ქმედებამდე დაფიქრება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩნდება დაუოკებელი მოთხოვნილება. რაც უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს კონკრეტული დამოკიდებულება, მით უფრო რთული ხდება მისგან გათავისუფლება, რადგან ეს პროცესი კოლექტიურ არაცნობიერზეც ნეგატიურად აისახება. მაგ: თამბაქოზე დამოკიდებულება ერთ-ერთი ურთულესი ფორმა იმიტომ არის, რომ ამ ნივთიერებაზე დამოკიდებულია მოსახლეების საკმაოდ დიდი ნაწილი. რაც უფრო მეტი ადამიანი დაამარცხებს საკუთარ თავში ამ წურბელისებრ ენერგიას, მით უფრო გაუმარტივდებათ დანებება სხვა დამოკიდებულ ადამიანებსაც. ერთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, კოლექტივსაც ეხმარება. დამოკიდებულების სამი ფორმა არსებობს: მარტივი, საშუალო და რთული. დამოკიდებულება იწყება თავდაპირველი თავდაჯერებით - ეს დროებითია და ასე არ გაგრძელდება. თუმცა შუა გზაში ადამიანი აღმოაჩენს, რომ უნდა მაგრამ არ შეუძლია დანებება. მხოლოდ უდიდეს თვითსიყვარულს და ბრძოლის უნარს შეუძლია მოაბრუნოს ადამიანი შუა გზიდან და თუ ასე არ მოხდა, ის გააგრძელებს გზას, სადაც უამრავ განმტკიცებას იპოვის იმისათვის, რომ როგორმე საკუთარი დამოკიდებულება გამართლებულად ჩათვალოს და საბოლოოდ საკუთარ ნაწილადაც კი მიიღოს. სწორედ აქ იწყებს “ენერგეტიკული პარაზიტი” ადამიანის გონების კონტროლს. უკიდურეს შემთხვევაში გონებას სრულად ეპატრონება და ადამიანი კარგავს სულს, რომლის დაბრუნებასაც უდიდესი ძალისხმევა და არაადამიანური შრომა სჭირდება. იმისთვის, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მიხვიდე, მაშინ უნდა გამოფხიზლდე, სანამ გააზრება ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან რაც უფრო მეტად შეტოპავ, მავნე ენერგიაც პარალელურად გაიზრდება და გონებას ბინდი გადაეკვრება. უბრალოდ უნდა ადგე და გადაწყვიტო, რომ დღეიდან შენ აღარ გამოკვებავ ენერგიას, რომელმაც განაჩენი უნდა გამოგიტანოს. ადამიანები დამოკიდებულებებს მიმართავენ ძირითადად მაშინ, როცა უჭირთ საკუთარ ემოციებს დაარქვან სახელი, გაიაზრონ და გააცნობიერონ რას გრძნობენ. ხშირად ეს არის დიდი ტკივილი, დანაკარგი, სევდა, დეპრესია, ცხოვრებისეული პრობლემები, რომელთან გამკლავების მაგივრად ადამიანი მარტივ გზას მიმართავს - ნაბიჯს დგამს თვითგანადგურებისკენ. ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ იცის სხვაგვარად როგორ "ჩააქროს" ტკივილი. ადამიანი, რომელიც მავნე დამოკიდებულებისკენაა მიდრეკილი მას სულიერ განვითარებაზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან დამოკიდებულება თავისთავად ჭამს სასიცოცხლო ენერგიას, რაც ბუნებრივ შემთხვევაში მთავარი გასაღებია სულიერი განვითარებისთვის. ერთი მავნე დამოკიდებულებისგან თავისუფალი ადამიანი კოლექტიურ ენერგიაში კიდევ ათს კურნავს. დამოკიდებულების ჩანაცვლების საუკეთესო გზაა მედიტაცია. თუ მედიტაცია არ შეგიძლიათ სუნთქვითი პრაქტიკები მაინც უნდა სცადოთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი სამედიცინო და ფსქიოლოგიური პროგრამა არსებობს, რომელიც მიმართულია ადამიანის ადიქციებისგან გათავისუფლებისკენ, თუმცა სანამ ადამიანის ცნობიერებაში არ გაჩნდება იმპულსი, რომ მას შეუძლია "აჯობოს" საკუთარი თავის ბნელ მხარეს, იქამდე ძალიან გაუჭირდება სხვადასხვა ტიპის მცდელობები, რადგან უბრალოდ ენერგია არ ეყოფა. სუნთქვითი ვარჯიშები, პასუხისმგევლოვის აღება, მედიტაცია საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჭეშმარიტება არისი გაცნობიერება , საკუთარი თავის სიყვარული არის გზა მსგავსი სიტუაციიდან გამოსვლის და სინათლეში გასვლის. იბედნიერეთ!

ადიქციები/დამოკიდებულებები - როგორც ენერგეტიკული საფრთხე დამოკიდებულება რამეზე, ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო ადამიანმა, რომ მიხვდე, რამდენად დიდი ენერგია შეუძლია წაგართვას ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებამ. დამოკიდებულება მრავალი სახის არსებობს, თუმცა ამ პოსტში შევეხები მავნე და თვითდესტრუქციული ტიპის დამოკიდებულებას. ეს პროცესი ყალიბდება თანდათანობით. რაც უფრო მეტი დრო გადის, მიზიდულობაც იზრდება. ადამიანის მიერ არჩეული მავნე დამოკიდებულება ენერგეტიკულ ფორმას იძენს და ადამიანს საკუთარ მოთხოვნილებებზე კონტროლში ეცილება. ქმედება ხდება გაუცნობიერებელი და ჩვევით ქცევად ყალიბდება.

🌙 🧘🏻‍♀️ მცირე პრაქტიკა რომელიც უნდა დაწეროთ თქვენთვის. შეგიძლიათ გააკეთოთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში როცა მოისურვებთ. 👇დააასრულეთ წინადადებები. რაც პირველი გაგიელვებთ გონებაში, ის უნდა დაწეროთ. მე ვთავისუფლდები ..... მსურს ვასხივო ...... ვოცნებობ, რომ ...... ვსწავლობ, რომ ..... ძალიან მახარებს ..... მინდა მოვიზიდო ...... სამყარო მჩუქნის ...... აქვე დააკვირდით საკუთარ თავ და აღნიშნეთ რა იგრძენით წერისას. იმუშავეთ საკუთარ თავზე. იღვაწეთ სულისთვის 🤍🩵💜 წარმატებები