სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია
Kanalga Telegram’da o‘tish
679
Obunachilar
+124 soatlar
+17 kunlar
+330 kunlar
Postlar arxiv
აქტიურად! ავყვეთ! ვამრავლოთ სიყვარული. წინ ერთწელიანი სიყვარულის ველში ყოფნა გველოდება! წარმატებები თითოეულს!
მაგალითად:
მე მიყვარს ღმერთი, მე მიყვარს სამყარო!
მე ვარ ღვთის ნაწილი, მე ვარ სამყაროს ნაწილი.
მე ვარ სინათლე , მე ვარ სიყვარული!
⭐️💥💜
გვევალება:
1. მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი
2. უსმენთ თამარის „სიყვარულის“ მედიტაციას (სურვილესამებრ რაოდენობრივად)
3. ყოველ დღე ვაზიარებთ სიყვარულის აზრფორმებს ტელეგრამ ჯფუფში
4. შეგიძლიათ ლამაზი სურათებიც ატვირთოთ აფირმაციებთან ერთად
დღეიდან ვაანონსებ ერთ წლიან სიყვარულის მართაონს. ყოველდღე ჯგუფში ვაზიარებთ სიყვარულის აზფორმებს, ეხება თითოეულ მონაწილეს
კარმა 🔆კარმა არის სულისა და სამყაროს უნივერსალური კანონი. "ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო ურთიერთქმედება". სანსკრიტულად კი ქმედება ნიშნავს რეაქციას, რომელიც უკვე შევასრულეთ, ვიფიქრეთ ან ვიგრძენით.
🔅კარმა გვიცავს სამომავლო ტანჯვისგან.
კარმული კანონი არ არის დასჯაზე ორიენტირებული, არ არის განსჯაზე ორიენტირებული. ის არც ინდივიდუალური ერთეულია,რომელიც ჩვენს ქცევებს წონის, რომ შესაბამისი საზღაური მივიღოთ (როგორც ებრაული სისტემა). კარმა არის მექანიზმი, რაც ჩვენი სულის რესურსია. ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
🔅კარმის მიზანია მოცემული განზომილებისგან 3 D გათავისუფლება.
ნებისმიერი პრობლემა, განსაცდელი, ჯილდო თუ გამოწვევა გვეხმარება ავირჩიოთ ჩვენთვის სწორი გზა.კარმული კანონი გვეხმარება განვითარებაში, გვაჩვენებს, რომ ვართ თავისუფლები, ინდივიდუალურები და გვარწმუნებს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენივე გონების და ქმედებების პროექციული გამოვლინებაა. კარმა ისედაც ჩვენსკენ და ჩვენი განვითარებისკენ არის მიმართული, მისგან გაქცევა კარგი შედეგების მომტანი არ იქნება. ამიტომ შეცდომებზე სწავლა ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებულია. კარმა არის მიღებაზე, გაცნობიერებაზე და შესაძლებლობებზე იარო ამ გაცნობიერებებით ახალი გზით, ახლებურად! და ეს სიყვარულის გზაა!
ყურადღება გაამახვილეთ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას.
დისკომფორტს გრძნობთ სხეულის რომელიმე ნაწილში, თუ პირიქით-სასიამოვნო შეგრძნებები გეუფლებათ?
სხეული საუკეთესო ინდიკატორია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რამდენად თქვენიანია ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობთ.
იმუშავეთ საკუთარი მთლიანობის აღდგენაზე, საკუთარ თავში სიყვარულის გენერირებაზე, ყოველდღიურად. ❤️
📌ბედნიერი ცხივრების 10 პრინციპი:
1️⃣ არ დაარღვიო ადამიანების პირადი საზღვრები, განსაკუთრებით ახლობლების.
2️⃣ ნუ ფიქრობ როგორ დაიმსახურო სიყვარული, უბრალოდ, დაიწყე მისი გაცემა.
3️⃣ არ დაელოდო ხვალინდელ დღეს, ორშაბათს ან სხვა. დაიწყე ცხოვრება ახლავე.
4️⃣ დაიწყე იმის კეთება რაც შენ მოგწონს და არა სხვას.
5️⃣ დაიწყე საკუთარი თავის ისეთად მიღება როგორიც ხარ. ანალოგიურად სხვების.
6️⃣ თუ ხარ მდიდარი დაივიწყე, თუ ხარ ღარიბი არ მიიღო სერიოზულად.
7️⃣ დაუშვი ბევრი შეცდომა, მთავარია არ იმეორებდე მათ.
8️⃣ უარყავი სიყვარული რომელიც გიზღიდავს თავისუფლებას. თავისუფლება ეს შენი უფლებაა და უმათლესი ფასეულობა.
9️⃣ ისწავლე, განვითარდი მუდმივად.
🔟 გააცნობიერე, პრობლემები ცხოვრებში შენი მენტალობის შედეგია და ის შანსი და შენი ზრდის ფაქტორია.
2.მნიშვნელოვან სიზმრებს ხედავთ,რომელიც სიმბოლოებიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რეალიზდება. სიზმრები ხშირად უკავშირდება მომავლის განჭვრეტას.
3. გრძნობთ ან ინფორმაცია მოგდით, როცა ადამიანის ემოციები და მისი საუბარი ერთმანეთს არ შეესაბამება. თითქოს სხვა ენერგია მოდის ამ ადამიანისგან, მაგრამ მისი საუბარი სხვაა. ამ დროს, თქვენ თავს უცნაურად გრძნობთ.
4. გიხურდებათ ხელის გულები, თითები, ფეხის ტერფები, გულის გარშემო არე, შუბლის წილი და გრძნობთ ენერგიისგან გამოწვეულ თრთოლას სხეულში.
5.გეწყებათ მიზიდულობა სხვადასხვა მაგიური და ენერგეტიკულად მაღალ ვიბრაციაზე მყოფი საგნების მიმართ. მაგ: კრისტალების, ქვების, თილისმების, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების მოვლის სურვილი ჩნდება.
6. ყელის არეში გრძნობთ სიმაგრეს, თითქოს რაღაცის თქმა გსურთ, თუმცა რეალურად არაფერი არ არის სათქმელი.
7. ხმაურიანი, ქალაქის გარემო თავს კარგად არ გაგრძნობინებთ. მარტივად გღლით ტექნიკასთან, სხვადასხვა გამოსხივების მქონე აპარატურასთან ახლოს ყოფნა. გირჩევნიათ ბუნებაში ყოფნა.
8. თქვენი დეჟავუს შეგრძნება ხშირდება, ინტუიცია ბევრად ძლიერი გაქვთ ვიდრე ოდესმე.
9. უცხო ადამიანების შესახებ არაცნობიერად გაქვთ ინფორმაცია, თითქოს იცით მისი ხასიათი, მდგომარეობა, რა ელის მას და ა.შ...
სულ მცირე 7 ნიშანთან რეზონირდით, თქვენ ენერგეტიკული ზრდის/გარდასახვის პროცესში იმყოფებით. თქვენ განიცდით ცვლილებებს, რომელიც თავს უცნაურად გაგრძნობინებთ.
⚡️ნიშანები, რომელიც გამცნობთ, რამდენად არის გაზრდილი თქვენი ენერგოინფორმაციული ველი:
1.ხალხმრავლობაში ენერგიას კარგავთ, განიცდით სტრესს და გადაღლილობას.
👇👇👇👇
რისკენაც არის მიმართული ყურადღება, ენერგიაც მისკენ მიემართება.
თუ ყურადღებას მიაპყრობ საკუთარი საჭიროებებისკენ, სიხარულისა და ბედნიერებისკენ, შენი სხეული ბუნებრივად დაგეხმარება ამისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში.
თუ არასაჭირო, მომწამვლელ და დამთრგუნველ საკითხებზე მიაპყრობ ყურადღებას, შენი ენერგია ამ ყველაფერში დაიხარჯება.
თუ ამ კანონზომიერებას გაითვალისწინებთ, ყოველდღიურად დარწმუნდებით, რომ გონება თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღია სასურველი რეალობის მოსაზიდად და არამხოლოდ.
დღის აფირმაციები:
✅ მე საკუთარ თავში ვპოულობ სიბრძნეს წარმატებული ცხოვრებისთვის!
✅ სიბრძნეს მოჰყავს ჩემი ცხოვრება წონასწორობაში!
✅ მე ჩემი მიზნებისკენ მივდივარ თავდაჯერებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ!
✅ ჩემს გამოცდილებას
ავყავარ გაგების და სიბრძნის მწვერვალებზე!
✅ მე ვარ შემოქმედი, საკუთარი ბედნიერების და წარმატების!
7 საიდუმლო, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში აცნობიერებს
1. მზე მკურნალია
2. სუნთქვა სასიცოცხლო ძალაა
3. მთვარე აძლიერებს ინტუიციურ შესაძლებლობებს
4. ყველაფერი კავშირშია სამყაროსთან
5. ენერგია ყველაფერშია. ჩვენ მას სხეულით ვგრძნობთ
6. საკვებს განკურნების უნარი აქვს
7. ბედნიერება და საკუთარი თავის სიყვარული უამრავ დაბრკოლებას ამარცხებს.
👇დაწერეთ სულ მცირე ერთი მიზეზი, რისთვის ხართ მადლიერი საკუთარი თავის❤️
Endi mavjud! Telegram Tadqiqoti 2025 — yilning asosiy insaytlari 
