fa
Feedback
Teona Tskhomelidze

Teona Tskhomelidze

رفتن به کانال در Telegram

🇬🇪🇺🇦ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები უკრაინა-რუსეთის ომიდან და არა მარტო ეს

نمایش بیشتر
8 237
مشترکین
-524 ساعت
-377 روز
-15730 روز
آرشیو پست ها

photo content

ნეპალში, სასაზღვრო რეგიონში მოვარდნილმა წყალმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. სულ მცირე 384 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 291 უცხოელი ტურისტი.

🇺🇸ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა ვიზების განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკონსულოებისა და საელჩოების თანამშრომლების გადამზადების მიზნით იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში. ტრენინგის მიზანია განმცხადებლების შემოწმების გაძლიერება აშშ-ის მთავრობის შეღავათებზე შესაძლო დამოკიდებულების დასადგენად. განაცხადების მიღების განახლება და გასაუბრების ახალი თარიღები ჯერ არ არის გამოცხადებული.

ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ მასკს უკრაინის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო
ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ მასკს უკრაინის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო მიენიჭა „ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში, ასევე უკრაინისა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი მიღწევებისთვის“.

პაკისტანში, ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
პაკისტანში, ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

Axios, მარკო რუბიოს ციტირებით, იუწყება, რომ აშშ ჯერ არ გეგმავს ირანზე ახალ დარტყმებს და ეკონომიკურ ზეწოლაზე გადადის.

ტამბოვის ოლქში, კოტოვსკში Wildberries-ის საწყობს თავს დაესხნენ 🥱
ტამბოვის ოლქში, კოტოვსკში Wildberries-ის საწყობს თავს დაესხნენ 🥱

18 წლის ასაკში ევჰენ მინჟენერი თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდა, ომში წასასვლელად. 2025 წლის გაზაფხულზე რუსული დრონის დარტყმის შ
+2
18 წლის ასაკში ევჰენ მინჟენერი თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდა, ომში წასასვლელად. 2025 წლის გაზაფხულზე რუსული დრონის დარტყმის შედეგად ფეხი დაკარგა. რეაბილიტაციის შემდეგ ევჰენმა სამხედრო სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა და თქვა, რომ სწორედ იქ გრძნობდა თავს, სადაც უნდა ყოფილიყო. 21 წლის საზღვაო ქვეითი პავლოგრადთან ახლოს დაიღუპა.

photo content

ირანის ეკონომიკის მინისტრი - აშშ-ის სანქციებისთვის სრულად მზად ვართ
ირანის ეკონომიკის მინისტრი - აშშ-ის სანქციებისთვის სრულად მზად ვართ

უკრაინის საელჩოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს
+2
უკრაინის საელჩოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს

აღლუმის ნაცვლად, რაც ომის პირობებში შეუძლებელია, კიევში სახმელეთო რობოტული სისტემები იმოძრავეს, დნეპრის გასწვრივ საზღვაო დრონები დაცურავდნენ და P1-Sun აფრინდა.

თვითმკვლელობის ვერსიაა
თვითმკვლელობის ვერსიაა

Tesla 3 მილიონ მანქანას უკან იწვევს კარის სახელურების გამო, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო ხაფანგად იქცეს. Bild-ის ცნობით, Tesl
Tesla 3 მილიონ მანქანას უკან იწვევს კარის სახელურების გამო, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო ხაფანგად იქცეს. Bild-ის ცნობით, Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე ამოსაცნობი მახასიათებელი - კორპუსში ჩაშენებული სახელურები - შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს ავარიის შემდეგ: თუ ელექტროობა გაფუჭდება, მანქანიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება. 2025 წელს გერმანიაში ერთი კაცი და ორი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი Tesla ხეს შეეჯახა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომატური საგანგებო კარის გაღება ვერ მოხერხდა. 2022 წელს გერმანიაში კიდევ ერთ ავარიაში ორი 18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა - ავტომატური კარის გაღება იქაც ვერ მოხერხდა.

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 10 ჯარისკაცი დააბრუნა. ჯარისკაცრბი ბელორუსის გავლით დააბრუნეს. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 10 ჯარისკაცი დააბრუნა. ჯარისკაცრბი ბელორუსის გავლით დააბრუნეს. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან. ყველა მათგანი საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულად ითვლებოდა.

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერ
რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ვფიქრობ, რუსეთის ბარბაროსულ ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებთ. ამას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ვაკეთებთ და ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ბერნემმა.

პროკურატურა; - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში, სახელმწიფოს მიადგა 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი