en
Feedback

Don't get caught by a cheater! Telemetrio finds and tags such channels 👉 If you want to see the tag, subscribe 👈

Teona Tskhomelidze

Teona Tskhomelidze

Open in Telegram

🇬🇪🇺🇦ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები უკრაინა-რუსეთის ომიდან და არა მარტო ეს

Show more
8 070
Subscribers
-324 hours
-77 days
-9130 days
Posts Archive
⭕ ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი. რეზოლუციით ევროპარლამენტარები: მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ; აცხადებენ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია და მისი სასამართლოს გზით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია; მოითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას; ითხოვენ მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული პირების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული „საბოტაჟის“ საქმეების შეწყვეტას; მოითხოვენ იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა; გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; ითხოვენ ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლის შეწყვეტას.

უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანის სალავატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მონიტორინგის ა
უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანის სალავატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მონიტორინგის არხების ცნობით, დაზიანდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ქარხანა. ეს რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. უკრაინულმა დრონებმა ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ოთხჯერ მოინახულეს.

🔥 მეორე დარტყმის შემდეგ, სამარის ხაზის ოპერატიული სადისპეტჩერო სადგური ისევ იწვის. ეს არის ტრანსნეფტის სისტემის მთავარი კვანძი, სადაც ნავთობი მიიღება, ინახება, და იტუმბება მთავარი მილსადენებით. კომპლექსი შეიცავს 71 შესანახ ავზს, რომელთა საერთო ტევადობა 1.6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტია, ასევე სამარა-1 და სამარა-2 სატუმბი სადგურებს.

AI გენერირებულმა სთენდაფ კომიკოსმა სხვების ხუმრობები მოიპარა და მილიონობით ნახვა დააგროვა. ტიფანი სლოუნი სტენდაპ კომიკოსია, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. სულ რამდენიმე კვირაში მის ანგარიშს 375 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო ცალკეულ ვიდეოებს 7 მილიონზე მეტი ნახვა. კომიკოსებმა მის გამოსვლებში საკუთარი ხუმრობების ამოცნობა დაიწყეს და არა მარტო ხუმრობების…

ლატვიაში პრორუსი აქტივისტი ციხეში გაუშვეს. ლატვიის მოქალაქე პოლინა კამლევას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსეთის ა
ლატვიაში პრორუსი აქტივისტი ციხეში გაუშვეს. ლატვიის მოქალაქე პოლინა კამლევას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსეთის არმიის დაფინანსებისთვის. ლატვიის კანონმდებლობის თანახმად, აგრესორი ქვეყნის დაფინანსება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მან 43€ გადარიცხა.

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია, - ამის შესახებ
+2
უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება. დაშავდა ორმოცდაათი ადამიანი, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანი.

უკრაინა, ომის 1688-ე დღე
უკრაინა, ომის 1688-ე დღე

ამაზეა მგონი, “იწვოდა არხეინად”. სოჭი იწვის რუსული ტანკერი

ტრამპი პუტინთან ტელეფონით გასაუბრებას გეგმავს, რუსეთში შავი ჭირის შესახებ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა მომავალი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა თემა არ დაუკონკრეტებიათ. The Wall Street Journal-ისა და The Washington Post-ის ცნობით, შეერთებული შტატები მოსკოვისთვის დიპლომატიურ მოთხოვნას ამზადებს, რომლითაც ირკუტსკის რეგიონში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებისა და შემდგომი კარანტინის დეტალების გაცნობას მოითხოვს. სიტუაციამ ჩინეთშიც კითხვები გააჩინა. პეკინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობას ინფექციური დაავადებების, მათ შორის შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსულმა რაკეტამ პრილუკიში ხუთსართულიანი შენობა მთლიანად გაანადგურა. ნანგრევების ქვეშ ხალხი ყვირის და შველას ითხოვს.

აშშ-ის საელჩომ რუსეთში ამერიკელები გააფრთხილა შავი ჭირის საფრთხის შესახებ და მოუწოდა მათ დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. 🥱
აშშ-ის საელჩომ რუსეთში ამერიკელები გააფრთხილა შავი ჭირის საფრთხის შესახებ და მოუწოდა მათ დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. 🥱

ღამით კიევზე კიდევ მასშტაბური რუსული თავდასხმა მოხდა: ორი ადამიანი დაიღუპა.
+4
ღამით კიევზე კიდევ მასშტაბური რუსული თავდასხმა მოხდა: ორი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინულმა არტილერიამ რუსეთის მე-11 სატანკო პოლკის მეთაური, მაიორი ალექსეი კარავაევი მოკლა
უკრაინულმა არტილერიამ რუსეთის მე-11 სატანკო პოლკის მეთაური, მაიორი ალექსეი კარავაევი მოკლა

😂
😂

ისრაელის არმიამ პალესტინის ავტონომიასთან ომისთვის მომზადების ბრძანება მიიღო. ⠀ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, გა
ისრაელის არმიამ პალესტინის ავტონომიასთან ომისთვის მომზადების ბრძანება მიიღო. ⠀ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ავტონომიასთან შესაძლო ომისთვის ემზადებიან, იუწყება გამიცემა „The Times of Israel“. ⠀ კაცის თქმით, არმია განიხილავს სცენარს, რომლის მიხედვითაც პალესტინის ავტონომიის უსაფრთხოების ძალები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაცია „ტანზიმი“ იარაღს ისრაელელი მოსახლეობის და ჯარისკაცების წინააღმდეგ მიმართავენ. ⠀ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი განათავსებს სახმელეთო და საჰაერო ძალებს, გაანადგურებს იარაღს, აღმოფხვრის ან დეპორტაციას გაუწევს მაღალი თანამდებობის პირებს და ჩაატარებს მაცხოვრებლების ფართომასშტაბიან ევაკუაციას.

+6
კადრები სოჭიდან - რა იწვის არ წერენ, მაგრამ ნეიტრალურ წყლებში ეს ამბავია ამ წუთას. ავრცელებს ე.წ. აფხაზური მედია

საზმაუ
საზმაუ

Flydubai-ს მეორე პილოტს, რომელმაც ტერორისტული თავდასხმა სცადა, სიკვდილით დასჯა ემუქრება. Ynet-ის ცნობით, აბუ დაბის ხელისუფლებ
Flydubai-ს მეორე პილოტს, რომელმაც ტერორისტული თავდასხმა სცადა, სიკვდილით დასჯა ემუქრება. Ynet-ის ცნობით, აბუ დაბის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის მოთხოვნას გეგმავს. CNN იუწყება, რომ ალ-ჰამამიმ გასულ წელს სამსახური დაკარგა Oman Air-ში მისი ექსტრემისტული შეხედულებების გამო. შემდეგ მან წარუმატებლად მიმართა Emirates-ს სამუშაოდ, მაგრამ მოგვიანებით Flydubai-მ დაასაქმა.

რუსეთში ალბერ კამიუს „ჭირის“ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. „ონლაინ წიგნის მაღაზიების მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში ცნო
რუსეთში ალბერ კამიუს „ჭირის“ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. „ონლაინ წიგნის მაღაზიების მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში ცნობილი რომანის გაყიდვები წინა კვირასთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-იანი ზრდა.

🔴 რუსეთში შავ ჭირს სავარაუდოდ მეორე მსხვერპლი ჰყავს — რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა წერს. მათი ინფორმაციით, მეორე გარდაცვა
+3
🔴 რუსეთში შავ ჭირს სავარაუდოდ მეორე მსხვერპლი ჰყავს — რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა წერს. მათი ინფორმაციით, მეორე გარდაცვალება ირკუტსკის რაიონულ საავადმყოფოში მოხდა. ამასთან, შემთხვევის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში სწრაფად ქრება: ▪️ REN TV-მ ირკუტსკის ოლქში ჭირის შესაძლო გავრცელებაზე ხუთი პოსტი წაშალა. ▪️ ბაიკალსკის ადმინისტრაციამ Telegram-ზე მოსახლეობას მოუწოდა, შელეხოვსა და მის მიმდებარე დასახლებებში არ შევიდნენ, პოსტი ორ საათში წაიშალა. ▪️ ირკუტსკში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქში დამცავ კოსტიუმებსა და ნიღბებში ჩაცმულ ადამიანებს ხედავენ. ირკუტსკის ალუმინის ქარხნების თანამშრომლებსა და საბავშვო ბაღების პერსონალს, ნიღბების ტარება ურჩიეს. ⚠️ რუსეთის ხელისუფლება ჭირის შემთხვევებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქალი „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა.