Polemos
Open in Telegram
573
Subscribers
-124 hours
+27 days
No data30 days
Data loading in progress...
Similar Channels
Tags Cloud
No data
Any problems? Please refresh the page or contact our support manager.
Incoming and Outgoing Mentions
---
---
---
---
---
---
Attracting Subscribers
July '26
July '26
+13
in 1 channels
June '26
+16
in 0 channels
Get PRO
May '26
+16
in 1 channels
Get PRO
April '26
+16
in 0 channels
Get PRO
March '26
+15
in 0 channels
Get PRO
February '26
+9
in 0 channels
Get PRO
January '26
+26
in 1 channels
Get PRO
December '25
+28
in 1 channels
Get PRO
November '25
+24
in 1 channels
Get PRO
October '25
+18
in 2 channels
Get PRO
September '25
+29
in 1 channels
Get PRO
August '25
+38
in 2 channels
Get PRO
July '25
+39
in 0 channels
Get PRO
June '25
+36
in 1 channels
Get PRO
May '25
+29
in 2 channels
Get PRO
April '25
+40
in 3 channels
Get PRO
March '25
+25
in 1 channels
Get PRO
February '25
+28
in 1 channels
Get PRO
January '25
+46
in 1 channels
Get PRO
December '24
+41
in 1 channels
Get PRO
November '24
+51
in 2 channels
Get PRO
October '24
+10
in 0 channels
Get PRO
September '24
+8
in 0 channels
Get PRO
August '24
+24
in 2 channels
Get PRO
July '24
+16
in 1 channels
Get PRO
June '24
+21
in 2 channels
Get PRO
May '24
+38
in 1 channels
Get PRO
April '24
+24
in 1 channels
Get PRO
March '24
+19
in 0 channels
Get PRO
February '24
+23
in 2 channels
Get PRO
January '24
+35
in 7 channels
Get PRO
December '23
+31
in 8 channels
Get PRO
November '23
+26
in 9 channels
Get PRO
October '23
+286
in 6 channels
| Date | Subscriber Growth | Mentions | Channels | |
| 28 July | 0 | |||
| 27 July | 0 | |||
| 26 July | +1 | |||
| 25 July | +1 | |||
| 24 July | 0 | |||
| 23 July | +1 | |||
| 22 July | +2 | |||
| 21 July | 0 | |||
| 20 July | 0 | |||
| 19 July | 0 | |||
| 18 July | 0 | |||
| 17 July | +1 | |||
| 16 July | 0 | |||
| 15 July | 0 | |||
| 14 July | 0 | |||
| 13 July | 0 | |||
| 12 July | 0 | |||
| 11 July | +1 | |||
| 10 July | 0 | |||
| 09 July | 0 | |||
| 08 July | 0 | |||
| 07 July | 0 | |||
| 06 July | +3 | |||
| 05 July | 0 | |||
| 04 July | 0 | |||
| 03 July | 0 | |||
| 02 July | +1 | |||
| 01 July | +2 |
Channel Posts
„მულტიკულტურალიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთადერთი კულტურა, რომლის დაძრახვის უფლებაც გაქვთ, არის თქვენი საკუთარი".
მარტინ ემისი
| 2 | გასულ უქმეებზე, მონაწილეობა მივიღეთ TrailLab-ის მიერ ორგანიზებულ მორიგ სამთო გარბენში. ჩვენმა პატარა ჯგუფმა წარმატებით დაძლია 47 კილომეტრიანი დისტანცია 2400 მეტრიანი ამაღლებით. ეს იყო მძიმე აღმართებისა და დაღმართების, დაღლილობის, დისკომფორტის, ძლიერი ტკივილისა და საკუთარ თავთან ბრძოლის 47 კილომეტრი.
თრეილრანინგი არის სპორტი, სადაც პირველ რიგში საკუთარ თავს ეჯიბრები: სწავლობ მოთმინებას, შიშის გადალახვას და საკუთარ თავში ისეთი ძალების აღმოჩენას, რომელთა შესახებ ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ამიტომ, თითოეული ასეთი დისტანცია პირადი გამარჯვებაა.
შეჯიბრზე მიღებული ემოციები და მარშრუტის განმავლობაში გადაშლილი ხედები კიდევ დიდხანს დარჩება მეხსიერებაში. რბოლის განმავლობაში, ზოგიერთი ლოკაციიდან მოსჩანდა კავკასიონის დედოფალი, მწვერვალი — უშბა, რომელიც დამატებით მოტივაციას გვაძლევდა, რადგანაც მისი დაპყრობა ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის.
ფინიშის შემდეგ ვეწვიეთ ლეგენდარული ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს — ადამიანის, რომლის ცხოვრებაც სიმამაცის, შეუპოვრობის, ალტრუიზმისა და მთების სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადგილები არანაკლებად შთაგვაგონებს, ვიდრე თავად მწვერვალები და გვახსენებს, რომ ყველაზე დიდი მიღწევები პირველი ნაბიჯებით იწყება.
სწორედ ახლა არის დრო, თქვენც გადადგათ პირველი ნაბიჯები, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და სპორტი თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ. შევძელით ჩვენ - შეძლებთ თქვენც! გახსოვდეთ - ერს ჯანსაღი ახალგაზრდობა სჭირდება! | 134 |
| 3 | No text... | 115 |
| 4 | No text... | 1 |
| 5 | No text... | 1 |
| 6 | დღეს ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველ სამხედრო მფრინავს - უფროს ლეიტენანტ ზურაბ იარაჯულს.
სამხედრო მფრინავის პროფესიას იგი, უკრაინაში, ყირიმში, სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში ეუფლებოდა. 1992 წელს, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველოში დაბრუნდა. აფხაზეთის ომში ახალგაზრდა პილოტმა 44 წარმატებული საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე СУ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.
1993 წლის 13 ივლისს მტერმა სოხუმის რაიონის სოფელ შრომაზე იერიში მიიტანა, შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსები მათთვის დამახასიათებელი დაუნდობლობით ბომბავდნენ ქართულ სოფელს. იმ დღეს ზურაბ იარაჯულმა ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა და მტრის კოლონა დაბომბა. მისმა ზუსტმა ქმედებამ მტერს უკან დაახევინა. ოპერაციიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა კვლავ საბრძოლო დავალების შესრულება მოუწია. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა.
ეს მისი უკანასკნელი, 45-ე საბრძოლო გაფრენა იყო.
ზურა იარაჯულის СУ-25-ს რუსებმა სითბური რაკეტა ესროლეს. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან იარაჯული კატაპულტირდა. სამწუხაროდ მისი პარაშუტი ქარმა მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. ის მტრის ზურგში აღმოჩნდა.
სამი დღის განმავლობაში იარაჯული მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდა. მტერმა შეამჩნია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე ნადირობა დაიწყო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გუმისთის ტყეში, აფსუა და ჩეჩენმა ბოევიკებმა, 21 წლის იარაჯული ალყაში მოაქციეს. მას დანებება შესთავაზეს. დაპირდნენ, რომ ტყვეებზე გადაცვლიდნენ. იარაჯულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი განაცხადა. მან მტერს წინააღმდეგბა გაუწია - ორი ჩეჩენი მოკლა, ერთი კი დაჭრა. ზურაბ იარაჯული მტერთან ბრძოლაში გმირულად დაეცა.
მოგვიანებით მფრინავის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა მისი სიტყვები გაიხსენა: “მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ – ეს ფრაზა უთქვამს ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ, სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ზუსტად აასრულა.
სამარადისო დიდება უკანასკნელ ფრენაში წასულ უფროს ლეიტენანტ ზურაბ იარაჯულს! | 203 |
| 7 | No text... | 156 |
| 8 | "ხშირად მწარეა ხვედრი სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა. უმწვავეს განცდების წამებში მოევლინებიან ხოლმე ისინი ხალხს, მათის თავგანწირულებით,
ღვაწლით და სისხლით შთაბერვენ მას მამულიშვილურსა და
ბრძოლის სულს, მაერამ მათ სახვლოვან საქმეთა ნაყოფს თავის თვალით ვეღარ იხილავენ ხოლმე. ზოგჯერ დავიწყებულნი და განკიცხულნიც კი სადმე უცხოეთში ებარებიან სამარეს.
1921 წელს ქართველობა ისე დამარცხდა, როგორც არ შეეფერებოდა იმ ერს, რომლის სამხედრო ისტორია უბადლოა
თავგანწირულებისა და სიმამაცის მხრივ. განმათავისუფლებელი მოძრაობა კი ჩაუვარდათ ხელში ჩვენ პოლიტ პარტიებს,
რომელთ მთელი მათი არსებობის განმავლობაში დამარცხებათა მეტი არა უნახავსთ რა.
აი, ამ დროს ბრძოლის ველზედ გამოდის უშიშარი, მედგარი რაინდი, სახელოვან წინაპართა ღირსეული შვილი ქაქუცა ჩოლაყაშვილი; თავის შეფიცულებთან ერთად ქართველ
ხალხს შთაბერავს გმირულსა და ბრძოლის სულს, მოუწოდებს მას ჩრდილოეთ ბარბაროსების წინააღმდეგ საბრძოლველად და თავის სიმამაცით საქართველოს სამხედრო სახელს აღადგენს მთელის მისის ბრწყინვალებით. ქაქუცამ
ვერ იხილა ნაყოფი თავის ბრძოლებისა. ის მოკვდა დევნილი, მაშინ როდესაც საქართველოს მონობის უღელი ჯერ კიდევ მთელი რუსული სიმძიმით ადგია. მაგრამ ღვაწლი და
გმირობა მისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარადისო მაგალითად დარჩება. ცუდად არ ჩაივლის მისი განწირული სულისკვეთება: მისი მერანის მიერ გაკაფულ უვალ გზებზედ
მომავალნი გმირნი მებრძოლნი გააქროლებენ თავიანთ მერნებს და განთავისუფლებულ საქართველოს მიწაზედ თავისუფლების პირვვლი დროშა ქაქუცას სახელით დაერჭობა.
უცხოეთში დახუჭე თვალები და შენი ცხედარი მივაბარეთ
სამარეს, სახელოვანო გმირო, მაგრამ შენი სული ალბათ უკვე დაუბრუნდა სამშობლო მხარეს და საუკუნოდ შეუერთდა საქართველოს უკვდავ სულს.
შენ არ დაგეცა ცოლ-შვილის ცრემლი; ძაძა-მოსილმა ქართველმა ხალხმა. სამარემდე ვერ მიგაცილა; საქართველოს კათალიკოზმა ვერ შეგავედრა უზენაესს: განუსვენე უფალო სულსა მონისა შენისასაო. მაგრამ სადმე, ბარისახოს, შატილს,
არგუნის და არაგვის ნაპირებზედ ვინმე ხევსური დაამღერებს ფანდურს შენზედ გამოთქმულ ნაღვლიან ლგქსებს და ამ სიმღერაში იქმნება ცრემლები და იმედები ქართველი ერისა. ხოლო შორეული მომავალი შესთხზავს შენზედ უცნაურ ლეგენდას: ისვთსავე უცნაურს, ვით თვით ბედი ქართლისა."
ლეო კერესელიძე | 181 |
| 9 | No text... | 133 |
| 10 | “გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა”.
14 ივლისს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, პოეტი და პატრიოტი, ქართული მთის გენია - ვაჟა-ფშაველა დაიბადა. | 141 |
| 11 | It's a long way to Valhalla... ☀️ | 176 |
| 12 | "სამშობლოს სიყვარული ღრმა და საყოველთაო ინსტინქტია... ადამიანები, რომლებიც უარყოფენ საკუთარ ეროვნულ სულიერ მემკვიდრეობას გაურკვეველი და უშინაარსო კოსმოპოლიტიზმის სანაცვლოდ, კარგავენ სახეს. ისინი აკნინებენ საკუთარ პიროვნებას. ისინი ერთგვარ პოლიტიკურ საჭურისებად იქცევიან"
სტენლი ბოლდუინი | 205 |
| 13 | სოხუმიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელ კამანს მსოფლიოს მართლმადიდებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. კამანში მოწამებრივად აღესრულა წმინდა ვასილისკო, აგრეთვე მესამედ გადამალეს პატიოსანი თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად აქ მიაბარა სული უფალს წმინდა იოანე ოქროპირმა.
აფხაზეთში ომი უკვე მიმდინარეობდა, როცა ახალგაზრდა, 26 წლის მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი სამოღვაწეოდ აფხაზეთში, სოფელ კამანში გადაიყვანეს და კამანის წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. მამა ანდრია ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, საწოლის ნაცვლად ხის ფიცრებზე ეძინა და არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა. მამა ანდრიას მშვიდი საუბარი და მოკრძალებული ღიმილი სოფლის მაცხოვრებლებს ანუგეშებდა ომის მძიმე დღეებში.
1993 წლის 5 ივლისს, გამთენიისას კამანი რუსულ-აფსუურ-ჩრდილოკავკასიურმა ბანდფორმირებებმა ალყაში მოაქციეს. ტაძარში სროლის ხმა სულ უფრო ახლოს ისმოდა, მაგრამ მამა ანდრია სასოწარკვეთას არ მისცემია, იგი უმალ განსაცდელში მყოფთა დასახმარებლად გაეშურა. მოძღვარმა მოხუცები, ქალები და ბავშვები ტაძარში შემოკრიბა. ღამის 3 საათზე ტაძარში მყოფნი აზიარა. შემდეგ, მამა ანდრიამ იპოდიაკვნად აკურთხა გიორგი ანუა - ქველმოქმედი, რომელმაც კამანის ტაძარი და წმ. ვასილისკოს წამების ადგილი საკუთარი სახსრებით აღადგინა.
დილის ხუთის ნახევრისთვის მტერმა ტაძარს ალყა შემოარტყა. ტაძარში შესულ ბოევიკებს მამა ანდრია ღვთისმშობლის ხატით ხელში გადაუდგა წინ და ხალხის დანდობა შესთხოვა. ბოევიკებმა ხატი ხელიდან გამოჰგლიჯეს, ტაძრის ეზოში გაიყვანეს და ზურგში კონდახის დარტყმით დააჩოქეს. მან მაშინვე ლოცვა დაიწყო.
- ეს მიწა ვისია?
-ეს ღმერთის მიწაა!
-ეს მიწა ვისია ქართველების თუ აფხაზების?
-ეს ღმერთის მიწაა!
მესამედაც სასურველი პასუხი, რომ ვერ მიიღეს ესროლეს. გადმოცემის თანახმად, მამა ანდრიას ჭრილობიდან სისხლი სამი დღე მოდიოდა, სახეზე კი ღიმილი ეტყობოდა.
იპოდიაკვანი გიორგი ანუა, ბოევიკებმა წმ. ვასილისკოს წყაროსთან ჯერ აწამეს, შემდეგ ხეზე მიაბეს და დაცხრილეს. ტაძარში მყოფ ადამიანთა უმეტესი ნაწილი დახვრიტეს. ტაძარში შესული ბოევიკები კედლებს ესროდნენ და ძვირფასეულობის ძიებაში ყველაფერს ამსხვრედნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამა ანდრიას მკვლელი მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნაღმზე აფეთქდა.
მამა ანდრიას საფლავი დღესაც აფხაზეთშია, ღმერთის მიწაზე... მიწაზე რომელიც ღმერთმა ქართველებს არგუნა...
📸 ბერძენი ხატმწერის დიმიტრის სკურტელისის მიერ საბერძნეთის ერთ-ერთ ტაძარში შესრულებული ფრესკა მამა ანდრიას მკვლელობის გამოსახულებით. | 239 |
| 14 | No text... | 187 |
| 15 | უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობის თვალსაჩინო მაგალითი - უტეხი სოფელი კამანი. 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის აფხაზეთი კამანელებმა მცირე საბრძოლო რაზმი შექმნეს, რომელსაც ამავე სოფლის მკვიდრი - მაიორი ზაზა პაკელიანი ჩაუდგა სათავეში. სოფელს განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობა გააჩნდა სოხუმზე შეტევის განსახორციელებლად, ამიტომ მტერი ცდებს არ იშურებდა მის ასაღებად. სოფელი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. ფრონტის წინა ხაზი მის სახლებზე, მის უბნებზე, მის ხეობაზე გადიოდა. ბრძოლები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
ერთი წლის შემდეგ კამანს 65-ის ნაცვლად 32 ადგილობრივი მებრძოლიღა ჰყავდა, დანარჩენები დაიღუპნენ. კამანელების შეიარაღება თავდაპირველად სამი “კალაშნიკოვისგან” და რამდენიმე სანადირო თოფისგან შედგებოდა. თანდათანობით მათი არსენალი შემოტევების დროს მოგერიებული მტრისგან ნაალაფარი იარაღით ივსებოდა. კამანელები საკმაოდ გონივრულად იბრძოდნენ, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ და სოფლამდე მისასვლელი ბილიკები ყოველთვის დანაღმული ჰქონდათ, ამიტომ მტრის ყოველ შემოტევას წარმატებულად უმკლავდებოდნენ.
1993 წლის 5 ივლისის გამთენიისას რუსებმა კაზაკებთან, ჩრდილოეთ კავკასიელებთან და აფსუებთან ერთად (ჯამში 500 ბოევიკამდე) სოფელზე ფართომასშტაბიანი შემოტევა დაიწყეს.
კამანს კაცებთან ერთად მათი მეუღლეები, დები და ბავშვებიც იცავდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მერი პაკელიანმა ტყვეობას სიკვდილი არჩია - მან ხელყუმბარა გახსნა, მაშინ, როცა 4 მდევარი ბოევიკი მის დაჭერას შეეცადა. მერი პაკელიანი და ოთხივე ბოევიკი ადგილზე დაიღუპნენ.
მაიორი პაკელიანი პერიოდულად რაციით დამხმარე ძალას ითხოვდა. როდესაც ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო ზაზა პაკელიანმა რაციით უკანასკნელად გადასცა: "ჩვენი ძალები ამოიწურა, ჩვენ მაინც დავიღუპებით! ჩვენი კოორდინატები იცით! დაგვბომბეთ, ეს ბოლო შეტყობინებაა, ვწყვეტ კავშირს. დაგვარტყით! დაგვარტყით!"
ბრძოლა შუადღისთვის დასრულდა. რუსებმა სოფელი აიღეს და ცოცხლად გადარჩენილი მებრძოლები და მოსახლეობა - ქალები, ბავშვები და მოხუცები სასტიკად მოკლეს, ვინც ცოცხლად დატოვეს აწამეს. ბოევიკებმა ქართველთა გვამები ადგილობრივ მოხუცებს დაამარხინეს, შემდეგ საკუთარი საფლავებიც გაათხრევინეს და მოკლეს.
მარადიული დიდება და ხსოვნა კამანის გმირ დამცველებს! | 214 |
| 16 | No text... | 467 |
| 17 | დღეს ვიხსენებთ ქართული ალპინიზმის ლეგენდას - მიხეილ ხერგიანს. მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო მთამსვლელობის ისტორიაში. სვანეთში დაბადებულმა ბავშვობიდანვე იცოდა მთების სიდიადე. ხერგიანი ყოველთვის მიუწვდომელისკენ მიილტვოდა და, ალბათ, სწორედ ეს თვისება იყო, რამაც შექმნა, როგორც ლეგენდა. 1964 წელს მიხეილი ინგლისში მიიწვიეს, სადაც ადგილობრივ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. აქ, ერთ-ერთ შეჯიბრს დედოფალიც ესწრებოდა, რომელსაც მიხეილ ხერგიანი დაუნახავს ტრიკონებში (სპეციალური ფეხსაცმელი, რომლის ძირიც ვეფხვის ტორს წააგავს) და ქართველ მთამსვლელზე უთქვამს: „ვინ არის ის, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?“
სიცოცხლის მანძილზე ხერგიანმა ათობით ურთულესი მთა და მარშრუტი დალაშქრა. თავი ბოლომდე ალპინიზმს მიუძღვნა. 37 წლის ასაკში, 1969 წელს იტალიურ ალპებში, მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედლის გავლისას დაიღუპა. დიდი ლოდების გროვამ მიხეილი კედელს მოსწყვიტა.
სამარადისო დიდება მიხეილ ხერგიანს - ადამიანს, რომელიც მთების ნაწილად იქცა! | 172 |
| 18 | სამშობლოს სიყვარულისთვის გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლი, ხშირად, სწორედ ყველაზე ახალგაზრდებს ეკუთვნით. ასეთი თავდადებული და მამაცი ახალგაზრდები იყვნენ - 15 წლის ირაკლი სამსონაშვილი და 16 წლის გიორგი ხუბაევი, რომლებმაც სკოლის მერხსა და თანატოლებთან თამაშს - ფრონტის ხაზი არჩიეს.
ირაკლი სამსონაშვილი 1977 წლის 19 ივლისს დაიბადა. მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, მშობლების დაუკითხავად აფხაზეთის ომში გაიპარა.
გია ჭეიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი: "ლაბრაში გავიცანი, პატარა, გამხდარი ბიჭი იყო, 15 წლის. იქ რომ დავინახე, გამიკვირდა - ბიჭო, ავტომატისხელაც არ ხარ, შენ აქ რა გინდა, წადი სახლში-მეთქი; რას ჰქვია, აქ რა მინდა, თქვენ თუ გიყვართ სამშობლო, მე არ მიყვარსო? - გულმოსულმა მითხრა. უკონდახო ავტომატი მისცეს, მჭიდი ქამარში ჰქონდა ხოლმე გაჩრილი. სულ ვცდილობდით, რამენაირად, გამოგვეშვა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, მაგრამ ვერაფერს გავხდით, - აქედან თუ გამიშვებთ, სხვა შენაერთში მივალ, სახლში მაინც არ დავბრუნდებიო... ვიცოდი, რომ მართლა ასე მოიქცეოდა, ამიტომ ვცდილობდით, ისეთ ადგილას მაინც ყოფილიყო, სადაც უშუალოდ სროლები არ მიმდინარეობდა. ‘’ყურშას’’ ვეძახდით მოფერებით და თავადაც იცინოდა, არ სწყინდა... დაუზარელი ბავშვი იყო, ხან საჭმელს მოგვიტანდა, ხან წყალს.
2 ივლისს ბრძოლები დაიწყო; ბრძოლით მოვიწევდით დაბლა; ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა და ყველანი დავწექით; ამ დროს, ვიღაცამ დაიძახა მეგრულად - "წიე", ირაკლის გაუხარდა, ქართველები არიანო, წამოდგა და ამ დროს მიუშვეს ავტომატის ჯერი... 1993 წლის 3 ივლისი იყო..."
გიორგი “გიძილა” ხუბაევი-რაზმაძე - დუშეთის ბატალიონის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი. წარმოშობით ერედვიდან, სიღარიბეში გაზრდილი, მამით ოსი და დედით ქართველი - ბავშვობიდან შეუპოვარი და მტკიცე ხასიათის ყოფილა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებიდან ერთგულად იცავდა მშობლიურ სოფელს რუსულ-ოსური შეტევებისგან 12 წლის ასაკიდან. მოგვიანებით აფხაზეთის ომიც დაიწყო და გიორგი მოხალისედ წავიდა დუშეთის ბატალიონში.
გიორგი 2 ივლისს დაიღუპა ტამიშთან, დესანტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ახალგაზრდა მებრძოლმა ტყვედ ჩაბარებას გმირული სიკვდილი ამჯობინა და ყუმბარებით თავი აიფეთქა, თან რამდენიმე რუსიც წაიყოლა.
მათი ხანმოკლე, მაგრამ სიმამაცითა და თავდადებით აღსავსე ცხოვრება, შეხსენებაა, რომ გმირობას ასაკი არ აქვს და ის მუდამ ცოცხლობს მათში, ვინც მზადაა ყველაფერი გასცეს სამშობლოსათვის.
საუკუნო დიდება მარად ჭაბუკ ირაკლი სამსონაშვილსა და გიორგი ხუბაევს! | 171 |
| 19 | No text... | 162 |
| 20 | 1993 წლის 2 ივლისის დაიწყო ტამიშის ბრძოლა. რუსულ-აფსუურმა მხარემ დილის 5 საათზე დაბა ტამიშთან საზღვაო დესანტი გადმოსხა, რომელსაც რუსი გენერალი ალექსანდრ ლებედი ხელმძღვანელობდა. ბატალიონის დესანტირებას რუსული სამხედრო გემები უზრუნველყოფდნენ და მის შემადგენლობაში გარდა აფსუა სეპარატისტებისა შედიოდნენ რუსული რეგულარული ჯარის ელიტარული ნაწილები, დონისა და ყუბანის კაზაკები, შამილ ბასაევის ჩეჩენი და სხვა ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკები, ასევე უამრავი რუსი სამხედრო დნესტრისპირეთიდან და ყირიმიდან. მედესანტეებს ჰაერიდან რუსული ავიაციაც უჭერდა მხარს.
მოულოდნელობისგან დაბნეულმა ქართულმა ნაწილებმა დიდი დანაკარგები განიცადეს, მათ შორის ყველაზე მეტი დუშეთის ბატალიონის, XI ბრიგადისა და “შავნაბადას” ნაწილებმა. ვითარება იმდენად რთულად იყო, რომ აქამდე დაპირისპირებაში მყოფი ქართული ნაწილები გვერდიგვერდ იბრძოდნენ რუსულ-აფსუური დესანტის წინააღმდეგ. შინაგანი ჯარი, ლოთი ქობალიას ნაწილები და “მხედრიონი” ერთად იგერიებდნენ დესანტს, რომლის ამოცანას სოხუმზე შეტევის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
რუსული დესანტის მოულოდნელი გადმოსხმით გამოწვეულ დაბნეულობასა და ქაოსს კარგად გადმოსცემს ვიცე-პოლკოვნიკ მურთაზ გაბიტაშვილის ამბავი. გაბიტაშვილი თავისი 25 კაციანი რაზმით გენერალ დავით თევზაძის დასახმარებლად მიემართებოდა ლაბრაში ბეტეერით. იმ დროს სამხედრო ფორმა ორივე მხარეს თითქმის ერთნაირი იყო, ამიტომ გზად, ტამიშთან მდგარი მტერი თავისიანებად აღიქვეს - "ზოგს ხელი ჩამოვართვი, გადავკოცნე, მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და ბოლოს ვიღაცამ რუსულად დაიძახა, ჩქარა, წამოდით, ქართველებს დედა ვუტიროთო... მივხვდით, ვინც იყვნენ და, რა თქმა უნდა, ადგილზე გავანადგურეთ“.
11 ივლისისთვის საბრძოლო მოქმედებები დასრულებული იყო, დესანტი განადგურებული,
ხოლო პოზიციები დიდი დანაკარგების ხარჯზე შენარჩუნებული.
სამარადისო დიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ რაინდებს! | 198 |
