cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

Polemos

polemos.ge

نمایش بیشتر
پست‌های تبلیغاتی
341
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
+17 روز
+1030 روز

در حال بارگیری داده...

معدل نمو المشتركين

در حال بارگیری داده...

15 მაისი შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურის გენიის - შოთა რუსთაველის დღეა. XII საუკუნეში დაწერილ მის ეპიკურ ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართული იდენტობისთვის, ისე მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. რუსთაველის პოემა ქართული ლიტერატურის ქვაკუთხედია, რომელიც გადმოსცემს შუა საუკუნეების საქართველოს საზოგადოების ფასეულობებს, ეთიკას, სოციალურ ნორმებს, ხაზს უსვამს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა მეგობრობა, თავდადება, ერთგულება, რაინდობა და სამართლიანობა. "ვეფხისტყაოსანი" თითქმის ათასი წელია ქართველი ადამიანისთვის ღირსების კოდექსს წარმოადგენს, ხოლო მისი გმირები დღემდე მისაბაძ მაგალითებად რჩებიან. რუსთაველის შემოქმედება ქართული ენის სიმდიდრისა და დახვეწილობის დასტურია, ხოლო რთული მეტაფორები და ალეგორიული ელემენტები ავტორის უბადლო ლიტერატურული ნიჭის. რუსთაველის ეპოსი დგას ჰომეროსის, დანტესა და შექსპირის ნაწარმოებების გვერდით მსოფლიოს კლასიკური ლიტერატურის დიდების დარბაზში. "ვეფხისტყაოსნის" რთული სტრუქტურა და პოეტური ელეგანტურობა კვლავ შთააგონებს მწერლებსა და პოეტებს მთელ მსოფლიოში. ხოლო მასში გადმოცემული ისეთი უნივერსალური მოტივები, როგორიცაა სიმამაცე, მეგობრობის ძალა, სამართლიანობის ძიება და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება საშუალებას იძლევა პოემა მოერგოს სხვადასხვა ეპოქასა და კულტურას. შოთა რუსთაველს მისმა პოეტურმა ნიჭმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაუმკვიდრა ქართულ კულტურაში და მოაპოვებინა საერთაშორისო აღიარება მისი მარადიული ლიტერატურული და კულტურული ღირებულებებით. "ვეფხისტყაოსანი" არის ერთ-ერთი დამოწმება ქართული გენიის, ქართველი ერის მნიშვნელობისა და უნიკალურობის მსოფლიოში. "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!"
نمایش همه...
...თამარ ცოცხლობდა, როგორც ხორცშესხმული ლეგენდა, – და ცოცხლობს კიდეც. ყოველი ნატეხი საქართველოისა თამარის ლეგენდის ნატეხია უთუოდ. როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, – ქართველი იმ ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. – ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: – იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, – და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან – თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: – მისი საფლავი ქართველის გულია, – ხოლო ქართველის გრძნობაში ეს “საფლავი” კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი – დიდი თამარ. თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი, – მაგრამ იგი მაინც ქალურს მხარეს ასხეულებდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენს ისტორიას კი ვაჟიც ეჭირვება, – ტყუილად კი არ ნაღვლობდა ქალწული თამარი მზიური ვაჟის მიმართ! და ამ წამს, როცა მსოფლიოს ბედი ცეცხლით და მახვილით იჭრება, ნდობა იბადება რკინეული: – რომ საქართველოს მოვლინებოდეს ძლევამოსილი მზე-ვაჟი, რომელიც ისეთს ვაჟურს ლეგენდას შეჰქმნის ჩვენს ისტორიაში, როგორც ქალური შეჰქმნა დიდმა თამარმა. ასეთი ლეგენდა ყველაზე უფრო უკეთესი პასუხი იქნება თამარის ლეგენდისა. გრიგოლ რობაქიძე
نمایش همه...
13 მაისი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. 43 წლის წინ თბილისის "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. "დინამოს" გამარჯვება რუსული ოკუპაციის პირობებში ქართველი ხალხის თვითგამოხატვისა და ეროვნული სულისკვეთების ამაღლების წყაროდ იქცა. საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "დინამო" ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა და ქართული იდენტობის სიმბოლო და მამოძრავებელი ძალა იყო. თბილისის "დინამოს" ფანმოძრაობა სათავეს 1988 წლის მაისიდან იღებს.მისი ჩამოყალიბება საქართველოსთვის გარდაქმნებითა და სირთულეებით აღსავსე პერიოდში მოხდა. "დინამოს" გულშემატკივრები აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ მოძრაობაში, იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას მშობლიური ქალაქის ქუჩებსა თუ სტადიონზე, იარაღით ხელში იბრძოდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. როგორც უწინ, თბილისის "დინამო" დღესაც აგრძელებს ქართული იდენტობის დაცვას, შეუვალი პოზიციის გამოხატვითა და ეროვნული სულისკვეთების ამაღლებით. "დინამოს" გულშემატკივართა ახალი თაობა აგრძელებს "ძველი სკოლის" ტრადიციებს და დგას საქართველოს სადარაჯოზე - უკრაინაში ფრონტის ხაზზე თუ თბილისის ქუჩებში. "დინამო" გაცილებით მეტია ვიდრე ფეხბურთი - ეს არის მსოფლმხედველობა. უგულშემატკივრეთ თქვენი ქალაქის გუნდს! უგულშემატკივრეთ დინამოს! საქართველოს სადიდებლად - გამარჯვება! გამარჯვება! დინამო! დინამოო!
نمایش همه...
დღეს ვეწვიეთ თბილისის გარეუბანში მდებარე გერმანელ ტყვეთა ერთ-ერთ სასაფლაოს და პატივი მივაგეთ აქ დაკრძალული გერმანელი მეომრების ხსოვნას. ომის ქარცეცხლ გამოვლილმა, ბედისწერისგან დაჩაგრულმა, უბრალო ჯარისკაცებმა, სამშობლოდან შორს, ბოლშევიკების ტყვეობასა და წამებაში განუტევეს სული. ჩვენ, თავს ვალდებულებად ვთვლით პატივი მივაგოთ ბოლშევიზმთან, ქართველ ლეგიონერებთან მხარდამხარ მებრძოლ მეომრების ხსოვნას. ჩვენთვის უცხოა და მიუღებელი წითელი არმიის განდიდების საბჭოურ-რუსული კულტი - 9 მაისი. ჩვენი მსოფლმხედველობა ეფუძნება ჭეშმარიტად ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს, ამგვარად 9 მაისის კულტის კონტრკულტურულ მოვლენას წარმოადგენს. წითელი არმია 70 წლის მანძილზე კომუნისტური ტერორის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენდა საქართველოში. მანვე მოახდინა საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს, ქართული ინტელიგენციისა და მთელი თაობების განადგურება, 9 აპრილის სისხლიანი დარბევა და ა.შ. 9 მაისის კულტის მესვეურების დამსახურებითვე დღემდე საქართველოს ძირძველი მიწების ოკუპაცია გრძელდება. ამგვარად, დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ევროპის ჭეშმარიტ განმათავისუფლებელთა წინაშე. სამარადისო ხსოვნა ბოლშევიზმთან მებრძოლ ევროპელ რაინდებს! ⬛⬜🟥
نمایش همه...