en
Feedback
Visioner

Visioner

Open in Telegram

OSINT | მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები, გეოპოლიტიკური მოვლენები, სიახლეები და ანალიტიკა.

Show more
The country is not specifiedThe category is not specified
960
Subscribers
No data24 hours
No data7 days
No data30 days
Posts Archive
🇬🇪🇺🇸 23 აგვისტოს ვაზიანის თავზე აშშ-ის არმიისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაერთიანებული ძალების მედესანტეების ისტ
+9
🇬🇪🇺🇸 23 აგვისტოს ვაზიანის თავზე აშშ-ის არმიისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გაერთიანებული ძალების მედესანტეების ისტორიული საპარაშუტო სწავლება ჩატარდა. წვრთნა მოიცავდა C-17 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების აფრენას თურქეთიდან და საქართველოში ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გადმოხტომას, რომელშიც მონაწილეობდნენ 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 1-ლი ბატალიონის 503-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცები (ზედმეტსახელად "ცის ჯარისკაცები" / Sky Soldiers) და 2D სადესანტო მხარდაჭერის ბატალიონის საზღვაო ქვეითები. ეს Agile Spirit-ის ისტორიაში პირველი ერთობლივი საპარაშუტო გადმოხტომა იყო. @visionergeo

🇬🇪🇺🇸 Agile Spirit 2023 გახსნის ცერემონია 🦅 @visionergeo

21 აგვისტოს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების Agile Spirit 2023 გ
+8
21 აგვისტოს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების Agile Spirit 2023 გახსნის ცერემონია. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობს ნატოსა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების 3500-მდე მებრძოლი. მონაწილე ქვეყნები: 🇬🇪🇺🇸🇦🇿🇧🇪🇧🇦🇧🇬🇨🇦🇫🇷🇩🇪🇬🇷🇭🇺🇮🇹🇯🇴🇱🇻🇱🇹🇳🇴🇵🇱🇷🇴🇸🇰🇪🇸🇹🇷🇬🇧 მონაწილე ორგანიზაციები: MND-SE LITPOLUKRBRIG 🇱🇹🇵🇱🇺🇦 MNMPBAT NATO @visionergeo

+2
🇬🇪🇺🇦 ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფის - "შავი არწივის" მიერ ბახმუტთან ახლოს ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად ტყვედ ჩაგდებული რუსი ჯარისკაცები. @visionergeo

დღეს 19:00 საათზე თბილისში - პარლამენტის წინ და ბათუმში - პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გელოდებით ყველას აქციაზე საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ! ის რაც დღეს საქართველოში ხდება გაცდა ყველანაირ საზღვარს: ქვეყანა გაივსო რუსეთის მოქალაქეებით, რომლებმაც დაარეგისტრირეს საკუთარი ბიზნესები და ხელში ჩაიგდეს უძრავი ქონება. თბილისი და ბათუმი კარგი მაგალითია იმისა, რომ მთავრობის გატარებული "ღია კარის" პოლიტიკა რუსების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს აზიანებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკვე დადგა მდგომარეობა, როდესაც რუსი ტურისტები, რომლებსაც ამავე პოლიტიკის მიხედვით ქართველები ფინანსურად უნდა მოეძლიერებინათ, ზედაც აღარ უყურებენ ადგილობრივებს და კომფორტულად ვაჭრობენ (ბინების ქირაობა, კაფეები, რესტორნები და ა.შ) საქართველოში დამკვიდრებულ თანამემამულეებთან, პრაქტიკულად მინი-რუსეთი მოიწყვეს. მეორე მხრივ, არსებობს მუდმივი დაძაბულობა, რაც რისკების შემცველია. კვირა არ გადის ისე, რომ რამდენჯერმე მაინც არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივ ქართველებსა და ჩამოსულ რუსებს შორის, რომლებიც პროვოკაციულად ამჟღავნებენ საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს და ამპარტავნულ დამოკიდებულებას ქართველების მიმართ, რაც, ბუნებრივია დიდ გაღიზიანებასა და ზიზღს იწვევს. ასე თუ გაგრძელდა, ადრე თუ გვიან მცირე კონფლიქტები გადაიზრდება სერიოზულ დაპირისპირებაში და ნებისმიერ ინციდენტს რუსეთი ჩათვლის საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმად. ამ რისკების თავიდან ასარიდებლად, მთავრობა, იმის მაგივრად რომ მკაცრად არეგულირებდეს რუსების უკონტროლო შემოდინებას, აბსოლიტურად საპირისპიროდ მოქმედებს: ფართოვდება ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოსასვლელი გზები, აღდგა რუსეთთან პირდაპირი ფრენები, მეტიც, დაემატა სოჭი-ბათუმის საზღვაო მიმოსვლა, ასევე, გამარტივდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი და ა.შ. ასეთ პირობებში, საქართველოს საბოლოო რუსიფიკაციისგან გადასარჩენდ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური აქტიურობა და მოქმედება, ბრძოლა რუსული გავლენების წინააღმდეგ. ასე რომ, ნუ დარჩებით სახლში, გელოდებით თბილისში პარლამენტის წინ, ბათუმში კი პორტის წინ, ერთდროულად 19:00 საათზე - რუსეთი არის მტერი და არა სტუმარი! 🇬🇪🇬🇪🇬🇪 @visionergeo

⚫️ მეგობრებო, როგორც იცით META-მ გამოუშვა ახალი Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელი Threads, სადაც ინფორმაციების სწრაფად და მა
⚫️ მეგობრებო, როგორც იცით META-მ გამოუშვა ახალი Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელი Threads, სადაც ინფორმაციების სწრაფად და მარტივად მიღებაა შესაძლებელი, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი ახლადშექმნილი გვერდები: • Georgian Defence Community: https://www.threads.net/@georgiandefencecommunity • Visioner: https://www.threads.net/@visionergeo @visionergeo

🇬🇪🇺🇦 ქართული ლეგიონი საბრძოლო დავალებაზე და დაჭრილების გამოყვანა დანაღმული ველიდან უკრაინაში. @visionergeo

ვაგნერის ძალებს როსტოვში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბ-ბინა აქვთ დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმის ქალაქ ვორონეჟშიც. @visionergeo

+3
😂 მეგობრებო, ბოდიში დიდხნიანი პაუზისთვის, თუმცა ამ ამბებს ვერ გამოვაკლდებით: პრიგოჟინის მიერ დაწყებული სამხედრო გადატრიალების შედეგად პირველი გათავისუფლებული ქალაქი, როგორც ჩანს როსტოვია, სადაც, ვაგნერის ძალებმა მოახერხეს კონტროლის დამყარება ქალაქის ცენტრსა და ქალაქში არსებულ სამხრეთის სამხედრო ოლქის მთავარ შენობებზე. @visionergeo

+4
🇬🇪🇺🇦 ქართველი პარტიზანების პოზიციები ბახმუტთან. @visionergeo

⚫️ ახალი სურათები ოკუპირებული 🇬🇪 ცხინვალის რეგიონის ყორნისისა და ახალგორის საოკიპაციო ბაზებიდან, სადაც ჩანს რუსული სამხედრო
+3
⚫️ ახალი სურათები ოკუპირებული 🇬🇪 ცხინვალის რეგიონის ყორნისისა და ახალგორის საოკიპაციო ბაზებიდან, სადაც ჩანს რუსული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, საინტერესოა საკმაოდ უჩვეულო სამხედრო დანიშნულების სატვირთო მანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, უნდა წარმოადგენდეს როსგვარდიის (კამუფლირებით თუ ვიმსჯელებთ) მობილურ სამეთაურო-საშტაბო სისტემას, ასევე, არსებობს ვერსია, რომ შესაძლებელია იყოს რებ სისტემა "კრასუხის" გარკვეული მოდიფიკაციაც, რომელიც აქამდე არ შემჩნეულა (თუმცა 2016 წელს ცხინვალის რეგიონში დაფიქსირდა კრასუხის სტანდარტული ვერსია). სურათებში, ასევე, ჩანს მე-4 საოკუპაციო ბაზის გრუ-ს დაზვერვის სამსახურის შენიღბული BTR-82A ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორები და ფსბ-ს ე.წ სასაზღვრო ძალების სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება. 📸: George Adamson @visionergeo

+1
⚫️ რუსული S-300 ჰსთ სისტემების შემადგენელი კომპონენტების გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებით. @visionergeo

+1
🇬🇪🇺🇦 ქართველი პარტიზანები ბახმუტიდან ვიდეოს აქვეყნებენ. @visionergeo

⚫️ ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს დააანონსა მორიგი $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავ
+2
⚫️ ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს დააანონსა მორიგი $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, საჰაერო დაზვერვის რადარებს, მეტ ტყვია-წამალს და საარტილერიო ჭურვებს, ჯაველინებს, ჰაუბიცებს და ა.შ. გარდა ამისა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ ისაუბრეს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების შესაძლო მიწოდებაზე. @visionergeo

⚫️ პაუზის შემდეგ გიბრუნდებით სიახლით: რუსეთის "3 დღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან" 1 წლის თავზე, 🇺🇸 აშშ-ის პრეზიდენტი
+2
⚫️ პაუზის შემდეგ გიბრუნდებით სიახლით: რუსეთის "3 დღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან" 1 წლის თავზე, 🇺🇸 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 🇺🇦 უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და კიევის ცენტრალურ ნაწილში პატივი მიაგო მაიდნის რევოლუციის დროს დაღუპული ასობით უკრაინელის ხსოვნას. უახლოეს მომავალში, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, კიევიდან ერთობლივი განცხადებით მიმართავენ ხალხს. 🦅 @visionergeo

+1
🇬🇪🇺🇦 კადრები ქართული ლეგიონის სპეცოპერაციიდან, რასაც ათზე მეტი ოკუპანტი ემსხვერპლა. @visionergeo

🇬🇪🇺🇦 ქართული ლეგიონის სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბახმუტში განადგურდა ელიტური რუსული დანაყოფის, ვაგნერის ჯგუფის 10-ზე მეტი მებრძოლი. სპეცოპერაცია უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელით ჩატარდა. @visionergeo

🇵🇱 პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის
+1
🇵🇱 პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პირველადი ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლონეთის არმიისა და პოლიციის ნაწილები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სასწრაფო წესით მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭო. @visionergeo

🇬🇪🇺🇦 ქართველი პარტიზანები უკრაინის 57-ე ბრიგადასთან ერთად ხერსონის სიახლოვეს მდებარე ჩერნობაევკაში შევიდნენ. @visionergeo
🇬🇪🇺🇦 ქართველი პარტიზანები უკრაინის 57-ე ბრიგადასთან ერთად ხერსონის სიახლოვეს მდებარე ჩერნობაევკაში შევიდნენ. @visionergeo

⚫️ რუსული კოლაფსი უკრაინაში გრძელდება, ამჯერად, რუსეთის უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებით საოკუპაციო ძალები სრულად დატოვებენ
⚫️ რუსული კოლაფსი უკრაინაში გრძელდება, ამჯერად, რუსეთის უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებით საოკუპაციო ძალები სრულად დატოვებენ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი ხერსონი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდება. პარალელურად, რუსულ მედიასა და ოფიციალურ უწყებებში ძლიერდება რიტორიკა მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის შესახებ. რუსეთმა მობილიზაციის შემდეგაც ვერ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და "მსოფლიოს მეორე არმიის უძლეველობის" მითის მსხვრევა მთელი მსოფლიოს თვალწინ გრძელდება. 🇺🇦 @visionergeo