cookie

We use cookies to improve your browsing experience. By clicking «Accept all», you agree to the use of cookies.

avatar

Visioner

OSINT | მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები, გეოპოლიტიკური მოვლენები, სიახლეები და ანალიტიკა.

Show more
The country is not specifiedThe language is not specifiedThe category is not specified
Advertising posts
960
Subscribers
No data24 hours
-77 days
-3730 days

Data loading in progress...

Subscriber growth rate

Data loading in progress...

🇮🇱🇱🇧🇵🇸 | ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მოახლოვებასთან ერთად უფრო და უფრო იძაბება ვითარება ჩრდილოეთ ისრაელში, სადაც გააქტიურებულია ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა. მხოლოდ დღეს ჰეზბოლამ, სულ მცირე 3 ტსმრ ისროლა IDF-ის პოზიციებისკენ რასაც მოჰყვა მსხვერპლი. საპასუხოდ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში გამაგრებულ ტერორისტებზე საარტილერიო და საჰაერო იერიშები მიიტანა. მცირემასშტაბიანი შეტაკებები ახლაც გრძელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჰეზბოლამ სახმელეთო იერიშის შედეგად დაიკავა ისრაელის ერთ-ერთი სადამკვირვებლო პუნქტი არ დადასტურდა, მასზე აღმართული წითელი დროშა კი IDF-ის 35-ე სადესანტო ბრიგადის აღმოჩნდა და არა ჰეზბოლას ე.წ შურისძიების დროშა. ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაკეტილი აქვთ ლიბანის სასაზღვრო ზონა 4 კმ-ის მანძილზე. @visionergeo
Show all...
👍 1
🇮🇱🇵🇸 | ისრაელს ღაზის სექტორში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, "ლოკალური რეიდების" ფარგლებში ღაზის სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ ქვეითები და ტანკები, რათა გაეწმინდათ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისგან და დაედგინათ დაკარგული ისრაელელების ადგილმდებარეობა. ამავდროულად, სხვადასხვა ებრაული წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლა სახმელეთო ოპერაციის დაწყება გარდაუვალია და შესაძლოა ეს დღეს ღამეც კი მოხდეს. პარალელურად, დაძაბულია ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთით სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მცირემასშტაბიანი შეტაკებები IDF-სა და ლიბანურ დაჯგუფებებს შორის. @visionergeo
Show all...
👍 8 1
Photo unavailableShow in Telegram
ისმაილ ჰანიე - ჰამასის უმაღლესი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ ჰამასი არსებობას და განვითარებას სწორედ ისმაილ ჰანიეს ძლიერი საერთაშორისო კავშირებით ახერხებს. ამჟამად იგი ყატარის მფარველობის ქვეშ დოჰადან ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რის გამოც ისრაელისთვის რთულად ხელმისაწვდომი სამიზნეა. 7 ოქტომბერს გავრცელდა კადრები, სადაც ჰანიე ყატარის დედაქალაქ დოჰაში თავის ოფისში აღნიშნავდა ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე ორგანიზაციის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. ისმაილ ჰანიემ თავი ჯერ კიდევ პირველი და მეორე ინტიფადების დროს გამოიჩინა. იგი ისრაელის სამხედრო სასამართლომ რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. ჰანიე მალევე მოხვდა ჰამასის უმაღლეს წრეებში, რაც მის აქტიურობასთან ერთად, ჰამასის დამფუძნებელ, აჰმედ იასინთან ახლო ურთიერთობამაც განაპირობა. იასინი მას ენდობოდა და მომავალ ლიდერად აღიქვამდა. 2006 წელს ჰამასმა პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებში სწორედ ისმაილ ჰანიეს თაოსნობით გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჰამასმა შეძლო ღაზის სექტორში მოწინააღმდეგე პარტიის, ფატაჰის დამარცხება და, პრაქტიკულად, ერთპიროვნული სამხედრო მმართველობის დამყარება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ისმაილ ჰანიე ტერორისტად, ჰამასი კი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული, იგი მაინც ახერხებს საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკის გატარებას, რაც, ძირითადად, მოიცავს მის უშუალო კავშირებს ირანთან, თურქეთთან და რუსეთთან. ჰანიე რამდენჯერმე ღიად შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანს, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მას, ასევე, ახლო ურთიერთობა აკავშირებს ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ხამენეისთან და ზოგადად ირანის ოფიციალურ პირებთან, ისევე, როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან. ერთი სიტყვით, დღესდღეობით ისმაილ ჰანიე არის ჰამასის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესი, თუმცა საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომი სამიზნე. @visionergeo
Show all...
👍 10
Photo unavailableShow in Telegram
⚫️ მუჰამედ დეიფი: ჰამასის გასამხედროებული ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების მიუწვმდომელი მეთაური. ის ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ისრაელს და პასუხისმგებელია თვითმკვლელი ტერორისტების ტალღის ორგანიზებაზე, რომელმაც ათობით ისრაელელის სიცოცხლე შეიწირა. "დეიფი" არაბულად სტუმარს ნიშნავს, რაც მიუთითებს მის ჩვევაზე ყოველი ღამე გაატაროს სხვადასხვა ადგილას, რათა თავიდან აიცილოს ისრაელის სპეცსამსახურების თვალთვალი და საჰაერო თავდასხმები. იგი ითვლება ჰამასის მოულოდნელი შეტევის მთავარ დამგეგმავად. მან განაცხადა, რომ ოპერაცია ღაზას 16-წლიანი ბლოკადის და ისრაელის ოკუპაციის საპასუხოდ ჩატარდა. დეიფი გადაურჩა მკვლელობის არაერთ მცდელობას. 20 წლის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ის კინაღამ დაიღუპა, დაკარგა ხელი და ფეხი. მორიგი თავდასხმისას კი ერთი თვალი. 2014 წელს ისრაელის მორიგი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა მისი ცოლი და ახალშობილი შვილი. მის სახელს უკავშირდება ჰამასის ადგილობრივი წარმოების რაკეტა "ქასამის" დაპროექტება. ამბობენ, რომ ის აგრეთვე დგას ღაზას ქვეშ გვირაბების მასშტაბური ქსელის გაყვანის უკან. დეიფი ამჟამად ალ-ქასამის ბრიგადებს მის მოადგილესთან, მარვან ისასთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანი სამიზნეა ისრაელისთვის. @visionergeo
Show all...
👍 7 1
Photo unavailableShow in Telegram
⚫️ შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ ჰამასის ლიდერებსა და გავლენიან პირებს, რომლებიც მიმდინარე კონფლიქტში ისრაელის სპეცსამსახურებისთვის პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ: სიაში ერთ-ერთი პირველია იაჰია სინვარი - ჰამასის ხელმძღვანელი ღაზის სექტორში. "იაჰია სინვარი ოპერაციის მეთაურია და ის მკვდარი ადამიანია," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ. სინვარი ღაზის სექტორში ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობას იკავებს, ჰამასში კი რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი პირია ტერორისტული დაჯგუფის საერთო ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შემდეგ. 1980-იანი წლების ბოლოს იაჰია სინვარი ხელმძღვანელობდა ჰამასის "პოლიციას," სადაც პასუხისმგებელი იყო ისრაელთან თანამშრომლობაში ბრალდებული პალესტინელების თვალთვალსა და დასჯაზე. მან არაერთი კოლაბორაციონიზმში ბრალდებული პალესტინელი დასაჯა სიკვდილით, რის გამოც ხან-იუნისის ჯალათი შეარქვეს. 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიტაცეს და მოკლეს ორი ისრაელელი ჯარისკაცი. ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო სინვარი დააპატიმრეს, თუმცა 2011 წელს იგი 1000-ზე მეტ პალესტინელ პატიმართან ერთად გაცვალეს ისრაელელ ჯარისკაც გილად შალიტზე, რომელიც ჰამასს 5 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული. 2015 წელს სინვარი აშშ-ის მთავრობამ ტერორისტად გამოაცხადა. 2017 წელს პირველი, ხოლო 2021 წელს მეორე ვადით აირჩიეს ჰამასის ღაზის ფრთის ხელმძღვანელად ფარული არჩევნებით. 2021 წლის მაისში ისრაელ-პალესტინის ორკვირიანი კრიზისის დროს ისრაელის საჰაერო ძალებმა სინვარის სახლზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თუმცა ჰამასის ლიდერი უვნებლად გადარჩა. იაჰია სინვარი ითვლება ჰამასის ყველაზე რადიკალური და ექსტრემისტული ხაზის წარმომადგენლად. იგი დღემდე ღაზის სექტორში მდებარე მშობლიურ ქალაქ ხან-იუნისში ცხოვრობს და ისრაელისთვის ჰამასის ლიდერებს შორის ერთ-ერთი უპირველესი სამიზნეა. @visionergeo
Show all...
👍 11
🇬🇪🇺🇦 შერეკილების ქართულმა დანაყოფმა წარმატებული ოპერაციის შედეგად გაათავისუფლა რუსების მიერ დაკავებული რამდენიმე მოწინავე პოზიცია უკრაინაში. კომბინირებულ ოპერაციაში მონაწილე ქვეითების მოიერიშე ჯგუფს მხარდაჭერას უწევდა დრონების დანაყოფიც. @visionergeo
Show all...
IMG_7246.MP497.65 MB
IMG_7243.MP419.47 MB
18🔥 4👍 1
Photo unavailableShow in Telegram
👍 6
🇮🇱 განახლება: გუშინ ისრაელის საჰაერო ძალები მთელი ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ ტერორისტების პოზიციებს ღაზის სექტორის სიღრმეში, პარალელურად კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო ზონებში მიმდინარეობდა IDF-ის მძიმე ტექნიკის მობილიზება. ღამის მდგომარეობით საპოლიციო ძალებმა IDF-ის ჯარისკაცებისა და მძიმე ტექნიკის დახმარებით მოახერხეს ჰამასის მიერ დაკავებული 29 დასახლებული პუნქტის დაბრუნება, თუმცა ქალაქის ბრძოლები გრძელდება სამხრეთ ისრაელის 8 სხვადასხვა წერტილში. ჰამასის თქმით, მათ საბრძოლველად დამატებითი ნაწილები გაგზავნეს. ისრაელი ემზადება პოტენციურად სამ ფრონტზე, ღაზის სექტორში, დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანის სამხრეთში ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და საბოლოოდ აღკვეთოს ტერორისტული საფრთხე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექსკლავში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან მოსალოდნელია, რომ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად განადგურდება ღაზის სექტორის დიდი ნაწილი. ისრაელმა 300 000-ზე მეტი რეზერვისტი გამოიძახა აქტიურ სამსახურში, რაც ყველაზე დიდი რეკრუტირებაა 1973 წლის შემდეგ. დილით ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნაღმტყორცნებით განახორციელა თავდასხმა, ისრაელმა კი ლიბანელ ტერორისტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა არტილერიითა და დრონებით. ჯერჯერობით ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ ოფიციალურად ომში არ ჩართულა, თუმცა IDF-ის ნაწილების ჩრდილოეთში მისამაგრებლად, სავარაუდოდ, მსგავსი პროვოკაციები ლიბანიდან გაგრძელდება. @visionergeo
Show all...
👍 7 3
Photo unavailableShow in Telegram
👍 5
🇮🇱 ისრაელში განვითარებული მოვლენების შემაჯამებელი პოსტი: დღეს დილის 7:30 საათიდან ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ღაზის სექტორიდან ისრაელზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მოჰყვა ჰამასის გასამხედროებული ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ასობით შეიარაღებული პირის შეიჭრა სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ტერორისტებს ამ დრომე აქტიურად ებრძვიან, სულ მცირე, 22 ქალაქსა თუ დასახლებაში, სადაც მათ კონტროლის სრულად ან ნაწილობრივ დამყარება მოახერხეს. 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ისრაელის მიმართულებით შეტევა განხორციელდა როგორც ხმელეთიდან, ასევე, ჰაერიდან და ზღვიდან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი საომარ მდგომარეობაშია და იწყებს "ჯერ არნახულ ძლიერ კამპანიას, სანამ ტერორიზმის ეს საფრთხე საბოლოოდ არ დამარცხდება." ეს არის პირველი შემთხვევა 1973 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს კონფლიქტის სერიოზულობაზე. ჰამასის გარდა თავდასხმაში მონაწილეობს ღაზის სექტორში არსებული, პრაქტიკულად, ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, მათ შორის პალესტინის ისლამური ჯიჰადი (PIJ). მასიური იერიშის დაწყებასთან ერთად სამხრეთ ისრაელიდან ამ დრომდე ვრცელდება ცნობები და გრაფიკული კადრები, სადაც ჩანს ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულები, სისხლიანი თავდასხმები სამოქალაქო პუნქტებზე, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა და ა.შ. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულია, სულ მცირე, 200 და დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ტერორისტებმა, ასევე, მოახერხეს IDF-ის კუთვნილი რამდენიმე Merkava ტანკისა და ათობით სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება თუ ხელში ჩაგდება. მათ, ასევე, ტყვედ ჩაიგდეს 50-მდე ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, თავდაცვის ძალების მებრძოლები და მაღალი რანგის ოფიცრები. ჰამასის თქმით, დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან 5000-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, რაც ისრაელის ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეტევის მოულოდნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის ბადე, რის გამოც არაერთი რაკეტა ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, თელ-ავივშიც. IDF-ის წრეებში არსებული კომუნიკაციების მასიური პრობლემების გამო, რაშიც თავისი წვლილი მიუძღვის ისრაელში მიმდინარე სუკოტის დღესასწაულს, შეფერხდა ჯარებისა და რეზერვების მობილიზება, რამაც კიდევ უფრო გაუმარტივა ტერორისტულ დაჯგუფებებს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისა და იქ მოქმედების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ისრაელის საჰაერო ძალები საპასუხოდ მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ ღაზის სექტორში გამაგრებულ ტერორისტებზე საჰაერო თავდასხმებს. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 232-ია, დაშავებულია, სულ მცირე, 1679 ადამიანი. მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე, აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა (მათ შორის, საქართველომაც) გაავრცელეს განცხადებები ისრაელისადმი ცალსახა მხარდაჭერის შესახებ. თავის მხრივ, ჰამასის თავდასხმის აღსანიშნავად ირანში ხალხი ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდა. არაბული ქვეყნების უმრავლესობა კი კონფლიქტის მიმდინარეობაში პასუხისმგებლობას ისრაელსაც აკისრებს. @visionergeo
Show all...
👍 7