cookie

Sizning foydalanuvchi tajribangizni yaxshilash uchun cookie-lardan foydalanamiz. Barchasini qabul qiling», bosing, cookie-lardan foydalanilishiga rozilik bildirishingiz talab qilinadi.

avatar

Time_For_Geopolitics

არხი განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობების, გეოპოლიტიკისა და მიმდინარე აქტუალური საკითხებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

Ko'proq ko'rsatish
Reklama postlari
1 167
Obunachilar
-124 soatlar
+77 kunlar
+6630 kunlar

Ma'lumot yuklanmoqda...

Obunachilar o'sish tezligi

Ma'lumot yuklanmoqda...

Repost from Alt-Info News
Photo unavailableShow in Telegram
📍 „China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველი ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია... ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ერთოლივი წარმოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის“. ის ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთის მხარდასაჭერად“, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
Hammasini ko'rsatish...
👍 36
Repost from Alt-Info News
Photo unavailableShow in Telegram
📍„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. „ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე: „გადაწყვეტილების დაგეგმვა საქართველოს ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.
Hammasini ko'rsatish...
😁 10💩 5🖕 3🤡 1
📌 გამოცემა The Washington Post-ის მიხედვით, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახსრების ასაგროვებელ ღონისძიებებზე საგარეო პოლიტიკაზე ხშირად საუბრობს. 🔻სწორედ, ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე, სადაც, მისი წინასაარჩევნო კამპანიის სპონსორებს ხვდებოდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაბომბავდა მოსკოვსა და პეკინს, თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა. 🔻WP აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ამ განცხადებით ღონისძიებაზე დამსწრე დონორების ნაწილი გააოცა.
Hammasini ko'rsatish...
😁 11🥴 3👍 2🤔 1
Repost from Alt-Info News
Photo unavailableShow in Telegram
❗ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირვანდელი რედაქცია დაამტკიცა.
Hammasini ko'rsatish...
👍 59😁 2🔥 1
📌 ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი მიიღო.
Hammasini ko'rsatish...
👍 34 3😁 1
Repost from Alt-Info News
Photo unavailableShow in Telegram
📍 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტზე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. საკითხს საბოლოოდ კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
Hammasini ko'rsatish...
👍 37
Photo unavailableShow in Telegram
სალომე ზურაბიშვილმა, ანუ დასავლეთმა დღეს წარმოადგინა პროდასავლური პარტიების საარჩევნო ქარტია, რომლის საფუძველზეც ხელმომწერი პარტიები პირობას დებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაშინვე გაატარებენ "დემოკრატიულ" რეფორმებს და მომავალ წელსვე დანიშნავენ ახალ არჩევნებს. ამასთან ოპოზიციური პარტიები ერთ საარჩევნო სიად კი არ გაერთიანდებიან, არამედ დაიყოფიან ნაცებად, შედარებით ზომიერ და დახვეწილ მედასავლეთეებად ლელო-გირჩ-ახალის და სხვების ერთობის სახით და კიდევ ცალკე გახარიას და მისი რამდენიმე მოკავშირე ჯგუფის სახით. ამით ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს შეექმნება განწყობა, რომ ოცნების დამარცხების შემთხვევაში ნაცები კი არ დაბრუნდებიან, არამედ იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ნაცებიც შევლენ და გახარიას მსგავსი არანაცებიც და, ასევე, ამ კოალიციის ნაცურის მსგავსი თავგასულობის თავიდან არიდების დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი იქნება დაპირებული ვადამდელი არჩევნები. საკმაოდ ეშმაკური და ეფექტური პიარული გეგმაა, რაც იმთავითვე მოსალოდნელი იყო დასავლეთისგან და მითუმეტეს სახიფათოდ ჩანს ბოლო ორ თვეში აქციებით თვალსა და ხელს შუა გაცოცხლებული და მკვეთრად გაძლიერებული ოპოზიციის პირობებში. ხოლო, როგორ აპირებს არჩევნებზე ამ გეგმასთან გამკლავებას აგენტების კანონის ირგვლივ დატრიალებული კრიზისის პროცესში სანქციებით და თავპირის მტვრევებით მძიმედ დაზიანებული და რეიტინგშერყეული ოცნება, რომელსაც პროდასავლელი ამომრჩევლის თითქმის სრულად დაკარგვის ფონზე უკვე მაღალჩინოსნები გაურბიან და კონსერვატორებსაც არ უშვებს არჩვენებამდე, ჯერჯერობით გაუგებარი ჩანს.
Hammasini ko'rsatish...
👍 21🤷‍♂ 1👎 1
Repost from Alt-Info News
Photo unavailableShow in Telegram
📌 26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი 85 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Hammasini ko'rsatish...
26👍 4
Hammasini ko'rsatish...
🔴 26 მაისი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი ❗ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზორის ჩართვისას, ალტ-ინფოს ხმა ესმოდეს, დააფინანსეთ თქვენი პოზიციის, თქვენი ღირებულებების დამცველი არხი. მიმღები: ზურაბ მახარაძე ბანკი ქართუ CARTU BANK JSC საბანკო კოდი: CRTUGE22 ანგარიშის ნომერი: GE63CR0120002320934506 "ვოტსაპი", "ვაიბერი": +(995) 555 38 49 29 მიმღები: შოთა მარტინენკო „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ცენტრალურ ოფისში, სააკაძის მე-2 გასასვლელის 11ა-ში, მხარდამჭერებთან შეხვედრები ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 15:00 საათზე იმართება. #ალტინფო #altinfo

👍 24
Photo unavailableShow in Telegram
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
Hammasini ko'rsatish...
27👍 11🔥 1