cookie

Sizning foydalanuvchi tajribangizni yaxshilash uchun cookie-lardan foydalanamiz. Barchasini qabul qiling», bosing, cookie-lardan foydalanilishiga rozilik bildirishingiz talab qilinadi.

Reklama postlari
10 778
Obunachilar
+1124 soatlar
+577 kunlar
+21230 kunlar

Ma'lumot yuklanmoqda...

Obunachilar o'sish tezligi

Ma'lumot yuklanmoqda...

ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინამ 3 დღეში რამდენიმე სოფელი დაკარგა - რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე
Hammasini ko'rsatish...
👍 32
საკადრო ცვლილებები რუსეთში - რას შეიძლება ველოდოთ აღნიშნული პროცესისგან
Hammasini ko'rsatish...
👍 42
„ოცნება“ რეიტინგს და მხარდამჭერებს კარგავს და გადარჩენის არანაირი გეგმა არ გააჩნია
Hammasini ko'rsatish...
👍 39 4👎 1
„ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გააცოცხლა და გააძლიერა მკვდარი პროდასავლური ფლანგი და გადაიკიდა ნეიტრაული საზოგადოება
Hammasini ko'rsatish...
👍 44👎 5 3
📍 „ევროკავშირი საქართველოსთვის ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ხვალ „უცხოელი აგენტების“ კანონზე საბოლოო კენჭისყრა იქნება," - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
Hammasini ko'rsatish...
🤬 65😁 12 1
📍 „რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომი, "მაიდანი" და ა.შ. და ამის გახსენება - რა თქმა უნდა, საქართველოში ამის სცენარი ვერ შედგება. ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც ყველაფერთან ერთად არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ანუ, ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია - ეს არის რადიკალური ოპოზიციის საერთო სურათი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი "მაიდანი" და "უკრიანიზაცია" ამ ქვეყნის ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა. ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ნებისმიერ ძალადობაზე, ნებისმიერი ძალადობის მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
Hammasini ko'rsatish...
👍 60 4
📍ანალენა ბერბოკი – კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ათიათასობით ქართველი ადამიანი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს https://alt-info.ge/archives/45833
Hammasini ko'rsatish...
ანალენა ბერბოკი - კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ათიათასობით ქართველი ადამიანი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს

„ალბათ ეს [კადრები] ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში ათიათასობით ადამიანი კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რათა მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ისინი აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც

🤬 38😁 7
📍 „საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - აღნიშნა პრემიერმა.
Hammasini ko'rsatish...
👍 46😁 3 1
📍 სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Hammasini ko'rsatish...
🤬 28👎 2😁 2
📍 „მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
Hammasini ko'rsatish...
👍 38😁 2 1