2 128
Підписники
Немає даних24 години
-87 днів
-3830 днів
Архів дописів
ზუსტად გასაგები რომ იყოს, რეალურად რა ბრალდებით დააკავეს დიტო ჩუბინიძე: წარმოიდგინეთ, სააკაშვილის მმართველობის დროს ვინმეს რომ ეთქვა, - ინფორმაცია მაქვს, მიშამ აზერბაიჯანთან ხელშეკრულება დადო და გარეჯი გადასცაო, - შემდეგ ჟურნალისტს ამ ადამიანისგან ამ შინაარსის ინტერვიუ ჩაეწერა, ხოლო, ამის პასუხად, სააკაშვილის ხელისუფლებას ჟურნალისტი დაეკავებინა ქვეყნის ღალატის ბრალდებით, - მასეთი ინტერვიუ რატომ ჩაწერე, მანდ სიცრუეა ნათქვამი და ამ სიცრუით სააკაშვილის რეპუტაციას აზიანებ და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის საბოტაჟს ახდენო.
არ ვაზვიადებ, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ამ ფორმულირებით დააკავეს დიტო ჩუბინიძე, უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ ეს სააკაშვილის დროს კი არა, ახლა მოხდა და სააკაშვილის მაგივრად კობახიძის გვარია ბრალდებაში...
საგიჟეთი ხდება, ეს არ არის უბრალო და უმნიშვნელო ამბავი, უპრეცედენტო საქმეა, რომელის სახითა პირდაპირ თქვა ხელისუფლებამ, რომ ამ ქვეყანაში არანაირი კანონი არ არსებობს და მთავრობას უპრობლემოდ შეუძლია, ნებისმიერი გაუშვას ციხეში მისთვის უსიამოვნო აზრების გაჟღერების გამო.
გაუგონარი რაღაცა ხდება.
ადამიანებს უკვე პირდაპირ ტყუილად აკავებენ.
ბრალდების პირდაპირ მასეთი ფორმულირება გააჟღერეს, დიმიტრი ჩუბინიძე გარეჯის თემაზე მთავრობისთვის დისკომფორტულ შეხედულებებს ავრცელებდა და მაგიტომ ვიჭერთ სამშობლოს ღალატის ბრალდებითო...
ეგ იყო პროკურატურის განცხადების რეალური შინაარსი, სხვა არანაირი ბრალდება არ გაუჟღერებიათ.
ანუ, უბრალოდ საზოგადოების ღია დაშინებაზე გადავიდნენ, ამ დაჭერით სიგნალს უშვებენ, - იცოდეთ, ეს ქვეყანა ჩვენია, უკვე კანონი აღარ არსებობს, კანონი ის არის, რასაც ჩვენ ვიტყვით და გაითვალისწინეთ, რომ, თქვენი გაჟღერებული აზრები თუ არ მოგვეწონა, დაჭერის კანდიდატები ხართო.
დიქტატურაში შევდივართ და ეს ჯერ დასაწყისია.
ეროვნულ ფლანგზე ამ უსამართლობაზე ვინც კი გაჩუმდება, ან, მითუმეტეს, ვინც მის გაპრავებას იკადრებს, მკაფიოდ უბინძურეს ადამიანად უნდა გაფორმდეს.
ქოცებს რომ ჰკითხო, ქვეყანაში მიგრანტების მოზღვავებას ადგილი არ აქვს...
ამასობაში, ბათუმი სულ რამდენიმე წელიწადში ძირითადად მიგრანტებით დასახლებულ ქალაქად იქცა.
ამნაირი "სიმართლით" მართავენ ქვეყანას ქოცები...
ოცნება ციფრული ლარის დანერგვას იწყებს
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/4621045541546396
Repost from Alt-Info News
ოცნებამ ათასობით ოჯახს შემწეობა შეუწყვიტა
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1677648270381827
Repost from Alt-Info News
პენსიებისა და სააფთიაქო მონოპოლიის შესახებ
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1420296106348432
არაბული ფულის მკვეთრი ზრდა საქართველოში
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1544884720991693
რეალურად არანაირი პარტიების აკრძალვა არ იგეგმება, ამისთვის იდგმება ეს სპექტაკლიც, რომ ნაცპარტიების "საფრთხის" რეჟიმი გააცოცხლონ, აქციები დააგეგმინონ, ჰაერი შეაზანზარებინონ, არიქა ხალხო, დემოკრატიას კრძალავენო და ამ ფონზე ქოცებმა ისევ შეძლონ რეალური პრობლემებიდან ნაცების მობრუნების საფრთხეზე ყურადღების გადამისამართება და იმის ლაპარაკი, რა დროს არაბულ ქალაქებზე, მიწების გაყიდვაზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე პრეტენზიებია, ნაცები არ მობრუნდნენ, მათი აკრძალვის პროცესში ვართ და გვაცადეთო.
საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარტიების აკრძალვა არ გამოდის, ქოცები კი იტყვიან, რა ვქნათ, ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს და მათ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევითო და ასე, იდიოტებზე გათვლილ, მორიგ სპექტაკლში გადააგორებინებენ ხალხს კიდევ მომდევნო რამდენიმე თვეს.
Repost from Alt-Info News
შეხვედრა თანამოაზრეებთან უნივერსიტეტის ეზოში - მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1416500683978587
აჰა, ერთი წლის წინ ქოცების სპექტაკლის, ვითომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს საპროცესო გაუფორმეს და 5 ნოემბერს უშვებენ...
მაშინ რომ ვამბობდით, გაბნევენ ხალხო, არანაირი გადატრიალება არ არის შესაძლებელი, ისევ ქოცების სპექტაკლია, წინასაარჩევნოდ ნაცური საფრთხის იმიტაციისთვის და მაგ აგენტ-ორგანიზატორებს ფულს აძლევენ და მალევე გამოუშვებენო, ქოცების გამპრავებლები პროვოკატორებს და ნაცური პროპაგანდის გამავრცელებლებს გვეძახდნენ და საბოლოოდ რა გამოდგა სიმართლე?!
რომ კითხულობდით, სპექტაკლი თუა, ციხეში როგორ მიდიან ის ორგანიზატორებიო, თქვენ რა წარმოგიდგენიათ, ზოდელავა ან ბერიძე თანხის სანაცვლოდ ერთი წელი სანატორიუმში ჯდომას არ დათანხმდებიან?
როგორ გგონიათ, ნაცებში რამდენი ჰყავთ კიდევ ასეთი, თანხის სანაცვლოდ სპექტაკლებს რომ დადგავენ?
თუ ნაცები თანხაზე გაყიდვას არ იკადრებენ?
ერთი სიტყვით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დემონსტრაციაა, რომ ნაცები უბრალოდ ოცნების დაფინანსებით და დაკვეთით მოქმედი ინსტრუმენტია და საკუთარი საფრთხის იმიტაციით ოცნების არსებობის განხანგრძლივების გარდა სხვა ფუნქცია არ გააჩნია.
Repost from Alt-Info News
სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი არაბული ქალაქების წინააღმდეგ
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/989876170846012
რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი შეზღუდა
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/969853116164615
რუსეთმა ათამდე მსხვილი ღვინის და სხვა სასმელების მწარმოებელ ქართულ კომპანიას პროიდუქციის შეტანა აუკრძალა და, სავარაუდოდ, აკრძალვები სხვა კომპანიებსაც შეეხება.
ეს არ არის რამე შემთხვევითი ნაბიჯი, არც უმნიშვნელო ამბავს ჰგავს, როგორც ჩანს, რაღაც რეალური დაძაბულობაა ქოცებს და რუსებს შორის, რაღაცაზე ვერ დალაგდნენ და მიწოლა დაიწყო.
ზოგადად ქოცების ნიჭი, საერთაშორისო პოლიტიკაში ილავირონ და კავშირები ალაგონ, მართლაც საარაკოა - დასავლეთთანაც დაეძაბათ, ვერც რუსებთან დალაგდნენ, ვერც ჩინეთთან, ირანთანაც არაფერი გამოდის, ბოლოს არაბებისკენ გაიხედეს, მაგრამ იმათაც ხალხი არ მისცემს აქ ფეხის მოკიდების და ქალაქების გაშენების უფლება და ასე, საითაც კი გაიხედეს, ყველგან ან ქვას ფეხი წამოკრეს ან მოსრიალდნენ, ან დასანქცირდნენ, ან გაილანძღნენ, ან გადაგდებულები დარჩნენ, ან მუქარის ქვეშ არიან...
საგარეო პოლიტიკაში ასეთ სტაბილურ დაბდურობას, ჩოლფოტობას მოხერხება არ უნდა?!
სტაბილურობა დასაფასებელი არ არის?!))
Repost from Alt-Info News
მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ - ვაგრძელებთ საინფორმაციო შეხვედრებს
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1626313835555569
ქოცგაპრავების სავარაუდო ვერსიები: "ორი ლარი რა, მომატება არ არის?! მოუმატეს, ხომ არ დააკლეს?! ადრე ის ორი ლარიც არ, იყო, მაგრამ ვცხოვრობდით, ნუ ვიქნებით უმადურები! ორი ლარი რა, ქუჩაში ყრია?! შენ დაურიგე აბა ხალხს 2 ლარი, თუ ეგრე ადვილია!"
ამათ რომ ხმოვანი კადრები აქვთ, მემგონი გასაგებია:
https://www.facebook.com/reel/2489266524876404
