ru
Feedback
VOL 2.0

VOL 2.0

Открыть в Telegram

რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში. კონტაქტი: https://t.me/vol202Bot ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat 18+ არხი: https://t.me/vol218

Больше

📈 Аналитический обзор Telegram-канала VOL 2.0

Канал VOL 2.0 (@gvol20) языкового сегмента Грузинский является активным участником. Сейчас сообщество объединяет 11 250 подписчиков, занимая 16 948 место в категории Новости и СМИ и 71 место в регионе Грузия.

📊 Показатели аудитории и динамика

С момента создания невідомо проект демонстрирует стремительный рост, собрав аудиторию из 11 250 подписчиков.

Согласно последним данным от 29 сентября, 2026, канал показывает стабильную активность. За последние 30 дней изменение числа участников составило -138, а за последние 24 часа — -7, при этом общий охват остаётся высоким.

  • Статус верификации: Не верифицирован
  • Уровень вовлечённости (ER): Средний показатель вовлечённости аудитории составляет 24.22%. В первые 24 часа после публикации контент обычно набирает 11.72% реакций от общего числа подписчиков.
  • Охват публикаций: В среднем каждый пост получает 2 727 просмотров. В течение первых суток публикация набирает 1 320 просмотров.
  • Реакции и взаимодействия: Аудитория активно поддерживает контент: среднее количество реакций на один пост — 36.

📝 Описание и контентная политика

Автор описывает ресурс как площадку для выражения субъективного мнения:
“რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში. კონტაქტი: https://t.me/vol202Bot ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat 18+ არხი: https://t.me/vol218”

Благодаря высокой частоте обновлений (последние данные получены 30 сентября, 2026) канал поддерживает актуальность и высокий уровень охвата публикаций. Аналитика показывает, что аудитория активно взаимодействует с контентом, что делает его важной точкой влияния в категории Новости и СМИ.

11 250
Подписчики
-724 часа
-387 дней
-13830 дней
Архив постов
VOL 2.0
11 250
🇦🇿აზერბაიჯანში მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ADEX-2026. ერთ-ერთი სიახლე არის ის რომ აზერბაიჯანმა დაი
+2
🇦🇿აზერბაიჯანში მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ADEX-2026. ერთ-ერთი სიახლე არის ის რომ აზერბაიჯანმა დაიწყო საზღვაო სანაპირო დაცვის გაძლიერება - თურქეთისგან შეიძინეს სარაკეტო კომპლექსი BARBAROS. აღნიშული კომპლექსი გემსაწინააღმდეგო რაკეტებს ATMACA-ს იყენებს და მოქმედების რადიუსი 250კმ აქვს. ისვრის CAKIR-ის ტიპის რაკეტებსაც, რომელსაც 150კმ-იანი რადიუსი აქვს. ასევე ADEX-2026-ზე ბაქო წარადგენს მოდერნიზნებულ БМП-1-ს БМП-1TA «ТУРАН». საინტერესოა ასევე ჩინური გამანადგურებელი J-10C. თვითმფრინავის კუდზე ჩანს აზერბაიჯანის დროშა და ბორტის ნომერი 27-001. მსგავსი ტიპის გამანადგურებლები უზბეკეთს და პაკისტანსაც აქვთ. მოლოდინია რომ J-10-ებიც დაემატება უკვე არსებულ JF-17-ებს. საავიაციო პარკი კი სრულად 2027 წლის შემდეგ განახლდება. მსგავსი პრაქტიკა — როდესაც პოტენციურად შესაძენი ან უკვე შეკვეთილი სამხედრო ტექნიკა პირველად ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ადგილობრივ გამოფენაზეა წარმოდგენილი — JF-17-ის შემთხვევაშიც გამოიყენეს. მისი შეძენა მოგვიანებით დადასტურდა.

VOL 2.0
11 250
+1
😭 სად აცდა

VOL 2.0
11 250
1991 წელს პეტერბურგში ბენზინის რიგი ჩვეულებრივი ამბავი იყო. 35 წლის შემდეგ, იმავე ქუჩაზე, რიგები დაბრუნდა. რატომ და რა კავშირი აქვს ამას 3000 კმ-ში, არქტიკაში მომხდარ უკრაინულ დარტყმასთან? სრული ვიდეო: https://youtu.be/Z5-EY-5kT4U

VOL 2.0
11 250
1-1 კომენტარს თუ დაწერთ იუთუბზე კარგი იქნება

VOL 2.0
11 250
‼️ ახალი ვიდეო VOL 2.0-ზე ‼️ უკრაინულმა დრონებმა 3000 კმ გაიარეს და იამალს დაარტყეს. პეტერბურგში ბენზინის რიგებია, რუსეთის ბი
‼️ ახალი ვიდეო VOL 2.0-ზე ‼️ უკრაინულმა დრონებმა 3000 კმ გაიარეს და იამალს დაარტყეს. პეტერბურგში ბენზინის რიგებია, რუსეთის ბიუჯეტი იცლება. რას ნიშნავს ეს ომისთვის? ▶️ https://youtu.be/Z5-EY-5kT4U

VOL 2.0
11 250
‼️ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია რუსეთის მიერ ზღვიდან საჰაერო თავდასხმების მომზადების
‼️ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია რუსეთის მიერ ზღვიდან საჰაერო თავდასხმების მომზადების შესახებ გააფრთხილა - El Mundo. ​შესაძლო ესკალაციის შესახებ ინფორმაციის მიღება ევროპულმა ხელისუფლებამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის 25 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მალევე დაიწყო. ​„ისინი გამოიყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ზღვიდან იქნებიან გაშვებული და გემზე არსებულ კონტეინერში იქნებიან დამალული“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ ​რამდენიმე სამხედრო ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ იციან შესაძლო თავდასხმის შესახებ CIA-ის დეტალური ანგარიშის არსებობის თაობაზე, რასაც საფრანგეთის ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. ელისეს სასახლემ დაადასტურა, რომ საფრანგეთმა დრონების შესაძლო თავდასხმებისთვის მზადყოფნის დონე აამაღლა. ​ El Mundo ვარაუდობს, რომ ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის შერჩევა შესაძლოა უკავშირდებოდეს 2027 წლის საარჩევნო კამპანიებს: ესკალაციის შიში და უკრაინის თემით დაღლილობა შიდა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენონ ​„როგორც ჩანს, რუსებს სურთ მოაწყონ საკუთარი "აბლაბუდა" (Паутина)“ - განაცხადა ლიეტუვურმა წყარომ

VOL 2.0
11 250
‼️ ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში განახორციელა • სხვადასხვა ტიპის დრონები: 219/282 • ბანდეროლი|დანი-ტ: 1/12 • ცირკო
‼️ ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში განახორციელა • სხვადასხვა ტიპის დრონები: 219/282 • ბანდეროლი|დანი-ტ: 1/12 • ცირკონი: 4/6 • ისკანდერ-მ|ს-400|KN-23: 3/8

VOL 2.0
11 250
+2
🇺🇸🇨🇳 🇺🇸🇨🇳 ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ვაშინგტონში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა - ტრამპი მას თვითმფრინავის ტრაპთან, წითელ ხალიჩაზე პირადად დახვდა. ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და აშშ-ს „პარტნიორობა მართებთ და არა მეტოქეობა“.
„ჩინელი ერის დიდი აღორძინების მიღწევასა და ამერიკის დიდების დაბრუნებას შეუძლია გვერდიგვერდ სვლა, და ორსავე ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას, რასაც სარგებელი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის“ – განაცხადა მან.

VOL 2.0
11 250
🔥 სბუ-მ, უპილოტო სისტემების ძალებთან (SBS), სპეციალური ოპერაციების ძალებთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (GUR) და უკრაი
🔥 სბუ-მ, უპილოტო სისტემების ძალებთან (SBS), სპეციალური ოპერაციების ძალებთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (GUR) და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, მოსკოვის კაპოტნიას რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს. სბუ-ს „ალფას“ სპეციალური ოპერაციების ცენტრის შორი რადიუსის დრონებმა 500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს, გადალახეს რუსეთის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვა და ქარხანას წარმატებით დაარტყეს. ობიექტზე მასშტაბური ხანძარია. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ერთ-ერთი საკვანძო საწარმოა. მას წელიწადში 11.6 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და მოსკოვისა და რეგიონის მაღალი ხარისხის საწვავის საჭიროების 35%-მდე უზრუნველყოფს. საწარმო აწარმოებს ბენზინს, ავიანავთს, დიზელის საწვავსა და მაზუთს და წარმოადგენს მოსკოვის აეროპორტების ავიასაწვავის ძირითად მომმარაგებელს.

VOL 2.0
11 250
კავკასიის ახალი გეოპოლიტიკა - TRIPP ახალ ეპიზოდში განვიხილავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ძვრებს. მთი
კავკასიის ახალი გეოპოლიტიკა - TRIPP ახალ ეპიზოდში განვიხილავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ძვრებს. მთიანი ყარაბაღის 2020 და 2023 წლების ომების შემდეგ, რუსეთი რეგიონში მთავარი არბიტრის პოზიციას კარგავს. მის ადგილს კი შეერთებული შტატები იკავებს სრულიად ახალი პროექტით - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP). პროექტი ითვალისწინებს სომხეთის ტერიტორიაზე (სიუნიქის პროვინციაში) 43-კილომეტრიანი დერეფნის შექმნას, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანთან დააკავშირებს. ძველი, რუსული ფსბ-ს მიერ კონტროლირებადი მოდელის ნაცვლად, ინფრასტრუქტურას ამერიკულ-სომხური ერთობლივი საწარმო განავითარებს, სადაც აშშ-ის მთავრობის სუბიექტი 74%-იან წილს ფლობს. ვიდეოს ბმული: https://youtu.be/t1TtiLuS-Xs

VOL 2.0
11 250
❓თბილისში არის სანქტ-პეტერბურგის ქუჩა - ნუ გასაგებია, საბჭოთა ეპოქის გავლენით შემორჩა ეს დასახელება და ზოგს შეიძლება ამ ქალაქში არსებული ზამთრის სასახლე მოსწონდეს (დღემდე რუსეთის მეორე დედაქალაქად აღიქვამენ. ისტორიულადაც იყო ერთ დროს რუსეთის იმპერიის დედაქალაქიც. დღეს იქ საკონსტიტუციო სასამართლოა განთავსებული) გეოგრაფიულად ქუჩა მდებარეობს ჩუღურეთში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ. ირონიაა რომ კოტე მარჯანიშვილი და მისი ოჯახი რეპრესირებული იყვნენ, თუმცა ხრუშჩოვს დს ბრეჟნევს როცა დასჭირდათ მეტროსადგური სწორედ ამ სახელწოდებით გაიხსნა 1966 წელს. ზოგადად, 50-60-იან წლებში რაღაც დოზით მაშინდელი ინტელიგენციის რეაბილიტაცია მოხდა. ჰოდა, თუ რუსეთთან ასოციაცია რჩება, მაშინ სანქტ-პეტერბურგის ქუჩას რომ შეუცვალონ დასახელება და ეწოდოს, მაგალითად, თამაზ გინტურის სახელი - ადამიანი ეკლესიის აჭედილი კარის გახსნის გამო მოკლეს (პლუს, აგვისტოს ომში მონაწილეობდა) და შესაბამისად ამ პოლიტიკის მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად კარგი იქნებოდა. ერის ისტორიულ მეხსიერებასაც წაადგება. პროცედურულად ცვლილების მოთხოვნა შესაძლებელია საკრებულოში განცხადების წარდგენით, რომელზეც თავად ამ ქუჩის მცხოვრებთა სურვილიც უნდა იყოს გამოხატული - შემდეგ საკითხს სახელდების კომისია განიხილავს. ნუ, პროცედურებზე დაზუსტებაც შესაძლებელია, როგორ კეთდება. (ისე, ჩემი ნება რომ იყოს, სახელს მეტროსადგურ ღრმაღელესაც შევუცვლიდი, მაგალითად მეტრო "მუხრანისველი". გასაგებია რომ ღრმაღელე თბილისის ისტორიული ტოპონიმია, მარა მაინც - იდეები შეგიძლიათ კომენტარებში ჩამოწეროთ)

VOL 2.0
11 250
კანადამაც შეგვასწრო ევროკავშირში?! 😂
კანადამაც შეგვასწრო ევროკავშირში?! 😂

VOL 2.0
11 250
🇱🇹ლიეტუვაში ჩაჭრილი დრონი ასაფეთქებლით იყო გაჯერებული, რაც გააუვნებელყვეს. 🇩🇪ამასობაში, გერმანიაში შტაინჰუდერ-მერის ტბის მიმდებარედ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. ინციდენტის ადგილი ბუნდესვერის ვუნსტორფის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. პოლიცია ტერიტორიას დამატებითი ნამსხვრევების აღმოსაჩენად ამოწმებს. სამართალდამცავების განცხადებით, დრონის წარმოშობა და მფლობელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

VOL 2.0
11 250
Repost from N/a
NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს - პირველი შემთხვევაა დრონმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე კაუნასის ოლქში დაარღვია, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა და ვილნიუსის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. დრონის განადგურების შემდეგ განგაში და ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დრონის ტიპი და წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ეჭვი რომ მან ბელარუსიდან გადაკვეთა საზღვარი

VOL 2.0
11 250
Repost from N/a
🤡 მედვედევი გამოენთო: როგორც გავიგე, ლიეტუვაში თავის ტერიტორიაზე ყველანაირი (მათ შორის ბირთვული) იარაღისთვის განთავსების შეზ
🤡 მედვედევი გამოენთო:
როგორც გავიგე, ლიეტუვაში თავის ტერიტორიაზე ყველანაირი (მათ შორის ბირთვული) იარაღისთვის განთავსების შეზღუდვის მოხსნაზე ალაპარაკდნენ. თუკი ღმერთი ასეთის განხორციელებას კრძალავს, ჩვენ მოგვიწევს მასზე რეაგირება იმგვარად, ვერავინ რომ ვერ ჩაერევა. NATO-ს მე-5 მუხლი არ ამოქმედდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობიერებენ რომ ეს გლობალური, პლანეტრაული მასშტაბის კატასტროფა იქნება. შედეგად კი ლიეტუვა მსოფლიო რუკიდან გაქრება.

VOL 2.0
11 250
🕯25 წელი 9/11-დან. გერმანული ZDF-ის პირველი გადაცემა ტერაქტების მომენტში

VOL 2.0
11 250
🇷🇸სერბეთის პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერობისთვის იბრძოლებს - სერბეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. არჩევნები 25 ოქტომბერს ტარდება.

VOL 2.0
11 250
‼️ ამერიკული გამოცემა The National Interest-ის საინტერესო მასალა უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრის, ევგენი ჰმარას შესახებ, რ
‼️ ამერიკული გამოცემა The National Interest-ის საინტერესო მასალა უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრის, ევგენი ჰმარას შესახებ, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში მსახურობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფაში“. ცოტა დამეჩაგრა ეს მაგარი ადამიანი, არც არაფერი დამიდია მასზე, ამიტომ ვასწორებთ: იმ პერიოდში, როდესაც ხმარა „ალფას“ ხელმძღვანელობდა, მისი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ 2025 წლის ივნისის ოპერაცია „აბლაბუდაში“ (Паутина), მრავალდონიან ოპერაციაში, რომელშიც СБУ-ს მრავალი ქვედანაყოფი მონაწილეობდა. ჰმარას ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ეტაპი შეასრულა: მისი ოპერატორები მართავდნენ დრონებს, რომლებმაც დარტყმები მიაყენეს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს. ყოფილი კოლეგები თავიანთ მეთაურს ახასიათებენ როგორც ადამიანს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ფრონტის წინა ხაზზე ან მის სიახლოვეს ატარებდა, როგორც მასშტაბურად მოაზროვნე, სწრაფად მსწავლელ და მუდმივად ცნობისმოყვარე ადამიანს. პატივისცემა, რომლითაც ის ჯარში სარგებლობს, ხელოვნურად შექმნილი არ არის, ჯარისკაცები, რომლებსაც ჰმარა მეთაურობდა, მას ენდობიან. ჰმარა არ არის ფეთქებადი და აქვს ჩვევა, კითხვებს პასუხი გასცეს მათი ჩარჩოების გაფართოებით: მაგალითად, კითხვა რეიდის დაგეგმვის შესახებ მასთან გადადის მსჯელობაში ლიდერობაზე, ხოლო კითხვა იარაღზე საუბარში ადამიანებზე და ა.შ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ჯარებს არ მეთაურობს, ის სათავეში უდგას მათ უკან მდგომ მექანიზმს შესყიდვებს, სამრეწველო კოორდინაციას, ბიუჯეტებს, კადრებსა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების პოლიტიკას. სწორედ აქ არის ჰმარას გამოცდილება ყველაზე დამაჯერებელი. მაგალითად გამოცემას მოჰყავს ის, თუ რა დაემართა რუსეთის ნავთობმრეწველობას СБУ-ში ჰმარას ხელმძღვანელობის შვიდი თვის განმავლობაში: უკრაინის გრძელვადიანმა კამპანიამ რუსული ნავთობგადამუშავების წინააღმდეგ მის ხელში უფრო დიდი მასშტაბი, ტემპი და უფრო მკაფიო ლოგიკა შეიძინა. ჰმარამ ჩამოაყალიბა დანახარჯების უმოწყალო ასიმეტრიის დოქტრინა (ruthless cost asymmetry) - დარტყმითი ოპერაციების ღირებულება შეადგენს იმ ეკონომიკური ზიანის დაახლოებით 2%-ს, რასაც ისინი აყენებენ. მიზანი ხდება არა ცალკეული ობიექტები, არამედ მთელი სისტემის კვანძები: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სატრანსპორტო ჰაბები, საექსპორტო მარშრუტები და რუსული მრეწველობის შემოსავლების ის მესამედი, რომელიც რუსულ არმიას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო, არსებითად, არის დეფიციტური რესურსების: ფულის, ტექნიკის, ადამიანების და რისკების გადანაწილების მექანიზმი. ჰმარა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ გადანაწილებით იყო დაკავებული, გარემოებათა ზეწოლის ქვეშ. გამოცემა ასევე ახსენებს უკრაინული არმიის ახალ მთავარსარდალს, მიხაილო დრაპატის და აღნიშნავს, რომ ჰმარა და დრაპატი მომდინარეობენ ერთი და იმავე ოპერატიული კულტურიდან ინიციატივიანი და საბჭოთა ტიპის ცენტრალიზაციის მიმართ უკიდურესად შეუწყნარებელი და ახალ თანამდებობებზე მოვიდნენ იმ ურთიერთწყენებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რაც მათ წინამორბედებს ყოფდა. მობილიზაციაზე საუბრისას, ჰმარა ხაზს უსვამს ადამიანისთვის იმ გაგების შექმნის მნიშვნელობას, რომ არმიაში წასვლით ის შეძლებს გადარჩენას და რეალური წვლილის შეტანას. ასეთი შეგრძნება თავისთავად არ ჩნდება და პირდაპირ არის დამოკიდებული სამსახურის პირობებზე. სტრატეგიის საკითხებში ჰმარა აღნიშნავს: პატარა საბჭოთა არმიას არ შეუძლია დაამარცხოს დიდი საბჭოთა არმია. უკრაინამ უნდა შექმნას ომის წარმოების საკუთარი წესი. „აბლაბუდა“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს წესი. უკრაინამ ყოველთვის იცოდა ტრაგედიები, ამბობს ჰმარა მისი ისტორია ასეთი ტრაგედიების გრძელ სიას წარმოადგენს. მაგრამ ახლანდელი თაობა ყველა წინა თაობისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს მტრის დამარცხების რეალური შანსი. ჰმარას სურს ომში გამარჯვება და მას აქვს საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთოს ეს. ამ ხედვის ნაწილია აშშ (The National Interest არის ამერიკული გამოცემა და მისი მკითხველები, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეები არიან): ამერიკასთან ურთიერთობაზე ის საუბრობს, როგორც ძმობაზე, რომელიც უფრო ძლიერი ხდება იმის წყალობით, რაც თითოეულ მხარეს შეაქვს მასში. 💬 The National Interest არის ცნობილი ამერიკული კონსერვატიული ჟურნალი საერთაშორისო ურთიერთობების, შეიარაღებისა და ომის შესახებ, რომელიც ძირითადად პოლიტიკური რეალიზმის პოზიციებიდან წერს.

VOL 2.0
11 250
🇺🇦 უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე იძლევა დროის 90%-მდე შემცირების საშუალებას, რომელიც
🇺🇦 უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე იძლევა დროის 90%-მდე შემცირების საშუალებას, რომელიც ადრე თავდაცვის ძალების ანალიტიკოსების მიერ ფოტოებსა და ვიდეოებზე მტრის ყოფნის ნიშნების ძებნაზე იხარჯებოდა. სისტემა ავტომატურად აანალიზებს ვიზუალური მონაცემების მასივებს და ეხმარება ტექნიკის, პოზიციებისა და სხვა პოტენციური სამიზნეების უფრო სწრაფად გამოვლენაში, რის შემდეგაც ადამიანი ამოწმებს შედეგს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასეთი მიდგომა შეესაბამება human-in-the-loop-ის პრინციპს, რომლის დროსაც AI გამოიყენება როგორც ანალიზის დაჩქარების ინსტრუმენტი, თუმცა არ იღებს იარაღის დამოუკიდებლად გამოყენების უფლებას (ესეც შეიცვლება მალე). მთავარი უპირატესობა მდგომარეობს არა მხოლოდ ცალკეული ანალიტიკოსების დროის ეკონომიაში, არამედ სამიზნის განადგურების მთელი ჯაჭვის დაჩქარებაში, მისი აღმოჩენიდან და იდენტიფიკაციიდან, მონაცემთა გადაცემასა და დარტყმის შედეგის შეფასებამდე. იმ პირობებში, სადაც მტრის ტექნიკა და ქვედანაყოფები მუდმივად გადაადგილდებიან და ცდილობენ შეამცირონ პოზიციებზე ყოფნის დრო, სწორედ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე ხდება ეფექტიანობის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი.

VOL 2.0
11 250
‼️ Орешник - „ორშნიკი“ - ანუ ყველაზე ძვირადღირებული და ამავდროულად სუსტი იარაღი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნა გამოყენებულ
‼️ Орешник - „ორშნიკი“ - ანუ ყველაზე ძვირადღირებული და ამავდროულად სუსტი იარაღი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. „ორშნიკის“ (Орешник) ტიპის ბალისტიკური რაკეტის მასო-გაბარიტული მაკეტების (ქობინების) კინეტიკური ენერგიის გაანგარიშების გრაფიკი - OSINT-მკვლევარ Witherapathy-სგან მისი დასკვნების თანახმად, მაკეტის დარტყმისგან მიღებული კინეტიკური ენერგია შესაძლოა მერყეობდეს 20-75 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტის დიაპაზონში - დაშვების სიჩქარის მიხედვით. მკვლევარი ასკვნის, რომ „ორშნიკის“ დაბალი სიზუსტის გათვალისწინებით, ეს იარაღი პრაქტიკულად უსარგებლოა ყველაფრის წინააღმდეგ, აეროდრომებისა და დიდი ქარხნების გარდა. თუმცა მათ წინააღმდეგაც კი ეფექტი დიდწილად მაინც იღბალზეა დამოკიდებული, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ბირთვულ ქობინებზე გათვლილი იარაღი, რომელსაც არ ჭირდება ზუსტი დამიზნება! Idiotas პ.ს. ამას ფბ-ზე დავდებ და იქ ნახეთ რა ყაყანი ატყდები ქოცნარწყისგან 😁