6 890
مشترکین
-424 ساعت
-97 روز
-2730 روز
در حال بارگیری داده...
کانالهای مشابه
ابر برچسبها
هیچ دادهای
مشکلی وجود دارد؟ لطفاً صفحه را تازه کنید یا با مدیر پشتیبانی ما تماس بگیرید.
اشارات ورودی و خروجی
---
---
---
---
---
---
جذب مشترکین
سپتامبر '26
سپتامبر '26
+17
در 0 کانالها
اوت '26
+78
در 0 کانالها
Get PRO
ژوئیه '26
+91
در 0 کانالها
Get PRO
ژوئن '26
+63
در 0 کانالها
Get PRO
مه '26
+41
در 0 کانالها
Get PRO
آوریل '26
+99
در 0 کانالها
Get PRO
مارس '26
+328
در 0 کانالها
Get PRO
فوریه '26
+182
در 0 کانالها
Get PRO
ژانویه '26
+361
در 0 کانالها
Get PRO
دسامبر '25
+82
در 1 کانالها
Get PRO
نوامبر '25
+116
در 0 کانالها
Get PRO
اکتبر '25
+205
در 0 کانالها
Get PRO
سپتامبر '25
+336
در 1 کانالها
Get PRO
اوت '25
+101
در 0 کانالها
Get PRO
ژوئیه '25
+95
در 0 کانالها
Get PRO
ژوئن '25
+452
در 2 کانالها
Get PRO
مه '25
+147
در 0 کانالها
Get PRO
آوریل '25
+226
در 1 کانالها
Get PRO
مارس '25
+351
در 2 کانالها
Get PRO
فوریه '25
+222
در 0 کانالها
Get PRO
ژانویه '25
+610
در 1 کانالها
Get PRO
دسامبر '24
+884
در 3 کانالها
Get PRO
نوامبر '24
+326
در 0 کانالها
Get PRO
اکتبر '24
+801
در 1 کانالها
Get PRO
سپتامبر '24
+244
در 2 کانالها
Get PRO
اوت '24
+487
در 0 کانالها
Get PRO
ژوئیه '24
+196
در 0 کانالها
Get PRO
ژوئن '24
+186
در 0 کانالها
Get PRO
مه '24
+182
در 1 کانالها
Get PRO
آوریل '24
+132
در 0 کانالها
Get PRO
مارس '24
+458
در 1 کانالها
Get PRO
فوریه '24
+133
در 1 کانالها
Get PRO
ژانویه '24
+1 015
در 0 کانالها
| تاریخ | رشد مشترکین | اشارات | کانالها | |
| 06 سپتامبر | +2 | |||
| 05 سپتامبر | +3 | |||
| 04 سپتامبر | +4 | |||
| 03 سپتامبر | +4 | |||
| 02 سپتامبر | +1 | |||
| 01 سپتامبر | +3 |
پستهای کانال
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობს
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია-ანჰალტის 41 საარჩევნო ოლქის აბსოლუტურ უმრავლესობაში ყველაზე ძლიერი პარტია გახდა. ხმების დათვლის პროცესში ფედერალური მიწის საარჩევნო რუკა თითქმის მთლიანად AfD-ის ლურჯ ფერში შეიღება.
გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ოლქი, მათ შორის საქსონია-ანჰალტის უდიდეს ქალაქებში — მაგდებურგსა და ჰალეში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამ ოლქებში AfD პირველ ადგილს ვერ იკავებს.
| 2 | როგორც ჩანს ალ-შარაა ქურთებთან დადებულ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პირობას შეასრულებს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხელისუფლებისა და ქურთების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ამიერიდან ქურთულ ენაზე სწავლება სირიაში აღარ შეიზღუდება.
სირიის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროგრამაში ქურთული ენის სწავლება შევა. დოკუმენტი წარმოადგენს 26 იანვრის გადაწყვეტილების შესწორებას, რომლითაც ქურთების უფლებების შესახებ პრეზიდენტის №13 ბრძანებულება განათლების პოლიტიკაში აისახა.
ახალი გადაწყვეტილების მიხედვით:
ქურთული ენა ეროვნულ ენად არის აღიარებული და მისი სწავლება ნებადართული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლებში იმ რაიონებში, სადაც ქურთი მოქალაქეები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
გადაწყვეტილების მიზნად სირიის ეროვნული იდენტობისა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება სახელდება.
ქურთული ენა არჩევითი საგანი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მისი შესწავლა სურთ.
ქურთული ენა კვირაში ორი გაკვეთილის მოცულობით ისწავლება განათლების ყველა საფეხურზე. მიღებული შედეგი მოსწავლის შემდეგ კლასში გადასვლაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა შეფასება დადგენილი წესით საბოლოო ატესტატში აისახება.
სკოლები, სადაც ქურთული ენა უკვე ისწავლება, არსებული სასწავლო პროგრამებით გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე ახალი პროგრამები მომზადდება და ოფიციალურად დამტკიცდება. | 1 019 |
| 3 | ნიდერლანდების ხელისუფლებამ ამერიკიდან კანადაში 86 ტონა ოქროს გადატანა გადაწყვიტა. ეს არის მათი ოქროს 1/4 ჩრდილო ამერიკის საცავებში. გადაწყვეტილებას ნიდერლანდებში ხსნიან: გეოპოლიტიკური დაძაბულობით და შესაძლო კრიზისის მზადებისთვის.
გადატანის პროცესი მარტიდან აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. როგორც The Daily Star წერს, 59 ტონა ამერიკაში გაყიდეს და თავიდან იყიდეს ოღონდ დიდ ბრიტანეთში, ხოლო დანარჩენი ფიზიკურად გადაიტანეს კანადაში.
ნიდერლანდები პირველი ევროპული ქვეყანა არ არის, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. იანვარში საფრაგნეთმა 129 ტონა ოქრო გაყიდა ნიუ-იორკის საცავიდან. | 989 |
| 4 | უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის კიბერდეპარტამენტის ხელმძღვანელი კროპივა თავის საყვარელთან განიხილავდა, რომ ქალი Instagram-ზე მისგან მიღებულ ძვირადღირებულ საჩუქრებს ზედმეტად ხშირად აქვეყნებდა.
საპასუხოდ ქალმა თქვა, რომ ახლა ყველაფრის წაშლა მოუწევდა, რადგან „თითქმის ყველა ფოტოზე რაღაც ძვირადღირებულია“.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩუქრებს შორის იყო Hermès Birkin-ის ჩანთა, დაახლოებით 20 000 ევროს ღირებულების; Messika-ს გულსაკიდი - 5–6 ათასი ევრო; Audemars Piguet-ის საათი - 60 ათასი დოლარი; Porsche-ს ავტომობილი, ძვირადღირებული ბეწვის ქურქები და სხვა ნივთები. | 1 248 |
| 5 | უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩაფრინდნენ, მათ აეროპორტში დმიტრი მედვედევი დახვდებათ | 1 214 |
| 6 | სამხრეთ ირანში სამშაბათს საქორწილო ცერემონიის დროს მომხდარი აფეთქება, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 68 დაშავდა, სავარაუდოდ, ამერიკული საბრძოლო მასალის პირდაპირი მოხვედრის შედეგი იყო და არა სხვა სამიზნიდან ასხლეტილი ჭურვის, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შეიარაღების ექსპერტები, რომლებმაც Reuters-ის მიერ გადამოწმებული ფოტო და ვიდეომასალა შეისწავლეს.
პატარა ქალაქ კუჰესტაკში მომხდარმა ინციდენტმა კვლავ გააჩინა კითხვები აშშ-სა და ირანს შორის ომში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. ეს ყველაზე მძიმე მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც თებერვალში რაკეტა ირანის ერთ-ერთ დაწყებით სკოლას მოხვდა, რასაც ათობით ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 1 სექტემბერს ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ირანში რამდენიმე დარტყმა განახორციელეს. სამიზნეებს შორის იყო ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსის საჰაერო თავდაცვის პოზიციები, სარადარო სისტემები და საკომუნიკაციო ობიექტები.
დარტყმები განხორციელდა სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ირანის მიერ მანამდე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ. | 1 238 |
| 7 | მსოფლიოს ჩვენთვის ნაცნობი რუკა შესაძლოა შეიცვალოს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ისეთი რუკების გამოყენებაზე გადასვლას, რომლებიც კონტინენტების რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს.
რეზოლუციას მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო კიდევ ექვსმა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
ტრადიციული მერკატორის პროექციის ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივაა Equal Earth-ის პროექცია.
ამ რუკაზე აფრიკა გაცილებით დიდად გამოიყურება, ვიდრე ჩვენთვის ჩვეულ მერკატორის რუკაზე. მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია ვიზუალურად თითქმის აფრიკის ზომის ჩანს, მაშინ როდესაც სინამდვილეში აფრიკა გრენლანდიაზე დაახლოებით 14-ჯერ დიდია.
გაეროს რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ის სანავიგაციო მიზნებისთვის რუკების გამოყენებას არ ეხება. | 1 243 |
| 8 | https://youtu.be/r1-8q4TXTic
ვიცი, რომ არ ელოდით, მაგრამ... | 1 287 |
| 9 | ზელენსკი აცხადებს, რომ დრონი პირდაპირ სბუ-ს ხელმძღვანელობის კაბინეტს მოხვდა | 1 304 |
| 10 | კიევში სბუ-ს შენობას დრონი მოხვდა | 1 276 |
| 11 | მე მაინც მგონია რომ ყანდაარში იყო გადასროლილი თავის დროზე | 1 287 |
| 12 | გრძელდება “საწყობების ომი”. რუსებმა ოდესაში ATB-ს საწყობებს და მათ მანქანებს დაარტყეს (პირველი ვიდეო).
უკრაინელებმა სოჭში ოპერაცია ჩაატარეს - ჯერ C-400 გაანადგურეს, შემდეგ კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. (დანარჩენი ვიდეოები). | 1 289 |
| 13 | აფხაზეთის სანაპიროებიდან ვრცელდება კადრები გემიდან, რომელსაც სავარაუდოდ დრონი დაესხა თავს | 1 396 |
| 14 | ბიტკოინის ქართველმა ინვესტორმა და 41 წლის ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში ახლად აშენებული სასახლე, რომელიც დაცულ ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარეობს, 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა - ამის შესახებ "ნიუ იორკ პოსტი" გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ წერს და ვრცელ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს არის ამ ადგილას რეკორდულ ფასად გაყიდული ვილა - ასეთ ფასად აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე უძრავი ქონება არ გაყიდულა. სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 10 მარტს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ყოფილი უფროსისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ბიტკოინების მითვისების გამო. ბრალის წარდგენამდე მან მოასწრო თბილისის დატოვება, ბრალდებები უარყო და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. "როგორც ირწმუნებიან, 2025 წლის 24 მაისს აბუ-დაბიდან გაიტაცეს და საქართველოში დააბრუნეს, სადაც ყოფილმა უფროსმა ციხეში ჩასვა. ერთ წელზე ნაკლები პერიოდი იჯდა ციხეში, შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და თებერვალში საპატიმრო დატოვა. ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია", - განუცხადა გამოცემა Gimme Shelter-ს მისმა ადვოკატმა, ამსტერდამში მოქმედი იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის წარმომადგენელმა პიტერ ჯ. სალჰასმა. აგვისტოს შუა რიცხვებში, ციხიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მაიამიში მდებარე ეს სახლი გასაყიდად გაიტანა, ქონება უცნობმა მყიდველმა 51,5 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგების შესახებ პირველად გამოცემა The Real Deal-მა დაწერა.
South Hibiscus Drive-ის 270 ნომერში მდებარე თანამედროვე სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი, მოსამსახურის ოთახი, ექვსი სრულფასოვანი და ორი დამატებითი სველი წერტილი, სამუშაო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. სახლს ასევე აქვს 120 ფუტის (დაახლოებით 36,5 მეტრის) სიგრძის წყლისპირა ტერიტორია. ინტერიერში მოწყობილია დიდი ფოიე, მისაღები ოთახი და შეფ-მზარეულისთვის განკუთვნილი სამზარეულო. უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილმა ეს სახლი 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ პერიოდში ის "მშენებარე და დაუსრულებელი სახლის კარკასი იყო“, – განაცხადა წყარომ. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სახლის დიზაინისთვის სამხრეთაფრიკული არქიტექტურული კომპანია SAOTA დაიქირავა.
სახლს აქვს იზოლირებული კერძო კინოთეატრი ბარით. ტერიტორიაზე ასევე არის საცურაო აუზი და ორი კერძო ნავმისადგომი, სადაც სულ მცირე, ერთი 105 ფუტის (დაახლოებით 32 მეტრის) სიგრძის იახტის მიღებაა შესაძლებელი. | 1 392 |
| 15 | სოჭაში, პორტში აფეთქებებია | 1 555 |
| 16 | მედია: კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა (SBU) და სამხედრო დაზვერვას (GUR) შორის დაპირისპირების შესახებ წერდა - SBU-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა
უწყების ცნობით, რუსეთის ფსბ-ს მიერ ორგანიზებული ტერაქტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირთა ჯგუფი შეიარაღებულად დაესხა თავს SBU-ს გამომძიებლებს, შეეცადა საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელის შეშლას და ავტომობილებით გადაუკეტა გზა სამართალდამცველებს.
შემთხვევის ადგილზე მივიდა SBU-ს სპეციალური დანაყოფი „ალფა“.
„შეიარაღებული წინააღმდეგობის აღკვეთისას სამართალდამცველებმა იარაღი გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად წინააღმდეგობის გამწევ პირებს შორის არიან დაჭრილები. თავდამსხმელები დაკავებულები არიან“, - განაცხადეს SBU-ში.
უწყების ცნობით, თავდამსხმელები უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ დანაყოფს ეკუთვნიან. მათ იარაღი და დოკუმენტები ჩამოართვეს.
მანამდე უკრაინული მედია, მათ შორის „უკრაინსკაია პრავდა“, იუწყებოდა, რომ კიევში SBU-სა და GUR-ის თანამშრომლებს შორის სროლა მოხდა. | 1 655 |
| 17 | ეს იყო სქემა, როგორ იშოვეს ფული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პრემიერმა სამხედრო შესყიდვებზე:
"ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი." | 1 624 |
| 18 | რა უნდა იცოდეთ გასული დღის მთავარ მოვლენებზე?
📌 გერმანიამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ლეიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში. საპასუხოდ კი ბერლინში დახურავენ “რუსულ სახლს” და საკონსულოს ბონში.
📌 გერმანიაში ბრანდენბურგის უმსხვილეს ელექტროსადგურზე თვითნაკეთი რაკეტებით შეტევის მცდელობა იყო.
📌 ვლადიმირ პუტინმა შესაძლო მობილიზაციას სისულელე უწოდა.
📌 პუტინმა ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის ცა უნდა დაიკიდოს, პოტენციური ტერორიზმი უწოდა, იდეის განხორციელების შემთხვევაში კი დაამატა, რომ რუსეთი ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
📌 ყაზახეთი რუსეთში შესაძლო მობილიზაციისთვის ემზადება, ამკაცრებენ საზღვრის კონტროლს და ქვეყანაში შესვლისთვის გადასახადის დაწესებასაც განიხილავენ.
📌 ირანმა და ამერიკამ დარტყმები ისევ გაცვალეს. ამერიკამ ბანდარ-აბასში საზეიმო დარბაზს დაარტყა, ირანმა კი იორდანიაში ამერიკის სამხედრო ბაზას. | 1 603 |
| 19 | ირანმა იორდანიაში ამერიკის ბაზაზე იერიში მიიტანა.
თეირანი შტატებს ადანაშაულებს ბანდარ-აბასში საზეიმო დარბაზზე თავდასხმაში, რა დროსაც ადამიანები დაიღუპნენ. | 1 540 |
| 20 | პაკისტანში ტალანტების ნაკლებობა არ არის - თქვა ბიჭმა, რომელიც კუსტარულ უპილოტო მანქანას ტესტავდა და პოლიციას დაეჯახა | 1 541 |
