en
Feedback
ფინანსები და ინვესტიციები

ფინანსები და ინვესტიციები

Open in Telegram

🐂 Bulls & 🐻 Bears — აქ იწყება შენი ფინანსური გზა! 📉📈 ბაზრის მიმოხილვა 🧠 ცოდნა 💡 იდეები 🗞 სიახლეები 🎯 ინვესტიციები და ფინანსები გასაგებად — ყოველ დღე.

Show more
172
Subscribers
No data24 hours
-17 days
+430 days
Posts Archive
Nvidia-ის აქციები გაიზარდა – აშშ-მ ჩინურ კომპანიებს H200 AI ჩიპების შეძენის ნებართვა მისცა ტექნოლოგიური გიგანტის NVIDIA Corpo
Nvidia-ის აქციები გაიზარდა – აშშ-მ ჩინურ კომპანიებს H200 AI ჩიპების შეძენის ნებართვა მისცა ტექნოლოგიური გიგანტის NVIDIA Corporation აქციები პრემარკეტზე 1.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ რამდენიმე ჩინურ კომპანიას Nvidia-ის H200 ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენის ნებართვა მისცა. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა დაახლოებით 10 ჩინური კომპანია დაამტკიცა, მათ შორის Alibaba, Tencent, ByteDance დაJD.com. ნებართვა მიიღეს ასევე დისტრიბუტორებმა, მათ შორის Lenovo და Foxconn. თითოეულ მყიდველს 75,000-მდე NVIDIA… https://bbj.ge/2026/05/14/nvidia-ის-აქციები-გაიზარდა-აშშ/

ნავთობის ფასები გაიზარდა – ბაზრები ტრამპისა და სი ძინპინის სამიტს აკვირდებიან ნავთობის ფასები ხუთშაბათს გაიზარდა, რადგან ინვე
ნავთობის ფასები გაიზარდა – ბაზრები ტრამპისა და სი ძინპინის სამიტს აკვირდებიან ნავთობის ფასები ხუთშაბათს გაიზარდა, რადგან ინვესტორები ყურადღებით ელოდებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრსმპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის მიმდინარე სამიტიდან შესაძლო განცხადებებს, განსაკუთრებით ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით. Brent Crude 0.9%-ით გაიზარდა და ბარელზე 106.55 დოლარს მიაღწია, ხოლო West Texas Intermediate 101.78 დოლარამდე გამყარდა. ორივე მარკა წინა სესიაზე 1%-ზე მეტით იყო შემცირებული, თუმცა კვირის ჭრილში მაინც მკვეთრ… https://bbj.ge/2026/05/14/ნავთობის-ფასები-გაიზარდა/

Watches of Switzerland-ის აქციები 13%-ით გაიზარდა – ძლიერი გაყიდვები განსაკუთრებით აშშ-ში ბრიტანული ფუფუნების საათების რითეილ
Watches of Switzerland-ის აქციები 13%-ით გაიზარდა – ძლიერი გაყიდვები განსაკუთრებით აშშ-ში ბრიტანული ფუფუნების საათების რითეილერის Watches of Switzerland Group აქციები ლონდონის ბირჟაზე დაახლოებით 13%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი ნახევარწლიური და წლიური შემოსავლები გამოაქვეყნა. კომპანიის მეორე ნახევრის შემოსავალმა 983 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც მუდმივ ვალუტაში 17%-იანი ზრდაა და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს. სრული წლის შემოსავალი კი 13%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის საკუთარ პროგნოზსაც და ბაზრის… https://bbj.ge/2026/05/14/watches-of-switzerland-ის-აქციები-13-ით-გაიზარდა/

Apple ევროკავშირის რეგულაციებს აკრიტიკებს Apple-ი შეუერთდა Google-ის კრიტიკას ევროკავშირის იმ ახალი რეგულაციების მიმართ, რომლ
Apple ევროკავშირის რეგულაციებს აკრიტიკებს Apple-ი შეუერთდა Google-ის კრიტიკას ევროკავშირის იმ ახალი რეგულაციების მიმართ, რომლებიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, კონკურენტებს საკუთარ სერვისებზე წვდომა გაუმარტივონ. Apple-მა ევროკომისიას ოფიციალური პასუხი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული წესები Google-ს ავალდებულებს, კონკურენტ ხელოვნური ინტელექტის სერვისებს Android-ის აპლიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა მისცეს. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა კონფიდენციალურობას, უსაფრთხოებას და მოწყობილობების გამართულ მუშაობას. აღნიშნული ინიციატივა… https://bbj.ge/2026/05/14/appleevrokavshiris-regulaciebs-akritikebs/

PayPal-ისა და Anthropic-ის ახალი პარტნიორობა მცირე ბიზნესისთვის მცირე ბიზნესების 82%-ს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის დანე
PayPal-ისა და Anthropic-ის ახალი პარტნიორობა მცირე ბიზნესისთვის მცირე ბიზნესების 82%-ს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა 73% აღიარებს, რომ ამისთვის სათანადო ცოდნა და ტექნიკური რესურსი არ გააჩნია. ამ პრობლემის საპასუხოდ, გადახდების გიგანტმა PayPal-მა და კომპანია Anthropic-მა ახალი მასშტაბური პარტნიორობა დააანონსეს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის უფასო სასწავლო პროგრამის, “AI Fluency for Small Business”-ის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ონლაინ… https://bbj.ge/2026/05/14/paypal-anthropic-is-partnioroba-mxire-biznesistvis/

Mistral-ი ევროპული ბანკებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის მოდელს ქმნის ხელოვნური ინტელექტის განვითა
Mistral-ი ევროპული ბანკებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის მოდელს ქმნის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად კიბერთავდასხმების რისკი იზრდება, ევროპულ ბანკებს კი გამოწვევებთან გასამკლავებლად, გამოსავალი სჭირდებათ. ფრანგული სტარტაპი Mistral AI აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოებაზე ფოკუსირებულ ახალ მოდელზე, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს სისტემაში არსებული სუსტი წერტილების სწრაფად აღმოჩენასა და გამოსწორებაში დაეხმარება. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია უკვე მართავს მოლაპარაკებებს ევროპული საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან პროდუქტის დანერგვის შესახებ. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ,… https://bbj.ge/2026/05/14/mistrali-evropuli-bankebistvis-kibersuafrtxoebis-mimartulebit-ai-models-qmnis/

Nintendo-ის აქციები დაეცა – კომპანიამ სუსტი პროგნოზი და Switch 2-ის გაყიდვების შემცირება დააანონსა იაპონური გეიმინგ გიგანტის
Nintendo-ის აქციები დაეცა – კომპანიამ სუსტი პროგნოზი და Switch 2-ის გაყიდვების შემცირება დააანონსა იაპონური გეიმინგ გიგანტის Nintendo აქციები ორშაბათს მკვეთრად დაეცა, მას შემდეგ რაც კომპანიამ მოსალოდნელზე სუსტი წლიური შედეგები და მიმდინარე წლის იმედგამაცრუებელი პროგნოზი გამოაქვეყნა. კომპანიის აქციები ტოკიოს ბირჟაზე 9%-მდე შემცირდა და 6,895 იენი შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ Nikkei 225 0.8%-ით გაიზარდა. Nintendo-ის საოპერაციო მოგება 31 მარტით დასრულებულ ფინანსურ წელს თითქმის 28%-ით გაიზარდა და 360 მილიარდ იენს მიაღწია,… https://bbj.ge/2026/05/13/nintendo-ის-აქციები-დაეცა-კომპან/

ევროპამ ელექტრომობილების სექტორში თითქმის €200 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებმა და შვეიც
ევროპამ ელექტრომობილების სექტორში თითქმის €200 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებმა და შვეიცარიამ ელექტრომობილების ეკოსისტემაში თითქმის 200 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელეს. ამის შესახებ კვლევითმა ორგანიზაციამ New Automotive განაცხადა. ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ბატარეების მიწოდების ჯაჭვზე მოდის – ამ მიმართულებით უკვე დაახლოებით 60 მილიარდი ევრო ჩაიდო. ევროპა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება ჩინეთზე, რომელიც დღეს მსოფლიოში წარმოებული ბატარეების 80%-ზე მეტს ამზადებს. კვლევის მიხედვით, ევროპა უკვე ადგილობრივ… https://bbj.ge/2026/05/13/ევროპამ-ელექტრომობილები/

ოქროს ფასი დაეცა – ტრამპმა ირანის შეთავაზება „სრულად მიუღებლად“ შეაფასა ოქროს ფასები ორშაბათს შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის
ოქროს ფასი დაეცა – ტრამპმა ირანის შეთავაზება „სრულად მიუღებლად“ შეაფასა ოქროს ფასები ორშაბათს შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საპასუხო შეთავაზება სამშვიდობო გეგმაზე უარყო, რამაც ბაზრებზე ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების შიში კვლავ გააძლიერა. სპოტ ოქრო 1.1%-ით დაეცა და უნციაზე 4,662 დოლარი შეადგინა, ხოლო ფიუჩერსები 1.3%-ით შემცირდა. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თეირანმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმას უპასუხა და კონფლიქტის დასრულებისთვის რამდენიმე პირობა წამოაყენა, მათ… https://bbj.ge/2026/05/13/ოქროს-ფასი-დაეცა-ტრამპმა/

Intel-ის აქციები კვლავ მკვეთრად იზრდება – Apple-თან შესაძლო შეთანხმებამ ინვესტორების ინტერესი გააძლიერა ტექნოლოგიური გიგანტის
Intel-ის აქციები კვლავ მკვეთრად იზრდება – Apple-თან შესაძლო შეთანხმებამ ინვესტორების ინტერესი გააძლიერა ტექნოლოგიური გიგანტის Intel Corporation აქციები ორშაბათს პრემარკეტზე დამატებით 6.6%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიის შთამბეჭდავი რალი გაგრძელდა. ბოლო ერთ თვეში Intel-ის აქციები 125%-ზე მეტითაა გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან ზრდა უკვე 230%-ს აჭარბებს. ბაზრის ოპტიმიზმი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple და Intel ჩიპების წარმოებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ცნობამ პარასკევს Intel-ის… https://bbj.ge/2026/05/13/intel-ის-აქციები-კვლავ-მკვეთრა/

აშშ-ში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა აშშ-ში არსებული საცხოვრებელი სახლების გაყიდვები აპრილში
აშშ-ში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა აშშ-ში არსებული საცხოვრებელი სახლების გაყიდვები აპრილში მცირედით გაიზარდა, თუმცა შედეგმა ბაზრის მოლოდინებს ვერ გადააჭარბა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაღალი იპოთეკური განაკვეთები და ინფლაციის ზრდა უძრავი ქონების ბაზარზე ზეწოლას კვლავ შეინარჩუნებს. National Association of Realtors-ის მონაცემებით, აპრილში სახლების გაყიდვები 0.2%-ით გაიზარდა და წლიურ ჭრილში 4.02 მილიონ ერთეულს მიაღწია. ეკონომისტები 4.05 მილიონ ერთეულს პროგნოზირებდნენ. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის, ლორენს… https://bbj.ge/2026/05/13/აშშ-ში-საცხოვრებელი-სახლ/

ევროკავშირი აშშ-ის ტექნოლოგიურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარ
ევროკავშირი აშშ-ის ტექნოლოგიურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ინიციატივა „Pax Silica“-ში ჩართვის მიზნით. პროექტი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია უჭერს მხარს, მიზნად ისახავს ისეთი სტრატეგიული მიმართულებების გაძლიერებას, როგორიცაა ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ცენტრები და სხვა. პროექტის მთავარი ამოცანაა მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის უსაფრთხო ჩარჩოს შექმნა და დასავლეთის ქვეყნების ჩინურ ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსს უკვე… https://bbj.ge/2026/05/13/eu-amerkis-teqnologiur-alianshi-gawevrianebas-ganixilavs/

Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ახალი ფუნქციები წარადგინა კომპანია Anthropic-მა იურიდიული სექტორის პროფესიონალებისთვის
Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ახალი ფუნქციები წარადგინა კომპანია Anthropic-მა იურიდიული სექტორის პროფესიონალებისთვის Claude-ის ჩატბოტში 12 ახალი სპეციალიზებული ინსტრუმენტი დაამატა. ახალი ფუნქციები განკუთვნილია ადვოკატებისთვის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და სფეროში მომუშავე სხვა პირებისთვის. პროგრამული პაკეტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, როგორიცაა ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და დახმარება საადვოკატო საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების პროცესში. გარდა ამისა, Claude-ს უკვე შეუძლია ისეთ პლატფორმებთან ინტეგრაცია, როგორიცაა DocuSign, Thomson Reuters და კონკურენტი… https://bbj.ge/2026/05/13/anthropic-ma-iuristebistvis-claude-is-axali-funqciebi-waardgina/

აშშ-ის სენატმა კრიპტოვალუტების რეგულირების ახალი ჩარჩო წარადგინა აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტმა კრიპტოვალუტების სექტორისთვი
აშშ-ის სენატმა კრიპტოვალუტების რეგულირების ახალი ჩარჩო წარადგინა აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტმა კრიპტოვალუტების სექტორისთვის ახალი კანონპროექტი, „გამჭვირვალობის აქტი“ (Clarity Act), წარადგინა. კანონპროექტი მიზნად ისახავს მკაფიოდ განსაზღვროს ფინანსური მარეგულირებლების უფლებამოსილებები, რაც, ექსპერტების აზრით, ციფრული აქტივების მასობრივ გამოყენებას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სტაბილკოინების (Stablecoins) რეგულირებას ეხება. კერძოდ, აიკრძალება მომხმარებლებისთვის პროცენტის ან სხვა სარგებლის გადახდა იმ სტაბილკოინებზე, რომლებიც ანგარიშზე უბრალოდ ინახება და ფუნქციით… https://bbj.ge/2026/05/13/us-senatma-kriptovalutis-regulirebisbaxali-charcho-waradgina/

Google-ი SpaceX-თან კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმ
Google-ი SpaceX-თან კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Google-ი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან რაკეტების გაშვების თაობაზე, თუმცა პარალელურად სხვა პოტენციურ პარტნიორებსაც განიხილავს. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტ „Suncatcher“-ის ნაწილია, რომელიც Google-მა 2025 წელს დააანონსა და მიზნად ისახავს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შექმნას. გეგმის მიხედვით, პირველი სატესტო თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება 2027 წლისთვის იგეგმება. პროექტის ფარგლებში Google-ი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია… https://bbj.ge/2026/05/13/google-spacex-tan-kosmoshi-monacemta-centrebis-gantavsebaze-molaparalebebs-awarmoebs/

ალიბაბა ტაობაოზე სასაუბრო შოპინგს ნერგავს ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba Group თავის ონლაინ მაღაზია Taobao-ში ხელოვნური ინტელექ
ალიბაბა ტაობაოზე სასაუბრო შოპინგს ნერგავს ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba Group თავის ონლაინ მაღაზია Taobao-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Qwen-ის, მასშტაბურ ინტეგრაციას გეგმავს. ამ ცვლილების მიზანია, მომხმარებლებმა პროდუქტები ტრადიციული საკვანძო სიტყვებით ძიების ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტთან საუბრით მოძებნონ და შეიძინონ. ინტეგრაციის შედეგად, მყიდველებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ, შეადარონ და იყიდონ სასურველი ნივთები Qwen-ის აპლიკაციის საშუალებით, ხელოვნურ ინტელექტის ასისტენტთან პირდაპირი კომუნიკაციით. სისტემას სრული წვდომა ექნება Taobao-სა… https://bbj.ge/2026/05/11/alibaba-taobaoze-sasaubro-shopings-nergavs/

მაისის 3 საუკეთესო ფინანსური აქცია ფინანსური სექტორის კომპანიები ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სტაბილურ არჩევან
მაისის 3 საუკეთესო ფინანსური აქცია ფინანსური სექტორის კომპანიები ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სტაბილურ არჩევანად რჩება, რომლებსაც დივიდენდებისა და გრძელვადიანი პერსპექტივის გამო თავად ცნობილი ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტიც ენდობა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ანალიტიკოსები სამ ძირითად კომპანიას გამოყოფენ: Visa, JPMorgan Chase და Progressive. Visa მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგადახდო სისტემაა და მის ქსელში დაახლოებით 4.9 მილიარდი ბარათი მოქმედებს. კომპანია შედარებით… https://bbj.ge/2026/05/11/maisis-sami-finansuri-aqcia/

ხელოვნური ინტელექტის გავლენა მსოფლიო ბაზრებზე: ვინ იგებს და ვინ აგებს? ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო ეკონომიკას რადიკალურად ცვლ
ხელოვნური ინტელექტის გავლენა მსოფლიო ბაზრებზე: ვინ იგებს და ვინ აგებს? ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო ეკონომიკას რადიკალურად ცვლის, თუმცა ეს პროცესი ყველასთვის თანაბრად მომგებიანი არ არის. HSBC-ის უახლესი კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, გლობალურ სააქციო ბაზრებზე უკვე აშკარად გამოიკვეთნენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. მონაცემების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვით ყველაზე დიდ ფინანსურ სარგებელს აზიის ქვეყნები, კონკრეტულად კი ტაივანი და სამხრეთ კორეა იღებენ. ტაივანი 53%-იანი, ხოლო სამხრეთ… https://bbj.ge/2026/05/11/ai-is-gavlena-msoflio-bazrebze-vin-igebs-da-vin-agebs/

გვიანია თუ არა Apple-ის აქციების შეძენა? მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს, კომპანიის ფინა
გვიანია თუ არა Apple-ის აქციების შეძენა? მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სამომავლო გეგმები მიუთითებს, რომ ზრდის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ჯამური შემოსავალი 17%-ით გაიზარდა და 111.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მარტის კვარტლის ისტორიული მაქსიმუმია. გაყიდვების მატება დაფიქსირდა ყველა გეოგრაფიულ არეალსა და პროდუქტის კატეგორიაში; კერძოდ, iPhone-ის რეალიზაციიდან მიღებული… https://bbj.ge/2026/05/11/gviania-tuara-apple-is-aqciebsi-shedzena/

Estee Lauder ჩინეთში გაყიდვებთან დაკავშირებულ საქმეზე 210 მილიონ დოლარს გადაიხდის Estee Lauder ჩინეთში გაყიდვებთან დაკავშირებ
Estee Lauder ჩინეთში გაყიდვებთან დაკავშირებულ საქმეზე 210 მილიონ დოლარს გადაიხდის Estee Lauder ჩინეთში გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის დასასრულებლად 210 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. კომპანიის აქციონერები ამტკიცებდნენ, რომ Estee Lauder ინვესტორებს სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა და ჩინეთის ბაზარზე ე.წ. „ნაცრისფერი ბაზრის“ გაყიდვებზე ზედმეტ დამოკიდებულებას მალავდა. საქმე ეხება პროდუქციის ისეთ გაყიდვებს, რომლებიც ოფიციალური სადისტრიბუციო არხების გარეთ ხორციელდება. შეთანხმების დოკუმენტი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოს უკვე გადაეცა, თუმცა მის დამტკიცებას სასამართლო… https://bbj.ge/2026/05/08/estee-lauder-chinetshi-gayidvebtan-dakavshirebul-saqmeze-210-mln-dolars-gadaixdis/