en
Feedback
რა ხდება - ამბები მიშასგან ✌️

რა ხდება - ამბები მიშასგან ✌️

Open in Telegram

🌍 მსოფლიო ჩემთან ერთად ✅ რეალური, აქტუალური, საინტერესო და გადამოწმებული ინფორმაცია. მიშა ხაჩიძის არხი: What's Up Media-ს ქართული პლატფორმა - გიყვებით ამბებს მარტივად, მოკლედ, საინტერესოდ.

Show more
3 154
Subscribers
+124 hours
-57 days
-2030 days
Posts Archive
🇮🇱🤖 — ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა IDF-ში ახალი, „უპილოტო სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის დანაყოფის“
🇮🇱🤖 — ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა IDF-ში ახალი, „უპილოტო სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის დანაყოფის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა: ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა დრონების ოპერატორთა კურსის დასრულების ცერემონიაზე შეიარაღებულ ძალებში ტექნოლოგიური რეფორმისა და ახალი სპეციალიზებული ნაწილის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. “ბრძოლის ველი თავბრუდამხვევი სიჩქარით იცვლება — და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. ჩვენ გვესმის, რომ მომავალი ეკუთვნის უპილოტო აპარატებს, რობოტიკას, დრონებსა და ხელოვნური ინტელექტის ფართო გამოყენებას“, — აღნიშნა ზამირმა. გენშტაბის უფროსის თქმით, გასულ კვირას საბოლოოდ დამტკიცდა IDF-ის ახალი სტრუქტურული ერთეულის — „უპილოტო საშუალებებისა და ხელოვნური ინტელექტის დანაყოფის“ შექმნა. “ახალი დანაყოფის ავტონომიური და უპილოტო სისტემები იმოქმედებენ როგორც მართვად საბრძოლო ჯგუფებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელი ამოცანების შესასრულებლად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და დაიცავს სამხედროების სიცოცხლეს.”

🇮🇷 ირანში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომანის ყურის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ ჯასკის მიმდებარედ, აფეთქების ხმა გაისმა. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი და ის, იყო თუ არა ეს რაიმე სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებული, დადასტურებული არ არის. თუმცა რეგიონში ბოლო საათებში საზღვაო დაპირისპირება მნიშვნელოვნად გამწვავდა.

🇺🇳🇮🇷 აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ინიციატივით: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ირანის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა, რადგან ირანი არ ასრულებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით (NPT) ნაკისრ ვალდებულებებს.

რუსი ტურისტების ჩხუბი ბიჭვინთის პლაჟზე.

ძნ კარგი ბერლინური ყოველკვირეული გაზეთია, რომელთანაც ბოლო პერიოდი ვთანამშრომლობ. აქტიურად მასაქმებენ რედაქტორები კავკასიის რე
+2
ძნ კარგი ბერლინური ყოველკვირეული გაზეთია, რომელთანაც ბოლო პერიოდი ვთანამშრომლობ. აქტიურად მასაქმებენ რედაქტორები კავკასიის რეგიონულ თემებზე და მადლობა მათ ამისთვის. 🤍🙏 ეს ამას წინანდელი სტატიაა, მეგობარმა ჩამიყარა ფოტოები გერმანიიდან. ახლა ხალდეში ვარ, ამ ზღაპრულ ადგილას და სომხეთის ჯანდაცვის სისტემაზე ვწერ. სად მე და სად ჯანდაცვა, მარა ოკ, როგორც გერმანელები იტყვიან: Man lernt nie aus. 🤩❤️✌️

🇵🇱 პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა | ინფორმაციას ამის შესახებ
🇵🇱 პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა | ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ვარშავის აეროპორტში სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთიდან ვარშავის მიმართულებით მფრინავ რეისზე შესაძლოა იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც "კანონიერი ქურდის" სტატუსი აქვს. ქართველი კაცი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს. პოლონურმა სამართალდამცავმა სამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი ასევე ფიქსირდებოდა ფრანგულ და გერმანულ ბაზაში. საფრანგეთმა წარსულში მოითხოვა, რომ დაკავებულს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს. გერმანული მხარის მონაცემებით კი, კაცი წარსულში მხილებული იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის საფრთხის შემცველი იყო. პოლონეთმა კაცი საქართველოში გამოაძევა.

😁 კადიროვმა ჩეჩნებს მოუწოდა, წვერი შეიკრიჭონ, ჩეჩენ ქალებს კი - შეწყვიტონ „საბურველებში გახვევა“ ჩეჩნეთის ლიდერმა გააკრიტიკა
😁 კადიროვმა ჩეჩნებს მოუწოდა, წვერი შეიკრიჭონ, ჩეჩენ ქალებს კი - შეწყვიტონ „საბურველებში გახვევა“ ჩეჩნეთის ლიდერმა გააკრიტიკა არაბული სტილი და მოდა. მისი თქმით, ზედმეტად ხშირი წვერი და მთლიანად დაფარული ჰიჯაბები ჩეჩნეთისთვის არადამახასიათებელი სტილია.

🇮🇱 პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გოლანის მაღლობებზე, ხერმონის მთის მიდამოებში: „მთავარი სამუშაო ირანში ტერორისტული რე
🇮🇱 პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გოლანის მაღლობებზე, ხერმონის მთის მიდამოებში: „მთავარი სამუშაო ირანში ტერორისტული რეჟიმის დამარცხებაა. ჩვენ ამას ძალიან მივუახლოვდით. ვიცით, რომ მთელი ღერძი საბოლოოდ დაეცემა.“ 📸 ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

🇸🇾 სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში, საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება ქალაქ სარმადასთან მოხდა. დაშავებულია 11 ადამიანი. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

🇮🇱 ისრაელის სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ (CBS) ახალი წლის (როშ ჰაშანა) წინ მოსახლეობის განახლებული სტატისტიკური მონაცემებ
🇮🇱 ისრაელის სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ (CBS) ახალი წლის (როშ ჰაშანა) წინ მოსახლეობის განახლებული სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა:საერთო მოსახლეობა: ისრაელში მოსახლეობა 10.3 მილიონს შეადგენს, საიდანაც 9.9 მილიონი ისრაელელია, ხოლო 286.7 ათასი — უცხოელი. გასული წლიდან მოსახლეობა 124 ათასით გაიზარდა. • ეთნიკური შემადგენლობა: 7.77 მილიონს ებრაელები და სხვა ჯგუფები შეადგენენ, ხოლო 2.1 მილიონს — არაბები. • შობადობა და სიკვდილიანობა: ამ პერიოდში დაიბადა 183,678 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 51,377 ადამიანი. • მიგრაციის ბალანსი: 2025 წელს ისრაელში საცხოვრებლად 20.9 ათასი ადამიანი ჩავიდა, ხოლო ქვეყანა 69.5 ათასმა დატოვა (უარყოფითი მიგრაციული ბალანსი). • ოჯახური სტატისტიკა: დაქორწინდა 53000 წყვილი, ხოლო განქორწინება 16.500 გააფორმა. • სიცოცხლის ხანგრძლივობა: მამაკაცებში — 81.4 წელი, ქალებში — 85.9 წელი. • ჯანდაცვის დანახარჯები: ჯანდაცვაზე სულ 156.8 მილიარდი შეკელი დაიხარჯა, რაც ქვეყნის მშპ-ის 7.4%-ია.

🇮🇷 ბოლო საათებში ირანიდან სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახალხო არეულობა/პროტესტები დაიწყო. პრეზიდენტმა ტრამპმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა ირანელ ხალხს, „აჯანყდნენ და დაიბრუნონ საკუთარი ქვეყანა“. ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე აღარ მალავს, რომ ისრაელს სურს დაეხმაროს ირანელებს აიათოლების რეჟიმის დამხობაში. წინ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი დღეები გველის!

🇩🇪🇺🇦 გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მიუხედავად უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებისა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ „უკრაინა ჩვენც გვიცავს“.

🇾🇪🇸🇦 ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღამით იემენის სხვადასხვა რაიონში 30-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

🇺🇸⚡️🇮🇷 აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში, ხარგის კუნძულის მახლობლად, ირანის 5 ნავთობმზიდი ტანკერი გაანადგურა მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ სცადა. “ამერიკულმა ხომალდმა წარმატებით აარიდა თავი ირანის თავდასხმის მცდელობებს და რეგიონულ წყლებში პატრულირება განაგრძო. ამერიკელი პერსონალიდან არავინ დაშავებულა”,- ნათქვამია განცხადებაში.

🇮🇷🚀🇺🇸 🇯🇴 ირანმა გამოიყენა კასეტური ბომბები. იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ შემოსული რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გზაგადაჭრა. ამერიკული მხარე ადასტურებს იერიშის ფაქტს, თუმცა უარყოფს სერიოზულ დანაკარგებს და აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურას კრიტიკული ზიანი არ მიადგა.

+2
🇮🇷 🚀🇯🇴 იორდანია ახლა. საჰაერო თავდაცვა ცდილობს მოიგერიოს ირანიდან გაშვებული რაკეტები.

+2
🚨🇮🇷⚡️ 🇺🇸🇯🇴 🇧🇭 🇦🇪 BREAKING თეირანმა აშშ-ს მიერ ხარგის კუნძულთან ირანული ტანკერების დაბომბვის საპასუხოდ მასობრივი სარაკეტო იერიშები დაიწყო ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების მიმართულებით: იბომბება ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. იორდანიაში მდებარე მუვაფაქ-სალტის ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით სულ მცირე 35-40 ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთა გადასაჭერად ამ წუთებშიც ინტენსიურად მოქმედებენ PATRIOT-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

🇮🇱⚡️🇱🇧🇮🇷 — ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ:
“ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. ჩვენ გავანადგურეთ ირანის ღერძი.
ჩვენ უნდა დავასრულოთ მისია. ირანის საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა ნიშნავს ამ რეჟიმის დამარცხებას.
ის დაეცემა — ჩვენ უნდა დავამხოთ ის, ერთხელ და სამუდამოდ გავანადგუროთ ჰეზბოლა და გავანადგუროთ ჰამასი.
ახლა მე მარტივ კითხვას ვსვამ: ვინ გააკეთებს ამას? ჩვენ, ვინც ვიბრძოდით, თუ აიზენკოტი? ის, ვინც მოითხოვა დანებება და ღაზის დატოვება — ღაზის დატოვება და ჰამასის დიქტატისთვის დანებება.
პასუხი ნათელია: მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას. სხვა არავინ გააკეთებს ამას.”