სიმართლის დოქტრინა
Open in Telegram
ანალიტიკა, სტატიები, პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, ექსკლუზიური ინტერვიუები და მნიშვნელოვანი ახალი ამბები. აქ გაეცნობით ფაქტებს და არა სპეკულაციებს.
Show more2 031
Subscribers
-224 hours
-47 days
-1630 days
Data loading in progress...
Similar Channels
No data
Any problems? Please refresh the page or contact our support manager.
Tags Cloud
No data
Any problems? Please refresh the page or contact our support manager.
Incoming and Outgoing Mentions
---
---
---
---
---
---
Attracting Subscribers
September '26
September '26
+3
in 0 channels
August '26
+3
in 0 channels
Get PRO
July '26
+3
in 0 channels
Get PRO
June '26
+79
in 0 channels
Get PRO
May '26
+78
in 1 channels
Get PRO
April '26
+19
in 0 channels
Get PRO
March '26
+412
in 1 channels
Get PRO
February '26
+755
in 0 channels
Get PRO
January '26
+372
in 0 channels
Get PRO
December '250
in 0 channels
Get PRO
November '250
in 0 channels
Get PRO
October '25
+19
in 0 channels
Get PRO
September '25
+17
in 1 channels
Get PRO
August '25
+10
in 1 channels
Get PRO
July '25
+11
in 1 channels
Get PRO
June '25
+100
in 1 channels
Get PRO
May '25
+103
in 2 channels
Get PRO
April '25
+78
in 5 channels
Get PRO
March '25
+124
in 3 channels
Get PRO
February '25
+349
in 3 channels
| Date | Subscriber Growth | Mentions | Channels | |
| 06 September | +1 | |||
| 05 September | 0 | |||
| 04 September | 0 | |||
| 03 September | +1 | |||
| 02 September | +1 | |||
| 01 September | 0 |
Channel Posts
| 2 | გუშინ გერმანიის ქალაქ კიოლნში ომის, შეიარაღების ზრდისა და სამხედრო მრეწველობის გაფართოების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
ქალაქში დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, რომელიც დემონსტრანტების მიმართ საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდად არ მოსწონს, როცა ადამიანები უბრალოდ მშვიდობას ითხოვენ. | 109 |
| 3 | „სამი რამ არის, რასაც ადამიანი არასოდეს უნდა შეელიოს: სიმშვიდეს, იმედსა და ღირსებას.“
ომარ ხაიამი
დილა მშვიდობისა. | 174 |
| 4 | მზესუმზირების გამოფენა ჩენგდუში, ჩინეთი. | 198 |
| 5 | ნიღბიანმა მემარჯვენე აქტივისტებმა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში მდებარე დუვრის პორტში შეაღწიეს და მისი მუშაობა რამდენიმე საათით შეაფერხეს.
აქციის მონაწილეები ბრიტანეთში არალეგალურ მიგრაციას აპროტესტებენ. დუვრი ქვეყნის უმთავრესი საბორნე პორტია და ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, რომლითაც ევროპიდან მიგრანტები დიდ ბრიტანეთში ხვდებიან. | 210 |
| 6 | ფრანგი ქალების ნაწილი, მარინ ლე პენის გეგმების გასაპროტესტებლად, თავს ჰიჯაბით იფარავს. ლე პენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეფერენდუმზე გაიტანს კანონს ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში ჰიჯაბის აკრძალვის საკითხსაც.
კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ თვითშენარჩუნების ინსტინქტი ზოგიერთ „პროგრესულ“ აქტივისტს სრულიად დაკარგული აქვს. როგორც ჩანს, მათთვის არც ის არის საკმარისი გაფრთხილება, რომ საფრანგეთში მიგრაციასთან დაკავშირებული ძარცვისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები არაერთხელ გამხდარა მძიმე საზოგადოებრივი დისკუსიის მიზეზი.
ამის მიუხედავად, ისინი მზად არიან ბოლომდე დაიცვან უცხო, არქაული წესები და წარმოდგენები, რომლებიც პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში სწორედ მათსავე თავისუფლებებსა და ცხოვრების წესს დაუპირისპირდება. | 203 |
| 7 | მოლდოვის სავალუტო რეზერვი უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში აღმოაჩინეს. | 191 |
| 8 | წარსულში ადამიანი კითხულობდა, სწავლობდა, კამათობდა, ეჭვობდა, იკვლევდა და მხოლოდ ამ რთული, ინტელექტუალური ევოლუციის შემდეგ ბედავდა წიგნის დაწერას. თანამედროვე ქართული პოლიტიკური კულტურის ზოგიერთ წარმომადგენელს ეს გზა აშკარად ზედმეტად გრძელი და დამღლელი მოეჩვენა. ამიტომ პროცესი მაქსიმალურად „რაციონალიზდა“: კითხვა, როგორც ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი, გამოტოვებულია და პირდაპირ ავტორობაზე გადავედით.
შედეგად მივიღეთ სრულიად უცნაური კულტურული სიმულაკრი, სადაც წიგნი უკვე ცოდნის შედეგი კი აღარ არის, არამედ მისი სიმულაციაა. აკადემიზმი შინაარსი კი არა იაფფასიანი დეკორაციაა პოლიტიკური პიარისთვის. ინტელექტუალური ავტორიტეტი კი იმდენად მარტივად იკერება, რომ მის შესაქმნელად ზოგჯერ რამდენიმე მრავალმარცვლიანი ტერმინის ერთმანეთზე გადაბმაც სრულიად საკმარისი ხდება.
დიახ, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში საბოლოოდ დადგა ეპოქა, როდესაც უწიგნურობა წიგნის დაწერასაც აღარ უშლის ხელს.
ირაკლი ყიფიანი | 194 |
| 9 | მსოფლიო პოლიტიკის ისტორიასა და კლასიკურ აკადემიურ სივრცეს არაერთი პარადოქსი უნახავს, მაგრამ ქართული სინამდვილე პერიოდულად ახერხებს, თვით აბსურდის საზღვრებსაც კი გადააჭარბოს და სრულიად დამოუკიდებელ, ტრაგიკომიკურ ინტელექტუალურ ჟანრად ჩამოყალიბდეს.
დღეს სწორედ ასეთი ეპოქალური ამბავი შევიტყვე: ანა წითლიძემ წიგნი დაწერა. თანაც არც მეტი, არც ნაკლები — „რეგიონული მმართველობა და დეცენტრალიზაცია საქართველოში: ინსტიტუციური მოდელის ფორმირების გზები“.
სანამ უშუალოდ ამ აკადემიურ „შედევრზე“ გადავალთ, მოდით, წამით შევჩერდეთ და გავიაზროთ ის სურეალისტური კონტრასტი, რასაც ავტორის პოლიტიკური გენეზისი გვთავაზობს. ადამიანი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტად ისტერიული პერფორმანსებით, პროვინციული დრამატურგიით, გაუთავებელი კივილითა და ტრაგიკომიკური შიმშილობებით დაგვამახსოვრდა, ვიდრე რაიმე შინაარსობრივი პოლიტიკური აქტით, დღეს სერიოზული სახით გვევლინება თეორეტიკოსად. პარლამენტარი, რომელმაც საკანონმდებლო სფერო იაფფასიან თეატრალურ სცენად აქცია, ახლა „ინსტიტუციურ მოდელებს“ აყალიბებს. რა ირონიულია: „დეცენტრალიზაციაზე“ ტრაქტატს გვთავაზობს პოლიტიკოსი, რომლის მთელი პარტიული და მსოფლმხედველობრივი არსებობა ერთი ბელადის კულტის გარშემოა უიმედოდ და დოგმატურად ცენტრალიზებული.
მიუხედავად ამისა, აღიარება უნდა: სათაური შთამბეჭდავია. იმდენად მონუმენტური, რომ მისი წაკითხვისას შეიძლება წამიერად დაგავიწყდეს კიდეც, ვინ აწერია ყდაზე ავტორად.
მეტიც, ქართული აკადემიური აზრისთვის ამით სრულიად ახალი, რევოლუციური ეტაპი იწყება. აქამდე გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ სერიოზული ტრაქტატის დაწერას წინ უნდა უძღოდეს ხანგრძლივი კითხვა, ცოდნის დაგროვება, პოლიტიკურ მეცნიერებათა ისტორიისა და თეორიის ათვისება, წყაროებთან მუშაობა, სხვადასხვა სკოლისა და მიდგომის ფილოსოფიური გააზრება. როგორც ჩანს, ყველაფერი გაცილებით მარტივად ყოფილა: საკმარისია სათაურში ერთმანეთს პათეტიკურად მიაბა „რეგიონული მმართველობა“, „დეცენტრალიზაცია“, „ინსტიტუციური მოდელი“ და „ფორმირების გზები“ და აკადემიური სიმძიმე უკვე გარანტირებულია. ცოდნა შემდეგ შეიძლება დაეწიოს. თუ დაეწევა.
თავად სათაური ისეთი ტერმინოლოგიური გრანდიოზულობითაა ნაგები, თითქოს მაქს ვებერის დაუმთავრებელი ხელნაწერი აღმოაჩინეს და არა ქართული პოლიტიკური ყოველდღიურობის მორიგი საოცრება. მის ფონზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი პატარა, მაგრამ ფატალური დეტალი: ზოგჯერ ყდა და ავტორი ერთმანეთთან ისეთივე ორგანულ კავშირშია, როგორიც რთული ოპერის პარტიტურა იმ შემთხვევით გამვლელთან, რომელიც დარბაზში მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ გარეთ წვიმდა და თავს აფარებდა.
აკადემიური ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი თვისება ის არის, რომ იგი ავტორის ცოდნას ვერ მალავს. რთული სიტყვები ინტელექტს ვერ ქმნის, მრავალმარცვლიანი ტერმინოლოგიური დეკორაცია აზროვნებას ვერ ჩაანაცვლებს და სამეცნიერო ლექსიკა ადამიანს მეცნიერად დაახლოებით იმდენადვე აქცევს, რამდენადაც თეთრი ხალათის მორგება შემთხვევით გამვლელს ქირურგად.
ანტიკური ისტორიოგრაფია გვიამბობს, რომ რომის იმპერატორი კალიგულა საკუთარი ცხენის, ინციტატუსის, კონსულად დანიშვნას აპირებდა. ისტორია ამ ამბავს საუკუნეების განმავლობაში იმპერიული აბსურდისა და პოლიტიკური დეკადანსის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ინახავდა. ჩვენს რეალობას კი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ძველ რომს კონკურენცია გაუწიოს: იქ ცხენს სახელმწიფო თანამდებობისთვის ამზადებდნენ, აქ კი პოლიტიკური სცენის ყველაზე კომიკურ პერსონაჟებს, რომელთა პოლიტიკური კაპიტალი მხოლოდ კივილსა და ისტერიკაშია, პირდაპირ აკადემიური ავტორიტეტის სამოსს აცმევენ.
თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ განსხვავებაც არსებობს: ინციტატუსს, რამდენადაც ვიცით, საჯარო ადმინისტრირებაზე საკუთარი მონოგრაფია მაინც არ გამოუცია.
სწორედ აქ მთავრდება ჩვეულებრივი ირონია და იწყება ქართული პოსტმოდერნიზმის ნამდვილი, აბსოლუტური ტრიუმფი. ეპოქა, რომელშიც აღარ არის აუცილებელი ცოდნა, საკმარისია ცოდნის ატრიბუტიკა. აღარ არის აუცილებელი ერუდიცია, საკმარისია შესაბამისი ლექსიკა. აღარ არის აუცილებელი აკადემიური წონა, საკმარისია ყდაზე ისეთი სათაური, რომლის წარმოთქმაც კი ავტორზე უფრო დამაჯერებლად ჟღერს. | 185 |
| 10 | No text... | 178 |
| 11 | უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი ელისონ გერიერო, რომელმაც FBI-ში ერთ-ერთი გახმაურებული კორუფციული სკანდალის გამოაშკარავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ფლორიდაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის გარემოებები ამ დრომდე ბოლომდე გარკვეული არ არის.
2017 წელს გერიერომ ეჭვი შეიტანა თავისი პარტნიორის, ჩარლზ მაკგონიგალის, საქმიანობაში. მაკგონიგალი იმ პერიოდში ნიუ-იორკში FBI-ის კონტრდაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გერიერომ მისი საეჭვო კავშირების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადასცა.
მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ FBI-ის მაღალი რანგის თანამშრომელი ფარულად თანამშრომლობდა აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან. 2023 წელს მაკგონიგალმა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ შეთქმულებაში მონაწილეობა აღიარა და პატიმრობა მიესაჯა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გერიერო, რომელსაც წარსულში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ როჯერ სტოუნთანაც უმუშავია, X-ზე საჯაროდ მიანიშნებდა, რომ მაკგონიგალის საქმეს შესაძლოა დღემდე გამოუვლენელი თანამონაწილეებიც ჰყოლოდა. | 194 |
| 12 | 😁„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ამისთვის მადლობას არავინ მიხდის“, — განაცხადა ტრამპმა. | 222 |
| 13 | ⚡️ კიევში დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას მოხვდა. | 230 |
| 14 | 😅 | 229 |
| 15 | 😅„რუსეთმა Coca-Cola-ს ქარხანას შეუტია და დაწვა. ეს ამერიკისთვის მკაფიო სიგნალია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
„როგორც ჩანს, მათთვის Coca-Cola-ც უკვე ისეთ მტრად იქცა, რომ ქარხანას „გერანებით“ წვავენ. რუსეთმა შეუძლებელია არ იცოდეს, რომ ეს ამერიკული საწარმოა“, — თქვა ზელენსკიმ. | 220 |
| 16 | გავრცელებული ცნობებით, ესპანეთში მიგრანტები, საკვებად თითქმის ყველაფერს იყენებენ, რასაც ირგვლივ პოულობენ, მათ შორის დელფინის ნაშიერებსა და გედებსაც კი.
მიგრაციული კრიზისი პედრო სანჩესის პოლიტიკურ მდგომარეობაზეც სულ უფრო მძაფრად აისახება. მისი პარტიისთვის ნავარაუდევი საპარლამენტო მანდატების რაოდენობა 121-დან დაახლოებით 100-მდე შემცირდა, მაშინ როცა Vox-ის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 33-დან დაახლოებით 60 მანდატამდე გაიზარდა.
სანჩესის მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია კი თანდათან კარგავს პოზიციებს და მისი პოლიტიკური სიმყარე სულ უფრო აშკარად ირყევა. | 218 |
| 17 | ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად უპასუხა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ანდრიი სიბიგასა და სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დელისგან მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტასა და რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას მოითხოვენ.
„ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებას ვერ გამოიწვევს.
უნდა გესმოდეთ, რამდენად რთულია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ადამიანის ენერგომომარაგება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ისედაც უკიდურესად რთული ვითარებაა.“ | 206 |
| 18 | 🇨🇳 ჩინეთის ქალაქებში ციფრულ ეკრანებზე ცნობილი სახეებისა და სარეკლამო მასალის ნაცვლად ახლა მეცნიერების, მკვლევრებისა და გამომგონებლების პორტრეტებს აჩვენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა ამ ცვლილებას დადებითად შეხვდა და სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებს „ნამდვილ ვარსკვლავებს“ — მათ, ვისი მიღწევებიც მართლაც იმსახურებს აღფრთოვანებასა და პატივისცემას. | 202 |
| 19 | Claude AI-მ 373 წლის განმავლობაში ამოუხსნელი შიფრი სულ რაღაც 44 წუთში გაშიფრა
Anthropic-ის მოდელმა Fable 5.1-მა თომას ურკჰარტის sogenannte Cyphral Distich ამოხსნა — 64 რიცხვისგან შემდგარი ორსტრიქონიანი შიფრი, რომლის გაშიფვრას მკვლევრები 1653 წლიდან უშედეგოდ ცდილობდნენ.
აღმოჩნდა, რომ გასაღები საკმაოდ მარტივი იყო: თითოეული რიცხვი მიუთითებდა, რომელი სიტყვა უნდა აეღოთ ურკჰარტის გვერდით მოცემული სურვილების სიიდან. შერჩეული სიტყვების პირველი ასოების შეერთებით კი შემდეგი ფრაზა მიიღეს:
„ღმერთო, დაიფარე მეფე ჩარლზ II და აქციე იგი ამ მიწის უზენაეს მმართველად.“
ხელოვნურმა ინტელექტმა 44 წუთში გააკეთა ის, რასაც კაცობრიობა თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. | 217 |
| 20 | — ყველაზე მნიშვნელოვანი რა გინდათ უთხრათ ისრაელს?
— ასე გააგრძელეთ!
— ანუ რას გულისხმობთ? გენოციდი გააგრძელონ?
— დიახ. საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
— ყველა ბავშვი დახოცონ?
— ჰამასი გაანადგურონ.
— მაგრამ ამ დროს ბავშვებს ხოცავენ.
— იმიტომ, რომ ისინი ბავშვებს ეფარებიან.
— მართლა? არ ვიცოდი.
— ეფარებიან, რა თქმა უნდა. ყველამ იცის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან იმალებიან.
— მაგრამ ეს ისრაელს ბავშვების დახოცვის უფლებას აძლევს?
— თუ ვინმეს თავს დაესხი, მისი ხალხი ტყვედ წაიყვანე, არ აბრუნებ, თან მუდმივად იმუქრები, რომ ამას ისევ გაიმეორებ და ბოლოს საკუთარ მოსახლეობას ეფარები... არაფერი დასრულდება, სანამ ასეთი ხალხი არსებობს.
— მაგრამ ეს მაინც არ გაძლევთ ბავშვების მოკვლის უფლებას! იქ ჰამასი რომ იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ ბავშვები ხომ ჰამასი არ არიან.
— 10–20 წლის წინაც იმავე „ბავშვებზე“ იყო საუბარი. და მერე ისევ დაესხნენ თავს.
— ანუ ყველა ბავშვი უნდა მოკლან, რომ...
— ისრაელი ბავშვებს არ კლავს. საკუთარ ბავშვებს ჰამასი კლავს, როცა მათ ზურგს უკან იმალება. გმადლობთ, სერ.
— მაგრამ ბავშვებს ჰამასი კი არა, ისრაელი ესვრის.
— ჰამასი საკუთარ ბავშვებს ეფარება.
— წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საკუთარ შვილს ეფარებით. მე ის უნდა მოვკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენამდე მოვაღწიო?
— თუ მე თქვენ რამე ცუდი გაგიკეთეთ, მაშინ დიახ. უეჭველად. | 230 |
