en
Feedback
სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია

Open in Telegram

პიროვნული ზრდა და სულის ევოლუცია თამართან ერთად

Show more
677
Subscribers
No data24 hours
No data7 days
-130 days
Posts Archive
და მაინც, რატომ მოვიდა სული დედამიწაზე? იქნება, 👉ამ მშვენიერ პლანეტაზე მას სურდა მონაწიკეობა მიეღო ახალი ოქროს ხანის დაბადებ
და მაინც, რატომ მოვიდა სული დედამიწაზე? იქნება, 👉ამ მშვენიერ პლანეტაზე მას სურდა მონაწიკეობა მიეღო ახალი ოქროს ხანის დაბადებაში. 👉ან მას სურდა მონაწილეობა მიეღო როგორც საკუთარი, ისე სხვადასხვა სახის კარმას წაშლაშ ი. 👉ან იქნებ თქვენი სული, კოლექტიური ცნობიერების ნაწილის განწმენდას დათანხმდა?!. ✅ასეა თუ ისე, მრავალი სახის მისია არსებობს... 🔥მოდით განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი: 👇👇👇👇გაგრძ….

🩷🩵მე ერთიანი ყოვლისმომცველი სიყვარულის ნაწილაკი ვარ.
🩷🩵მე ერთიანი ყოვლისმომცველი სიყვარულის ნაწილაკი ვარ.

🩷მე ერთიანი მარადიული სიყვარული ვარ! მე ვარ
🩷მე ერთიანი მარადიული სიყვარული ვარ! მე ვარ

გაგრძელება 👆👆👇👇 ✨️ ზოგიერთები ერთ სიხშირეზე, ერთ მელოდიაზე ვიბრირებენ და ერთმანეთი უყვარდებათ. ❤️ ზოგიერთები კი მხოლოდ მოწიფულ ასაკში ხვდებიან ერთმანეთს... ✨️ ...და არიან ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში მხოლოდ პატარა როლებით შემოიფარგლებიან. ✨️ ასეა თუ ისე, არავინ და არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის შემთხვევითი ვინმეს ცხოვრებაში. მხოლოდ როლები ნაწილდება, სცენარი უცვლელი რჩება. ✨️ თუმცა არსებობს თავისუფალი ნება! ყველა არჩევანზე და ქმედებებზე თუ ნამოქმედარზე პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე. ✨️ ძნელია იმის ცოდნა, თუ სინამდვილეში რას განვიცდით თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისას, მაგრამ სულმა იცის, როგორ გადმოგვცეს შეტყობინებები, რომლებსაც ჩვენ *ინტუიციას* ვუწოდებთ. ✨️ როგორც არ უნდა გაგვამწაროს მეგობარმა ან შეყვარებულმა ჩვენი ცხოვრებიდან წასვლით, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესახებ შეთანხმება თავად დავდეთ, რადგან სწორედ ჩვენ გვინდოდა იმ გამოცდილების მიღება, რომელსაც მათი წასვლა გამოიწვევდა. ✨️ დიახ, ჩვენ არაფერი გვახსოვს... არ გვახსოვს, რა გვაკავშირებს ყველა იმ მსახიობთან, რომელიც გვეხმარება წარმოვაჩინოთ ჩვენი ცხოვრების ნამუშევარები, მაგრამ ჩვენს შორის არის ჩუმი შეთანხმება - ერთად ყოფნა, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ ზრდაში, განვითარებაში და რაც მთავარია უპირობო სიყვარულის სწავლაში... ✨️ ჩვენ ერთად ვქმნით ნამდვილ სამკურნალო გუნდს, რადგან ჩვენ ისევე ვზრუნავთ სხვების განვითარებაზე, როგორც - საკუთარზე. ✨️ თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია მოულოდნელად შევწყვიტოთ ურთიერთობები ზოგიერთთან, წმინდა მიწიერი პრობლემების გამო... ✨️ მთელ ამ მოგზაურობას, რომელიც ათასობით საუკუნის წინ, ჩვენი პირველი რეინკარნაციდან დაიწყო, განმანათლებლობის მიზანი აქვს. თითოეულ რეინკარნაციაში, ჩვენს ცნობიერებას სინათლის წვეთებს ვამატებთ და ამით ვვითარდებით. მიწიერი თვალსაზრისით ნელა მივდივართ, მაგრამ ვარსკვლავური თვალსაზრისით სინათლის სიჩქარით მივექანებით. ✨️ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ნებისმიერ ურთიერთობას შევხედოთ ისე, როგორც წარმატებულს, ან როგორც წარუმატებელს. ჩვენ ვსწავლობთ და ის ფაქტები, რომ შეგვიძლია სხვებთან ურთიერთობა, მათი გაცნობა, მათი განსხვავებების აღმოჩენა, მათი სულის სიღრმეში ჩასვლა, ყველა ურთიერთობას წარმატებულს ხდის... ✨️ ასე რომ, ძალიან ნუ გაგვიკვირდება მოძალადე ხელმძღვანელის, მოღალატე შეყვარებულის, შურიანი მეგობრის, მომჩივანი მეზობელის, გაბუტული ძმის ან მეამბოხე ქალიშვილის... ✨️ ნუ შევეცდებით ნურავის შეცვლას! მოდით მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რადგან აქ მოსვლამდე, სწორედ იმით "შეიარაღდნენ", რითაც წვლილს შეიტანდნენ ჩვენს სულიერ ზრდასა და განვითარებაში. ✨️ ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან გაგვიჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ იმის ძალა, რომ ჩვენს მაწყენარს პირდაპირ სულში ჩავხედოთ და ალალად ვუთხრათ: ‐"გმადლობ, შეთანხმების შესრულებისთვის!"🙏 ✨️ ეს ცხოვრება ხომ მხოლოდ წარმავალი ილუზიაა და მეტი არაფერი!..✨️ 🙏💖

✨️ სულის შეთანხმებები, რომელიც დაგავიწყდა და სიცოცხლეში მათზე ვერავინ გაიგებს✨ ✨️ მხედვარები გვამცნობენ, რომ დედამიწაზე გამოცდილებების მისაღებად დაბადებამდე, სულებს შორის სხვადასხვა შეთანხმება იდება. და ამას კონტრაქტებს უწოდებენ. ✨️ პირველ რიგში, თითოეული სული გულდასმით ირჩევს იმ გამოცდილებას, რომელიც სურს, რომ იმ კონკრეტულ რეინკარნაციაში მიიღოს. ✨️ ზოგი ირჩევს მარტოობას. ზოგის გეგმა წყვილის ურთიერთობიდან სწავლაა, ხოლო ზოგი მატერიალურ სიმდიდრის დაგროვებას, ზოგი კვლევების ჩატარებაზე აკეთებს აქცენტს... ✨️...და ხდება მათ შორის დიდი შეხვედრა, რათა იმაზე შეთანხმდნენ, თუ როგორ და რა გზით იქნებიან ეს სულები ერთმანეთთან დაკავშირებულნი... როგორც სპექტაკლში როლების განაწილებისას, ცხოვრებისეულ თამაშშიც ყველა თავის როლს ირჩევს და დაბადებებიც იწყება... ✨️ ამ სულებიდან ზოგიერთები დაბადებიდანვე ერთმანეთს ხვდებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან. სხვები სკოლის ამხანაგები, სხა ცხოცრების თანამგზავრნი. გაგრძელება👇👇👇👇

👆👇შენ ყოველ ღამე ფიზიკურ სხეულს საწოლში ტოვებ, ნატიფი, დახვეწილი სხეულით მეტაფიზიკურ სიბრტყემდე მიემგზავრები, კვანტურ სივრცეში ასტრალურ მეგობრებს, დედამიწის მიღმა სასწავლო და სამუშაო აქტივობებს ახორციელებ და როცა მყარ სხეულს უბრუნდები, არც კი გახსოვს რა გააკეთე... თუმცა, სხეულით თუ სხეულის გარეშე, შენ ყოველთვის ხარ საკუთარი თავი, ნამდვილი და ჭეშმარიტი სინათლე ღმერთის! ხორციელი ცხოვრების სწავლა მცირე მონაკვეთია შენი მარადიულობის... სინამდვილეში, შენ რეალურად უნდა დაიმახსოვრო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე წარსული ცხოვრების მოგონებებია, რომლებიც ხშირად პრობლემებით და გადაუჭრელი საკითხებით არის სავსე. შენ უნდა დაიმახსოვრო ასტრალური ქალაქები და მეტაფიზიკური ადგილები, რათა გააცნობიერო, რომ შენ სხვა სისტემიდან მოდიხარ , რომ სინათლის არსება ხარ, მარადიული მოგზაური და რომ შენს ევოლუციას, ვერცერთი ცხოვრება ვერაფრით შეზღუდავს. შენ მკერდით ვ ღვთიურ ნათელს დაატარებ. არც კაცი ხარ და არც ქალი, არც თეთრი და არც შავი, შენ სინათლის (პლეადელების) რასის შვილი ხარ, უნიკალური სისტემით, დნმ და საუკეთესო ცვლიკებებით, რომელიც კოსმიურმა რასებმა დაგანათლეს. შენ ერთერთი ვარსკვლავი ხარ და ყოველთვის ასე იყო. გაიხსენე!.. შენ ამჟამად დედა დედამიწის მკვრივ სხეულს სტუმრობ. მადლობა მოუხადე მას, ხორციელად ყოფნისას სწავლის შესაძლებლობისთვის, ყველა მიწიერი სიამტკბილობის განცდისთვის და სიფრთხილით მოეპყარი იმ ბიოლოგიურ სკაფანდრს, რომელიც მან სიყვარულით შემოგთავაზა. პატივისცემა და აღფრთოვანება გამოიჩინე მათ მიმართ, ვინც მიგიღებს და შენს გაღვიძებაში წვლილს შეიტანს. არასოდეს დაივიწყო შენი ნამდვილი სულიერი ბუნება!.. ორივე ფეხით მიწაზე დადექი, მაგრამ გონებით არასოდეს დაშორდე შენი საუკეთესო შთაგონების ადგილს. პატივი ეცი მიწიერ გზას, მაგრამ არ დაკარგო ვარსკვლავური სიკაშკაშე და ნურავის და ნურაფერს მისცემ უფლებას, დაბლოკოს შენი სინათლე. იცხოვრე ის, როგორც უნდა იცხოვრო, მაგრამ არ დაკარგო შენი სინათლე და ცნობიერება იმის შესახებ, თუ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია ახლა. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და თუ სიყვარულს აირჩევ, სიყვარულის ველში გავერთიანდებით სიყვარულად ქცეულნი! ...მაგრამ ამას ერთ დღეში ვერ მიაღწევ, ყველაფერს პრაქტიკა და მოთმინება სჭირდება! ბნელში ნებისმიერ დროს შეგიძლია შეიტანო სინათლე, მაგრამ სინათლეში ვერასოდეს შეაღწევს სიბნელე! ამიტომ ანათე დაიწყე სიყვარულით! 🙏💝💖

ნათელო სულო! შენ, ვინც დედამიწაზე სხეულში გამოცდილების მისაღებად შემოხვედი , სამყაროში ციმციმი არასდროს შეგიწყვეტია! ✨ შენი ნ
ნათელო სულო! შენ, ვინც დედამიწაზე სხეულში გამოცდილების მისაღებად შემოხვედი , სამყაროში ციმციმი არასდროს შეგიწყვეტია! ✨ შენი ნამდვილი ბუნება არც ერთ ადგილის კოორდინატებს და კონტინიუმს არ ეკუთვის, შენი ნამდვილი ბუნება - მარადიულობაა.. შენი ნამდვილი სახლი, არცერთ პლანეტაზე არ მდებარეობს, ის უზენაესშია და ყველა ვარსკვლავური სისტემა უბრალოდ შენი მეზობელია.. რაც არ უნდა ბევრი სიცოცხლე გაიხსენო, მთავარია გახსოვდეს, რომ შენ სულიერი ცნობიერება ხარ, ენერგოსუბსტანცია, რომელიც არც იბადება, არც კვდება და რომელიც გარკვეული მიზნების გამო, მოკვდავ სხეულებში შედის და გამოდის. ეხლა ადამიანის სახე გაქვს, მაგრამ შენი სულიერი სახე, მზესავით ანათებს. 👇👇👇

მე ვარ სიყვარული💜 მე ვბანაობ ღვთიურ სიყვარულში💜 მე ვარ ღვთიური სიყვარულისგან ნაქსოვი მშვენიერება 💜 უპირობო ყოვლისმომცველი სიყვარული ვარ💜💜💜

‼️‼️‼️გიწვევთ ამ საოცარ ძალის გასააქტიურებელ მოგზაურობაში 💫💫💫ჩვენი კოსმიოური ხომალდი “სულის ევოლუცია” მალე აფრინდება საკუთარი თავის და სამყაროს შესაცნობ მოგზაურობაში, გეპატიჟები ამ ბორტზე. რამდენიმე დღეში სტარტს ვიღებთ დარწმუნდი რომ ჩვენთან ხარ , აიღე სამგზავრო ბილეთი შემოგვიერთდი გელოდები 🩷🌸💚 ‼️რეგისტრაცია https://bit.ly/4eEisc7

👇👇👇გაგრძ…. 💥 როცა ამ ძალას აღმოაჩენ, გახდები შენი თავის ბატონ-პატრონი, ვეღარავინ იმანიპულირებს შენით და შენშიც გაქრება სხვებზე დამოკიდებულების საჭიროება. 💥 როცა შენს ნამდვილ ძალას აღმოაჩენ, გახდები შენი ცხოვრების შემოქმედი, მნიშვნელობას დაკარგავს სხვისი აზრი შენზე, რადგან იმდენად ახლოს მიხვალ უზენაესთან, რომ სუთა სინდისი მხოლოდ გულის კარნახს გაგაყოლებს და გამსახურებს . 💥 როცა შენში არსებულ ამ ძალას ირწმუნებ, აღმოაჩენ, რომ მართებული ჭეშმარიტება არის, მხოლოდ გულიდან სულისგავლით უფალზე მინდობით სვლა და არა შაბლონებით, დოგმებით. 💥 როცა ამ ძალის გამოყენებას ისწავლი, უკვე სიყვარულით იხელმძღვანელებ და არა შიშით. 💥 ეს ძალა იმდენად გაფართოვდება, რომ გარშემო მხლოდ ისეთ ადამიანებს მოიზიდავ, ვინც შენთან რეზონირდება და მოგისმენს. ვინც შენს სინათლეს გამოყვება. 💥 როცა შენს ნამდვილ ძალას გამოიყენებ მიხვდები, რომ შენი ცხოვრება შენს ხელშია, შენ ხარ ის ვინც შენს ცხოვრებას ქმნის. 💥როცა შენს ძალას გაშლი, უპირობო სიყვარულს ისწავლი და ამ სიყვარულს ყველა მიმართულებით გაავრცელებ. მერე მოიმკი იმას, რაც დათესე! 💥 როცა ძალას დაიბრუნებ, მიხვდები, რომ უსასრულო შესაძლებლობები გაქვს, ამიტომ აღარ დაგჭირდება არავისგან გამხნევება. რადგან ხარ ღვთიურ მხარდაჭერაში 💥 ჩემო სინათლის ციმციმა მანათობელო, როცა შენს ძალას დავიწყების ბეჭედს ახსნი და გააქტიურებ, გახდები ის, ვინც სინამდვილეში ხარ!

ჩემო ციმციმა სამყაროს მანათობელო! 🔥უნდა გაგახსნაო ის, რაც მივიწყების ბეჭდით არის დალუქული. 🔥უნდა გაგხაენო ის, რაც შენმა სულ
ჩემო ციმციმა სამყაროს მანათობელო! 🔥უნდა გაგახსნაო ის, რაც მივიწყების ბეჭდით არის დალუქული. 🔥უნდა გაგხაენო ის, რაც შენმა სულმა, ჯერ კიდევ დედამიწაზე მოგზაურობამდე დიდი ხნით ადრე იცოდა! ✨🙏💖🌿 ‼️დავიწყოთ: 💥 უზარმაზარი ძალაა შენში ჩანალული და როცა მას შეიცნობ, პირველ რიგში შენი თავის სიყვარულსა და პატივისცემას ისწავლი. 👇👇👇👇გაგრძ….

💚მე ვარ ერთიანი სიყვარული 🌸მე ვარ ღმერთი და ეს სხეული არის ჩემი 🌸მე სიყვარულის უსასრულო, უკიდეგანო და მარადიული მდგომარეობ
💚მე ვარ ერთიანი სიყვარული 🌸მე ვარ ღმერთი და ეს სხეული არის ჩემი 🌸მე სიყვარულის უსასრულო, უკიდეგანო და მარადიული მდგომარეობა ვარ! 🩵მე ვარ ყველგან და ყველა არის ჩემთან 🩷ყველაფერი ამ სამყაროში არის და ხდება ჩემით ჩემგან ჩემთვის 💛შენ ჩემი სიყვარულის ციმციმა ცნობიერება ხარ და გელოდები სახლში სიყვარულით

სიყვარულია ყველაფერი და სიყვარულის ნაკადი ვარ მე ❤️

ადამიანი რთული, მრავალდონიანი, დიდი სისტემაა, რომლის შეცნობაც, შრომას მოითხოვს - შრომას საკუთარ თავთან...
ადამიანი რთული, მრავალდონიანი, დიდი სისტემაა, რომლის შეცნობაც, შრომას მოითხოვს - შრომას საკუთარ თავთან...

ფიზიკურ ტანჯვაში გალიონ. 🌼 მკურნალები... ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ექიმები, ფსიქიკისი მკურნალები ფსიქიატრები, ფსიქოლოგები,, ან სულაც სულის დასტაქრები, რომლებიც სულის და ენერგიების დონეზე მუშაობენ. 🌼 მასწავლებლები... ისინი საგანმანათლებლო და რელიგიურ დაწესებულებებში მუშაობენ, ან თავიანთ ხელთ არსებულ ინფორმაციას სხვადასხვა გზებით ავრცელებენ. ახლა ბევრი სულიერი მასწავლებელი უზრუნველყოფს წმინდა სფეროებიდან ინფორმაციის გამოტანას და მათ გავრცელებას. და ეს ამ დროის აუცილებლობით არის განპირობებული 🌼 სინათლეები... ნათელი ადამიანები , ვინც წმინდა ცოდნისა და სიბრძნის კოდებს თავიანთ ენერგეტიკული ველით ატარებენ და ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ადამიანებს გადასცემენ. 🌼 ბუნებაში მყოფნი... მათ ორგანულად მოჰყავთ საკვები და ახალ გზებს ეძებენ პლანეტის მოსახლეობის ჯანსაღად და სრულფასოვნად გამოსაკვებად. 🌼 ცხოველებთან ან მცენარეებთან მომუშავენი... ეს ადამიანები ამ გზით იმის გაგებას ცდილობენ, თუ ვინ არიან სინამდვილეში ბუნების ეს საოცარი შვილები. შემოქმედებითი ან მხატვრული გამოხატვით ისინი მათ ბუნების სილამაზეს წარმოაჩენენ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ეს ადამიანები ღვთაებრივი თვისებების მატარებლები არიან. 🌼 ...და არიან ისეთი უბრალო, ანგელოზური ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფთათვის მუდამ სიყვარულსა და სიხარულს ასხივებენ, გვერდით არიან, იცავენ და ზრუნავენ. სინათლით გევლოთ

რატომ მოდის სული დედამიწაზე? სული და სხეული ეს არის უმღლესი გონის რესურსი მისიის შესასრულრბლად - პლანეტის ოქროს ხანის დაბრუნე
რატომ მოდის სული დედამიწაზე? სული და სხეული ეს არის უმღლესი გონის რესურსი მისიის შესასრულრბლად - პლანეტის ოქროს ხანის დაბრუნებისთვის. ამის განსახორციელებლად მას სჭირდება სხდასხვა დონეზე კარმას განწმენდა. მრავალი სახის მისია არსებობს... განვიხილოთ მცირე მათგანი: 🌼 ყველაზე ძლიერი და მამაცი სულები, სამყაროს ტკივილისგან გასაწმენდად მოდიან... ისინი ოქროს მოსასხამის საძმოს წევრები არიან და ადამიანთა ცნობიერებისგან დაფარულად მოქმედებენ. ეს არსებები სამყაროს ტკივილს იღებენ საკუყარ თავზე. კაცობრიობის დასახმარებლად მათ შეუძლიათ რთული დაავადებები საკუთარი მხრებით ატარონ და მრავალი წელი👇👇👇👇 გაგრძ….

ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს ჰგავს. რამდენიმე დონის გავლაა საჭირო, რომ ადამიანმა შეძლოს ევოლუცია ცხოველური დონიდან ადამი
ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს ჰგავს. რამდენიმე დონის გავლაა საჭირო, რომ ადამიანმა შეძლოს ევოლუცია ცხოველური დონიდან ადამიანურ დონეზე და ადამიანურიდან სულიერ დონეზე. ყველა დონეზე თითოეულს აქვს გარკვეული როლი, რომლის შესრულების ხარისხზეც არის დამოკიდებული ბედნიერება ან პრობლემებთან ერთად ცხოვრება. როლს ყოველთვის ახლავს თან გარკვეული პასუხისმგებლობა, გარკვეული ვალი/ვალდებულება. თითოეული როლის სრულყოფილად გავლით, ვალების გასტუმრებით, შევიცნობთ თავს და სამყაროს ამით ვაძლევთ ჩვენს ცხოვრებას ევოლუციის ვექტორს და ვხდებით შემოქმედები. ბედის ოსტატები ასევე, ვალის დაბრუნებთ, ეტაპობრივად გავდივართ ევოლუციას . ცნობიერების ღვთიურ ნაწილში ვბრუნდებით ‼️‼️‼️გიწვევთ ამ საოცარ მოგზაურობაში 💫💫💫ჩვენი კოსმიოური ხომალდი “სულის ევოლუცია” მალე აფრინდება საკუთარი თავის და სამყაროს შესაცნობ მოგზაურობაში, გეპატიჟები ამ ბორტზე. რამდენიმე დღეში სტარტს ვიღებთ დარწმუნდი რომ ჩვენთან ხარ , აიღე სამგზავრო ბილეთი შემოგვიერთდი გელოდები 🩷🌸💚 ‼️რეგისტრაცია https://bit.ly/4eEisc7

დღის აფორმაციები: ⚫️მე ვიცი, რომ შემიძლია წარმატების მიღწევა და ის იქნება ისეთი როგორც წარმომიდგენია. ყოველი მხრიდან, თვალწინ მეშლება ერთმანეთზე უკეთესი შესაძლებლობები! ⚫️ცხოვრების ყველა სფეროში ვიზიდავ საუკეთესო შესაძლებლობებს. დაე, იყოს ასე! არს და იყოს!🙏 🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🌸🩷🌸🩷🌸🩷🌸🩷 ✨ სიყვარულის მარათონი 👇 💚მე ვარ უმაღლესი გონის სიყვარულის გამოვლინება