cookie

We use cookies to improve your browsing experience. By clicking «Accept all», you agree to the use of cookies.

avatar

შოთა მარტინენკო / Shota Martinenko

Show more
Advertising posts
2 058
Subscribers
+124 hours
+67 days
+6530 days
Posting time distributions

Data loading in progress...

Find out who reads your channel

This graph will show you who besides your subscribers reads your channel and learn about other sources of traffic.
Views Sources
Publication analysis
PostsViews
Shares
Views dynamics
01
არაფერი იმაზე სახიფათო არ არის, როგორც მოწინააღმდეგის და ძალთა რეალური ბალანსის შეუფასებლობა: ამ დღევანდელ ვიდეოზე გირჩის წევრის, ცოტნე კობერიძის ქუჩაში გალახვა სცადა, სავარაუდოდ, ოცნების მიგზავნილმა ხალხმა. და ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი გამვლელები გირჩელს გამოექომაგნენ, ოცნების ხალხს დაუპირისპირდნენ და გააქციეს. ასევე დღესვე დაიდო ვიდეო, სადაც ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს პარკში ვიღაც ქალი დაუპირისპირდა აგენტების კანონის მხარდაჭერის გამო და როცა ვიქტორ სანიკიძემ შეკამათება დაუწყო, ამ ქალს რამდენიმე შემთხვევითმა გამვლელმაც აუბა მხარი სანიკიძის წინააღმდეგ, ოცნების დეპუტატის მოქომაგე კი არავინ გამოჩნდა. და თუ ქალი, რომელმაც თავდაპირველად დაუწყო სანიკიძეს კამათი, შეიძლება მიგზავნილი აქტივისტიც ყოფილიყო (რაც არ ვიცით, ასეა თუ არა, დიდი შანსია, არც ის იყოს მიგზავნილი), დეპუტატის წინააღმდეგ კამათში ჩაბმული დანარჩენი ადამიანები აშკარად ჩვეულებრივი გამვლელები იყვნენ. მანამდე იყო ფორთოხლის გამყიდველთან ბოდიშის მოსახდელად მისული სხვა დეპუტატი, სადაც ისევ აქეთ დაუპირისპირდნენ ოცნებას შემთხვევითი მაღაზიის მეპატრონეები. ანუ, რაც კი მსგავსი დაპირისპირების ვიდეო დაიდო ამ დღეებში, ყველგან ჩვეულებრივი გამვლელები ოცნების წინააღმდეგ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება ყოველთვის უფრო სარისკოა ხოლმე. რეალურად ეს ძალიან სახიფათო სიგნალია და ამ მოცემულობის იგნორირება არ შეიძლება. თუ რამე დამღუპველი და მავნებლურია ახლა, პირველ რიგში უსაფრთოხების ილუზიების კულტივირება და ამით უმოქმედობის წახალისებაა. ფაქტი ის არის, რომ ბოლო ორ თვეში ოცნებამ საინფორმაციო კამპანია პირწმინდად წააგო, დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო და ამომრჩევლის იმხელა პროცენტი დაკარგა, რომ დაქირავებული ხალხის გარდა ძალიან იშვიათადღა თუ შერჩა დამცველი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩაში ნაცები და გირჩები უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ოცნებას კი ყოველ ნაბიჯზე პრობლემები ექმნება არა მხოლოდ დაქირავებული აქტივისტებისგან, არამედ ჩვეულებრივი გამვლელებისგანაც. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოდ ჰგავს 2012 წლის ზაფხულის პერიოდს, როცა ნაცებს ეგონათ, რომ ვითარება ხელში ეჭირათ, რეალურად კი მათი დამცველი სისტემის იქით აღარავინ იყო. ასე თუ გაგრძელდა, ოცნება უბრალოდ პირწმინდად წააგებს არჩევნებს და ეგ იქნება. ერთად-ერთი რეალური შანსი, აქ ვითარების გადატეხვის და კოლექტიური პროდასავლელი ნაცების რევანშის არდაშვების, კონსერვატიული ფლანგის კონსოლიდაციაში და მათ მიერ არჩევნებზე იმ კრიტიკული მასის მიყვანაშია, რომელიც ერთის მხრივ ოცნების, და მეორეს მხრივ მედასავლეთე აგენტების სახით მოძულებულ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში საკუთარ პოზიციას ვერ პოულობს.
1 88016Loading...
02
ამ ვიდეოზე ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პატივისცემით ხვდება შერეული ორთაბრძოლების ყოფილ დაღესტნელ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც ჩემპიონობასთან ერთად კავკასიური ტრადიციების და რელიგიური ცხოვრების წესის უპირატესობის ხაზგასმით არის ცნობილი ამერიკაში და ამით იქცევს დიდ ყურადღებას. ანუ ის ხაზს უსვამს საკუთარი ტრადიციული იდენტობის მნიშვნელობას, სწორედ ამ იდენტობიდან გამომავალმა თვისებებმა მოუტანეს წარმატება და ამ თვისებების ეფექტურობას აღიარებენ და პატივს სცემენ დასავლეთშიც. სიმბოლური და დემონსტრაციული ვიდეოა კოლექტიური ქართველი დასავლეთუმეებისთვის, ვერცერთი თქვენგანი დასავლეთისგან რეალურ პატივისცემას ვერ დაიმსახურებს და ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ თუნდაც ბაიდენი, თქვენთვის ხელის ჩამორთმევას პატივად არ ჩათვლის, რადგან თქვენ საკუთარი ტრადიციული რაობა გეთაკილებათ და საკუთარ თავს და მნიშვნელობას იმით ზომავთ, რამდენად მოახერხებთ და დაემსგავსებით დასავლელებს. ხოლო სხვის მიმბაძველებს, არასრულფასოვნების განცდის მქონე უთავმოყვარეოებს, რომლებმაც მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიონ, დასავლელის შეუმდგარი ასლი იყონ მხოლოდ, ანუ სულიერად მონებს და "ღამურებს" არავინ რეალურად პატივს არ სცემს. იყავით ისინი, ვინც ხართ, რითიც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე, მოგვწონდეს და ვაფასებდეთ საკუთარ ტრადიციულ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ საკუთარი ეროვნული წესებით, ანუ ვიყოთ მართლა თავისუფლები და თვითკმარები და მაშინ ყველა იძულებული იქნება, ჩვენი ძალა და მნიშვნელობა აღიაროს.
2 61821Loading...
03
ინტერვიუ ალბანურ ტელევიზია NTV-ს ეთერში. საქართველო ალტ ინფოს პერსპექტივიდან
4137Loading...
04
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო. მას ბრალი ედებოდა ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში. სასჯელის სახე სასამართლომ მომავალში უნდა განსაზღვროს. სახეზეა ამერიკის "დემოკრატიობანას" დასასრული. ყველას მშვენივრად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე და ერთად ერთი მიზეზი, რატომაც მის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას უკანონოდ იყენებენ, არის აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორი კანდიდატი დონალდ ტრამპი უპირობო ფავორიტია. ნაკლებად სავარაუდოა ტრამპი ციხეში ჩაჯდეს, მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარში მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
2241Loading...
05
პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში, ახალგაზრდობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პასიური სეგმენტია. თან ეს არ არის ვიწრო ქართული სპეციფიკა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია. თუმცა, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოში ეს ტენდენცია შეცვლილია, ხელისუფლების ნაბიჯებმა და დასავლეთის ჩართულობამ ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ინტერესი გაზარდა. ცხადია უკიდურესად დილეტანტურ, პრიმიტიულ დონეზე და ძირითადად ემოციური ლოზუნგების ფორმებით ( მაგ. "ევროპა გვინდა", "რუსეთს ვამარცხებთ" და ა.შ ). მაგრამ მეტი არც არის საჭირო. დასავლეთმა ამოცანა წარმატებით შეასრულა, მოსწავლეებში, სტუდენტბში ანტისახელისუფლებო პროტესტი ტრენდული გახადა. ხელისუფლების გინება სოციალური ქულების ჩასაწერად, კულტურული თვითდამკვიდრების იდეალურ საშუალებად იქცა. დასავლეთი მთელ ამ, აქამდე არა აქტუალურ ელექტორალურ ენერგიას მოაგროვებს და არჩევნებში საკუთარ, არც თუ ისე მცირე, პოლიტიკურ კალაპოტში მიუშვებს. ტიკ-ტოკ ტრენდად გაფორმდება არჩევნებზე წასვლა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემა. "ქართული ოცნება" ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს ამ წმინდა მათემატიკურ კანონზომიერებას. ვერც "გამჭვირვალობის კანონი" ვერ შეზღუდავს პრო-დასავლურ ჯგუფებს, იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ ეს კანონი შინაარსობრივად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ვერც ვერაფერს ახალს, ე.წ "გეიმჩეინჯერს", ამ დარჩენილ 5 თვეში, ვერ შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას, რამაც შეიძლება ძალაუფლებაში მყოფი ოცნების გაცვეთილი რეიტინგის რეაბილიტაცია მოახდინოს.
4643Loading...
06
ოცნებამ ბოლო ორ თვეში იმდენი მოახერხა, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ტრადიციულად არჩევნებზე ყველაზე პასიური სეგმენტი იყო, ოპოზიციონერ აქტივისტებად აქცია და ახლა ბევრი მათგანი პირდაპირ დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან არჩევნებისთვის. თან ახალგაზრდების რაოდენობა ქვეყანაში ასეულობით ათასია, ანუ ეს არის კრიტიკული სეგმენტი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა. და ამის საპირწონედ დაიდო კანონი, რომელიც აგენტების დაფინანსებას ვერანაირად ვერ ზღუდავს, მაქსიმუმ გამჭვირვალობა უზრუნველყოს, ანუ მაქსიმუმ კოლექტიურმა ბაია პატარაიამ ღიად უნდა თქვას, კი, დასავლეთიდან ვფინანსდებიო, რასაც ისედაც ამაყად იძახდნენ. და ამ დაპირისპირების პროცესში რეპუტაციული და რეიტინგული ბალანსი ისეთი გახდა, რომ თვითონ ამ კანონის მომღებ დეპუტატებს უწევთ ქუჩაში მოღალატეების და აგენტების ძახილის ატანა. მართლაც ოცნების გასაოცარი "შორსმჭვრეტელობის" და გეგმის მომსწრენი ვართ...
1 8228Loading...
07
როგორც სხვადასხვა არასამთავრობოების და საინფორმაციო საიტების თანამშრომლები წერენ, ახლა მათი ორგანიზაციები უბრალოდ უცხოეთში თავიდან დარეგისტრირდებიან, შევიწროვებულებად და რეპრესირებულებად გამოცხადებულები იქ აიღებენ კიდევ უფრო მეტ დაფინანსებას, ახლა პირდაპირ იქ გასცემენ თანამშრომლებზე ხელფასებს და ვერც ეს გამჭვირვალობის კანონი გაუკონტროლებს ფინანსებს და არც უცხოეთის აგენტებად დაირეგისტრირებენ თავს... ეს აგენტების კანონი უცხოეთში რეგისტრაციის შემთხვევაში მართლა არ ითვალისწინებს კონტროლის ბერკეტებს. ანუ ამ ორთვიანი დაპირისპირების შედეგი ის იქნება, რომ აგენტების დაფინანსებას პრობლემა არ შეექმნება და არც გამჭვირვალე გახდება, ოღონდ პარალელურად ოცნება ანტიდასავლურ და მოძალადე ხელისუფლებად გამოაცხადეს და სერიოზულად შეურყიეს რეიტინგი, ხოლო გაკოტრებული და სიკვდილის პირას მყოფი ოპოზიცია გაცოცხლდა და საარჩევნოდ შანსები შეიძინა. მართლაც გასაოცარია ოცნების შორსმჭვრეტელობა...
3 49935Loading...
08
📍იუსტიციის სამინისტრომ მორიგი კანონდარღვევა ჩაიდინა. ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრის განხილვის ვადა, რომლის საფუძველზე პარტია „ქართულ იდეას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია შეუჩერეს, კანონით ერთ თვეს შეადგენდა. იუსტიციის სამინისტრომ შეგნებულად დაარღვია საჩივრის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა, რითაც მიზანმიმართულად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ცალსახაა, რომ არსებული კანონდარღვევა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახები და ვადების შეგნებული დარღვევა „ქართული იდეის“ არჩევნებში არ დაშვების მართლსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება.
6403Loading...
09
📍პარტია „ქართული იდეისთვის“ რეგისტრაციის უსაფუძვლოდ შეჩერების გამო, პარტიის ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადვოკატი სერგი ხურციძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს და იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძის მითითებით, „კონსერვატიულ პარტიებს“ ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უკრძალავს.
760Loading...
10
სალომე ზურაბიშვილმა, ანუ დასავლეთმა დღეს წარმოადგინა პროდასავლური პარტიების საარჩევნო ქარტია, რომლის საფუძველზეც ხელმომწერი პარტიები პირობას დებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაშინვე გაატარებენ "დემოკრატიულ" რეფორმებს და მომავალ წელსვე დანიშნავენ ახალ არჩევნებს. ამასთან ოპოზიციური პარტიები ერთ საარჩევნო სიად კი არ გაერთიანდებიან, არამედ დაიყოფიან ნაცებად, შედარებით ზომიერ და დახვეწილ მედასავლეთეებად ლელო-გირჩ-ახალის და სხვების ერთობის სახით და კიდევ ცალკე გახარიას და მისი რამდენიმე მოკავშირე ჯგუფის სახით. ამით ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს შეექმნება განწყობა, რომ ოცნების დამარცხების შემთხვევაში ნაცები კი არ დაბრუნდებიან, არამედ იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ნაცებიც შევლენ და გახარიას მსგავსი არანაცებიც და, ასევე, ამ კოალიციის ნაცურის მსგავსი თავგასულობის თავიდან არიდების დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი იქნება დაპირებული ვადამდელი არჩევნები. საკმაოდ ეშმაკური და ეფექტური პიარული გეგმაა, რაც იმთავითვე მოსალოდნელი იყო დასავლეთისგან და მითუმეტეს სახიფათოდ ჩანს ბოლო ორ თვეში აქციებით თვალსა და ხელს შუა გაცოცხლებული და მკვეთრად გაძლიერებული ოპოზიციის პირობებში. ხოლო, როგორ აპირებს არჩევნებზე ამ გეგმასთან გამკლავებას აგენტების კანონის ირგვლივ დატრიალებული კრიზისის პროცესში სანქციებით და თავპირისმტვრევებით მძიმედ დაზიანებული და რეიტინგშერყელული ოცნება, რომელსაც პროდასავლელი ამომრჩევლის თითქმის სრულად დაკარგვის ფონზე უკვე მაღალჩინოსნები გაურბის და კონსერვატორებსაც არ უშვებს არჩვენებამდე, ჯერჯერობით გაუგებარი ჩანს.
5 74218Loading...
11
📌 26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი 85 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
4243Loading...
12
📌26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც გაიმართება. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
4051Loading...
13
❗️❗️❗️აშშ-მა ხელისუფლებასა და მათი ოჯახების წევრებს სანქციები დაუწესა. "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზებას მოახდენს ორგანიზაციების, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ მშვიდობიანი თავისუფალი აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის აშკარა ნიშნები ვნახეთ. ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე." - წერია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს
4842Loading...
14
📍 წამყვან ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა, ახალი ორპარტიული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ორი ამერიკელი სენატორი წარადგენს, სანქციები დაემუქროთ. ამის შესახებ POLITICO მორიგ სტატიაში წერს. გამოცემა წერს, რომ მათ ნანახი აქვთ დოკუმენტი, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. დოკუმენტს "ქართველი ხალხის აქტი" ჰქვია და მას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს წარადგენენ. POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში" და შეინიშნებიან "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში". ის ასევე მოითხოვს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას.
6474Loading...
15
მემგონი, ყველა ხვდება, რომ მართლა ჯანმრთელობის პრობლემა რომ ყოფილიყო მიზეზი, გენერალური პროკურორი გადადგომაზე განცხადებას ზუსტად სანქციებზე მუქარის მომენტში არ გააკეთებდა და დაიცდიდა ხელისუფლებისთვის ამ კრიზისული მომენტის გადავლამდე. ამიტომ ახლა, ამ ვითარებაში გადადგომა მხოლოდ დემონსტრაციული პოლიტიკური ნაბიჯია და სხვა არაფერი.
2 96513Loading...
16
📍 საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. „მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით,“ - ნათქვამია შოთაძის განცხადებაში.
8342Loading...
17
კითხვა: დავხვრეტთ თუ არა ლიბერალებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? ))
6152Loading...
18
ისე ერთი შეკითხვა მაქვს... ჩვენ რომ მიგვაჩნია, გეი პარადის ჩატარება არ უნდა შეიძლებოდეს და არ ვაძლევთ არავის მის ჩატარების უფლებას, ხოლო ქართულმა ოცნებამ რომ გაუერთიანა თავ-ყბა პოლიტიკურ ოპონენტებს და მომიტინგეებს იმიტომ, რომ შიში დათესოს პროტესტანტებში, მაინც ჩვენ გამოვდივართ მოძალადე ჯგუფები და ოცნება ძალადობის მგმობი ძალა?
8992Loading...
19
"ღირსებით ევროპისკენ" 🌈 https://t.me/altinfonews/38500
8541Loading...
20
წარმოდგენა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა ოცნებას აღარ დაუძაბავს, თუ ის ამერიკის მიმართ ურჩობის და მისი გავლენის სადავეების, ენჯეოების შებოჭვის პოლიტიკას გაატარებს, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ოპტიმისტური სცენარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ენჯეოების დაფინანსების საწინააღმდეგო კანონის გამო ოცნების დასანქცირების კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში სწორედ ტრამპისტმა კონგრესმენმა შეიტანა. ყველაფერი მარტივად არის - ბაიდენი იქნება ხელისუფლებაში, ტრამპი თუ კენედი, ამით ის ფაქტი არ შეიცვლება, რომ ვინც აშშ-ის გავლენის სადავეებს შეუტევს, მას ამერიკა აუცილებლად დაარტყამს და არარეალისტურად ოპტიმისტური წარმოდგენები აქ ქვეყნისთვის სასარგებლო როლს არ ითამაშებს.
1 7856Loading...
21
❗გურამ შარაძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა
8064Loading...
22
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, ერთობლივ განცხადებაში, ბრალს დებენ ქართულ ოცნებას ევროპული გზიდან გადახვევაში.
1 1453Loading...
23
სალომემ კანონს ვეტო დაადო. პრინციპში ოცნებას მისი დაძლევა შემდეგ კვირაშივე შეუძლია. ამით სამართლებრივი ნაწილი დასრულდება. დარჩება მხოლოდ პოლიტიკური
9231Loading...
24
ხუთი წელი გავიდა. მაშინ პირველად ჩავატარეთ ჩვენი აქცია 17 მაისს კანცელარიასთან. დიდი გზა გავიარეთ დღემდე. წინ კიდევ უფრო მეტია✊
7861Loading...
25
⚜ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები მიმდინარეობს. თბილისში, ქაშვეთის ტაძართან შეკრებილი საზოგადოება სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება, სადაც სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდიან. მსვლელობას დილიდანვე შეუერთდნენ „ალტ-ინფოს“ ლიდერები.
7992Loading...
26
📍შოთა მარტინენკო ოჯახის სიწმინდის დღის შესახებ - ოჯახური ფასეულობების ხაზგასმის გარდა, ეს დღე არის სიმბოლო და გამოხატულება იმისა, რომ საქართველო საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლაში კონსოლიდირდება და ამას არ დათმობს.
1 2324Loading...
27
აშშ იძულებული იქნება ძირეულად გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობას, თუ კანონი უცხოური აგენტების შესახებ ამოქმედდება - თეთრი სახლი 🥺
1 4677Loading...
28
როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, ოცნებამ გარისკა სრულმასშტაბიანი კონფრონტაცია დასავლეთთან. ოცნების მიმართ რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, დასავლეთის გავლენების და ნაცების წინააღმდეგი ვარ ყველგან და ყოველთვის. ამიტომ რადგან გაბედეს და მიიღეს, ეს გადაწყვეტილება მხარდასაჭერია.
1 2151Loading...
29
ოცნებამ უცხოეთის აგენტების საწინააღმდეგო კანონი საბოლოდ მიიღო, რაც ლიბერალური დასავლეთის მიმართ დაუმორჩილებლობის და კონფლიქტის მზაობის აშკარა დემონსტრაციაა. რაც არ უნდა მავნე უაზრობად მიგვაჩნდეს ოცნების რიგი ნაბიჯები, ცალსახაა რომ ამ ახლა ჩვენს თვალწინ ფორმირებულ კონფლიქტში ლიბერალი გლობალისტების და მათი აგენტების წინააღმდეგ ყოფნაა სწორი პოზიცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ამ კანონს და იმედი ვიქონიოთ, რომ ოცნება ბოლომდე დაიცავს საკუთარ პოზიციას და ვეტოს სახით რაიმე კომპრომისებზე არ წავა, რადგან კომპრომისებს ახლა ზიანის მეტი უკვე აღარაფრის მოტანა არ შეუძლიათ.
5 04918Loading...
30
❗ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.
6383Loading...
31
პარლამენტარები რომლებიც ძალადობას გმობენ...
1 2273Loading...
32
📍 „ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველ ფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდა დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც არსებობს მიწაზეო და სინამდვილეში არ არსებობს. ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ქადაგებისას განაცხადა.
6311Loading...
33
❗ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
8842Loading...
34
📍 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ივლიანე ხაინდრავა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა: „დღეს დავწერე განცხადება... დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს („უცხოელი აგენტების“ შესახებ) და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ - ამბობს ივლიანე ხაინდრავა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში. ცნობისათვის, ხაინდრავა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა.
1 0052Loading...
35
📍 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე „ფეისბუქზე“ წერს: „აუცილებელია, რომ მთავრობამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გამონახოს კომპრომისი, დასავლური დემოკრატია არის ერთადერთი ხსნა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე, ველოდები პოზიტიურ ცვლილებებს ამ მიმართულებით. ასევე, მჯერა, რომ ყველა ფაქტზე სადაც თვალსაჩინოა ძალადობა, პოლიცია მოახდენს რეაგირებას და დასჯის ყველა იმ პირს, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღო“, - წერს ზარნაძე.
6580Loading...
36
ოცნების მხარდამჭერების ენთუზიაზმი იმაზე, რომ ოპოზიციას პარლამენტის ბლოკირება არ გამოსდის მიამიტობა მგონია. ოპოზიციის ამოცანა პარლამენტის შტურმით აღება კი არა, ამ კადრების დადება იყო. ამ კადრებისთვის ხდება ყველაფერი რაც ხდება. ასეთი სურათისთვის კრიბავს ოპოზიცია ხალხს, ათენებს ღამეს და აცემინებს თავს.
4830Loading...
37
ამ არსებამ გაიმარჯვა ევროვიზიაზე. ეს კონკურსი დიდი ხანია დასავლეთში გამეფებული სოციალურ-კულტურული მდგომარეობის პროპაგანდის საშუალებად იქცა, მუსიკალური შემადგენელი არავის არ აინტერესებს. ღია ლგბტ დღის წესრიგი, დაუფარავი სატანისტური ინსტალაციები - ეს არის თანამედროვე დასავლეთის კულტურული სახე. მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია ამ ყველაფრის შედეგები, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ცენტრალური პარკი. ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ პროცესები, ლიბერალური დასავლეთის დღეები დათვლილია. არსებული სუიციდური მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, ევროპა, ან ქრისტიანობას დაეყრდნობა, ან ძალიან მოკლე დროში აფრიკა-ხალიფატად გადაიქცევა. საქართველოს შემთხვევაში პოზიტიური და ნეგატიური სცენარები არსებობს. პოზიტიური იმაში მდგომარეობს, რომ გეოპოლიტიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე ჩვენ ვერასოდეს ვერ აღმოვჩნდებით ევროპულ სივრცეში (დიდი მადლობა ამისთვის გეოგრაფიას, შავ ზღვას, რუსეთ-თურქეთის ფაქტორს). რაც შეეხება ნეგატიურ სცენარს, რომელშიც სხვათაშორის ამჟამად ვიმყოფებით, "ღირსებით ევროპისკენ" ილუზორულმა სიარულმა შეიძლება "ბახმუტამდე" მიგვიყვანოს...
5604Loading...
38
❗მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი – აღუდგინეთ კონსერვატორებს პარტია და მიეცით უფლება იბრძოლონ ჩვენი ერის ერთიანობის და სუვერენიტეტისთვის, კეთილდღეობისათვის, გააკეთეთ ეს სანამ დრო გაქვთ და სანამ კიდევ გვიან არ არის!!! https://alt-info.ge/archives/45718
3463Loading...
39
❗ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამი პირი შეიჭრა და სასულიერო პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
5594Loading...
00:28
Video unavailableShow in Telegram
არაფერი იმაზე სახიფათო არ არის, როგორც მოწინააღმდეგის და ძალთა რეალური ბალანსის შეუფასებლობა: ამ დღევანდელ ვიდეოზე გირჩის წევრის, ცოტნე კობერიძის ქუჩაში გალახვა სცადა, სავარაუდოდ, ოცნების მიგზავნილმა ხალხმა. და ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი გამვლელები გირჩელს გამოექომაგნენ, ოცნების ხალხს დაუპირისპირდნენ და გააქციეს. ასევე დღესვე დაიდო ვიდეო, სადაც ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს პარკში ვიღაც ქალი დაუპირისპირდა აგენტების კანონის მხარდაჭერის გამო და როცა ვიქტორ სანიკიძემ შეკამათება დაუწყო, ამ ქალს რამდენიმე შემთხვევითმა გამვლელმაც აუბა მხარი სანიკიძის წინააღმდეგ, ოცნების დეპუტატის მოქომაგე კი არავინ გამოჩნდა. და თუ ქალი, რომელმაც თავდაპირველად დაუწყო სანიკიძეს კამათი, შეიძლება მიგზავნილი აქტივისტიც ყოფილიყო (რაც არ ვიცით, ასეა თუ არა, დიდი შანსია, არც ის იყოს მიგზავნილი), დეპუტატის წინააღმდეგ კამათში ჩაბმული დანარჩენი ადამიანები აშკარად ჩვეულებრივი გამვლელები იყვნენ. მანამდე იყო ფორთოხლის გამყიდველთან ბოდიშის მოსახდელად მისული სხვა დეპუტატი, სადაც ისევ აქეთ დაუპირისპირდნენ ოცნებას შემთხვევითი მაღაზიის მეპატრონეები. ანუ, რაც კი მსგავსი დაპირისპირების ვიდეო დაიდო ამ დღეებში, ყველგან ჩვეულებრივი გამვლელები ოცნების წინააღმდეგ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება ყოველთვის უფრო სარისკოა ხოლმე. რეალურად ეს ძალიან სახიფათო სიგნალია და ამ მოცემულობის იგნორირება არ შეიძლება. თუ რამე დამღუპველი და მავნებლურია ახლა, პირველ რიგში უსაფრთოხების ილუზიების კულტივირება და ამით უმოქმედობის წახალისებაა. ფაქტი ის არის, რომ ბოლო ორ თვეში ოცნებამ საინფორმაციო კამპანია პირწმინდად წააგო, დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო და ამომრჩევლის იმხელა პროცენტი დაკარგა, რომ დაქირავებული ხალხის გარდა ძალიან იშვიათადღა თუ შერჩა დამცველი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩაში ნაცები და გირჩები უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ოცნებას კი ყოველ ნაბიჯზე პრობლემები ექმნება არა მხოლოდ დაქირავებული აქტივისტებისგან, არამედ ჩვეულებრივი გამვლელებისგანაც. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოდ ჰგავს 2012 წლის ზაფხულის პერიოდს, როცა ნაცებს ეგონათ, რომ ვითარება ხელში ეჭირათ, რეალურად კი მათი დამცველი სისტემის იქით აღარავინ იყო. ასე თუ გაგრძელდა, ოცნება უბრალოდ პირწმინდად წააგებს არჩევნებს და ეგ იქნება. ერთად-ერთი რეალური შანსი, აქ ვითარების გადატეხვის და კოლექტიური პროდასავლელი ნაცების რევანშის არდაშვების, კონსერვატიული ფლანგის კონსოლიდაციაში და მათ მიერ არჩევნებზე იმ კრიტიკული მასის მიყვანაშია, რომელიც ერთის მხრივ ოცნების, და მეორეს მხრივ მედასავლეთე აგენტების სახით მოძულებულ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში საკუთარ პოზიციას ვერ პოულობს.
Show all...
ო.mp44.86 MB
👍 112😁 5
00:14
Video unavailableShow in Telegram
ამ ვიდეოზე ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პატივისცემით ხვდება შერეული ორთაბრძოლების ყოფილ დაღესტნელ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც ჩემპიონობასთან ერთად კავკასიური ტრადიციების და რელიგიური ცხოვრების წესის უპირატესობის ხაზგასმით არის ცნობილი ამერიკაში და ამით იქცევს დიდ ყურადღებას. ანუ ის ხაზს უსვამს საკუთარი ტრადიციული იდენტობის მნიშვნელობას, სწორედ ამ იდენტობიდან გამომავალმა თვისებებმა მოუტანეს წარმატება და ამ თვისებების ეფექტურობას აღიარებენ და პატივს სცემენ დასავლეთშიც. სიმბოლური და დემონსტრაციული ვიდეოა კოლექტიური ქართველი დასავლეთუმეებისთვის, ვერცერთი თქვენგანი დასავლეთისგან რეალურ პატივისცემას ვერ დაიმსახურებს და ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ თუნდაც ბაიდენი, თქვენთვის ხელის ჩამორთმევას პატივად არ ჩათვლის, რადგან თქვენ საკუთარი ტრადიციული რაობა გეთაკილებათ და საკუთარ თავს და მნიშვნელობას იმით ზომავთ, რამდენად მოახერხებთ და დაემსგავსებით დასავლელებს. ხოლო სხვის მიმბაძველებს, არასრულფასოვნების განცდის მქონე უთავმოყვარეოებს, რომლებმაც მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიონ, დასავლელის შეუმდგარი ასლი იყონ მხოლოდ, ანუ სულიერად მონებს და "ღამურებს" არავინ რეალურად პატივს არ სცემს. იყავით ისინი, ვინც ხართ, რითიც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე, მოგვწონდეს და ვაფასებდეთ საკუთარ ტრადიციულ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ საკუთარი ეროვნული წესებით, ანუ ვიყოთ მართლა თავისუფლები და თვითკმარები და მაშინ ყველა იძულებული იქნება, ჩვენი ძალა და მნიშვნელობა აღიაროს.
Show all...
ტ.mp45.02 MB
👍 98 22👎 1
Repost from N/a
24:10
Video unavailableShow in Telegram
ინტერვიუ ალბანურ ტელევიზია NTV-ს ეთერში. საქართველო ალტ ინფოს პერსპექტივიდან
Show all...
713.44 MB
👍 91 21
02:01
Video unavailableShow in Telegram
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო. მას ბრალი ედებოდა ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში. სასჯელის სახე სასამართლომ მომავალში უნდა განსაზღვროს. სახეზეა ამერიკის "დემოკრატიობანას" დასასრული. ყველას მშვენივრად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე და ერთად ერთი მიზეზი, რატომაც მის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას უკანონოდ იყენებენ, არის აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორი კანდიდატი დონალდ ტრამპი უპირობო ფავორიტია. ნაკლებად სავარაუდოა ტრამპი ციხეში ჩაჯდეს, მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარში მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
Show all...
24.14 MB
👍 75😁 5 1🤬 1
პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში, ახალგაზრდობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პასიური სეგმენტია. თან ეს არ არის ვიწრო ქართული სპეციფიკა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია. თუმცა, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოში ეს ტენდენცია შეცვლილია, ხელისუფლების ნაბიჯებმა და დასავლეთის ჩართულობამ ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ინტერესი გაზარდა. ცხადია უკიდურესად დილეტანტურ, პრიმიტიულ დონეზე და ძირითადად ემოციური ლოზუნგების ფორმებით ( მაგ. "ევროპა გვინდა", "რუსეთს ვამარცხებთ" და ა.შ ). მაგრამ მეტი არც არის საჭირო. დასავლეთმა ამოცანა წარმატებით შეასრულა, მოსწავლეებში, სტუდენტბში ანტისახელისუფლებო პროტესტი ტრენდული გახადა. ხელისუფლების გინება სოციალური ქულების ჩასაწერად, კულტურული თვითდამკვიდრების იდეალურ საშუალებად იქცა. დასავლეთი მთელ ამ, აქამდე არა აქტუალურ ელექტორალურ ენერგიას მოაგროვებს და არჩევნებში საკუთარ, არც თუ ისე მცირე, პოლიტიკურ კალაპოტში მიუშვებს. ტიკ-ტოკ ტრენდად გაფორმდება არჩევნებზე წასვლა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემა. "ქართული ოცნება" ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს ამ წმინდა მათემატიკურ კანონზომიერებას. ვერც "გამჭვირვალობის კანონი" ვერ შეზღუდავს პრო-დასავლურ ჯგუფებს, იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ ეს კანონი შინაარსობრივად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ვერც ვერაფერს ახალს, ე.წ "გეიმჩეინჯერს", ამ დარჩენილ 5 თვეში, ვერ შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას, რამაც შეიძლება ძალაუფლებაში მყოფი ოცნების გაცვეთილი რეიტინგის რეაბილიტაცია მოახდინოს.
Show all...
👍 89 9👎 1😁 1
Photo unavailableShow in Telegram
ოცნებამ ბოლო ორ თვეში იმდენი მოახერხა, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ტრადიციულად არჩევნებზე ყველაზე პასიური სეგმენტი იყო, ოპოზიციონერ აქტივისტებად აქცია და ახლა ბევრი მათგანი პირდაპირ დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან არჩევნებისთვის. თან ახალგაზრდების რაოდენობა ქვეყანაში ასეულობით ათასია, ანუ ეს არის კრიტიკული სეგმენტი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა. და ამის საპირწონედ დაიდო კანონი, რომელიც აგენტების დაფინანსებას ვერანაირად ვერ ზღუდავს, მაქსიმუმ გამჭვირვალობა უზრუნველყოს, ანუ მაქსიმუმ კოლექტიურმა ბაია პატარაიამ ღიად უნდა თქვას, კი, დასავლეთიდან ვფინანსდებიო, რასაც ისედაც ამაყად იძახდნენ. და ამ დაპირისპირების პროცესში რეპუტაციული და რეიტინგული ბალანსი ისეთი გახდა, რომ თვითონ ამ კანონის მომღებ დეპუტატებს უწევთ ქუჩაში მოღალატეების და აგენტების ძახილის ატანა. მართლაც ოცნების გასაოცარი "შორსმჭვრეტელობის" და გეგმის მომსწრენი ვართ...
Show all...
👍 86👎 1 1😁 1
როგორც სხვადასხვა არასამთავრობოების და საინფორმაციო საიტების თანამშრომლები წერენ, ახლა მათი ორგანიზაციები უბრალოდ უცხოეთში თავიდან დარეგისტრირდებიან, შევიწროვებულებად და რეპრესირებულებად გამოცხადებულები იქ აიღებენ კიდევ უფრო მეტ დაფინანსებას, ახლა პირდაპირ იქ გასცემენ თანამშრომლებზე ხელფასებს და ვერც ეს გამჭვირვალობის კანონი გაუკონტროლებს ფინანსებს და არც უცხოეთის აგენტებად დაირეგისტრირებენ თავს... ეს აგენტების კანონი უცხოეთში რეგისტრაციის შემთხვევაში მართლა არ ითვალისწინებს კონტროლის ბერკეტებს. ანუ ამ ორთვიანი დაპირისპირების შედეგი ის იქნება, რომ აგენტების დაფინანსებას პრობლემა არ შეექმნება და არც გამჭვირვალე გახდება, ოღონდ პარალელურად ოცნება ანტიდასავლურ და მოძალადე ხელისუფლებად გამოაცხადეს და სერიოზულად შეურყიეს რეიტინგი, ხოლო გაკოტრებული და სიკვდილის პირას მყოფი ოპოზიცია გაცოცხლდა და საარჩევნოდ შანსები შეიძინა. მართლაც გასაოცარია ოცნების შორსმჭვრეტელობა...
Show all...
🤬 64👍 25👎 1 1
Repost from Alt-Info News
01:37
Video unavailableShow in Telegram
📍იუსტიციის სამინისტრომ მორიგი კანონდარღვევა ჩაიდინა. ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრის განხილვის ვადა, რომლის საფუძველზე პარტია „ქართულ იდეას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია შეუჩერეს, კანონით ერთ თვეს შეადგენდა. იუსტიციის სამინისტრომ შეგნებულად დაარღვია საჩივრის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა, რითაც მიზანმიმართულად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ცალსახაა, რომ არსებული კანონდარღვევა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახები და ვადების შეგნებული დარღვევა „ქართული იდეის“ არჩევნებში არ დაშვების მართლსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება.
Show all...
0527(9).mp421.23 MB
🤬 148👍 2
Repost from Alt-Info News
01:37
Video unavailableShow in Telegram
📍პარტია „ქართული იდეისთვის“ რეგისტრაციის უსაფუძვლოდ შეჩერების გამო, პარტიის ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადვოკატი სერგი ხურციძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს და იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძის მითითებით, „კონსერვატიულ პარტიებს“ ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უკრძალავს.
Show all...
0527(9).mp421.23 MB
🤬 27

👍 102👎 4