en
Feedback
ანრი კურტანიძე

ანრი კურტანიძე

Open in Telegram
6 884
Subscribers
-424 hours
-127 days
-3230 days
Posts Archive
ვინც სხვადასხვა სოც. ქსელებში მადევნებს თვალს, იცის რომ დაიწყო ჩემი ახალი თავგადასავალი. ყველაზე დიდი როუდ თრიფი, რაც მქონია
ვინც სხვადასხვა სოც. ქსელებში მადევნებს თვალს, იცის რომ დაიწყო ჩემი ახალი თავგადასავალი. ყველაზე დიდი როუდ თრიფი, რაც მქონია ეს იქნება. სხვათშორის თურქეთის საზღვარზე არ შემიშვეს და უკან დამაბრუნეს სარფში. როგორ მოგვარდა ამის შესახებ იუთუბის ვიდეოში მოვყვები. პერიოდულად გაგიზიარებთ საინტერესო სიახლეებს, მათ შორის ფასებს. დღეს მაგალითად თურქეთში ბოლოჯერ გავავსე ავზი და დამიჯდა 3800 ლირა. სადღაც 15-20 ლიტრამდე მესხა. 3800 ლირა გამოდის დაახლოებით 203 ლარი. მაინც ჩვენთან უფრო იაფია. ვისოლში თბილისში თითქმის მთლიანი ავზის გავსება დამიჯდა 233 ლარი. ასევე დღეს ძაან მარტივ მახეში გავები 😀 რესტორანში სადაც დილით შევედი, ლაზი კაცი იყო მეპატრონე. ერთადერთი ქართული სიტყვა იცოდა: “ჩვენებური”. ამ ხუმრობა-ხუმრობაში თვითონ გაშალა სუფრა, მენიუ თვითონ შეადგინდა და ჯამში 130 ლარი გამომართვა (2400 ლირა). მოკლედ წინ მელოდება ევროპის 4 ქვეყანა და ჯერ არ დაგასპოილერებთ რომელია საბოლოო დანიშნულება, მაგრამ სასიამოვნოთ გაგაოცებთ.

OSINT-ანალიტიკოსი კლემენ მოლენი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის მიმართულებით 200 კმ²-ზე მეტი გაათავისუფლეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის მიმართულებით მიმდინარე წელს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და 200 კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ OSINT-ანალიტიკოსი კლემან მოლენი აცხადებს. მისი ინფორმაციით, რუსული ძალები მდინარე ჟერებეცის ნაპირებამდე, ასევე ნევსკისა და მაკეევკის მიმართულებით უკან დაიხიეს, რის შედეგადაც ფრონტის ხაზი ფაქტობრივად 2025 წლის მაისის მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ შეფასებით, რუსეთის ძალების მიერ ამ მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში მიღწეული ტერიტორიული წინსვლა პრაქტიკულად სრულად გაუქმდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის

+6
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სამხედრო ლოგისტიკის ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევსა და კიევის ოლქში დარტყმები განხორციელდა სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წარმოებასა და შენახვასთან იყო დაკავშირებული, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრებზე. უწყების ცნობით, დარტყმის ქვეშ მოჰყვა ჩერნომორსკის პორტში მდებარე ობიექტებიც, რომლებიც სამხედრო ტვირთების გადმოსატვირთად გამოიყენებოდა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საწვავით დატვირთული ტანკერი. უკრაინული მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, 45 წუთის განმავლობაში კიევის მიმართულებით დაახლოებით 25 ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოყენებული, ასევე გაშვებული იყო 20 ერთეული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა. ამავე წყაროების მტკიცებით, ყველა ბალისტიკურმა და თითქმის ყველა ფრთოსანმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია.

რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოყალიბდა , - ამის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც, მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსი და ქართველი კვლავ აღმართავს. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, „გეორგიევსკი“ - ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს“, - განაცხადა ფარცხალაძემ. მისი თქმით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“. „ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა . ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. „დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ფარცხალაძემ. ფოტოს "ტელეგრამზე" მამუკა ფიფია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი: “ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ... ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება! საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს. თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა! აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან”.

„გირჩის“ სათათბიროს გადაწყვეტილება: ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. ალბათ, წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არცერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან). ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან – რას. არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია“— წერია პარტიის განცხადებაში

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია-ანჰალტის 41 საარჩევნო ოლქის აბსოლუტურ უმრავლესობაში ყველაზე ძლიერი პარტია გახდა. ხმების დათვლის პროცესში ფედერალური მიწის საარჩევნო რუკა თითქმის მთლიანად AfD-ის ლურჯ ფერში შეიღება. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ოლქი, მათ შორის საქსონია-ანჰალტის უდიდეს ქალაქებში — მაგდებურგსა და ჰალეში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამ ოლქებში AfD პირველ ადგილს ვერ იკავებს.

როგორც ჩანს ალ-შარაა ქურთებთან დადებულ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პირობას შეასრულებს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხელისუფლებისა და ქურთების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ამიერიდან ქურთულ ენაზე სწავლება სირიაში აღარ შეიზღუდება. სირიის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროგრამაში ქურთული ენის სწავლება შევა. დოკუმენტი წარმოადგენს 26 იანვრის გადაწყვეტილების შესწორებას, რომლითაც ქურთების უფლებების შესახებ პრეზიდენტის №13 ბრძანებულება განათლების პოლიტიკაში აისახა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით: ქურთული ენა ეროვნულ ენად არის აღიარებული და მისი სწავლება ნებადართული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლებში იმ რაიონებში, სადაც ქურთი მოქალაქეები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. გადაწყვეტილების მიზნად სირიის ეროვნული იდენტობისა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება სახელდება. ქურთული ენა არჩევითი საგანი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მისი შესწავლა სურთ. ქურთული ენა კვირაში ორი გაკვეთილის მოცულობით ისწავლება განათლების ყველა საფეხურზე. მიღებული შედეგი მოსწავლის შემდეგ კლასში გადასვლაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა შეფასება დადგენილი წესით საბოლოო ატესტატში აისახება. სკოლები, სადაც ქურთული ენა უკვე ისწავლება, არსებული სასწავლო პროგრამებით გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე ახალი პროგრამები მომზადდება და ოფიციალურად დამტკიცდება.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ ამერიკიდან კანადაში 86 ტონა ოქროს გადატანა გადაწყვიტა. ეს არის მათი ოქროს 1/4 ჩრდილო ამერიკის საცავებში. გადაწყვეტილებას ნიდერლანდებში ხსნიან: გეოპოლიტიკური დაძაბულობით და შესაძლო კრიზისის მზადებისთვის. გადატანის პროცესი მარტიდან აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. როგორც The Daily Star წერს, 59 ტონა ამერიკაში გაყიდეს და თავიდან იყიდეს ოღონდ დიდ ბრიტანეთში, ხოლო დანარჩენი ფიზიკურად გადაიტანეს კანადაში. ნიდერლანდები პირველი ევროპული ქვეყანა არ არის, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. იანვარში საფრაგნეთმა 129 ტონა ოქრო გაყიდა ნიუ-იორკის საცავიდან.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის კიბერდეპარტამენტის ხელმძღვანელი კროპივა თავის საყვარელთან განიხილავდა, რომ ქალი Instagram-ზე მისგან მიღებულ ძვირადღირებულ საჩუქრებს ზედმეტად ხშირად აქვეყნებდა. საპასუხოდ ქალმა თქვა, რომ ახლა ყველაფრის წაშლა მოუწევდა, რადგან „თითქმის ყველა ფოტოზე რაღაც ძვირადღირებულია“. გავრცელებული ინფორმაციით, საჩუქრებს შორის იყო Hermès Birkin-ის ჩანთა, დაახლოებით 20 000 ევროს ღირებულების; Messika-ს გულსაკიდი - 5–6 ათასი ევრო; Audemars Piguet-ის საათი - 60 ათასი დოლარი; Porsche-ს ავტომობილი, ძვირადღირებული ბეწვის ქურქები და სხვა ნივთები.

უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩაფრინდნენ, მათ აეროპორტში დმიტრი მედვედევი დახვდებათ

სამხრეთ ირანში სამშაბათს საქორწილო ცერემონიის დროს მომხდარი აფეთქება, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 68 დაშავდა, სავარაუდოდ, ამერიკული საბრძოლო მასალის პირდაპირი მოხვედრის შედეგი იყო და არა სხვა სამიზნიდან ასხლეტილი ჭურვის, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შეიარაღების ექსპერტები, რომლებმაც Reuters-ის მიერ გადამოწმებული ფოტო და ვიდეომასალა შეისწავლეს. პატარა ქალაქ კუჰესტაკში მომხდარმა ინციდენტმა კვლავ გააჩინა კითხვები აშშ-სა და ირანს შორის ომში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. ეს ყველაზე მძიმე მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც თებერვალში რაკეტა ირანის ერთ-ერთ დაწყებით სკოლას მოხვდა, რასაც ათობით ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 1 სექტემბერს ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ირანში რამდენიმე დარტყმა განახორციელეს. სამიზნეებს შორის იყო ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსის საჰაერო თავდაცვის პოზიციები, სარადარო სისტემები და საკომუნიკაციო ობიექტები. დარტყმები განხორციელდა სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ირანის მიერ მანამდე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ.

მსოფლიოს ჩვენთვის ნაცნობი რუკა შესაძლოა შეიცვალოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ისეთი რუკების გამოყენებაზე გადას
მსოფლიოს ჩვენთვის ნაცნობი რუკა შესაძლოა შეიცვალოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ისეთი რუკების გამოყენებაზე გადასვლას, რომლებიც კონტინენტების რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს. რეზოლუციას მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო კიდევ ექვსმა სახელმწიფომ თავი შეიკავა. ტრადიციული მერკატორის პროექციის ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივაა Equal Earth-ის პროექცია. ამ რუკაზე აფრიკა გაცილებით დიდად გამოიყურება, ვიდრე ჩვენთვის ჩვეულ მერკატორის რუკაზე. მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია ვიზუალურად თითქმის აფრიკის ზომის ჩანს, მაშინ როდესაც სინამდვილეში აფრიკა გრენლანდიაზე დაახლოებით 14-ჯერ დიდია. გაეროს რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ის სანავიგაციო მიზნებისთვის რუკების გამოყენებას არ ეხება.

https://youtu.be/r1-8q4TXTic ვიცი, რომ არ ელოდით, მაგრამ...

ზელენსკი აცხადებს, რომ დრონი პირდაპირ სბუ-ს ხელმძღვანელობის კაბინეტს მოხვდა
ზელენსკი აცხადებს, რომ დრონი პირდაპირ სბუ-ს ხელმძღვანელობის კაბინეტს მოხვდა

კიევში სბუ-ს შენობას დრონი მოხვდა

მე მაინც მგონია რომ ყანდაარში იყო გადასროლილი თავის დროზე

+3
გრძელდება “საწყობების ომი”. რუსებმა ოდესაში ATB-ს საწყობებს და მათ მანქანებს დაარტყეს (პირველი ვიდეო). უკრაინელებმა სოჭში ოპერაცია ჩაატარეს - ჯერ C-400 გაანადგურეს, შემდეგ კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. (დანარჩენი ვიდეოები).

+2
აფხაზეთის სანაპიროებიდან ვრცელდება კადრები გემიდან, რომელსაც სავარაუდოდ დრონი დაესხა თავს

ბიტკოინის ქართველმა ინვესტორმა და 41 წლის ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში ახლად აშე
ბიტკოინის ქართველმა ინვესტორმა და 41 წლის ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში ახლად აშენებული სასახლე, რომელიც დაცულ ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარეობს, 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა - ამის შესახებ "ნიუ იორკ პოსტი" გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ წერს და ვრცელ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს არის ამ ადგილას რეკორდულ ფასად გაყიდული ვილა - ასეთ ფასად აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე უძრავი ქონება არ გაყიდულა. სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 10 მარტს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ყოფილი უფროსისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ბიტკოინების მითვისების გამო. ბრალის წარდგენამდე მან მოასწრო თბილისის დატოვება, ბრალდებები უარყო და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. "როგორც ირწმუნებიან, 2025 წლის 24 მაისს აბუ-დაბიდან გაიტაცეს და საქართველოში დააბრუნეს, სადაც ყოფილმა უფროსმა ციხეში ჩასვა. ერთ წელზე ნაკლები პერიოდი იჯდა ციხეში, შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და თებერვალში საპატიმრო დატოვა. ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია", - განუცხადა გამოცემა Gimme Shelter-ს მისმა ადვოკატმა, ამსტერდამში მოქმედი იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის წარმომადგენელმა პიტერ ჯ. სალჰასმა. აგვისტოს შუა რიცხვებში, ციხიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მაიამიში მდებარე ეს სახლი გასაყიდად გაიტანა, ქონება უცნობმა მყიდველმა 51,5 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგების შესახებ პირველად გამოცემა The Real Deal-მა დაწერა. South Hibiscus Drive-ის 270 ნომერში მდებარე თანამედროვე სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი, მოსამსახურის ოთახი, ექვსი სრულფასოვანი და ორი დამატებითი სველი წერტილი, სამუშაო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. სახლს ასევე აქვს 120 ფუტის (დაახლოებით 36,5 მეტრის) სიგრძის წყლისპირა ტერიტორია. ინტერიერში მოწყობილია დიდი ფოიე, მისაღები ოთახი და შეფ-მზარეულისთვის განკუთვნილი სამზარეულო. უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილმა ეს სახლი 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ პერიოდში ის "მშენებარე და დაუსრულებელი სახლის კარკასი იყო“, – განაცხადა წყარომ. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სახლის დიზაინისთვის სამხრეთაფრიკული არქიტექტურული კომპანია SAOTA დაიქირავა. სახლს აქვს იზოლირებული კერძო კინოთეატრი ბარით. ტერიტორიაზე ასევე არის საცურაო აუზი და ორი კერძო ნავმისადგომი, სადაც სულ მცირე, ერთი 105 ფუტის (დაახლოებით 32 მეტრის) სიგრძის იახტის მიღებაა შესაძლებელი.