🍿 GE.MOVIE - ფილმები ქართულად
Open in Telegram
აქ გაეცნობით სიახლეებს ფილმებზე, სერიალებზე, თრეილერებზე და ტექნიკურ საკითხებზე 😍
Show more6 745
Subscribers
No data24 hours
No data7 days
+14230 days
Posts Archive
🎬 კუნგ ფუ პანდა 4 / Kung Fu Panda 4 - ჩაუჯექი ქართულად, მრავალხმიანი გახმოვანებით ❤️
🎬 ROAD HOUSE / გზისპირა ბარი
👉 UFC-ს ყოფილი სპორტსმენი დალტონი ფლორიდა ქისის გზირპირა ბარში სამსახურს დათანხმდება, რის შემდეგაც აღმოაჩენს, რომ იქაურობა სულაც არ ყოფილა ისეთი სამოთხე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა...
🔥 არგაილი: სუპერჯაშუში (2024) - ჩაუჯექი ქართულად ჩვენი მრავალხმიანი გახმოვანებით 😎
🎬 ფილმის სიუჟეტი: თავშეკავებული ავტორი, რომელიც წერს ჯაშუშურ რომანებს საიდუმლო აგენტისა და გლობალური ჯაშუშური სინდიკატის შესახებ, აცნობიერებს, რომ ახალი წიგნის სიუჟეტი, რომლის დაწერის პროცესშიცაა, რეალურ დროში რეალური მოვლენების ასახვას იწყებს...
პ.ს. - ფილმების "ჭედვასთან" დაკავშირებული პრობლემა სულ მალე მოგვარდება 😍
მოგესალმებით! თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ საიტზე დონაციის სისტემის დანერგვაზე და გვაინტერესებს რომელი საშუალებებით ამჯობინებთ ჯიმუვის დახმარებას.
პ.ს - დონაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საიტის ტექნიკურ გაუმჯობესებას!
🎬 Migration / მიგრაცია - ქართულად
👉 ანიმაცია მოგვითხრობს იხვების ოჯახზე, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს მათი ზედმეტად მზრუნველი მამა, რომ საუკუნის მოგზაურობაში წავიდნენ...
🔥 ჩაუჯექი 2023 წლის ფანტასტიკის ჟანრის ფილმს ქართულად ჩვენი გახმოვანებით 😍
🎬 The Creator / შემოქმედი
👉 ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მოსალოდნელი ომის შუაგულში, სპეცრაზმის ყოფილ აგენტს ჯოშუას, რომელიც საკუთარი ცოლის გაუჩინარებას გლოვობს, დაიქირავებენ, რათა იპოვოს და მოკლას შემოქმედი - დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი. მან შეიმუშავა საიდუმლოებით მოცული იარაღი, რომელსაც ომის დასრულება და კაცობრიობის განადგურება შეუძლია...
🎬 Emergency Declaration / საგანგებო სიტუაცია
👉 ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე...
🎬 BLACKBERRY / ბლექბერი
👉 ჯეიკ მაკნიშის და შონ სილკოფის წიგნზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს კანადური კომპანიის BlackBerry-ის სწრაფი აღზევებისა და ელვისებრი დაცემის შესახებ, რომელმაც 2000-იან წლებში გამოუშვა ამავე სახელწოდების მსოფლიოში პირველი სმარტფონი...
მოგესალმებით მეგობრებო, შეხსენებისთვის - საქართველოს ფარგლებს გარეთ ვინც იმყოფებით, შეგიძლიათ აპლიკაცია გადმოწეროთ და უფრო მარტივად უყუროთ ფილმებს და სერიალებს ❤️
აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ: ანდროიდზე, ვინნდოუსზე, ლინუქსზე და მაკზე 😇
აპის ლინკი - https://ge.movie/app
მოგესალმებით მეგობრებო ❤️
ფილმების და სერიალების აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს, მიმდინარე დღეებში სრულად შეგეძლებათ ისარგებლოთ არსებული ბიბლიოთეკით 😇
🎬 Gran Turismo / გრან ტურიზმო
👉 ამბავი მოზარდი გრან ტურიზმოს მოთამაშის ოცნების ასრულების შესახებ, რომელმაც ნისანის შეჯიბრში გაიმარჯვა და პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდა. დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე...
🎬 Talk to Me / დამელაპარაკე
👉 როდესაც მოზარდების ჯგუფი გაიგებს, როგორ გამოიძახონ სულები ბალზამირებული ხელით, ისინი ერთად იკრიბებიან სპირიტური სეანსის ჩასატარებლად და დამოკიდებულნი ხდებიან ახალ შეგრძნებებზე. მიას სურს დაუკავშირდეს დედის სულს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა...
🎬 Teenage Mutant Ninja Turtles: Mutant Mayhem / კუ-ნინძები: ქაოსი მუტანტებს შორის
👉 წლების განმავლობაში ადამიანების სამყაროდან მოშორებით ცხოვრების შემდეგ ძმები კუები გადაწყვეტენ, ნიუ იორკელების გულები დაიპყრონ და გმირული საქციელით ნორმალური მოზარდების რიგებში დაიმკვიდრონ ადგილი. მათი ახალი მეგობარი ეიფრილ ონილი მათ დანაშაულებრივი სინდიკატის დამარცხებაში ეხმარება, თუმცა მალე მათ თავს ესხმის მუტანტების არმია...
🎬 Indiana Jones and the Dial of Destiny / ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ბორბალი (ქართულად)
👉 ინდი ახალ ეპოქაში ამოჰყოფს თავს და თავის დასამკვიდრებლად იბრძვის სამყაროში, რომელსაც ჩამორჩა. თუმცა როცა ნაცნობი ბოროტება ძველი მეტოქის სახით გამოჰყოფს საცეცებს, ინდის მოუწევს, ქუდი დაიხუროს და მათრახი მოიმარჯვოს, რათა დარწმუნდეს, რომ უძველესი და ძლიერი არტეფაქტი არასწორ ხელში არ აღმოჩნდეს...
🎬 Meg 2: The Trench / მეგა 2: ფსკერზე
👉 გაბედული მკვლევართა გუნდის ყვინთვა ოკეანის სიღრმეებში ქაოსად გადაიქცევა, როცა მაღაროელების ბოროტი ოპერაცია მათ მისიას საფრთხეს შეუქმნის და გადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებს...
🎬 Elemental / ელემენტები (ქართულად)
👉 ქალაქში, სადაც ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ, ცეცხლოვანი ახალგაზრდა ქალბატონი და დინებას მიყოლილი ბიჭი აღმოაჩენენ რაღაც ელემენტარულს: მათ უამრავი საერთო აქვთ...
