cookie

We use cookies to improve your browsing experience. By clicking «Accept all», you agree to the use of cookies.

avatar

PolitNews

პოლიტიკური სიახლეები

Show more
Advertising posts
506Subscribers
No data24 hours
-27 days
-2430 days

Data loading in progress...

Subscriber growth rate

Data loading in progress...

გამარჯობათ მეგობრებო გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი ახალი ტელეგრამ გვერდი. ერთი კვირის შემდეგ ეს გვერდი შეწყვეტს ფუნქციონირებას. https://t.me/Politnewsgeorgia
Show all...
👍 7
📌დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში : ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა შემცირდა დაახლოებით 76.000 ადამიანით ანუ 2%-ით. აქ საუბარი არ არის ეთნიკურ ქართველებზე. ვინმეს სჯერა რომ ბოლო 11 წლის მანძილზე მხოლოდ 76.000 ადამიანი გავიდა ქვეყნიდან? სინამდვილეში დაახლოებით ამდენი და ამაზე მეტი ყოველწლიურად ტოვებს საქართველოს, მაგრამ მათი ადგილი არ რჩება თავისუფალი, მათ ადგილს იკავებენ სხვა ეთნოსები. ბოლო 11 წლის მანძილზე ჯამური მოსახლეობა მეტ-ნაკლებად უცვლელია, მაგრამ სამაგიეროდ იცვლება ეთნოკულტურული და რელიგიური ბალანსი. ევროკავშირში არათუ გაწევრიანება, არამედ მისკენ სწრაფვაც (მითუმეტეს კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული) გულისხმობს ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას. ამის შედეგები კარგად ვნახეთ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში. გლობალისტური იდეოლოგიის მიზანია ერი სახელმწიფოების განადგურება, აბორიგენი მოსახლეობის ეთნიკურ უმცირესობაში გადაყვანა, ეთნოკულტურული და რელიგიური "აჯაფსანდალის" შექმნა და მათგან მართვადი მასის მიღება. გაერომ დიდი ხნის წინ შეიყვანა ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაში, იმის მაგივრად რომ ქართულ ოცნებას დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ეფიქრა, სწორედ მის დროს დაიწყო აქტიურად ქვეყანაში ნარკომანიისა და ლგბტ პროპაგანდა. იმიგრაციისა და დეპოპულაციის დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით ქართველები ახლო მომავალში საკუთარ ქვეყანაში გადავალთ ეროვნულ უმცირესობაში და დავკარგავთ სახელმწიფოს! სხვები შესანიშნავად მოუვლიან ამ მიწას ყოველგვარი ნატოსა და ევროკავშირის გარეშე. იმედი მაქვს ჩვენ გამოვალთ საღათას ძილიდან და არ დავუშვებთ ამ ყველაფერს!
Show all...
👍 8 1
👍 1 1
📌უკრაინაში, ეთნიკურად ქართველის დახვრეტასთან დაკავშირებით : დიდ სამამულო ომში სტეფან ბანდერასა და რომან შუხევიჩის თანამოაზრე დასავლეთ უკრაინელი ნაცისტები იბრძოდნენ გერმანელთა მხარეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ჩვენი წინაპრების წინააღმდეგ. ფაშისტური ლოზუნგია ‘’სლავა უკრაინი’’, ჩვენი მედასავლეთეები ასე გამალებით რომ იმეორებენ დღეს. ასე ესალმებოდნენ ჩვენი ბებია-ბაბუების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ნაცისტები ერთმანეთს. მედასავლეთეებო სანამ მოდას აყვებით და ლოზუნგებს ისვრით, გაერკვიეთ ჯერ რას ამბობთ, რომ სასაცილოდ არ გაიხადოთ საქმე. უკრაინელი ნაცისტების სისასტიკემ გერმანელებიც კი განაცვიფრა, 6 მილიონი ებრაელიდან 1.5 სწორედ მათ დახოცეს, გენოციდი მოუწყვეს ასევე პოლონელებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი საკმაოდ დიდი ნაწილი წაიყვანეს აშშ-სა და კანადაში. ბოლო 30 წელში უკრაინელ ბავშვებს ასწავლიდნენ აშშ-სა და კანადაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით, სადაც ეწერა: უკრები აღმატებული რასაა, იესო ქრისტე უკრაინელი იყო, ჩინგიზ ხანი უკრაინელი იყო, შავი ზღვა უკრაინელებმა გათხარეს, ჰიტლერი, გებელსი, გერინგი და ჰიმლერი საოცრად კეთილშობილი ადამიანები იყვნენ, თქვენი მტერია რუსი და თქვენ უნდა მოკლათ იგი. არადა უკრაინელი ერი ბუნებაში არ არსებობს, უკრაინელი იგივე რუსია, მათ სახელმწიფო 100 წლის წინ შეუქმნეს ბოლშევიკებმა, ეთნოგენეტიკური თვალსაზრისით უკრაინელსა და რუსს შორის ისეთი სხვაობაა როგორც ქუთაისელსა და ზესტაფონელს შორის, საქმე იმაშია რომ უკრაინის დასავლეთ ნაწილში უფრო დიდია ევროპისა და კათოლიკური ეკლესიის გავლენა, აღმოსავლეთში კი დომინირებს რუსული კულტურისა და მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა. უკრაინა დღეს არის ნაცისტური და ტერორისტული სახელმწიფო, უფრო მეტიც ის ბნელი ქვის ხანის ეპოქაშია თავისი აზროვნებით, მაგ: წვრილმან დანაშაულებზე (მშიერმა კაცმა რომ პური მოიპარა) დაიჭერენ ადამიანებს, მიაბამენ ხეზე და გაროზგავენ, უამრავი ვიდეო გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მედასავლეთეები გაიძახიან უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და თავისუფლებისთვის იბრძვისო. ახლა მოგვიკლეს ქართველი ბიჭი, იმის გამო რომ მას არ სურდა ომში წასვლა. მედასავლეთეები ალბათ ამასაც ''გააპრავებენ''.
Show all...
👍 10 2
ბრიქსი - ხუთი სახელმწიფოს ასოციაციაა, რომელიც დაარსდა 2006 წელს, მისი წევრებია: ბრაზილია (B), რუსეთი (R), ინდოეთი (I), ჩინეთი (C) და სამხრეთ აფრიკა (S). ეს ქვეყნები ჯამში შეადგენს ხმელეთის 26%-ს, მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო ეკონომიკის 27%-ს. ბრიქსის ხუთი წევრიდან სამი (ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი) ეკონომიკით პირველ ხუთეულშია. 2009 წლიდან ბრიქსის წევრების მთავრობები ყოველწლიურად ხვდებიან ოფიციალურ სამიტებზე, ბოლო სამიტი გაიმართა 2023 წლის 22-24 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში, სადაც ექვს ქვეყანას შესთავაზეს წევრობა, (2024 წლის 1 იანვრიდან) ესენია: არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეთიოპია, რაც იმას ნიშნავს რომ ბრიქსის ქვეყნების მოსახლეობა გაიზრდება დაახლოებით 400 მილიონი ადამიანით. 2023 წლის აგვისტოში 40-მა ქვეყანამ გამოთქვა ინტერესი ბრიქსში გაწევრიანებაზე, 20-მა კი ოფიციალურად გააკეთა განაცხადი წევრობაზე.
Show all...
👍 12
ილია ჭავჭავაძემ განათლება პეტერბურგში მიიღო, შემდეგ თერგი გადმოლახა და ეს განათლება სამშობლოს მოახმარა. ილია ჭავჭავაძე რუსეთის დუმაში მუშაობდა, იგი პრაგმატულად მოაზროვნე იყო და მხარს უჭერდა ავტონომიის იდეას რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რადგან დამოუკიდებლობის შემთხვევაში იცოდა თუ რა საფრთხე ელოდა საქართველოს ოსმალეთიდან და ირანიდან. ‘’ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს’’, მან ახალგაზრდობაში თქვა, მომწიფებული და დაღვინებული ილია ჭავჭავაძე კი სხვა რაიმეს ამბობდა. დღევანდელ მედასავლეთეებს ჰგონიათ რომ ილია ჭავჭავაძე იყო ლიბერალი მედასავლეთე რუსოფობი, მისი პუბლიცისტური ნაშრომები, განსაკუთრებით მისი ესე ‘’100 წლის წინათ’’ სულ სხვა რამეს ამბობს. ილია ჭავჭავაძე რომ დღეს ცოცხალი იყოს, მხარს დაუჭერდა დამოუკიდებელ და სუვერენულ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა რეალისტურს, რომელსაც დალაგებული ექნებოდა ურთიერთობები რუსეთთან, მისი ზნეობრივი შეხედულებებიდან გამომდინარე უარს იტყოდა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაზე, დღევანდელი მედასავლეთეები კი მას ‘’პუტინის აგენტს’’, ‘’რუსეთუმეს’’ და ვინ იცის კიდევ რას არ დაუძახებდნენ, რა ეპითეტით არ შეამკობდნენ. ასეთი იდეოლოგიით გადაგვარებულები მტრობდნენ, შეურაცხყოფდნენ და საბოლოოდ მოკლეს კიდეც ილია, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მივიღეთ სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც სუვერენიტეტი ჯერ გერმანიას, შემდეგ კი ბრიტანეთს გადააბარეს, ამიტომ დავკარგეთ ტერიტორიის 33% და დამოუკიდებლობა. დრომ კარგად აჩვენა თუ ვინ იდგა ისტორიის სწორ მხარეს. დღევანდელი მედასავლეთე ლიბერალები იმ ‘’მენშევიკების’’ სულიერი შვილები არიან, ამიტომ არის მათი კუმირი ნოე ჟორდანია. არც მენშევიკებისთვის და არც დღევანდელი მედასავლეთე ლიბერალებისთვის არ არის ღირებული ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მათთვის მთავარია ფული და სხვა არაფერი, ამ ხალხს არავითარი კავშირი არ აქვს ქართველობასთან და ზოგადად ადამიანობასთან. ისინი მზად არიან ფულის სანაცვლოდ საქართველო თავით შეახეთქონ რუსეთს, თავად კი დასავლეთში გაიქცნენ და დარჩენილი ცხოვრება განცხრომაში გაატარონ, როგორც ‘’მენშევიკებმა’’. ამ სექტას ეზიზღება განათლებული, პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. ილია ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი და მე-19 საუკუნის სხვა გამორჩეული ქართველი ინტელექტუალები მართლაც იყვნენ ევროპული ორიენტაციის, ოღონდ ევროპული ორიენტაცია მათ სხვაგვარად ესმოდათ და არა ისე როგორც ჩვენს დღევანდელ მედასავლეთეებს, ისინი პირველ რიგში ქართული ცნობიერებისა და მენტალობის ადამიანები იყვნენ, საკუთარი ქვეყნის შვილები. 🇬🇪
Show all...
#საქართველო #სამხედრო პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ექვსი წავიდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. „თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია, მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული. მაქსიმალურად იყო ჩართული ყველა, ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს“, – განაცხადა გიორგაძემ. პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს.
Show all...
#მსოფლიო #პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან უკრაინის დაცინვა გრძელდება: უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა. პენსმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს „ომის დროს“ და უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას „ომის მოგების შემდეგ“ უნდა ელოდოს. „გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატო-ს წევრობის საკითხზე მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან – ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“, -განაცხადა პენსმა „სიენენთან“ ინტერვიუში. როგორც მედია წერს, პენსი ჯერჯერობით ერთადერთი რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც უკრაინას ეწვია. გასულ თვეში უკრაინაში ვიზიტის დროს პენსი შეხვდა ზელენსკის და დაადასტურა, რომ აშშ და თავისუფალი სამყარო აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს.
Show all...
#მსოფლიო #პოლიტიკა ნატომ უკრაინას მაპ-ზე უკეთესი მისცა, გააუქმა რა MAP-ის სამსაფეხურიან ეტაპი უკრაინისთბის. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ალიანსი არ მიიწვევს უკრაინას გასაწევრიანებლად: „უკრაინას მაშინ მოვიწვევთ, როდესაც ყველა წევრი სახელმწიფო თანახმა იქნება, ხოლო პირობებული შესრულებული“,- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკრაინა უფრო სიღრმისეულად ჩაერთვება ალიანსის საქმიანობაში და უფრო მეტ უფლებამოსილებას მიიღებს. სავარაუდოდ სწორედ ეს საბჭო იქნება მთავარი ინსტრუმენტი ნატოსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 12 ივლისს გაიმართება. ამასთან გაუქმდა ზელენსკის გამოსვლაც, რომელიც ადგილობრივი დროით 18 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება ვილნიუსში გამგზავრებამდე - მან აბსურდული და უპრეცედენტო უწოდა კონკრეტული ვადების არ არსებობას უკრაინის გაწევრიანებასთან ან მისი ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით.
Show all...