cookie

Sizning foydalanuvchi tajribangizni yaxshilash uchun cookie-lardan foydalanamiz. Barchasini qabul qiling», bosing, cookie-lardan foydalanilishiga rozilik bildirishingiz talab qilinadi.

avatar

Media Holding Georgian Times

მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი - ვმუშაობთ თქვენთვის Geotimes.ge -ონლაინ გაზეთი https://geotimes.ge/ GTTV - ტელევიზია - https://gttv.ge/ GT Radio - რადიო -https://gtradio.ge/

Ko'proq ko'rsatish
Reklama postlari
1 611
Obunachilar
+124 soatlar
-87 kunlar
-2230 kunlar

Ma'lumot yuklanmoqda...

Obunachilar o'sish tezligi

Ma'lumot yuklanmoqda...

Hammasini ko'rsatish...
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0295 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0058 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0237 ლარი შეადგინა.

ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით – კახა კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე  https://geotimes.ge/urthierthobis-gaghrmavebas-mkholod-mivesalmebith-kakha-kaladze-chineththan-uvizo-mimosvlaze/
Hammasini ko'rsatish...
ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით – კახა კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე 

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა.კახა კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.„ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა, უძლიერესი ქვეყანაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

Hammasini ko'rsatish...
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს.ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ესროლა.მომხდარის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი დააკავეს. დაკავებული 39 წლის მამაკაცია, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.მედია წერს, რომ მამაკაცის თქმით, პეტარდით მას ჩიტების შეშინება სურდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა – გიორგი მსხილაძე https://geotimes.ge/prezidentma-ganatskhada-rom-es-kanoni-gakethilshobilebas-ar-eqvemdebareboda-giorgi-mskhiladze/
Hammasini ko'rsatish...
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა – გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე,პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ „იმიტომ!“. ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი

არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას https://geotimes.ge/thako-charkviani-umravlesobas-ar-getqhvith-rom-ar-moatseroth-kheli-samshoblos-gaqhidvas-moatsereth-da-gvetsodineba-vin-jandaba-kharth-am-qveqhanashi-84-katsi-thako-charkviani-umravlesobas/
Hammasini ko'rsatish...
არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას

ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი - საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა. ჩარკვიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “საქართველოს გამანადგურებელი კანონი“ უწოდა. “ევროპელი მეგობრები - ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროპის ოჯახის წევრი ვერ გავხდებით. რა დარჩა? - ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით! დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი - საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ! რატომ

ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი – რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს https://geotimes.ge/135874/
Hammasini ko'rsatish...

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი - რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს?“, რომელშიც განხილულა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის პერსპექტივები, რომელიც მიმდინარე წლის 9-11 ივლისს უნდა გაიმართოს. გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით: ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომლის მთავარი მიზანი, გენერალური მდივნის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაა, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება. 75-ე სამიტს ვაშინგტონი, აშშ-ის დედაქალაქი უმასპინძლებს. „ნატო ისტორიაში ყველაზე გამძლე, ყველაზე წარმატებული ალიანსია“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ალიანსში ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი, ნატოს ვაშინგტონის სამიტს, წევრის სტატუსით პირველად დაესწრება. „მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ნატო ისტორიაში

Hammasini ko'rsatish...
ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?!-ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც 'ქართულ ოცნებას' მიმართა. მისივე თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს პოლიტიკური ნეკროლოგი დაუწერა. „თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისეთი უბედურება, ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არცერთ შემთხვევაში, ეს არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებაში ხედავთ, არის წარმავალი, ასე არ არის! საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება.