cookie

Ми використовуємо файли cookie для покращення вашого досвіду перегляду. Натиснувши «Прийняти все», ви погоджуєтеся на використання файлів cookie.

avatar

Shame Movement

Більше
Країна не вказанаМова не вказанаКатегорія не вказана
Рекламні дописи
457Підписники
Немає даних24 години
Немає даних7 днів
Немає даних30 днів

Триває завантаження даних...

Приріст підписників

Триває завантаження даних...

შემოგვიერთდით ტელეგრამ ჯგუფში #შინევროპისკენ https://t.me/hometoeu
Показати все...
ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია. https://www.facebook.com/177657096172822/posts/pfbid02U45Ya7tUbouuvKQe8VHDWQBHXcNbiKd9ad5rwHKTjNAvjDpxJHw6fUTfnsNj5RGfl/?d=n
Показати все...
გიორგი მჟავანაძის დაკავების დეტალები 😷 “…გვერდით ეს მსუყე პოლიციელი უდგას და ეხლა ის მეორე ლოყაში მირტყამს მთელი ძალით. შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. „ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტყან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ - შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო.” https://www.facebook.com/100000327559236/posts/5355784851109047/?d=n
Показати все...
Log in or sign up to view

See posts, photos and more on Facebook.

ხვალ, 5 მაისს, 15:00-ზე ვიკრიბებით იულონ გაგოშიძის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, რაც მისთვის მოულოდნელობა იქნება. ვიკრიბებით ანტონ ფურცელაძის 3 ნომერში (მუზეუმის გვერდითა შესასვლელთან). შემოგვიერთდით ❤️🥳 https://fb.watch/cObyX2FtTI/
Показати все...
“სირცხვილიას” აქტივისტებმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ლიეტუვისა და თურქეთის საელჩოებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და მეგობარ სახელმწიფოებს, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს. #SanctionIvanishvili https://www.facebook.com/177657096172822/posts/946075635997627/?d=n
Показати все...
ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ჩანაწერი, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, მაშინ არის გაკეთებული, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს, წვავდნენ მათ სახლებსა და ბომბავდნენ საავადმყოფოებს. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა ქართულ დემოკრატიას და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რუსულ საგარეო ვექტორზე დააბრუნა. მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია. https://www.facebook.com/177657096172822/posts/944957859442738/?d=n
Показати все...
7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის 12 600 ლარი შეგროვდა. მადლობა თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის! ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია. თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე: ააიპ მოძრაობა სირცხვილია TBC: #GE27TB7589236070100003 BOG: #GE44BG0000000162241054 დანიშნულება: აქტივისტებისთვის Paypal: www.paypal.me/theshamemovement
Показати все...
7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ჯამში 16 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს; ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა სახდელის დაკისრების გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი ჩვენების საფუძველზე მიიღეს. პოლიციელებსა და მოსამართლეებს კანონდარღვევად მიაჩნიათ საპროტესტო აქციებზე “პუტინ ხუილოსა” და “რუსკი კარაბლ იდი ნახუის” სკანდირება. თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. https://www.facebook.com/177657096172822/posts/933590367246154/?d=n
Показати все...
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმები შეეფარდათ: ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი გური გოლიაძე - 2800 ლარი ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი https://www.facebook.com/177657096172822/posts/933518757253315/?d=n
Показати все...
უმრავლესობის დეპუტატები ჩვენზე ჭორაობენ, მაშინ როცა კიევში საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვით უნდა იყვნენ დაკავებული. გიორგი ხელაშვილი: გუშინ ქართულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ჩამდენი პირებს პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის საქმე პრესაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა ძალიან მცირე ყურადღება ექცევა დამნაშავეთა დასჯას. ლევან ქარუმიძე: ეს იმიტომ, რომ სამარცხვინო მოძრაობა ამჟამად არის დაკავებული იარაღის წარმოსახვითი კონტრაბანდითა და სხვა დეზინფორმაციით. მიეცით ცოტა დრო. https://twitter.com/shamemovement/status/1511334924556681221?s=21&t=CDE1sdivLc2jQAE2BT9lrQ
Показати все...