cookie

Мы используем файлы cookie для улучшения сервиса. Нажав кнопку «Принять все», вы соглашаетесь с использованием cookies.

avatar

Alt-Info News

Рекламные посты
10 860
Подписчики
+124 часа
-57 дней
+830 дней

Загрузка данных...

Прирост подписчиков

Загрузка данных...

01:07
Видео недоступноПоказать в Telegram
📍დონალდ ტრამპი ბაიდენთან დებატებისას - მთელ მსოფლიოში პატივს აღარ გვცემენ, ჩვენს ლიდერობას პატივს აღარ სცემენ. იმ ყველაფრის გამო, რაც ბაიდენმა გააკეთა, ჩვენ გავხდით, როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა
Показать все...
0627(3).mp414.66 MB
👍 1
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე მიიღეს. „ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გვექნება“, – აღნიშნა კალაძემ. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებსსაავტობუსო ზოლში მოძრაობა.
Показать все...
😁 3
📍„თაღლითობა – 78 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 152 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 12 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 101 შემთხვევა. ამასთან, „საქსტატის“ ცნობითვე, მიმდინარე წლის მაისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – 8 შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც 8 შემთხვევა გამოვლინდა.
Показать все...
👍 2👎 1😱 1🤬 1
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 537 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 267 შემთხვევა; მუქარა – 241 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 225 შემთხვევა; ძალადობა – 201 შემთხვევა; გაუპატიურება – 7 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 78 შემთხვევა; „საქსტატის“ ცნობითვე, მიმდინარე წლის მაისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 483 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 246, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – 5 შემთხვევა.
Показать все...
🤬 5👎 1 1😱 1
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „ვფიქრობ, ნელ-ნელა გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გაანალიზებს, რომ ყველა ქვეყნის უფლებაა, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა რა არის ჩვენი რისკები და გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს NATO-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს. თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ სიტუაცია, ჯერ ჩვენს ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ჰქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომლებიც ჩვენ რეგიონში ჩვენნაირ ქვეყანას აქვს. ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
Показать все...
👍 5😁 1
Фото недоступноПоказать в Telegram
📍„ჩემმა შვილმა ერთი წელი გაატარა ერაყში. ახლახან ვიყავი საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავზე და ვისაუბრე ყველა იმ გმირზე, რომელიც დაიღუპა. ვინახულე მეორე და პირველ მსოფლიო ომებში დაღუპულთა საფლავები, სადაც ტრამპმა უარი თქვა წასვლაზე, ის იდგა ოთხვარსკვლავიანი გენერლის გვერდით და უთხრა მას – „მე არ მინდა იქ წასვლა, რადგან ისინი არიან ლუზერები და ლაწირაკები“. ჩემი შვილი არ იყო ლუზერი, ის არ იყო ლაწირაკი. შენ ხარ ლაწირაკი. შენ ხარ ლუზერი“, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა. 2020 წელს გამოცემა „ატლანტიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ტრამპმა უარი თქვა საფრანგეთში ამერიკელი სამხედროების საფლავის მონახულებაზე და განაცხადა, რომ ის სავსეა „ლუზერებით“ და „ლაწირაკებით“. „უპირველეს ყოვლისა, ეს იყო გამოგონილი ციტატა. „ლაწირაკები და ლუზერები“, მათ ეს გამოიგონეს. ჩვენ გვყავდა 19 ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ მე ეს არ მითქვამს. არავის უზრუნია ჩვენს სამხედროებზე იმაზე უკეთესად, ვიდრე მე“, – განაცხადა ტრამპმა.
Показать все...
😁 5
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ჩვენ წარუმატებელი ქვეყანა ვართ, მე არასდროს არ მომისმენია, რომ პრეზიდენტს ასე ესაუბრა. ჩვენ მსოფლიოში შესაშური ქვეყანა ვართ. დამისახელეთ რომელიმე მსხვილი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ გაცვლიდა ადგილს აშშ-თან ყველა ჩვენი პრობლემისა და შესაძლებლობისთვის. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე პროგრესული ქვეყანა ვართ მიზნების მიღწევის კუთხით. ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და ყველა გვენდობა. ყველა ჩვენი მოკავშირე და ყველა ის, ვისაც ის ელოლიავება, დაწყებული კიმ ჩენ ინით, რომელსაც ის სასიყვარულო წერილებს უგზავნის, დამთავრებული პუტინით, მათ არ სურთ ჩვენთან პრობლემები“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა.
Показать все...
😁 9
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „მთელ მსოფლიოში ჩვენ აღარ გვცემენ პატივს, როგორც ქვეყანას. ჩვენს ლიდერობას პატივს აღარ სცემენ. აშშ-ს პატივს აღარ სცემენ. ჩვენ ვართ როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა. მის მიერ არჩევნების იარაღად გამოყენების, პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობის, იმ ყველაფრის გამო, რაც მან გააკეთა, ჩვენ გავხდით როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა. ის ზარალი, რომელიც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა, არის სირცხვილი. ვისურვებდი, მისთვის მეკითხა და ამას გავაკეთებ, რატომ დაუშვა მან, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო მილიონობით ადამიანი ციხეებიდან, საპატიმროებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან და ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენეტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
Показать все...
👍 9
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „თუ სამართლიანი და კანონიერი, კარგი არჩევნები იქნება, რა თქმა უნდა, მივიღებდი მას“, – ამის შესახებ ტელედებატებისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – „აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს?“ „საერთოდ არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე არ ვნახე, როგორ საშინლად ასრულებდა სამუშაოს. ბაიდენი ანადგურებს ქვეყანას. მოხარული ვიქნებოდი სადმე სხვაგან, სასიამოვნო გარემოში ყოფნით. არ იქნებოდა არავითარი ბრალდებები, პოლიტიკური ოპონირება, რადგან მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ტრამპმა. „მტირალა ხარ, როდესაც პირველად წააგე, განაგრძე გასაჩივრება სასამართლოებში ქვეყნის მასშტაბით, ამერიკის არცერთ სასამართლოს არ უთქვამს, რომ რომელიმე სარჩელს საფუძველი გააჩნია, არც შტატისას, არც ადგილობრივს, არავის, მაგრამ განაგრძე ამ სიცრუის პროვოცირება. ამიტომ ვეჭვობ, შედეგების მიღებას შეძლო, რადგან მტირალა ხარ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის იმავე კითხვას ჯო ბაიდენმა და ტრამპს მიმართა.
Показать все...
😁 6
Фото недоступноПоказать в Telegram
📍 „მე ჩავკეტე საზღვარი და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა. საიმიგრაციო კრიზისზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჰქონდათ ქვეყნის ისტორიაში და „ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა, ასეც უნდა შეენარჩუნებინა ის“. „მან გადაწყვიტა, გაეხსნა საზღვრები და ჩვენი ქვეყანა ისეთი ხალხისთვის, როგორებიც არიან ციხიდან და მენტალური დაწესებულებებიდან გამოსული ხალხი, ტერორისტები. ჩვენ ტერორისტების შემოდინების უდიდესი რიცხვი გვაქვს მთელი მსოფლიოდან. ისინი მოდიან ახლო აღმოსავლეთიდან, მთელი მსოფლიოდან. მე ჩავკეტე საზღვარი და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში. ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს. მსგავსი არაფერი ყოფილა. ხალხი იხოცება“, – განაცხადა ტრამპმა.
Показать все...
👍 10
Выберите другой тариф

Ваш текущий тарифный план позволяет посмотреть аналитику только 5 каналов. Чтобы получить больше, выберите другой план.