cookie

ما از کوکی‌ها برای بهبود تجربه مرور شما استفاده می‌کنیم. با کلیک کردن بر روی «پذیرش همه»، شما با استفاده از کوکی‌ها موافقت می‌کنید.

avatar

გიორგი ქარდავა / Giorgi Kardava

نمایش بیشتر
پست‌های تبلیغاتی
1 998
مشترکین
+124 ساعت
+67 روز
+8630 روز

در حال بارگیری داده...

معدل نمو المشتركين

در حال بارگیری داده...

Repost from Alt-Info News
❗ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.
نمایش همه...
👍 99 7👏 2🥴 2
ამ არსებამ გაიმარჯვა ევროვიზიაზე. ეს კონკურსი დიდი ხანია დასავლეთში გამეფებული სოციალურ-კულტურული მდგომარეობის პროპაგანდის საშუალებად იქცა, მუსიკალური შემადგენელი არავის არ აინტერესებს. ღია ლგბტ დღის წესრიგი, დაუფარავი სატანისტური ინსტალაციები - ეს არის თანამედროვე დასავლეთის კულტურული სახე. მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია ამ ყველაფრის შედეგები, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ცენტრალური პარკი. ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ პროცესები, ლიბერალური დასავლეთის დღეები დათვლილია. არსებული სუიციდური მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, ევროპა, ან ქრისტიანობას დაეყრდნობა, ან ძალიან მოკლე დროში აფრიკა-ხალიფატად გადაიქცევა. საქართველოს შემთხვევაში პოზიტიური და ნეგატიური სცენარები არსებობს. პოზიტიური იმაში მდგომარეობს, რომ გეოპოლიტიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე ჩვენ ვერასოდეს ვერ აღმოვჩნდებით ევროპულ სივრცეში (დიდი მადლობა ამისთვის გეოგრაფიას, შავ ზღვას, რუსეთ-თურქეთის ფაქტორს). რაც შეეხება ნეგატიურ სცენარს, რომელშიც სხვათაშორის ამჟამად ვიმყოფებით, "ღირსებით ევროპისკენ" ილუზორულმა სიარულმა შეიძლება "ბახმუტამდე" მიგვიყვანოს...
نمایش همه...
👍 122🤮 14🤷‍♂ 3😢 3💩 2🔥 1
დღეს საერთაშორისო ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთში გამეფებული ბოროტი იდეოლოგიის დამარცხებაში უდიდესი წვლილი ქართველებმა შევიტანეთ. მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილ გმირებს.
نمایش همه...
219👍 44🫡 4
Repost from Alt-Info News
„ალტ-ინფოს“ ფუნქცია ნაცების ქუჩაში გალახვა არ არის, „ალტ-ინფო“ არის სტრატეგიული ფუნქცია ქვეყნის გადარჩენისთვის
نمایش همه...
👍 128 45
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! უფლის მადლი არ მოგკვლებოდეს
نمایش همه...
264👍 27
ტელევიზიები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას თითქოსდა "ალტ-ინფოს" წევრები თავს დაესხნენ მომიტინგეებს. არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას. საყურადღებოა, რომ ამ ტყუილს ხელისუფლების მედია, "იმედი" პირდაპირ ეთერში ახმოვანებს.
نمایش همه...
🤬 181👍 1😁 1
გმირთა მოედანზე, აფხაზეთსა და 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების მემორიალის ტერიტორიაზე ეს ვითარებაა. "ღირსებით ევროპისკენ"
نمایش همه...
🤬 151👎 6🤮 4 3😁 1
უკანასკნელ დღეებში საქართველოში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დიაძაბა. ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით უმძიმეს შეცდომებს უშვებს. გვერდზე, რომ გადავდოთ კონსერვატორების უკანონო დაბლოკვის მცდელობა და ათასობით ადამიანისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, რაც გარდა იმისა, რომ გაუგონარი მასშტაბის უსამართლობაა, სტრატეგიულადაც, არა გონივრული ნაბიჯია. ურეიტინგო ოცნება ორ ფრონტს ხსნის, ერთდროულად ეომება ლიბერალებსაც და კონსერვატორებს. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სათანადოდ ვერ აფასებენ პროცესებს. ე.წ. ბაბლიზაცია სახეზეა. თავიდანვე განწირული იყო ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული 29 აპრილის აქცია. არც რაოდენობრივად, არც შინაარსობრივად, არც მოტივაციის თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ დაიდო. პირიქით, შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდის ალუზიები გაჩნდა საზოგადოებაში. მთლიანად გაცოცხლდა პროდასავლური ძალები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც ეფექტურად იყენებენ აქამდე პოლიტიკისადმი ნეიტრალურად განწყობილი მასების, სტუდენტების, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო მუხტს. მათში ტრენდული გახდა აქციაზე სიარული, "რებელიზმის", ტიკ-ტოკ კონტენტის გადაღების, უბრალოდ გართობის და სოციალური კაპიტალის დაგროვების საუკეთესო ინსტრუმენტად იქცა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე გასვლა. ყოველდღიურად იღებს ოცნება მძიმე დარტყმებს, თან არჩევნებამდე დარჩენილია 5 თვე. პროცესების შემობრუნების დრო ფაქტიურად არ არსებობს. ამ კანონის მიღების, ან უკან გაწვევის, ორივე შემთხვევაში ოცნების რეიტინგი კლებულობს, რაც ცხადია არჩევნებზე დრამატულად აისახება. ხელისუფლება იმკის იმ შედეგებს, რაც თავად დათესა. ძნელია წლების განმავლობაში ლიბერალიზმი ამკვიდრო, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მისწრაფების მუხლი ჩაწერო (ოცნებამ  2017 წელს შეიტანა კონსტიტუციაში) განათლების სისტემა, სკოლები, უნივერსიტეტები დასავლეთს ჩააბარო, ფაქტიურად თაობების აღზრდა მტერს გადასცე. ეროვნული ცნობიერება საშიშ რამედ მიგაჩნდეს და 12 წლის თავზე, შენს მიერ დაქოქილი ამხელა სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ინერციით დასავლეთისკენ მიექანება ბოლოს "სუვერენიტეტისკენ"  შემოაბრუნო...
نمایش همه...
👍 141💯 33 23
Repost from Alt-Info News
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ტაძრებში კი დილიდან სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. ტელეკომპანია "ალტ-ინფო" გილოცავთ დღევანდელ დღეს
نمایش همه...
196👍 41💘 1
ყველა დროში და ეპოქაში მასების კონტროლქვეშ მოქცევის საუკეთესო საშუალება იყო ტოტალური შიში. ცხადია, ეს კანონზომიერება ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც და სწორედ მაგიტომაც 2012 წლიდან შემოგვთავაზეს "კოჰაბიტაცია". კარგად გათვლილი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა დაუძლურებული, დამარცხებული მოწინააღმდეგის არსებობის შენარჩუნებას გრძელვადიანი მიზნებისათვის. ეს სტრატეგია ძველია, როგორც სამყარო, პოლიტიკური მზაკვრობის ოსტატნი, ბიზანტიელები ჯერ კიდევ როდიდან მიმართავდნენ ამ ხერხს - დამარცხებული მტერი კარგად შეინახე, რადგან "წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩება" და ახალ მოწინააღმდეგეს, დაუძლურებული, მიჩვეული მეტოქე გერჩივნოს. ხელისუფლებამ შეგნებულად შეინახა მიჩვეული "ნაცები", რათა მათი ძალაუფლებაში არ დაბრუნების შიშები ყოველ არჩევნებზე წარმატებით მიეყიდა გულუბრყვილო, შეშინებული საზოგადოებისთვის. მუდმივი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მაგრამ ყველაფერს აქვს რესურსი, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო. ძალაუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია დაბალია როგორც არასდროს. რეალური სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ხელისუფლების რეიტინგი 30%-40% შეადგენს... მაშ, თუ მომავალ არჩევნებში მარცხი გელოდება, რაშია გამოსავალი? გამოსავალი "შენახულ-მიჩვეული ნაცების" მიღმა, რეალური ოპოზიციის განეიტრალებაშია და მათი ელექტორატის გადაბირებაში ხელოვნური კრიზისის შედეგად დანერგილი შიშების ხარჯზე. ამიტომაც, იწერს "ოცნების" ჯიბის კვლევითი ორგანიზაცია "გორბი" 60%. 20-25% კონსერვატორი ამომრჩეველია. ხელისუფლების გეგმა მარტივია, არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე კონსერვატიული ფლანგის გულის მოსაგებად, მოჩვენებით ისეთი კანონების წამოწევა, რომლებიც "ოცნებას"  ეროვნული, ხალხზე მზრუნველი ძალის იმიჯს შეუქმნის. ( გავიხსენოთ, რელიგიური გრძნობების დაცვის კანონი, ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ კანონი მაინც არ მიიღეს; ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რომლის მიღებას მდინარაძე 2 კვირაში გვპირდებოდა, მაგრამ, აგერ 3 თვე გადის და არაფერი ისმის) პარალელურად კონსერვატიული პოლიტიკური ძალების განეიტრალება/არჩევნებში არ დაშვება. ხელისუფლებაში თვლიან, რომ სანამ ორგანიზებული კონსერვატიული ფლანგი არსებობს, არჩევნებზე კონსერვატიული ელექტორატის გადაბირება გაუჭირდებათ. და ბოლოს, ამ მზაკვრული მიზნების გეგმაზომიერ აღსრულებაში საჭიროა საყოველთაო შიში. რომლის გამოწვევას "ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დაინიცირებით ცდილობს. კანონი, რომელიც რეალურად ბუტაფორიაა, არანაირ დაფინანსებას არ უზღუდავს დასავლეთის აგენტურულ ქსელს და რომლის მიღება ბევრად უფრო უმტკივნეულოდ შეიძლება არჩევნების შემდეგ (თუ იგებ რა თქმა უნდა). დასავლეთი თავის მხრივ მიუხვდა "ოცნებას" და უბრალოდ არჩევნების წინ მძიმე რეპუტაციულ დარტყმებს აყენებს, ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის შენობის ღიად, დაცვის გარეშე დატოვების მიუხედავად, ლიბერალური ძალები კონფრონტაციაზე შეგნებულად არ მიდიან. ან როდის იყო ფერადი რევოლუცია არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაეწყოთ?! კონფრონტაცია, დაპირისპირება, არჩევნების შედეგების არაღიარება 26 ოქტომბერის შემდეგ იქნება... რომ შევაჯამოთ, მთელი ეს ხელოვნური პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, ბიძინა ივანიშვილის სკამის შენარჩუნებას. უბრალოდ ხელისუფლებაში მოკალათებულ ფეოდალებს მთავარი არ ესმით, ხალხი ცხვარი არ არის, ყველაფერი მშვენივრად ესმის. ეროვნულ ფლანგს ვერ გაგვაჩერებთ, ვერც ელექტორატს "გადაიბირებთ". მოგიწევთ ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის აღიარება! 😉
نمایش همه...
👍 153 38🔥 5👌 1