სულის ევოლუცია/თამარ კვარაცხელია
رفتن به کانال در Telegram
677
مشترکین
اطلاعاتی وجود ندارد24 ساعت
اطلاعاتی وجود ندارد7 روز
اطلاعاتی وجود ندارد30 روز
آرشیو پست ها
დღის ენერგიები
0️⃣9️⃣ თებერვალი
▪️ დღეს მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ უფრო მოქნილი. როდესაც ადამიანი ზედმეტად ჩაციკლულია კონკრეტულ მიზანზე ან მიღწევის კონკრეტულ გზაზე, ის ხელიდან უშვებს სხვა შესაძლო შანსებს. ზოგჯერ უფრო ხელსაყრელია. იყო მოქნილი. „მიზანი უნდა იყოს ქვიშაზე დაწერილი და არა ამოტვიფრული ქვაზე“
▪️ დღევანდელი დღის ენერგიები ხელს უწყობს გულახდილობას. გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს სულთან, ეს დაგეხმარებათ დაუხლოვდეთ და უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი, თქვენი შინაგანი მდიდარი სამყარო.
▪️ დაუთმეთ დრო თქვენს შეგძნებებს, მოიყვანეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა წონასწორობაში.
სიყვარულით ❤️ და მადლიერებით
თქვენი თამარი
როგორ დავიცვათ საკუთარი ენერგია ყოველდღიურობაში და ვიზრუნოთ სულის ევოლუციისთვის:
1. ნუ ჩაებმებით დრამებში. (დამკვირვებლობა ისწავლეთ)
2. ნუ დაუთმობთ ყურადღებას იმას, რასაც ვერ აკონტროლებთ. (ენერგიებთან მუშაობა ისწავლეთ)
3. ნუ შეადარებთ თავს სხვა ადამიანებს. (საკუთარი თავის სიყვარული, დაფასება და პატივისცემა ისწავლეთ)
4. არ შეგეშინდეთ დროის მხოლოდ საკუთარ თავთან გატარების. (იქონიეთ, პირადი ინტერესები, ჰობი, გახდით საინტერესო თავისთვის)
5. საკუთარი თავი კეთილად მოიხსენიეთ. (ისწავლეთ, შინაგან სამყაროსთან მუშაობა)
6. უსმინეთ საკუთარ სხეულს. (უკვეთესად შეიცანით თქვენი სხეული)
7. თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ადამიანებისგან და ადგილებისგან, რაც ენერგიას გაცლით. (ისწავლეთ ენერგიების დაცვა და გაფრთხილება)
8. გაწმინდეთ თქვენი სამყოფელი სივრცე ენერგეტიკული წმენდის დახმარებით. (ისწავლეთ, როგორ შეინარჩუნოთ სიწმინდე გულშიც და გარემოში)
9. იმედიტირეთ დამცავი ენერგეტიკული ფარის გააქტიურებაზე.(იმუშავეთ და იღვაწეთ სულისთვის. )
✅ენერგიას გვაძლევს:
1.მზის შუქი
2.სიცილი
3.წყლის მიღება
4.სუნთქვა
5.სასარგებლო საკვები
6.ცეკვა
7.ბუნება
8.სუფთა ჰაერი
9.ძილი და დასვენება
10.ფიზიკური აქტივობები
11.მედიტაცია
12.შემოქმედება/ხელოვნება
13.აწმყოში ცხოვრება
14.სიმართლის თქმა
15.მადლიერება
❌ენერგიას გვართმევს:
1.შიში
2.სტრესი
3.ზედმეტი ფიქრი
4.ზედმეტი მუშაობა
5.უკმაყოფილება
6.ნეგატიური განწყობა
7.უმოძრაობა
8.ქაოსი/ალიაქოთი
9.მავნე საკვები
10.დეჰიდრატაცია
11.საზღვრების დაუცველობა
12.ზედმეტი დროის გატარება ეკრანთან
13.წარსულით ცხოვრება
14.კის თქმა, როცა გსურთ თქვათ „არა“ და პირიქით.
15.საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა.
✅რაც ყველაზე მთავარია, უსმინეთ საკუთარ სხეულს და შეგრძნებებს. ის, რაც გონებას ეშლება სხეულს არასოდეს გამოეპარება. არასოდეს იფიქროთ რას იტყვის სხვა, როცა თქვენ პირადი ბედნიერების გზაზე ხართ და ამით არავის აყენებთ ზიანს!
თქვენ რა გაძლევთ ენერგიას?
დღის ენერგიები
0️⃣7️⃣ თებერვალი
▪️ დღეს კარგია საკრალური ცოდნის მიღება - საკუთარი თავის, სამყაროში თქვენი ადგილისა და მიზნის შეცნობა.
▪️ პასუხისმგებლობია აღება თქვენს ყოველ ქმედებაზე.
▪️ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დღეს მხოლოდ სასარგებლოა და მისასალმებელი
▪️ ბუნება დაგეხმარება ემოციური წონასწორობის პოვნაში, ამიტომ შეეცადეთ, რამდენიმე წუთით მაინც გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
სუფთა და ბალანსირებულ დღეს გისურვებთ!
სიყვარულით ❤️ და მადლიერებით
თქვენი თამარი
დღევანდელი დღის ენერგია!
06.02.24
▪️დღევანდელი დღე შესაფერისია ნებისმიერი რამის დაწყებისისთვის, ყველაფერი რაც არ უნდა დაიწყოთ იქნება წარმატებული. შეგიძლიათ თავდაჯერებულად იმოძრაოთ თქვენი მიზნებისკენ.
▪️დღეს კარგია ახალი ცოდნის მიღება, გაცილებით მარტივად შეისწავლება.
▪️ დღეს განთავისუფლდით ნეგატიური მდგომარეობებისგან, თვისებებისგან, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში. შესაძლოა, ეს იყოს სიზარმაცე, ნეგატიურ ემოციებში ჩარჩენა ან დისციპლინის ნაკლებობა. თქვენ ყველაზე კარგად იცით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ არ იცით დაუთმეთ დრო ამაზე ფიქრს, ჩამოწერეთ, მიაქციეთ ყურადღება ღირსებებს, ნაკლს და იმოქმედეთ ღირსებებზე დაყრდნობით.
▪️არ დანებდეთ, გამოიჩინეთ ძალისხმევა, იყავით ერთგული არჩეული გზის მიმართ. საკუთარ თავში და შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარებასთ. ეს ხელს შეუშლის თქვენს შედეგებს. იყავით თავდაჯერებული.
▪️დღევანდელი დღე კარგია ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, კონტაქტისთვის, დროის გატარებისთვის და კომუნიკაციისთვის.
სიყვარულით ❤️
შენი თამარი
ყოველდღე გაღვიძებისას გაიხსენეთ, ცხოვრებაში რა განიჭებთ ბედნიერებას და სიხარულის განცდას. თქვით მადლობა ყველაფრისთვის.დაიწყეთ მადლობის გადახდა საკუთარი თავიდან, საკუთარ სხეულს უთხარით მადლობა, ორგანოებს, უჯრედებს... არ აქვს მნიშვნელობა, მთელი გულით და ხმამაღლა განაცხადეთ! შეიგრძნოთ ჩაღვრილი მადლი,. ყოველივე ეს კი მოიზიდავს უფრო მეტ სასიხარულო და ბედნიერ განცდებს. (დაძინებისასაც შესაძლოა იმავეს გაკეთება).
მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ ამ სამყაროში შენი არსებობა ძალიან მნშივნელოვანია. შენ გაქვს კონკრეტული მიზანი, მისწრაფება, სურვილები და იდეები, რომელიც თავისუფლად უნდა განახორციელო. შენ გაქვს შენი სამყარო და შენ თავად ხარ სამყარო. მთავარია გესმოდეს, თუ რამდენად ღირებული,მნიშვნელოვანი ხარ და რამდენი რამ შეგიძლია. განა, ჩვენი სხეულისთვის რომელიმე უჯრედი ზედმეტია? ყველამ კარგად ვიცით, კანიც რომ გავიკაწროთ, გვტკივა და გვეწვის. ასევე, ერთი მთლიანის უმნიშვნელოვანესი მთლიანი სისტემა ვართ და ჩვენ რომ გვტკივა სამყარო ზანზარებს ტკივილისგან! აი, ეს არის ჩვენი დანიშნულება, გავიდეთ ტკივილიგან, განვიცადოთ ევოლუცია და შესაბამისად განვაცდევინოთ ზრდა სამყაროს, უფალს. დავუბრუნდეთ მას!
მთავარი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გვავიწყდება რაოდენ დიდია ჩვენი შესაძლებლობები. რამხელა პასუხისმგებლობაა თითოეულ ჩვენთაგანზე და უპასუხისმგებლობაა როცა გვგონია, რომ ჩემზე არ არის დამიკიდებული სამყაროს რა მოუვა. შენი ტკივილია მას, რომ ტკივა და მოიშუშე ეს ტკივილი. უნდა ვისწავლოთ ბედნიერება, სიყვარული, მადლიერება და დაფასება; გავიგოთ რა არის ჩვენი მისწრაფება და მისია თავისით გამოიკვეთება, რის შექმნასაც შევუდგეთ მერმე . ჩვენში არის შემოქმედების პოტენციალი თავად უფლის დარად, მაგრამ ამას დაჯერება, მუშაობა და გავნითარება სჭირდება! ჩემთვის გვიანია, შეიძლება მითხრა?! მაგრამ გვიანი? გიპასუხებ: არასდროს არის, ახლაც შეგიძლია დაიწყო მინუსებიდანაც.
ღვთაებრივი ენერგია ჩამალულა შენში, „გამიგიკტია“ - უფრო სწორია! რაოდენ სამწუხაროა, როდესაც უმრავლესობა ადამიანებისა ამ გაცნობიერების და სულის ევოლუციის გარეშე ტოვებს დედამიწას. მაგრამ თქვენ და ჩვენი ჯგუფი, ხომ ვცდილობთ მოვუსმინოთ შინაგან ხმას და ავყვეთ სულის ევოლუციის ტემპს, თუნდაც ისე როგორც შეგვიძლია... სიყვარულით და მადლიერებით ❤️
☀️დილა მშვიდობისა☀️
დღეს გთავაზობთ ძალიან მარტივ საავტორო პრაქტიკას, რომელიც დაგეხმარებათ რო
ელსაც მე სოფელში თუ ქალაქში ვაკეთებ ყოველდღიურად და მეხმარება მაღალ ენერგეტიკული ვიბრაციების შენარჩუნებაში
ტექნიკა დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში, დღის მანძილზე უფრო ენერგიულად ყოფნასა და პოზიტივით დამუხტვაში.
🤍🤍🤍🤍🩵🩵🩵🩵🩷🩷🩷🩷🩷
გაღვიძების შემდგომ დადექით ფანჯარასთან, აივანზე ან ეზოში, სასურველია აღმოსავლეთის მხარეს უყურებდეთ.
🌞შეხედეთ მზეს, მიესალმეთ, სთხოვეთ ძალა და ენერგია, მისი მიმართულებით დაიჭირეთ ხელის გულები და წარმოიდგინეთ თითქოს ციდან ჩამოდის სხივი, რომელიც შემოდის თქვენს ხელებში, ავსებს მთელ სხეულს ნათელი, თბილი და სასიამოვნო ენერგიით.
5-10 წთ ისუნთქეთ ღრმად, ჩაისუნთქეთ ცხვირით, გააკეთეთ მცირე პაუზა და ამოისუნთქეთ პირით (მიაქციეთ ყურადღება, რომ ისუნთქოთ მუცლით, დიაფრაგმით და არა მკერდით).
შემდგომ წარმოთქვით ( სიტყვიერად, ჩურჩულით ან ღიღინით ):
„მზეო ნათელო, ცის მამავ,
სხივებით განმწმინდე, განმანათე და აღმავსე
ჩემთან იყავ გაკვეთილებსა შიდა და ჟამს მშვიდობისა,
დარშიც და ავდარშიც ანათე ჩემში, ჩემთვის და ჩემით.
ჩამოდი მზეო ციდანა იბუდე გულში მარადის და
დღე ყოველი გავატაროთ შენსავით!”
მადლიერებით დაასრულეთ პრაქტიკა
მშვიდობის და ჰარმონიის მანტრა:
💚დაე, მოხდეს ყოველივე კარგი;
💚დაე, იყოს მშვიდობა ყველასთვის,
💚დაე, ყველაფერი სრულყოფილ იქნას,
💚და ყველას ვუსურვებ სიყვარულის განცდას.
💚დაე, ყველა იყოს ბედნიერი.
💚დაე, ყველა იყოს ჯანმრთელად,
💚დაე, ყველამ გამოსცადოს სიკეთე,
💚და ნურავინ იქნება გაჭირვებულად.
ეს ორი ძალა ჩვენი ქვეყნიერების, დუალურობად აღქმის საფუძველს ქმნის. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, გაცდებით ხილულს და გააცნობიერებთ მეტად, დაინახავთ, რომ ორივე ძალა წარმოადგენს შემოქმდის ჩანაფიქრის ნაწილს. ისინი კი არ ებრძვიან, არამდე ავსებენ ერთმანეთს, თუმცა გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ხასიათდებიან ილუიების სიმრავლით, რაც ამკვრივებს მატერიას, ქნის მატრიცულ მოცემულობას და დრაც მეტი სიმკვრივით ხასაითდებიან, მით მეტად წარმოჩინდება ამ ორი ძალის „მტრობა“, რადგან ერთი მეორის გარeშე ვერ იარსებებს ამ განზომილებაში.
და პირიქით, რაც მეტ იქნება პირველყოფილი სიმშვიდის (ფაქიზი) ენერგია, მით მეტად ჰარმონიულად მოხდება ამ სამყაროში, არსებულ ორ უმთავრეს ძალას შორის ურთიერთქმედება.
ამ ორი ძალას წარმოადგენთ თქვენ, თითოეული და ერთობლივად ჩვენ. მიკრო მაკროში და მაკრო მიკროში. სწორედაც, რომ თქვენს შიგნით არსეული `მოჩვენებითი (ილუზორული) წინააღმედგობის გადალახვა სულის ევოლუციისთვის, აუცილებელ სწავლების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნიერებაზე და არა მხოლოდ....
კარგი იქნება თუ გაცნობიერდება ეს საკითხი ერთ ცხოვრებაში, ამ მოცემულობაში და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით პირველყოფილ სიმშვიდისკენ, სანამ არ „ჩავალთ“ „სახლში“...
სიყვარულით და მადლიერებით ❤
თამარი
ორი ძალა, რომელიც გარეგნულად გამოიყურებიან და შეიგრძნობიან როგორც ურთიერთ საპირისპირო, სრულიად განსხვავებული, წინააღმდეგობრივი , სინამდვილეში უბრალოდ მონაწილეობენ უმაღლესი ცნობიერ შემოქმედის ჩანაფიქრში და ასე ახდენენ ჩვენი ხილული სამყაროს ფორმირებას.
ერთი ძალა, რომელიც ხილულ (მყარი) სამყაროებს ქმნის, ხელს უწყობს ილუზიის წარმოჩენას და მეორე ძალა, ხელს უწყობს ამ ილუზიის გაფანტვას და ხილულის დაბრუნებას უხილავ (ფაქიზ) ყოვლის მომცველ ზეცნობიერებში.
პირველ ეტაპზე, სამყაროს წარმოჩენის ის ძალაა , რომელიც ხელს უწყობს ილუზიის შექმნას, ეჯახება წინააღმდეგობას იმ ძალისგან, რომელიც ცდილობს პირველადი სიმშვიდის შენარჩუნებას.
მეორე ეტაპზე, სამყაროსთვის კრიტიკული წერტილის გავლის შემდეგ, ძალები ცვლიან როლებს და უკვე, წინააღმდეგობა ვლინდება იმ ძალისგან, რომელიც მიისწრაფის ილუზიის შენარჩუნებიკენ.
ეს ორი ძალა, სამყაროს აღქმის სხვადასხვა სისტემებში იწოდებიან - ინ და იანად; მამკაცურ და ქალურ საწყისად; სიკეთე და ბოროტება.
ეს
اکنون در دسترس! پژوهش تلگرام ۲۰۲۵ — مهمترین بینشهای سال 
